1. გარდა სანიტარიული დაცვის მესამე სარტყელში მოცემული აკრძალვებისა, მეორე სარტყელში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანება/დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაუარესება, მათ შორის:

ა) ყოველგვარი ახალი შენობა-ნაგებობების მოწყობა და ექსპლუატაცია;

ბ) არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება საკანალიზაციო სისტემაში ჩართვის ან ჰერმეტულ ინდივიდუალურ/კოლექტიურ რეზერვუარზე;

გ) ყველა სახის არსებული შენობა-ნაგებობის განვითარება ან/და გაფართოება;

დ) მინერალური რესურსის, მათ შორის ინერტული მასალის მოპოვება, გარდა წყალსაცავის ექსპლუატაციის საჭიროებასთან/მიზნებთან დაკავშირებული ან/და ნაპირდაცვისთვის აუცილებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებებისა;

ე) სასაფლაოების მოწყობა;

ვ) ცხოველების შეყვანა, დაბანა ან/და დარწყულება;

ზ) გრუნტში, მშრალ ხევებში და წყალსაცავის შენაკადებში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება.

2. სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები:

ა) არსებული შენობა-ნაგებობების საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელში ან საკანალიზაციო წყლების შესაგროვებლად მოეწყოს ჰერმეტული ინდივიდუალური/კოლექტიური რეზერვუარი;

ბ) ამ ზოლში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას და კომუნიკაციას უნდა განესაზღვროს კონკრეტული ღონისძიებები წყლის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით;

გ) დასაშვებია არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული მასშტაბების ზრდის გარეშე;

დ) დასაშვებია არსებულ შენობა-ნაგებობებზე სხვადასხვა სახის კომუნიკაციის დაერთების სამუშაოები;

ე) მეორე სარტყელში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილმონაცვლეობა შესაძლებელია, თუ შერჩეული ალტერნატივა და განთავსება/მოწყობის საპროექტო გადაწყვეტები გააუმჯობესებს სანიტარიული სარტყლის არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას;

ვ) საფეხმავლო ან/და ველობილიკების, შესაბამისი გამაფრთხილებელი ან/და ამკრძალავი ნიშნების, ღამის განათების ინფრასტრუქტურის მოწყობა ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია;

ზ) დეკორატიული გაფორმების ობიექტების, საპარკე სკამების, საბავშვო მოედნების განთავსება ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია;

თ) მეორე სარტყელში შესაძლებელია ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლის დანიშნულებაა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და სხვ.;

ი) სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილში უნდა განთავსდეს საინფორმაციო ნიშნებ