1. მეორე სარტყლის აკვატორიაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა (გარდა წყალსაცავის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჟინვალის წყალსაცავის დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაუარესება, მათ შორის:

ა) მშენებლობა;

ბ) ფსკერის დაღრმავების სამუშაოები;

გ) ინერტული მასალების მოპოვება;

დ) შიდაწვის ძრავიანი მცურავი საშუალებების გადაადგილება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სპეციალური სამსახურების გადაუდებელ სამუშაოებთან;

ე) წყალსაცავის სანაპირო ზოლში ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეცხვა;

ვ) ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება გაწმენდილი ჩამდინარე წყლის ჩათვლით;

ზ) გაუწმენდავი სანიაღვრე წყლების ჩაშვება;

თ) თევზის მოშენება, გარდა სპეციალური სამსახურის მიერ წყლის ხარისხის შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით გარკვეული სახეობის თევზის გამრავლებისა.

2. მეორე სარტყლის აკვატორიის ნაწილის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები:

ა) ინერტული მასალის მოპოვება წყალსაცავის ფუნქციონირების (მათ შორის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება) მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალურად შემუშავებული რეჟიმის და გეგმის შესაბამისად, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარემოს დაბინძურების პრევენციული და ზედამხედველობითი ღონისძიებები;

ბ) ჟინვალის წყალსაცავის წყლის გამოყენება ბანაობისათვის, ტურიზმისათვის, საწყალოსნო სპორტისა და თევზჭერისათვის შესაძლებელია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე, რომელიც შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს მუნიციპალიტეტმა;

გ) არსებული შენობა-ნაგებობების საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელში ან საკანალიზაციო წყლების შესაგროვებლად მოეწყოს ჰერმეტული ინდივიდუალური/კოლექტიური რეზერვუარი;

დ) ამ სარტყელში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას და კომუნიკაციას უნდა განესაზღვროს კონკრეტული ღონისძიებები წყლის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით;

ე) დასაშვებია არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული მასშტაბების ზრდის გარეშე;

ვ) დასაშვებია არსებულ შენობა-ნაგებობებზე სხვადასხვა სახის კომუნიკაციის დაერთების სამუშაოებ