1. ჟინვალის წყალსაცავის, როგორც სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების წყაროს და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილია სანიტარიული დაცვის ზონა.

2. ჟინვალის წყალსაცავის სდზ საზღვრები განისაზღვრება სდზ-ის საზღვრების რუკით.

3. ჟინვალის წყალსაცავის სდზ იყოფა სამ სარტყლად. თითოეულ სარტყელს წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვის მიზნით განსაკუთრებული რეჟიმი აქვს:

ა) სდზ-ის პირველი სარტყელი – მკაცრი რეჟიმის ზონა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალამღები კოშკები;

ბ) სდზ-ის მეორე სარტყელი – წყლის დაცვის ზონა (მშენებლობის აკრძალვის ზონა), რომელიც მოიცავს ჟინვალის წყალსაცავის მთელს აკვატორიას (წყალსაცავის 812 მ ნიშნულზე, ფორსირებული შევსების მდგომარეობით - ცხრილი 2) და მის მომიჯნავე ხმელეთის ნაწილს, ცხრილ 3-ში მითითებული კოორდინატების თანმხვედრ ხაზამდე;

გ) სდზ-ის მესამე სარტყელი – სამეთვალყურეო ზონა (შეზღუდული განაშენიანების ზონა), რომელიც მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, სადაც განაშენიანება დაშვებულია შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

4. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვარი დადგენილია ჟინვალის წყალსაცავის წყალშემკრები აუზის აქტიური ნაწილისთვის.

5. სდზ-ის პირველი სარტყლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 1.

6. სდზ-ის მეორე სარტყლის აკვატორიის ნაწილის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 2.

7. სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 3.

8. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 4.

9. იმ ტერიტორიაზე, სადაც სდზ სარტყლების კოორდინატები ემთხვევა ერთმანეთს, ვრცელდება უფრო მკაცრი რეჟიმის სარტყლის რეგულაციებ