1. სდზ-ის პირველი სარტყელი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვის ზონას, სადაც აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა წყალასაღების კომუნიკაციების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, კერძოდ:
ა) აკრძალულია მშენებლობა, რომელსაც არა აქვს უშუალო კავშირი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან, რეკონსტრუქციასა და გაფართოებასთან; აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მილების ჩაწყობა, საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო შენობების განლაგება, ტერიტორიის სამოსახლოდ გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, შესაბამისად, შხამ-ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება;
ბ) ზონის საზღვრებში არ დაიშვებიან უცხო პირები, წყლის აკვატორიაში აკრძალულია ყოველგვარი მცურავი საშუალებების მოძრაობა, ბანაობა, თევზაობა, პირუტყვის დარწყულება და სხვა წყალსარგებლობის სახეობები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის ხარისხზე;
გ) ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება (მათ შორის სანიაღვრე წყლები), გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩათვლით;
დ) ინერტული მასალის მოპოვება;
ე) წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული შენობების ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების შესაგროვებლად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასაშვებია, სანიტარიული კვანძები მოეწყოს ჰერმეტულ ამოსანიჩბ ორმოებზე ან დაერთდეს კანალიზაციის ცენტრალიზებულ სისტემაზე ჩამდინარე წყლების სდზ-ის გარეთ გატანის უზრუნველყოფით.
2. სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლის აკვატორია შემოსაზღვრული უნდა იყოს მანიშნებელი ტივტივებით, ხოლო სახმელეთო ნაწილი უნდა იყოს დაცული და განთავსდეს ამკრძალავი და საინფორმაციო ნიშნები. აღნიშნული ღონისძიება უნდა განახორციელოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა