1. მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში განთავსებული, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით დადგენილია სანიტარიული დაცვის ზონა და სანიტარიული ზოლი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების სდზ საზღვრები დადგენილია სდზ-ის საზღვრების რუკით.

3. არაგვის ხეობის სდზ იყოფა სამ სარტყლად, ხოლო წყალაღების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სასმელი წყლის ხაზოვანი ნაგებობებისთვის დადგენილია სანიტარიული დაცვის ზოლი. თითოეულ სარტყელს წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვის მიზნით განსაკუთრებული რეჟიმი აქვს:

ა) სდზ-ის პირველი სარტყელი – მკაცრი რეჟიმის ზონა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას, სადაც განთავსებულია საინფილტრაციო აუზები, წყალშემკრები ჭები, სამიჯნო კამერები, საქლორატოროები, დახურული და ღია რეზერვუარები, სატუმბო სადგურები, წყალაღების ნაგებობები და წყალსატარები (ხაზოვან ნაგებობების შიდა განაწილების ქსელი) და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები;

ბ) სდზ-ის მეორე სარტყელი – წყლის დაცვის ზონა (მშენებლობის აკრძალვის არეალი), რომელიც მოიცავს სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ობიექტების მომიჯნავე გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს;

გ) სდზ-ის მესამე სარტყელი – სამეთვალყურეო ზონა (შეზღუდული განაშენიანების ზონა), რომელიც მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, სადაც მშენებლობა დაშვებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შეზღუდვებით.

4. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვარი დადგენილია არაგვის ხეობის წყალშემკრები აუზის აქტიური ნაწილისთვის.

5. სდზ-ის პირველი სარტყლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 1.

6. სდზ-ის მეორე სარტყლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 2.

7. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 3.

8. ჟინვალი-ბოდორნას გვირაბის სანიტარიული დაცვის ზოლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 4.

9. ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის, ბულაჩაურის გვირაბის და ბულაჩაურის მილსადენის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული სანიტარიული ზოლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 5.

10. იმ ტერიტორიაზე, სადაც სდზ სარტყლების კოორდინატები ემთხვევა ერთმანეთს, ვრცელდება უფრო მკაცრი რეჟიმის სარტყლის რეგულაციებ