1. მდინარე არაგვის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში განთავსებულია რამდენიმე ხაზოვანი ობიექტი:

ა) ჟინვალი-ბოდორნას გვირაბი – მთლიანად მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში;

ბ) ბულაჩაურის გვირაბი – ნაწილობრივ მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში;

გ) ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბი – ნაწილობრივ მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში;

დ) ბულაჩაურის მილსადენი – ნაწილობრივ მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პუნქტი 1-ის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში მოცემული წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობების დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით დადგენილია 20 მეტრი, ხოლო დ) ქვეპუნქტში – 10 მეტრი სიგანის სანიტარიული დაცვის ზოლი, რომელიც გაანგარიშებულია ხაზოვანი ნაგებობის ორივე განაპირა ხაზიდა