საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2005 ძალადაკარგული 07.12.2015
ნომერი
№523
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.033.007.555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 15/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (37)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (32)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №523

+

2005 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

1. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №483-სსმIII, №67, 15.05.2007წ.; მუხ.753

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1141-სსმIII, №144, 16.10.2007წ.; მუხ.1611

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655-სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №868-სსმIII, №170, 01.12.2008წ.; მუხ.1739

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის ბრძანება №81-სსმIII, №17, 16.02.2009წ.; მუხ.217

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №479-სსმIII, №91, 23.07.2009წ.; მუხ.966

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №759-სსმIII, №145, 25.11.2009წ.; მუხ.1693

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №913-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1990

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №252-სსმIII, №33, 31.03.2010წ.; მუხ.561

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის ბრძანება №343-სსმIII, №50, 30.04.2010წ.; მუხ.736

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანება №449-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.946

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №547-სსმIII, №79, 05.07.2010წ.; მუხ.1159

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №616-სსმIII, №93, 30.07.2010წ.; მუხ.1380

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №663-სსმIII, №104, 25.08.2010წ.; მუხ.1583

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №772-სსმIII, №130, 11.10.2010წ.; მუხ.1896

18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №940 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2393

19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №975 - სსმ III, №171, 30.12.2010 წ., მუხ.2463

20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.

21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 14.02.2011 წ.

22. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ.

23. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 20.05.2011 წ.

24. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №422 - ვებგვერდი, 03.08.2011 წ.

25. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №541 - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.

26. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

27. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 აპრილის ბრძანება №136 - ვებგვერდი, 03.05.2012წ.

28. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №309 - ვებგვერდი, 02.08.2012წ.

29. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №454 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.

30. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №473 - ვებგვერდი, 08.11.2012წ.

31. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 აპრილის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 05.04.2013წ.

      

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება

+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203- სსმ III, №40, 31.03.2009 წ .; მუხ .468

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. საქართველოს ფინა ნ სთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფერო ებ ში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის.

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის სამინისტრო.

4. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, დაწესებულების სახით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 

5. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი თავისი სახელწოდებით და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.  

6. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტოს ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია შემოკლებული დასახელების – „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“– გამოყენება.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 4.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655 -სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №868-სსმIII, №170, 01.12.2008წ.; მუხ.1739

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №759-სსმIII, №145, 25.11.2009წ.; მუხ.1693

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №913-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1990

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №252-სსმIII, №33, 31.03.2010წ.; მუხ.561

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის ბრძანება №343-სსმIII, №50, 30.04.2010წ.; მუხ.736

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №616-სსმIII, №93, 30.07.2010წ.; მუხ.1380

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №940 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2393

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №309 - ვებგვერდი, 02.08.2012წ.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

+

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა (განაწილება, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გადაცემა) და/ან მისი განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;

ა​1) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწ ყ ვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვ ა , შენახვ ა , შე ფასება, განკარგვა (პრივატიზება, განაწილება, განადგურება) და/ან განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;

ბ) ამოღებულია;

გ) ამოღებულია;

დ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა;

ე ) დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა .

2. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწ ყ ვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის გადაცემული მოძრავი ქონების (შემდგომში-ქონების) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას;

ბ) ადგენს ქონების სპეციალურ ნუსხას;

გ) ორგანიზებას უკეთებს ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის პროცესს, მათ შორის ატარებს აუქციონებს;

გ​1) ამოღებულია;

გ ​2 ) ამოღებულია;

გ ​3 ) ამოღებულია;

გ ​4 ) ითანხმებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, ანიჭებს მათ რეგისტრაციის ნომერს ან უარს აცხადებს მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭებაზე;

გ ​5 ) ითანხმებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების საკითხს, რომელთაც საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში;

გ ​6 ) (ამოღებულია);

გ ​7 ) ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას;

გ ​8 ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და სამინისტროში წარადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

 გ ​9 ) (ამოღებულია - 10 .02.12, №44 );

გ ​10 ) (ამოღებულია - 10 .02.12, №44 );

გ ​11 ) (ამოღებულია - 10 .02.12, №44 );

გ​12 ) ახორციელებს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას;

გ​13)​ (ამოღებულია - 30.04.2012, №136 );

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.

2​1 . სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ​12 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელები სას , მომსახურების გაწევის წესი, მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება სააგენტოს ძირითადი საქმიანობის განხორციელებას და ატარებს დამხმარე ხასიათს.

4. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფლობდეს წილს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებში. ამ პუნქტის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოებისგან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897   

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1141-სსმIII, №144, 16.10.2007წ.; მუხ.1611 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655-სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №759-სსმIII, №145, 25.11.2009წ.; მუხ.1693

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №913-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1990

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №252-სსმIII, №33, 31.03.2010წ.; მუხ.561

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის ბრძანება №343-სსმIII, №50, 30.04.2010წ.; მუხ.736

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივლისის ბრძანება №547-სსმIII, №79, 05.07.2010წ.; მუხ.1159

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №616-სსმIII, №93, 30.07.2010წ.; მუხ.1380

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №772-სსმIII, №130, 11.10.2010წ.; მუხ.1896

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №940 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2393

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი , 10.01.2011 წ .

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №422 - ვებგვერდი, 03.08.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №541 - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 აპრილის ბრძანება №136 - ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №309 - ვებგვერდი, 02.08.2012წ.

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა

+

1. სააგენტოს მართავს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვაზე, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 

3. დირექტორი:

ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმომადგენლობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;                      

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს; 

დ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას და აწესრიგებს მის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  

ზ) მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და სააგენტოს შინაგანაწესს;

ი ​1 ) ამოღებულია;

ი ​2 ) ამოღებულია;

ი ​3 ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილებების, მათ შორის, ფინანსური საქმიანობის განხორციელების, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის და წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება;

ი ​4 ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;

ი ​5 ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ი​6) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის წესს;

ი​7) ამტკიცებს სააგენტოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება:

ა) გადადგომისას;

ბ) გათავისუფლებისას;

გ) გარდაცვალებისას;           

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან ქმედუუნაროდ გამოცხადების დღიდან.

5. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში  მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში - მისი ერთ-ერთი მოადგილე,  დირექტორის გადაწყვეტილებით.    

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №483-სსმIII, №67, 15.05.2007წ.; მუხ.753

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის ბრძანება №81-სსმIII, №17, 16.02.2009წ.; მუხ.217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №479-სსმIII, №91, 23.07.2009წ.; მუხ.966

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №759-სსმIII, №145, 25.11.2009წ.; მუხ.1693

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №252-სსმIII, №33, 31.03.2010წ.; მუხ.561

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის ბრძანება №343-სსმIII, №50, 30.04.2010წ.; მუხ.736

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №975 - სსმ III, №171, 30.12.2010 წ., მუხ.2463

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 14.02.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 18.04.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №454 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №473 - ვებგვერდი, 08.11.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 16.01.2013წ.

 

     მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები

+

1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა.ა) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა; წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება; ფინანსური ანგარიშების მომზადება; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;

ა.ბ) ლოჯისტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; 

ა.გ) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვა) კოორდინაცია; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზაცია; საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია; საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ა​1) იურიდიული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ქონების განკარგვის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა; შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა - უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად ; ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ბ) ქონების განკარგვის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისგან:

ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სპეციალური ელექტრონული რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის ფორმებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე წინადადებების მომზადება; რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზება და განხორციელება; უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული, ლიზინგის ფორმით გადასაცემი და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);

ბ.ბ) განსაკარგავად გადაცემული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწ ყ ვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების ელექტრონული რეესტრის წარმოება, აღნიშნული ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; პრივატიზების ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; პრივატიზების ორგანიზება და განხორციელება; განსაკარგავად გადაცემული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; პრივატიზებული, ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ამ ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);

გ) მარკეტინგის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სარეალიზაციო, საპრივატიზებო და/ან ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის, პრივატიზების, ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა;

გ ​1) ინოვაციებისა და პროექტების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემუშავების საჭიროებათა გამოვლენა და შესაბამისი ამოცანების ჩამოყალიბება; პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ტესტირებაში მონაწილეობა; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზება; ახალი ბიზნეს-პროცესების საჭიროებათა გამოვლენა; არსებული ბიზნეს-პროცესების განვითარება-ოპტიმიზაციის საჭიროებათა გამოვლენა; კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, პირველადი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;

 გ2) მონიტორინგის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის, გამოყენებისა და მიზნობრიობის მონიტორინგი; მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი; მონიტორინგის სამსახურის მიერ გაცემული წინადადებების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება; სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი; მონიტორინგის პროცესში ან შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სააგენტოს  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების მიზნებისთვის სათანადო წინადადებების მომზადება;

დ) დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოები, რომელთა ძირითადი ფუნქციებია:

 

დ.ა) შესაბამის რეგიონებში ქონების მიღება, ტრანსპორტირება და რეგიონულ საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა;

დ.ბ) ქონების განკარგვის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება;

დ.გ) სააგენტოს დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების განკარგვის უზრუნველყოფა.

ე) ქონების შეფასების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქონების შეფასება, საბაზრო ღირებულების დადგენა; ქონების რეალიზაციის/პრივატიზების საწყისი სარეალიზაციო/ საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფოსათვის ან სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემამდე არსებული შეფასების, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, სხვა საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტისათვის) ან/და აუდიტური ფირმისათვის (აუდიტორისათვის) ქონების ექსპერტიზისა და შეფასებისათვის მიმართვა.

2. დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოებს შესაძლებელია ჰქონდეთ სამმართველოს ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი; სამმართველოს ბლანკიან ფურცელზე ხელმოწერასა და ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრება დირექტორის გადაწყვეტილებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №483-სსმIII, №67, 15.05.2007წ.; მუხ.753

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1141-სსმIII, №144, 16.10.2007წ.; მუხ.1611 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655-სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №759-სსმIII, №145, 25.11.2009წ.; მუხ.1693

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №913-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1990

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №252-სსმIII, №33, 31.03.2010წ.; მუხ.561

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის ბრძანება №343-სსმIII, №50, 30.04.2010წ.; მუხ.736

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანება №449-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.946

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანება №616-სსმIII, №93, 30.07.2010წ.; მუხ.1380

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №663-სსმIII, №104, 25.08.2010წ.; მუხ.1583

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №772-სსმIII, №130, 11.10.2010წ.; მუხ.1896

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №940 - სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2393

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 20.05.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №541 - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 აპრილის ბრძანება №136 - ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №309 - ვებგვერდი, 02.08.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 აპრილის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 5. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

+

1. სააგენტო, თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება:

ა) სამინისტროს წინადადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხები (კანონმდებლობით დადგენილი წესით);

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ ​1 ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტოს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №913-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1990

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №772-სსმIII, №130, 11.10.2010წ.; მუხ.1896

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №541 - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.

    მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება

+

1. სააგენტო ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს პირველი საფინანსო წელი იწყება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტიდან და მთავრდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.

3. ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე, სააგენტო მინისტრს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.

4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.

    მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

+

1. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის (სააგენტოს) არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 8. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

+

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობა.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

+

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №523, 13.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60892-32/