საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2005 ძალადაკარგული 07.12.2015
ნომერი
№523
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.033.007.555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 15/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (37)

შემდგომი ცვლილებები (30)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №523

2005 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

1. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №483-სსმIII, №67, 15.05.2007წ.; მუხ.753

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1141-სსმIII, №144, 16.10.2007წ.; მუხ.1611

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655-სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №868-სსმIII, №170, 01.12.2008წ.; მუხ.1739

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის ბრძანება №81-სსმIII, №17, 16.02.2009წ.; მუხ.217

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის საჯარო მომსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, თავისი ფუნქციების ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით და სამინისტროს სისტემაში ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო ხელშეწყობის, არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად.       

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის სამინისტრო.

4. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, დაწესებულების სახით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 

6. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. იაშვილის №4.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655-სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №868-სსმIII, №170, 01.12.2008წ.; მუხ.1739

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე კანონის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას დაქვემდებარებული, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია და/ან განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგება;

ბ) სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო დახმარებების გაწევა, ასევე მათი საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერა;

გ) სამინისტროს სისტემის საჯარო მომსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელება.

2. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთების, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთის, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსების, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსების (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რელიზაციას (გარდა ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწიფო ქონებისა“);

ბ) ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალურ ნუსხას;

გ) ორგანიზებას უკეთებს ქონების რეალიზაციის პროცესს, მათ შორის ატარებს აუქციონებს;

გ​1) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო დახმარებების გაწევას, ასევე მათი საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას;

გ​2) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საჯარო მომსამსახურეების და სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელებას სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი​2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა;

გ​3) უზრუნველყოფს სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელებას;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება სააგენტოს ძირითადი საქმიანობის განხორციელებას და ატარებს დამხმარე ხასიათს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897   

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1141-სსმIII, №144, 16.10.2007წ.; მუხ.1611 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655-სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მართავს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვაზე, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 

3. დირექტორი:

ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმომადგენლობას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;                      

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს; 

დ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას და აწესრიგებს მის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  

ზ) მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და სააგენტოს შინაგანაწესს;

ი​1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განხორციელების პირობებს;

 ი​2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატებისა (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) ღირებულებას. უფლებამოსილია დაადგინოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის განსახორციელებელი სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) შეღავათიანი ღირებულება;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება:

ა) გადადგომისას;

ბ) გათავისუფლებისას;

გ) გარდაცვალებისას;           

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან ქმედუუნაროდ გამოცხადების დღიდან.

5. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც ის თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №483-სსმIII, №67, 15.05.2007წ.; მუხ.753

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის ბრძანება №81-სსმIII, №17, 16.02.2009წ.; მუხ.217

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ,,სააგენტოს“ მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მიქცევის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ,,სააგენტოს“ წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; ,,სააგენტოს“ პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ,,სააგენტოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება, სარეალიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) კომერციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალური რეესტრის წარმოება; ,,სააგენტოზე“ გადაცემული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა და ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; ქონების რეალიზაციისათვის აუქციონის, ფასთა კოტირებისა და პირდაპირი მიყიდვის ორგანიზება და განხორციელება; ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საწყობიდან გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა;

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების საიმედო ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარებისათვის, ასევე ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში საჭირო კონსულტაციებისა და პრაქტიკული დახმარებების გაწევა;

დ) სასწავლო ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

დ.ა) სამინისტროს მიერ ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში სამინისტროსათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;

დ.ბ) ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელებისას შეხვედრებში, ინტერვიუებში/გასაუბრებებში მონაწილეობის მიღება, შედეგების შეფასება და სამინისტროსთვის წარდგენა;

დ.გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე წლიური სასწავლო-საპროგნოზო გეგმის შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა;

დ.დ) წლიური სასწავლო-საპროგნოზო გეგმის საფუძველზე სპეციალური ან/და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა;

დ.ე) დაინტერესებული პირებისათვის დისკუსიების, თემატური სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა;

დ.ვ) მომზადების/გადამზადების მიზნით თეორიული სწავლების განხორციელება;

დ.ზ) ტრეინერების შერჩევის მეთოდოლოგიის შემუშავება;

დ.თ) ტრეინერების და ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადება;

დ.ი) ტრეინერების, სპეციალისტების (ექსპერტების), ინსტრუქტორების შერჩევა, მოწვევა და ტრეინერთა ბაზების წარმოება;

დ.კ) საჭიროებებიდან გამომდინარე, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა;

დ.ლ) სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე სტაჟირების კანდიდატებისათვის ტესტირების ჩატარება;

დ.მ) მომზადების/გადამზადების მიზნით თეორიულ სწავლებასთან დაკავშირებული ტესტირების, გამოცდების ორგანიზება, ჩატარება და შესაბამისი შედეგების წარდგენა სამინისტროსთვის;

დ.ნ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საცეცხლე მომზადების ორგანიზების უზრუნველყოფა;

დ.ო) მომზადების/გადამზადების მიზნით თეორიული სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სააგენტოს სერტიფიკატების გაცემა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მაისის ბრძანება №483-სსმIII, №67, 15.05.2007წ.; მუხ.753

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №1141-სსმIII, №144, 16.10.2007წ.; მუხ.1611 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №655-სსმIII, №116, 12.08.2008წ.; მუხ.1249

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №203-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.468

    მუხლი 5. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტო, თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება:

ა) სამინისტროს წინადადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები (კანონმდებლობით დადგენილი წესით);

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტოს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1212-სსმIII, №136, 04.10.2006წ.; მუხ.1897

    მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სააგენტო ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს პირველი საფინანსო წელი იწყება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტიდან და მთავრდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.

3. ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე, სააგენტო მინისტრს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.

4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.

    მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

2. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის (სააგენტოს) არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 8. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობა.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №523, 13.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.555 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60892-7/