ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2005 ბოლო ცვლილება 14.05.2024
ნომერი
№1266
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.007.966
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 28/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.966

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1266

2005 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ

,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 52-ე მუხლის მე-7 ნაწილის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №918-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1982

1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ მუშა-მოსამსახურეებთან ბიუჯეტით განსაზღვრული ხელფასებით და სხვა გასაცემლებით ანგარიშსწორებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო დაწესებულებებში მათთვის სახელფასო ანგარიშსწორების ანგარიშების გახსნის ორგანიზება.

2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მივლინების და სხვა თანხებით ნაღდი ანგარიშსწორებისათვის ანგარიშვალდებული პირის მიერ შერჩეულ საბანკო დაწესებულებებში გახსნან ხელმძღვანელის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირის ანგარიშსწორების (მიმდინარე) ანგარიში.

3. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშებზე თანხები სახელმწიფო ხაზინამ ერთიანი ანგარიშიდან გადარიცხოს სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.

4. ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო დაწესებულებიდან მივლინების და სხვა თანხების სახით მიღებული ნაღდი ფული ჩაბარდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის სალაროში.

5. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №918-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1982

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ“, №1266, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.966 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62428-1/