ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2005 ბოლო ცვლილება 14.05.2024
ნომერი
№1266
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.007.966
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 28/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.966

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1266

2005 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ

,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 52-ე მუხლის მე-7 ნაწილის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №918-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1982

1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მუშა-მოსამსახურეებთან ბიუჯეტით განსაზღვრული ხელფასებით და სხვა გასაცემლებით ანგარიშსწორებისთვის, აგრეთვე   ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციების მიზნებისთვის, საბანკო დაწესებულებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნან კორპორაციული მიმდინარე ანგარიშ ი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №472 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

2. ორგანიზაციის მიერ კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან გატანილი ნაღდი ფული ჩაბარდეს ორგანიზაციის სალაროში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №472 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

3. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან სხვა დანიშნულებით, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისა, ოპერაციების განხორციელება დაუშვებელია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №472 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

4. (ამოღებულია - 07.09.2011, №472).

5. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №918-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1982

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №472 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ“, №1266, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.966 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62428-2/