“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (36)
შემდგომი ცვლილებები (16)
წინა ცვლილებები (20)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.069
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №209
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანება „სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის №1202 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ“.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №392-სსმIII, №177, 14.12.2007წ.; მუხ.1959
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788
7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №8-სსმIII, №5, 15.01.2009წ.; მუხ.39
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №170-სსმIII, №103, 19.08.2009წ.; მუხ.1148
13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №202-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1470
14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129
15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის ბრძანება №30-სსმIII, №16, 11.02.2010წ.; მუხ.190
16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის ბრძანება №36-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.223
17. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №29, 17.03.2010წ.; მუხ.424
18. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509
19. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №182-სსმIII, №129, 08.10.2010წ; მუხ.1877
20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №214-სსმIII, №147, 11.11.2010წ; მუხ.2082
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №67ა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები
სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიანი რეესტრის ფორმირება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;
გ) ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;
დ) სამოქალაქო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა;
ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ვინაობის დადგენა და დოკუმენტირება.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები
სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ზ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
თ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;
თ1) ბიომეტრ ი ული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა ;
ი) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;
კ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, მიღების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა გან-ხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ლ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
მ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ო) მოქალაქეობისა და მიგრაციის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
პ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
ჟ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჟ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
რ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;
ს) გვარის შესწორების (აღდგენის) და დადგენის შესახებ მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტა;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
უ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
უ.ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტუ-რების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
უ.გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ფ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;
ქ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნ-ველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ღ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ყ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;
შ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
შ1) კანონით დადგენილი წესით, მის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №202-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №214-სსმIII, №147, 11.11.2010წ; მუხ.2082
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (შემდგომში – სააგენტოს თავმჯდომარე).
2. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
3. მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
5. თავმჯდომარის დავალებით მოადგილეები ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №29, 17.03.2010წ.; მუხ.424
მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე
1. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს (გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს;
ზ1) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ2) ხელს აწერს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნას;
ზ3) განსაზღვრავს ხმარებიდან ამოღებული ბეჭდების, ბლანკებისა და სხვა დოკუმენტების უტილიზაციის (განადგურების) წესს, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ზ4) ადგენს სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმებისათვის სერიისა და ნომრის მინიჭების წესს;
ზ5) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს;
თ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სამუშაო ადგილების აღწერილობას;
ი1) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;
კ) განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით;
კ1) ამტკიცებს სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს და ტერიტორიული სამსახურების კოდურ აღნიშვნებს;
კ2) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ1) განსაზღვრავს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების და ლეგალიზაციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული სამსახურების ფარგლებში ხელმოწერის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;
მ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
მ1) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან გამოითხოვს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საქმეებს და იღებს გადაწყვეტილებას;
ნ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხელმძღვანელობს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას;
ო) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
პ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
ჟ) საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
რ) ამოღებულია ;
ს) ამოღებულია ;
ტ) ამოღებულია ;
უ) ამოღებულია ;
ფ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №8-სსმIII, №5, 15.01.2009წ.; მუხ.39

მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველო;
ბ) საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო;
ბ1) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო;
ბ2) აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომელიც შედგება შემდეგი ერთეულებისაგან:
გ.ა) ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება;
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება;
გ.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება;
გ.დ) მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ვ) ლოჯისტიკის სამსახური;
ზ) შესყიდვების სამსახური;
თ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური;
ი) შიდა კონტროლის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:
ი.ა) დაცვის განყოფილება;
კ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ლ) ამოღებულია ;
მ) ბუღალტერია;
ნ) საქმისწარმოების სამსახური, რომლის შემადგენლობაშია საფელდეგერო განყოფილება;
ო) სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური;
პ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509
მუხლი 61. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია:
1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახური;
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე- ჩუღურეთის სამსახური;
3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახური;
4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახური;
5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახური;
6. (ამოღებულია).
7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახური;
8. ამოღებულია;
9. ამოღებულია;
10. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის სამსახური;
11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადიგენის სამსახური;
12. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამბროლაურის სამსახური;
13. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ასპინძის სამსახური;
14. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალგორის სამსახური;
15. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალქალაქის სამსახური;
16. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახმეტის სამსახური;
17. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაღდათის სამსახური;
18. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბოლნისის სამსახური;
19. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბორჯომის სამსახური;
20. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახური;
21. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახური;
22. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახური;
23. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დმანისის სამსახური;
24. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დუშეთის სამსახური;
25. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვანის სამსახური;
26. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახური;
27. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახური;
28. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თელავის სამსახური;
29. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სამსახური;
30. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახური;
31. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თიანეთის სამსახური;
32. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სამსახური;
33. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახური;
34. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახური;
35. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლენტეხის სამსახური;
36. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარნეულის სამსახური;
37. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარტვილის სამსახური;
38. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მესტიის სამსახური;
39. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის სამსახური;
40. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნინოწმინდის სამსახური;
41. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოზურგეთის სამსახური;
42. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ონის სამსახური;
43. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახური;
44. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საგარეჯოს სამსახური;
45. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახური;
46. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სამსახური;
47. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სენაკის სამსახური;
48. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახური;
49. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტყიბულის სამსახური;
50. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფოთის სამსახური;
51. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქარელის სამსახური;
52. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყაზბეგის სამსახური;
53. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყვარლის სამსახური;
54. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩოხატაურის სამსახური;
55. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახური;
56. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩხოროწყუს სამსახური;
57. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცაგერის სამსახური;
58. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური;
59. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახური;
60. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალკის სამსახური;
61. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წყალტუბოს სამსახური;
62. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭიათურის სამსახური;
63. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახური;
64. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის სამსახური;
65. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხაშურის სამსახური;
66. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხობის სამსახური;
67. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახური;
68. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახური;
69. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახური;
70. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახური;
71. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახური;
72. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქედის სამსახური;
73. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხულოს სამსახური;
74. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შუახევის სამსახური;
75. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური;
76. ამოღებულია;
77. ამოღებულია;
78. ამოღებულია;
79. ამოღებულია;
80. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1 ქორწინების სახლი;
81. ამოღებულია;
82. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №3 ქორწინების სახლი;
83. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. რუსთავის ქორწინების სახლი;
84. ამოღებულია;
85. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. ქუთაისის ქორწინების სახლი;
851. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. ბათუმის ქორწინების სახლი;
86. ამოღებულია;
87. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი;
88. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის არქივი;
89. ამოღებულია;
90. ამოღებულია;
91. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიურო;
92. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის ცენტრი;
93. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ქუთაისის ცენტრი;
94. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ხელვაჩაურის ცენტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №392-სსმIII, №177, 14.12.2007წ.; მუხ.1959
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №170-სსმIII, №103, 19.08.2009წ.; მუხ.1148
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის ბრძანება №30-სსმIII, №16, 11.02.2010წ.; მუხ.190
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის ბრძანება №36-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.223
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №182-სსმIII, №129, 08.10.2010წ; მუხ.1877
მუხლი 62. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას, მინისტრთან შეთანხმებით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. ტერიტორიული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახურის უფროსის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97
მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებანი
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველო:
ა) აკონტროლებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კანონიერებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში;
გ) უზრუნველყოფს ინფორმაციით ტერიტორიულ სამსახურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) აკონტროლებს ტერიტორიული სამსახურების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ხელმძღვანელობის ინსტრუქციული ხასიათის მითითებების შესრულებას;
ე) უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების გამართული მუშაობის მიზნით;
ვ) ამუშავებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;
ზ) ამოღებულია ;
თ) ამოღებულია ;
ი) ამოღებულია ;
კ) ამოღებულია ;
ლ) განიხილავს და უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის შესრულებას;
მ) აწარმოებს და ამუშავებს სამმართველოს ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;
ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
2. საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო:
ა) აკონტროლებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და პასპორტის გაცემის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კანონიერებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში;
გ) უზრუნველყოფს ინფორმაციით ტერიტორიულ სამსახურებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) აკონტროლებს ტერიტორიული სამსახურების მიერ საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ხელმძღვანელობის ინსტრუქციული ხასიათის მითითებების შესრულებას;
ე) ამზადებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ახდენს სააგენტოს ხელმძღვანელობის დროულ ინფორმირებას ტერიტორიულ სამსახურებში საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ;
ზ) განიხილავს და უზრუნველყოფს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის შესრულებას;
თ) ამუშავებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;
ი) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
21. მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო:
ა) იხილავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი დასკვნის პროექტს;
ბ) იხილავს ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;
გ) იხილავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და წყვეტს ემიგრაციის საკითხებს.
22. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო:
ა) ახორციელებს უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმებას – ლეგალიზაციას და აპოსტილით დამოწმებას;
ბ) უზრუნველყოფს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებასა და შენახვას;
გ) ახორციელებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნას;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას;
ბ) ახორციელებს მონაცემთა ხარისხის მართვას;
გ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის მომხმარებელთა სწავლებას;
დ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საავტომატიზაციო ფუნქციათა მოთხოვნების ნუსხის შემუშავების კოორდინაციას;
ე) სააგენტოს საქმიანობის ავტომატიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების შემუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების საფუძველზე პროგრამული პროდუქტის შექმნას ან შეიმუშავებს რეკომენდაციებს მისი შეძენის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის ტესტირების გეგმის შემუშავებას და მის ჩატარებას სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ერთად;
თ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სისტემის დანერგვას;
ი) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მის განახლებას სააგენტოს მოთხოვნების საფუძველზე;
კ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის უწყვეტობის გეგმის შემუშავებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ნაწილში;
ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემის დოკუმენტირებას;
მ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების კოორდინაციას;
ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროექტების შემუშავებას;
ო) უზრუნველყოფს ელექტრონული არქივების შენახვის პოლიტიკის შემუშავებას;
პ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების ანალიზს, დანერგვას და მომსახურებას;
ჟ) უზრუნველყოფს სააგენტოს მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის რეზერვირებას, არქივირებას;
რ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემისათვის ოპტიმალური სასერვერო და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევას;
ს) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას;
ტ) უზრუნველყოფს სასერვერო პარკის გამართვას და მდგრად მუშაობას;
უ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას;
ფ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას;
ქ) უზრუნველყოფს სააგენტოს სხვა სტრუქტურებთან ერთად კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას და შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი ფინანსური ხარჯების შესახებ;
ღ) უზრუნველყოფს არსებული პროგრამული პროდუქტების მომსახურებას;
ყ) უზრუნველყოფს შიდა მომხმარებელთა (სააგენტოს თანამშრომელთა) წინაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული გზების მოქმედებების კოორდინაციას;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებებისა და პირების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზით სარგებლობას;
ჩ) უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში წარმოქმნილი პრობლემების აღრიცხვას და ანალიზს;
ც) უზრუნველყოფს ხშირად დასმულ შეკითხვათა და პრობლემათა ნუსხის წარმოებას და მათი ოპტიმალური გადაჭრის გზების შემუშავებას;
ძ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს – პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება, ხოლო „ღ“, „ყ“, „შ“ „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება.
5. იურიდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;
ბ) მონაწილეობს სააგენტოს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას;
გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:
ა) ახორციელებს სისტემაში კადრების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ბ) ამზადებს სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს;
გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას;
დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზაციას, კადრების რეზერვის შექმნას;
ე) ახორციელებს სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებებს;
ვ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას, აგრეთვე შრომის დისციპლინას;
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
7. ლოჯისტიკის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ) ახორციელებს ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ე) აკონტროლებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ვ) აკონტროლებს საწვავის ხარჯვას სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით;
ზ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;
თ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
8. შესყიდვების სამსახური:
ა) ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სამსახურების ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზებას უწევს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვებს;
გ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
დ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;
ე) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
9. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური, სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოსა და თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
10. შიდა კონტროლის სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) აანალიზებს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ გაწეულ მუშაობას;
გ) თავმჯდომარის ბრძანებით ამოწმებს სააგენტოს სამსახურების საქმიანობას;
დ) ამოწმებს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე რეაგირებას;
ე) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს თავმჯდომარეს;
ე1) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
ე2) ახორციელებს სააგენტოს შენობაში სტუმრების შესვლის კონტროლსა და აღრიცხვას;
ე3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას;
ე4) შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის სრულყოფის რეკომენდაციებს და ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალიწინებულ უფლება-მოვალეობებს;
101. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე1“, „ე2“, „ე3“ და „ე4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს დაცვის განყოფილება.
11. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ზედამხედველობს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ბ) ამოწმებს სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ მიმდინარე სამუშაოებს;
გ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
12. ამოღებულია.
13. ბუღალტერია:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;
გ) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;

14. საქმისწარმოების სამსახური:
ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს საქმისწარმოებას სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებებისა და თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
გ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);
დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ე) უზრუნველყოფს სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებს შორის დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;
ვ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სააგენტოს დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
141. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს საფელდეგერო განყოფილება.
142. სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას;
ბ) ახორციელებს სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და ანალიზს;
გ) ადგენს სააგენტოს საქმიანობის ტენდენციებს;
დ) სწავლობს სააგენტოს მიერ კერძო პირებისა და დაწესებულებებისათვის გასაწევი მომსახურეობის მოთხოვნის არსებობას და შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი პროდუქტის შექმნისა და შეთავაზების შესახებ;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
143. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
ბ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;

15. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის დებულებას ამტკიცებს და სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები
1. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვ) თავმჯდომარის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

3. სამმართველოს განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) თავმჯდომარის, მისი ერთ-ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

მუხლი 9. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოსა და მისი სამსახურების მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
მუხლი 12. სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
+

19.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №182-სსმIII, №129, 08.10.2010წ; მუხ.1877
19. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №182-სსმIII, №129, 08.10.2010წ; მუხ.1877
20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №214-სსმIII, №147, 11.11.2010წ; მუხ.2082
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №67ა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები
სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიანი რეესტრის ფორმირება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;
გ) ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;
დ) სამოქალაქო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა;
ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ვინაობის დადგენა და დოკუმენტირება.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები
სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ზ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
თ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;
თ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;
თ1) ბიომეტრი ული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა ;

მუხლი 61. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები🔗

მუხლი 62. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელობა🔗

21. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №67ა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები🔗
სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიანი რეესტრის ფორმირება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;
გ) ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;
დ) სამოქალაქო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა;
ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ვინაობის დადგენა და დოკუმენტირება.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები🔗
სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ზ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
ზ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;
თ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;
თ1) ბიომეტრი ული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა ;
ი) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;
კ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, მიღების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა გან-ხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ლ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ლ1) საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემა;
მ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა;
მ1) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ო) მოქალაქეობისა და მიგრაციის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
პ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
პ1) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჟ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჟ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
რ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;
ს) გვარის შესწორების (აღდგენის) და დადგენის შესახებ მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტა;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
უ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
უ.ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტუ-რების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
უ.გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ფ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;
ქ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნ-ველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ღ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ყ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;
შ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
შ1) კანონით დადგენილი წესით, მის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
შ2) სააგენტოს შექმნამდე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №202-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №214-სსმIII, №147, 11.11.2010წ; მუხ.2082
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №214-სსმIII, №147, 11.11.2010წ; მუხ.2082
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (შემდგომში – სააგენტოს თავმჯდომარე).
2. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
3. მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
3. მოადგილეები სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
5. თავმჯდომარის დავალებით მოადგილეები ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №29, 17.03.2010წ.; მუხ.424
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე🔗
1. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს (გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს;
ზ1) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ2) ხელს აწერს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნას;
ზ3) განსაზღვრავს ხმარებიდან ამოღებული ბეჭდების, ბლანკებისა და სხვა დოკუმენტების უტილიზაციის (განადგურების) წესს, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ზ4) ადგენს სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმებისათვის სერიისა და ნომრის მინიჭების წესს;
ზ5) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს;
თ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სამუშაო ადგილების აღწერილობას;
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას;
ი1) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;
კ) განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით;
კ1) ამტკიცებს სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს და ტერიტორიული სამსახურების კოდურ აღნიშვნებს;
კ2) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ1) განსაზღვრავს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების და ლეგალიზაციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული სამსახურების ფარგლებში ხელმოწერის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;
მ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
მ1) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან გამოითხოვს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საქმეებს და იღებს გადაწყვეტილებას;
ნ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხელმძღვანელობს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას;
ო) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
პ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
ჟ) საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
რ) ამოღებულია ;
ს) ამოღებულია ;
ტ) ამოღებულია ;
უ) ამოღებულია ;
ფ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დაევალოს მის მოადგილეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №8-სსმIII, №5, 15.01.2009წ.; მუხ.39
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №202-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა🔗
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველო;
ბ) საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო;
ბ1) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო;
ბ2) აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომელიც შედგება შემდეგი ერთეულებისაგან:
გ.ა) ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება;
გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება;
გ.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება;
გ.დ) მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება;
გ1) დისტანციური მომსახურების სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ვ) ლოჯისტიკის სამსახური;
ზ) შესყიდვების სამსახური;
თ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური;
ი) შიდა კონტროლის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:
ი.ა) დაცვის განყოფილება;
კ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ლ) ამოღებულია ;
მ) ბუღალტერია;
ნ) საქმისწარმოების სამსახური, რომლის შემადგენლობაშია საფელდეგერო განყოფილება;
ო) სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური;
ო) (ამოღებულია) ;
პ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური.
3. სააგენტოსთან იქმნება მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების საქმიანობა ანაზღაურებადია და ფინანსდება სააგენტოს სახსრებიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
მუხლი 61. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები🔗
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია:
1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახური;
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე- ჩუღურეთის სამსახური;
3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახური;
4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახური;
5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახური;
6. (ამოღებულია).
7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახური;
8. ამოღებულია;
9. ამოღებულია;
10. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის სამსახური;
11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადიგენის სამსახური;
12. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამბროლაურის სამსახური;
13. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ასპინძის სამსახური;
14. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალგორის სამსახური;
15. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალქალაქის სამსახური;
16. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახმეტის სამსახური;
17. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაღდათის სამსახური;
18. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბოლნისის სამსახური;
19. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბორჯომის სამსახური;
20. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახური;
21. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახური;
22. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახური;
23. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დმანისის სამსახური;
24. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დუშეთის სამსახური;
25. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვანის სამსახური;
26. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახური;
27. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახური;
28. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თელავის სამსახური;
29. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სამსახური;
30. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახური;
31. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თიანეთის სამსახური;
32. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სამსახური;
33. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახური;
34. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახური;
35. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლენტეხის სამსახური;
36. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარნეულის სამსახური;
37. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარტვილის სამსახური;
38. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მესტიის სამსახური;
39. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის სამსახური;
40. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნინოწმინდის სამსახური;
41. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოზურგეთის სამსახური;
42. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ონის სამსახური;
43. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახური;
44. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საგარეჯოს სამსახური;
45. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახური;
46. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სამსახური;
47. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სენაკის სამსახური;
48. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახური;
49. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტყიბულის სამსახური;
50. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფოთის სამსახური;
51. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქარელის სამსახური;
52. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყაზბეგის სამსახური;
53. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყვარლის სამსახური;
54. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩოხატაურის სამსახური;
55. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახური;
56. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩხოროწყუს სამსახური;
57. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცაგერის სამსახური;
58. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური;
59. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახური;
60. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალკის სამსახური;
61. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წყალტუბოს სამსახური;
62. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭიათურის სამსახური;
63. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახური;
64. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის სამსახური;
65. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხაშურის სამსახური;
66. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხობის სამსახური;
67. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახური;
68. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახური;
69. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახური;
70. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახური;
71. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახური;
72. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქედის სამსახური;
73. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხულოს სამსახური;
74. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შუახევის სამსახური;
75. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური;
76. ამოღებულია;
77. ამოღებულია;
78. ამოღებულია;
79. ამოღებულია;
80. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1 ქორწინების სახლი;
81. ამოღებულია;
82. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №3 ქორწინების სახლი;
83. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. რუსთავის ქორწინების სახლი;
84. ამოღებულია;
85. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. ქუთაისის ქორწინების სახლი;
851. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. ბათუმის ქორწინების სახლი;
86. ამოღებულია;
87. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი;
88. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის არქივი;
89. ამოღებულია;
90. ამოღებულია;
91. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიურო;
92. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის ცენტრი;
93. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ქუთაისის ცენტრი;
94. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ხელვაჩაურის ცენტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №392-სსმIII, №177, 14.12.2007წ.; მუხ.1959
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №170-სსმIII, №103, 19.08.2009წ.; მუხ.1148
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის ბრძანება №30-სსმIII, №16, 11.02.2010წ.; მუხ.190
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის ბრძანება №36-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.223
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №182-სსმIII, №129, 08.10.2010წ; მუხ.1877
მუხლი 62. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელობა🔗
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას, მინისტრთან შეთანხმებით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.
3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე.
4. ტერიტორიული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახურის უფროსის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებანი🔗
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველო:
ა) აკონტროლებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კანონიერებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში;
გ) უზრუნველყოფს ინფორმაციით ტერიტორიულ სამსახურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) აკონტროლებს ტერიტორიული სამსახურების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ხელმძღვანელობის ინსტრუქციული ხასიათის მითითებების შესრულებას;
ე) უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების გამართული მუშაობის მიზნით;
ვ) ამუშავებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;
ზ) ამოღებულია ;
თ) ამოღებულია ;
ი) ამოღებულია ;
კ) ამოღებულია ;
ლ) განიხილავს და უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის შესრულებას;
მ) აწარმოებს და ამუშავებს სამმართველოს ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;
ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
2. საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო:
ა) აკონტროლებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და პასპორტის გაცემის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კანონიერებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში;
გ) უზრუნველყოფს ინფორმაციით ტერიტორიულ სამსახურებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) აკონტროლებს ტერიტორიული სამსახურების მიერ საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ხელმძღვანელობის ინსტრუქციული ხასიათის მითითებების შესრულებას;
ე) ამზადებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ახდენს სააგენტოს ხელმძღვანელობის დროულ ინფორმირებას ტერიტორიულ სამსახურებში საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ;
ზ) განიხილავს და უზრუნველყოფს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის შესრულებას;
თ) ამუშავებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;
ი) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
21. მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო:
ა) იხილავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი დასკვნის პროექტს;
ბ) იხილავს ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;
გ) იხილავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და წყვეტს ემიგრაციის საკითხებს.
22. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო:
ა) ახორციელებს უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმებას – ლეგალიზაციას და აპოსტილით დამოწმებას;
ბ) უზრუნველყოფს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებასა და შენახვას;
გ) ახორციელებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნას;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას;
ბ) ახორციელებს მონაცემთა ხარისხის მართვას;
გ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის მომხმარებელთა სწავლებას;
დ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საავტომატიზაციო ფუნქციათა მოთხოვნების ნუსხის შემუშავების კოორდინაციას;
ე) სააგენტოს საქმიანობის ავტომატიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების შემუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების საფუძველზე პროგრამული პროდუქტის შექმნას ან შეიმუშავებს რეკომენდაციებს მისი შეძენის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის ტესტირების გეგმის შემუშავებას და მის ჩატარებას სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ერთად;
თ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სისტემის დანერგვას;
ი) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მის განახლებას სააგენტოს მოთხოვნების საფუძველზე;
კ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის უწყვეტობის გეგმის შემუშავებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ნაწილში;
ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემის დოკუმენტირებას;
მ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების კოორდინაციას;
ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროექტების შემუშავებას;
ო) უზრუნველყოფს ელექტრონული არქივების შენახვის პოლიტიკის შემუშავებას;
პ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების ანალიზს, დანერგვას და მომსახურებას;
ჟ) უზრუნველყოფს სააგენტოს მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის რეზერვირებას, არქივირებას;
რ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემისათვის ოპტიმალური სასერვერო და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევას;
ს) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას;
ტ) უზრუნველყოფს სასერვერო პარკის გამართვას და მდგრად მუშაობას;
უ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას;
ფ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას;
ქ) უზრუნველყოფს სააგენტოს სხვა სტრუქტურებთან ერთად კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას და შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი ფინანსური ხარჯების შესახებ;
ღ) უზრუნველყოფს არსებული პროგრამული პროდუქტების მომსახურებას;
ყ) უზრუნველყოფს შიდა მომხმარებელთა (სააგენტოს თანამშრომელთა) წინაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული გზების მოქმედებების კოორდინაციას;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებებისა და პირების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზით სარგებლობას;
ჩ) უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში წარმოქმნილი პრობლემების აღრიცხვას და ანალიზს;
ც) უზრუნველყოფს ხშირად დასმულ შეკითხვათა და პრობლემათა ნუსხის წარმოებას და მათი ოპტიმალური გადაჭრის გზების შემუშავებას;
ც1) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას;
ც2) ახორციელებს სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და ანალიზს;
ც3) იკვლევს სააგენტოს მიერ განხორციელებული მომსახურების სფეროში არსებულ ტენდენციებს;
ძ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს – პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება, ხოლო „ღ“, „ყ“, „შ“ „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება.
4. ამ მუხლის მე- 3 პუნქტის „ა“- „გ“ და „ც1“ – „ც3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება, „ დ“,- „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს – პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება, „ კ“,-„ ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრსტუქტურის მართვის განყოფილება, ხოლო „ ღ“ – „ ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება.
41. დისტანციური მომსახურების სამსახური:
ა) იღებს ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილ განცხადებებს;
ბ) ახორციელებს ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად მიღებული განცხადების, მასზე დართული დოკუმენტების დამუშავებას და დამუშავებული დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გადაცემას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის;
გ) იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ, თუ მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი დოკუმენტი თან არ ერთვის განცხადებას;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. იურიდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;
ბ) მონაწილეობს სააგენტოს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას;
ბ) მონაწილეობს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ ვიზირებას;
გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:
ა) ახორციელებს სისტემაში კადრების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ბ) ამზადებს სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს;
ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტებს;
გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას;
გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;
დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზაციას, კადრების რეზერვის შექმნას;
დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას, კადრების რეზერვის შექმნას;
ე) ახორციელებს სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებებს;
ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;
ვ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას, აგრეთვე შრომის დისციპლინას;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
7. ლოჯისტიკის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ) ახორციელებს ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ე) აკონტროლებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ვ) აკონტროლებს საწვავის ხარჯვას სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით;
ზ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;
თ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
8. შესყიდვების სამსახური:
ა) ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სამსახურების ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზებას უწევს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვებს;
გ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
დ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;
ე) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
9. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური, სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოსა და თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ა) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოსა და სააგენტოს თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
გ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
10. შიდა კონტროლის სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) აანალიზებს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ გაწეულ მუშაობას;
გ) თავმჯდომარის ბრძანებით ამოწმებს სააგენტოს სამსახურების საქმიანობას;
გ) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ამოწმებს სააგენტოს სამსახურების საქმიანობას;
დ) ამოწმებს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე რეაგირებას;
ე) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს თავმჯდომარეს;
ე) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს;
ე1) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
ე2) ახორციელებს სააგენტოს შენობაში სტუმრების შესვლის კონტროლსა და აღრიცხვას;
ე3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას;
ე4) შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის სრულყოფის რეკომენდაციებს და ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალიწინებულ უფლება-მოვალეობებს;
101. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე1“, „ე2“, „ე3“ და „ე4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს დაცვის განყოფილება.
11. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ზედამხედველობს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ბ) ამოწმებს სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ მიმდინარე სამუშაოებს;
გ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
12. ამოღებულია.
13. ბუღალტერია:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;
გ) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
14. საქმისწარმოების სამსახური:
ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს საქმისწარმოებას სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებებისა და თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებებისა და სააგენტოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
გ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);
დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ე) უზრუნველყოფს სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებს შორის დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;
ვ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სააგენტოს დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;
ვ1) ახორციელებს სააგენტოს შექმნამდე სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას.
ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
141. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს საფელდეგერო განყოფილება.
142. სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური:
142. (ამოღებულია)
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას;
ბ) ახორციელებს სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და ანალიზს;
გ) ადგენს სააგენტოს საქმიანობის ტენდენციებს;
დ) სწავლობს სააგენტოს მიერ კერძო პირებისა და დაწესებულებებისათვის გასაწევი მომსახურეობის მოთხოვნის არსებობას და შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი პროდუქტის შექმნისა და შეთავაზების შესახებ;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
143. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
ბ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
15. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის დებულებას ამტკიცებს და სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
15. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებას ამტკიცებს და სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები🔗
1. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ე) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვ) თავმჯდომარის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
ე1) სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ვ) სააგენტოს თავმჯდომარის ან/და მისი ერთ- ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ე) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ვ) თავმჯდომარის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
ვ) სააგენტოს თავმჯდომარის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
3. სამმართველოს განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) თავმჯდომარის, მისი ერთ-ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
ვ) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის, მისი ერთ- ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536
მუხლი 9. სააგენტოს ქონება🔗
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები🔗
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოსა და მისი სამსახურების მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი🔗
სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
მუხლი 12. სააგენტოს ლიკვიდაცია🔗
სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებები🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ", №209, 30.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.069 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62764-20/