“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2006 ძალადაკარგული 13.07.2012
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.008.069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 30/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (36)

წინა ცვლილებები (34)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.069

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №209

2006 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 12​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანება „სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 8 ივლისის №1202 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ“.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს       ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის        ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის        ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის     ბრძანება №392-სსმIII, №177, 14.12.2007წ.; მუხ.1959

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680

6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის       ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788

7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის    ბრძანება №8-სსმIII, №5, 15.01.2009წ.; მუხ.39

8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის    ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის    ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97

10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487

11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის       ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927

12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 18 აგვისტოს     ბრძანება №170-სსმIII, №103, 19.08.2009წ.; მუხ.1148

13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის       ბრძანება №202-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1470

14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129

15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის       ბრძანება №30-სსმIII, №16, 11.02.2010წ.; მუხ.190

16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის       ბრძანება №36-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.223

17. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის   ბრძანება №57-სსმIII, №29, 17.03.2010წ.; მუხ.424

18. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის   ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509

19. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №182-სსმIII, №129, 08.10.2010წ; მუხ.1877

20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №214-სსმIII, №147, 11.11.2010წ; მუხ.2082

21. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის   ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

22. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის        ბრძანება №18  – ვებგვერდი, 31.01.2011წ.

23. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 18 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

24. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 12.04.2011 წ.

25. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.

26. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 10 ივნისის ბრძანება №68 - ვებგვერდი, 10.06.2011 წ.

27. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

28. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 ივლისის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.07.2011 წ.

29. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

30. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 11.10.2011 წ.

31. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის  ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

32. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 20.04.2012 წ.

33. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

34. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

1​1. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე ( გარდა პირადობის ნეიტრალურ ი მოწმობ ი სა და ნეიტრალურ ი სამგზავრო დოკუმენტ ისა და მათზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

1​2. პირადობის ნეიტრალურ მოწმობ ასა და მასზე გამოსაყენებელ სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე სააგენტოს სახელწოდება დაიტანება ქართულ ენაზე, ხოლო ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტსა და მასზე გამოსაყენებელ სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე – მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №67ა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის      ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის     ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის       ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 11.10.2011 წ.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს მიზნებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიანი რეესტრის ფორმირება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;

დ) სამოქალაქო რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა;

ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ვინაობის დადგენა და დოკუმენტირება.

    მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის ან/და გვარის შეცვლის, გარდაცვალების რეგისტრაცია;

ბ) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა;

გ​1) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობ ებ ის ა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობ ებ ის გაცემა;

ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ვ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;

ზ) საქართველოს მოქალაქ ის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;

თ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;

თ​1) ბიომეტრ ი ული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა ;

თ​2) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნა;

თ​3) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);

თ ​4) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;

თ​5) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა;

თ​6) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება;

ი) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;

კ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, მიღების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა გან-ხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ლ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;

ლ​1) საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემა;

მ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა;

მ​1) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;

მ​2) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემა, შეცვლა;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ო) მოქალაქეობისა და მიგრაციის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

პ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

პ​1) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;

ჟ) საქართველოს მოქალაქე ზე, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ჟ​1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

ჟ​2 ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისი მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდება ან მათი უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა ;

რ) სახელის ან/და გვარის შეცვლის შესახებ განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა;

ს) (ამოღებულია  - 31.01.12 №17);

ტ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

უ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

უ.ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

უ.ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტუ-რების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

უ.გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ფ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;

ქ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნ-ველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

ღ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ყ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;

შ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;

შ​1) კანონით დადგენილი წესით, მის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

შ​2) სააგენტოს შექმნამდე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის       ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის       ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის        ბრძანება №202-სსმIII, №127, 20.10.2009წ.;     მუხ.1470

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №214-სსმIII, №147, 11.11.2010წ; მუხ.2082

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის   ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 ივლისის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 15.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 11.10.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის  ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

    მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე  (შემდგომში – სააგენტოს თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

3. მოადგილეები სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5. სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის ბრძანება №57-სსმIII, №29, 17.03.2010წ.; მუხ.424

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 20.04.2012 წ.

    მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს (გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ​1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს;

ზ​1) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ​2) ხელს აწერს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნას;

ზ​3) განსაზღვრავს ხმარებიდან ამოღებული ბეჭდების, ბლანკებისა და სხვა დოკუმენტების უტილიზაციის (განადგურების) წესს, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ზ​4) ადგენს სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმებისათვის სერიისა და ნომრის მინიჭების წესს;

ზ​5) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს;

თ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესსა და სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას;

ი​1) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;

კ) განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით;

კ​1) ამტკიცებს სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს და ტერიტორიული სამსახურების კოდურ აღნიშვნებს;

კ​2) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ლ​1) განსაზღვრავს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების და ლეგალიზაციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის და ტერიტორიული სამსახურების ფარგლებში ხელმოწერის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;

მ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

მ​1) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან გამოითხოვს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საქმეებს და იღებს გადაწყვეტილებას;

ნ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხელმძღვანელობს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას;

ო) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

პ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

რ) ამოღებულია ;

ს) ამოღებულია ;

ტ) ამოღებულია ;

უ) ამოღებულია ;

ფ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დაევალოს მის მოადგილეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს     ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის      ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის     ბრძანება №290-სსმIII, №175, 08.12.2008წ.; მუხ.1788

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №8-სსმIII, №5, 15.01.2009წ.; მუხ.39

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის       ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ოქტომბრის        ბრძანება №202-სსმIII, №127, 20.10.2009წ.; მუხ.1470

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის   ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო;

ბ​1) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო;

ბ​2) აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო;

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომელიც შედგება შემდეგი ერთეულებისაგან:

გ.ა) ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება;

გ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება;

გ.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილება;

გ.დ) მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება;

გ​1) დისტანციური მომსახურების სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ვ) ლოჯისტიკის სამსახური;

ზ) შესყიდვების სამსახური;

თ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური;

ი) შიდა კონტროლის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:

ი.ა) დაცვის განყოფილება;

კ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

ლ) ამოღებულია ;

მ) ბუღალტერია;

ნ) საქმისწარმოების სამსახური, რომლის შემადგენლობაშია საფელდეგერო განყოფილება;

ო) (ამოღებულია) ;

პ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახური;

ჟ) პროექტების მართვისა და ბიზნეს ანალიზის სამსახური.

3. სააგენტოსთან იქმნება მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების საქმიანობა ანაზღაურებადია და , გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით დანიშნული კომისიის წევრის საქმიანობისა, ფინანსდება სააგენტოს სახსრებიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს     ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის      ბრძანება №762-სსმIII, №153, 14.11.2006წ.; მუხ.2123

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის      ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის   ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის       ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის   ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის   ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის         ბრძანება №18  – ვებგვერდი, 31.01.2011წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

    მუხლი 6​1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია:

1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახური;

2. (ამოღებულია);

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახური;

4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახური;

5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს  ძველი თბილისის სამსახური;

6. (ამოღებულია).

7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახური;

8. ამოღებულია;

9. ამოღებულია;

10. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის სამსახური;

11. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადიგენის სამსახური;

12. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამბროლაურის სამსახური;

13. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ასპინძის სამსახური;

14. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალგორის სამსახური;

15. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალქალაქის სამსახური;

16. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახმეტის სამსახური;

17. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაღდათის სამსახური;

18. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბოლნისის სამსახური;

19. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბორჯომის სამსახური;

20. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდაბნის სამსახური;

21. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახური;

22. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახური;

23. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დმანისის სამსახური;

24. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დუშეთის სამსახური;

25. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვანის სამსახური;

26. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახური;

27. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახური;

28. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თელავის სამსახური;

29. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სამსახური;

30. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახური;

31. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თიანეთის სამსახური;

32. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კასპის სამსახური;

33. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახური;

34. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახური;

35. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლენტეხის სამსახური;

36. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარნეულის სამსახური;

37. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარტვილის სამსახური;

38. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მესტიის სამსახური;

39. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის სამსახური;

40. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნინოწმინდის სამსახური;

41. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოზურგეთის სამსახური;

42. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ონის სამსახური;

43. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რუსთავის სამსახური;

44. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საგარეჯოს სამსახური;

45. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახური;

46. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სამსახური;

47. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სენაკის სამსახური;

48. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახური;

49. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტყიბულის სამსახური;

50. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფოთის სამსახური;

51. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქარელის სამსახური;

52. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყაზბეგის სამსახური;

53. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყვარლის სამსახური;

54. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩოხატაურის სამსახური;

55. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახური;

56. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩხოროწყუს სამსახური;

57. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცაგერის სამსახური;

58. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური;

59. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახური;

60. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალკის სამსახური;

61. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წყალტუბოს სამსახური;

62. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭიათურის სამსახური;

63. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახური;

64. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის სამსახური;

65. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხაშურის სამსახური;

66. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხობის სამსახური;

67. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახური;

68. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახური;

69. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახური;

70. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახური;

71. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახური;

72. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქედის სამსახური;

73. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხულოს სამსახური;

74. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შუახევის სამსახური;

75. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური;

76. ამოღებულია;

77. ამოღებულია;

78. ამოღებულია;

79. ამოღებულია;

80. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №1 ქორწინების სახლი;

81. ამოღებულია;

82. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №3 ქორწინების სახლი;

83. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. რუსთავის ქორწინების სახლი;

84. ამოღებულია;

85. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. ქუთაისის ქორწინების სახლი;

85​1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. ბათუმის ქორწინების სახლი;

86. ამოღებულია;

87. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი;

88. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის არქივი;

89. ამოღებულია;

90. ამოღებულია;

91. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიურო;

92. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის ცენტრი;

93. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ქუთაისის ცენტრი;

94. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ბათუმის  ცენტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის      ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის   ბრძანება №392-სსმIII, №177, 14.12.2007წ.; მუხ.1959

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის       ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 18 აგვისტოს     ბრძანება №170-სსმIII, №103, 19.08.2009წ.; მუხ.1148

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის       ბრძანება №30-სსმIII, №16, 11.02.2010წ.; მუხ.190

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის       ბრძანება №36-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.223

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის   ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის    ბრძანება №182-სსმIII, №129, 08.10.2010წ; მუხ.1877

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 12.04.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 10 ივნისის ბრძანება №68 - ვებგვერდი, 10.06.2011 წ.

    მუხლი 6​2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე.

4. ტერიტორიული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახურის უფროსის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სააგენტოს  ერთ-ერთი თანამშრომელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის      ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის       ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის ბრძანება №21-სსმIII, №10, 26.01.2009წ.; მუხ.97

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის   ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

    მუხლი 7. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებანი

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველო:

ა) აკონტროლებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კანონიერებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში;

გ) უზრუნველყოფს ინფორმაციით ტერიტორიულ სამსახურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით;

დ) აკონტროლებს ტერიტორიული სამსახურების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ხელმძღვანელობის ინსტრუქციული ხასიათის მითითებების შესრულებას;

ე) უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების გამართული მუშაობის მიზნით;

ვ) ამუშავებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;

ზ) ამოღებულია ;

თ) ამოღებულია ;

ი) ამოღებულია ;

კ) ამოღებულია ;

ლ) განიხილავს და უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის შესრულებას;

მ) აწარმოებს და ამუშავებს სამმართველოს ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;

ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო:

ა) აკონტროლებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის სფეროში ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კანონიერებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში;

გ) უზრუნველყოფს ინფორმაციით ტერიტორიულ სამსახურებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით;

დ) აკონტროლებს ტერიტორიული სამსახურების მიერ საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ხელმძღვანელობის ინსტრუქციული ხასიათის მითითებების შესრულებას;

ე) ამზადებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ვ) ახდენს სააგენტოს ხელმძღვანელობის დროულ ინფორმირებას ტერიტორიულ სამსახურებში საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ;

ზ) განიხილავს და უზრუნველყოფს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის შესრულებას;

თ) ამუშავებს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სფეროში ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;

ი) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2​1. მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო:

ა) იხილავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი დასკვნის პროექტს;

ბ) იხილავს ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;

გ) იხილავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და წყვეტს ემიგრაციის საკითხებს;

ე ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2​2. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო:

ა) ახორციელებს უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმებას – ლეგალიზაციას და აპოსტილით დამოწმებას;

ა​1) ამოწმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილი , უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტი ექვემდებარება თუ არა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, აგრეთვე ამოწმებს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა ს , ხელმომწერი პირის უფლებამოსილება ს, ხოლო დოკუმენტის ბეჭდი თ ან შტამპი თ დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობა ს ;

ა​2 ) ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისი მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდების ან უცხო ქვეყნიდან გამოთხოვის თაობაზე გადაწყვეტილებათა მომზადებას და გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის წარდგენას ;

ბ) უზრუნველყოფს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებასა და შენახვას;

გ) ახორციელებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნას;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

3. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:

ა) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას;

ბ) ახორციელებს მონაცემთა ხარისხის მართვას;

გ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის მომხმარებელთა სწავლებას;

დ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საავტომატიზაციო ფუნქციათა მოთხოვნების ნუსხის შემუშავების კოორდინაციას;

ე) სააგენტოს საქმიანობის ავტომატიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების შემუშავებას;

ვ) უზრუნველყოფს ტექნიკური დავალების საფუძველზე პროგრამული პროდუქტის შექმნას ან შეიმუშავებს რეკომენდაციებს მისი შეძენის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის ტესტირების გეგმის შემუშავებას და მის ჩატარებას სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ერთად;

თ) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სისტემის დანერგვას;

ი) უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მის განახლებას სააგენტოს მოთხოვნების საფუძველზე;

კ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის უწყვეტობის გეგმის შემუშავებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ნაწილში;

ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემის დოკუმენტირებას;

მ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შემუშავებას და შესრულების კოორდინაციას;

ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროექტების შემუშავებას;

ო) უზრუნველყოფს ელექტრონული არქივების შენახვის პოლიტიკის შემუშავებას;

პ) უზრუნველყოფს ინფორმაციული დაცვის საშუალებების ანალიზს, დანერგვას და მომსახურებას;

ჟ) უზრუნველყოფს სააგენტოს მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის რეზერვირებას, არქივირებას;

რ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო სისტემისათვის ოპტიმალური სასერვერო და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევას;

ს) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას;

ტ) უზრუნველყოფს სასერვერო პარკის გამართვას და მდგრად მუშაობას;

უ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალება) გამართვას და მდგრად მუშაობას;

ფ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას;

ქ) უზრუნველყოფს სააგენტოს სხვა სტრუქტურებთან ერთად კომპიუტერული, საქსელო და საორგანიზაციო აპარატურის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას და შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი ფინანსური ხარჯების შესახებ;

ღ) უზრუნველყოფს არსებული პროგრამული პროდუქტების მომსახურებას;

ყ) უზრუნველყოფს შიდა მომხმარებელთა (სააგენტოს თანამშრომელთა) წინაშე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული გზების მოქმედებების კოორდინაციას;

შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებებისა და პირების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზით სარგებლობას;

ჩ) უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში წარმოქმნილი პრობლემების აღრიცხვას და ანალიზს;

ც) უზრუნველყოფს ხშირად დასმულ შეკითხვათა და პრობლემათა ნუსხის წარმოებას და მათი ოპტიმალური გადაჭრის გზების შემუშავებას;

ც​1) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მონაცემების დამუშავებას;

ც​2) ახორციელებს სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და ანალიზს;  

ც​3) იკვლევს სააგენტოს მიერ განხორციელებული მომსახურების სფეროში არსებულ ტენდენციებს;

ძ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

4. ამ მუხლის მე- 3 პუნქტის „ა“- „გ“ და „ც​1“ – „ც​3“ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილება, „დ“,- „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს – პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების განყოფილება, „კ“,-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრსტუქტურის მართვის განყოფილება, ხოლო „ღ“ – „ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს – მომხმარებელთა მომსახურების განყოფილება.

4​1. დისტანციური მომსახურების სამსახური:

ა) იღებს ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილ განცხადებებს;

ბ) ახორციელებს ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად მიღებული განცხადების, მასზე დართული დოკუმენტების დამუშავებას და დამუშავებული დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გადაცემას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის;

გ) იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ, თუ მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი დოკუმენტი თან არ ერთვის განცხადებას;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. იურიდიული სამსახური:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;

ბ) მონაწილეობს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ ვიზირებას;

გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;

დ) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;

ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური:

ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;

ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტებს;

გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა ს;

დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზ ებას, კადრების რეზერვის შექმნას;

ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;

ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. ლოჯისტიკის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

ბ) ახორციელებს ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;

გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;

ე) აკონტროლებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;

ვ) აკონტროლებს საწვავის ხარჯვას სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით;

ზ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;

თ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. შესყიდვების სამსახური:

ა) ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სამსახურების ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ორგანიზებას უწევს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვებს;

გ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;

დ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;

ე) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;

ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური, სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოსა და სააგენტოს თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

10. შიდა კონტროლის სამსახური:

ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) აანალიზებს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ გაწეულ მუშაობას;

გ) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ამოწმებს სააგენტოს სამსახურების საქმიანობას;

დ) ამოწმებს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე რეაგირებას;

ე) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს;

ე​1) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

ე​2) ახორციელებს სააგენტოს შენობაში სტუმრების შესვლის კონტროლსა და აღრიცხვას;

ე​3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას;

ე​4) შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის სრულყოფის რეკომენდაციებს და ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში;

ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

10​1. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე​1“, „ე​2“, „ე​3“ და „ე​4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს დაცვის განყოფილება.

11. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:

ა) ახორციელებს სააგენტოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ზედამხედველობს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

 ბ) ამოწმებს სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობების მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ მიმდინარე სამუშაოებს;

გ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

12. ამოღებულია.

13. ბუღალტერია:

ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;

გ) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;

დ) ორგანიზებას უწევს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;

ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

14. საქმისწარმოების სამსახური:

ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს საქმისწარმოებას სააგენტოს ცენტრალურ აპარატში;

ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებებისა და სააგენტოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

გ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);

დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ე) უზრუნველყოფს სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებს შორის დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;

ვ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სააგენტოს დოკუმენტების ტრანსპორტირებას და მათ უსაფრთხოებას;

ვ​1) ახორციელებს სააგენტოს შექმნამდე სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას.

ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

14​1. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს ახორციელებს საფელდეგერო განყოფილება.

14​2. (ამოღებულია)

  14​3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახური:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

ბ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო, ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;

გ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;

დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;

ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

14​4. პროექტების მართვის და ბიზნეს ანალიზის სამსახური:

ა) შეიმუშავებს პროექტების მართვის და პროცესების ანალიზის სტანდარტულ მეთოდოლოგიებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას სააგენტოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

ბ) უზრუნველყოფს ახალი პროცესების დანერგვას და არსებული პროცესების გაუმჯობესების  ანალიზს;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემებს შორის თანაკვეთების დადგენას და შეიმუშავებს მათი გაუმჯობესების საერთო სტრატეგიას;

დ) სააგენტოს რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, უზრუნველყოფს დასახული ამოცანების პროექტებში გაერთიანებას, პროექტების პორტფოლიოს ფორმირებას და კონტროლს;

ე) განიხილავს პროდუქტების/სერვისების ტექნიკურ ამოცანებს, ახორციელებს მათ შეფასებას და მომსახურების პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) განსაზღვრავს სააგენტოში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ძლიერ და სუსტ მხარეებს და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს უწევს შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) მონაწილეობს პროდუქტების/სერვისების მიწოდების/განხორციელების დროს წარმოქმნილი პრობლემების ანალიზსა და მათ გადაწყვეტაში;

თ ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

15. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებას ამტკიცებს და სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს     ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის      ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის       ბრძანება №120-სსმIII, №59, 18.04.2008წ.; მუხ.680

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანება №16-სსმIII, №9, 23.01.2009წ.; მუხ.86

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 2 აპრილის   ბრძანება №70-სსმIII, №41, 02.04.2009წ.; მუხ.487

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის       ბრძანება №131-სსმIII, №86, 14.07.2009წ.; მუხ.927

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის ბრძანება №23-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.129

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 მარტის   ბრძანება №66-სსმIII, №32, 31.03.2010წ.; მუხ.509

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის   ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 18 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 18.03.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 23.05.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 11.10.2011 წ.

      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის  ბრძანება №17 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

    მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები

1. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ე​1) (ამოღებულია - 06.09.2011 წ. №123);

ვ) სააგენტოს თავმჯდომარის ან/და მისი ერთ- ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს თავმჯდომარის ან/და მისი ერთ-ერთი მოადგილის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

3. სამმართველოს განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის, მისი ერთ- ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.

4. სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს სამმართველოში/სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს/სამსახურის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო დავალებებსა და მითითებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის, მისი ერთ-ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს/სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

5. სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილის საქმიანობის სფერო განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ ით .

6. სამმართველოს/სამსახურის უფროსი, ასევე სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს     ბრძანება №697-სსმIII, №117, 31.08.2006წ.; მუხ.1582

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 ნოემბრის      ბრძანება №368-სსმIII, №169, 29.11.2007წ.; მუხ.1885

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის   ბრძანება №248-სსმIII, №172, 31.12.2010წ; მუხ.2536

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 30.06.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

    მუხლი 9. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები

სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სააგენტოსა და მისი სამსახურების მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

    მუხლი 12. სააგენტოს ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ", №209, 30.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.008.069 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62764-34/