საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (46)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (45)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №786
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“, ქვეპუნქტის საფუძველზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება
თავი I
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება-მოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტატუსი და კომპეტენციის ფარგლები
1. სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
2. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სასაზღვრო პოლიციას აგრეთვე აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, უნიფორმა, ბლანკები, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.
3. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სასაზღვრო პოლიციურ ღონისძიებებს ახორციელებს:
ა) სახელმწიფო საზღვარზე;
ბ) სასაზღვრო ზოლში (500 მეტრი სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან);
გ) სასაზღვრო ზონაში (5 კმ);
დ) საერთაშორისო აეროპორტებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო).
ე) საქართველოს საზღვაო სივრცეში და ღია ზღვაში;
ვ) პორტებში;
ზ) სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა).
4. სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალური დაცვა და მატერიალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
7. სასაზღვრო პოლიციის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0160 თბილისი, სიმონ კანდელაკის ქ.№12.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილება
1. სასაზღვრო პოლიცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ და „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული და სამართლებრივი აქტებით.
1 1. სასაზღვრო პოლიციის ფუნქციებია:
ა) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი და განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირება;
ბ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
გ) სამართალდარღვევათა გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.
2. სასაზღვრო პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულობათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.
3. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით:
ა) ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ან/და შეთანხმებას (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა ან/და შეთანხმების გაფორმება საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს.
4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციას აქვს ინფორმაციის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვის, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, ადმინისტრაციული სახდელის დადების, გაჩერების, დაკავების, ჩხრეკის, ამოღების, ტვირთის, ქონების, სათავსის დათვალიერების, ადამიანის შემოწმების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულების უფლება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №567 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 09.07.2024წ.
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ამოცანები
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, მოქალაქეთა და მათი ქონების უსაფრთხოების დაცვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ გემებზე;
გ) სასაზღვრო ინციდენტების, სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის, ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და მოგერიება;
დ) უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ე) სამაშველო ოპერაციების განხორციელება ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით კი – საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარზე, საზღვაო სივრცეში, პორტებსა და გემებზე, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება;
ი) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა, სასაზღვრო საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება;
ი1) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“ მონაწილეობა;
კ) ზღვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ბიორესურსების მოპოვებაზე და სამეცნიერო კვლევების ჩატარებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
მ) საქართველოს ნავსადგურების დაცვა და უსაფრთხოება;
ნ) საქართველოს საზღვაო სივრცეში მისი სუვერენული უფლებების დაცვა, ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაოსნობის წესების დაცვის კონტროლი.
ო) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებების, პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში, დანაშაულობათა გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
ჟ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
რ) სასაზღვრო პოლიციის შემდგომი განვითარებისა და უწყების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი კონცეფციების შემუშავება;
რ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დაწესებულებასთან კოორდინაციით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული გადამზადება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება;
ს) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, ზონასა და საზღვაო სივრცეში არსებული რისკებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეაგირების მექანიზმების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფა;
ტ1) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (შემდგომში – საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი) ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
უ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 29.07.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.

მუხლი 5. განსაკუთრებული ამოცანების შესრულება
1. სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანებია:
ა) დაეხმაროს სხვა უწყებებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების ან სხვა განსაკუთრებული საფრთხის დროს;
ბ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს კარანტინის გამოცხადებისას და საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში;
გ) შეასრულოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ეროვნული თავდაცვის ვალდებულება;
დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ – მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მართლწესრიგის დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სპეციალურ ოპერაციებში;
ვ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
2. საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
3. სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 ივნისის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 30.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 14.04.2021წ.
თავი II
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და საქმიანობის ორგანიზება
1. სასაზღვრო პოლიცია წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. (ამოღებულია - 31.12.2013, №996);
4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ უფროსის მოადგილეები.
5. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;
ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;
ბ1) სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო);
დ) იურიდიული სამმართველო;
ე) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ზ) (ამოღებულია - 27.01.2025, №2);
თ) კინოლოგიის სამმართველო;
ი) ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველო;
კ) ანალიტიკური სამმართველო;
ლ) (ამოღებულია - 28.12.2022, №133);
მ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო;
ნ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ო) საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო;
პ) მონიტორინგის სამმართველო;
ჟ) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).
7. (ამოღებულია - 31.12.2013, №996).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №495 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.695
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №320 - ვებგვერდი, 29.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 ივლისის ბრძანება №533 - ვებგვერდი, 17.07.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 23.06.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 17 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 17.06.2025წ.
მუხლი 7. სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება
1. სასაზღვრო პოლიციის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე სასაზღვრო პოლიციაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის მუშაობას და ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას;
გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად;
გ1) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
დ) განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და უფლებამოსილებას;
ე) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ, ასევე, სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ხელს აწერს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებას ან/და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით;
ი) ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ი1) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემუშავებულ კურსებს/პროგრამებს, შესაბამის სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს;
ი2) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს მსმენელის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;
ი3) გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით;
ი4) ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) ჩარიცხულ მსმენელთა ქცევის წესს;
ი5) გასცემს სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ამტკიცებს მის ფორმას;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნიშნავს, გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს, აგრძელებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;
ლ1) შვებულებაში უშვებს, აგრეთვე, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებას უწყვეტს და სამსახურის გასაგრძელებლად იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს;
მ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებსა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს;
ო) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის პირველად სპეციალურ წოდებებს, აგრეთვე მორიგ სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით;
პ) ანიჭებს რიგგარეშე სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით;
ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ;
რ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანის შესახებ;
ს) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის საერთო საკადრო და უწყების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების პოლიტიკას;
ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი წესით განკარგავს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებს და მატერიალურ ფასეულობებს;
უ) განსაზღვრავს და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელ საქმიანობას;
ფ) ადგენს სასაზღვრო პოლიციის ყოველწლიური მოთხოვნილებების შესაბამისად ყველა სახის კმაყოფაზე საკვები პროდუქტების, სანივთე ქონების, ინვენტარის, შეიარაღების, ტექნიკის, სპეციალური და სტანდარტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სათბობის, საწვავ-საპოხი მასალების, საავიაციო ტექნიკისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობების რაოდენობასა და უზრუნველყოფისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;
ქ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების სამსახურებრივ, ადმინისტრაციულ, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის საკითხებს;
ყ) ფულადი ჯილდოთი, მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;
შ) სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე (გარდა სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა) წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასანიშნად წარუდგენს წარმომადგენელთა კანდიდატებს;
ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ესკიზებს;
ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;
ძ) სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს გადასცეს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისა და ქვედანაყოფის უფროსს;
წ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შორის.
2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს კომპეტენტურ პირებზე განახორციელოს ამ ბრძანებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა დელეგირება საკადრო, საფინანსო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში უფროსის უფლებამოსილებათა დელეგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ბრძანება №318 - სსმ III, 19.03.2008, №41, მუხ.472
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №494 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.694

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 07.05.2020წ.

თავი III
მუხლი 8. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი
1. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის კონტროლს და ორგანიზებას უწევს საზღვრის დაცვას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას და უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მუდმივ მზადყოფნას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით და სხვა ღონისძიებებს;
გ1) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის საქმიანობის ანალიზს;
ე) აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, დირექტივებსა და ინსტრუქციებს;
ვ1) მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში;
ვ2) უზრუნველყოფს სასაზღვრო გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შევსებას/განახლებას, სასაზღვრო პოლიციის კარტოგრაფიულ საქმიანობას, სპეციალური ტოპოგრაფიული რუკების შედგენასა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდებას;
ვ3) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების განლაგებასა და მათი მდგომარეობის სისწორის განსაზღვრას, ამასთანავე, სასაზღვრო ნიშნების განლაგების დარღვევისა და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდებას შემდგომი რეაგირების მიზნით;
ზ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრაში;
თ) ახორციელებს: საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვას; სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას; უზრუნველყოფს სასაზღვრო რეჟიმით დადგენილი წესების დაცვასა და კონტროლს
ი) ახორციელებს ძალებისა და საშუალებების მზადყოფნისა და მათი ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფას;
კ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტოლის მეთოდების შემუშავებას, ოპერაციების დაგეგმვას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;
ლ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების რეგიონულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას;
ლ1) უზრუნველყოფს სასაზღვრო წარმომადგენლის (სასაზღვრო კომისარი) საქმიანობის მხარდაჭერას და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
ნ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მისაღებ კანდიდატთა მომზადებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ან მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.
2. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
3. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:
ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;
დ) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
ე) ხელმძღვანელობს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა სპეციალურ მომზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.
4. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციის, ზედამხედველობის, სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო მთავარი სამმართველო;
ბ) სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი);
გ) სასაზღვრო პოლიციის №2 სამმართველო (ახალციხე);
დ) სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველო (წითელი ხიდი);
ე) სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველო (დედოფლისწყარო);
ვ) სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველო (ლაგოდეხი);
ზ) სასაზღვრო პოლიციის №6 სამმართველო (ბარისახო);
თ) სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველო (ყაზბეგი);
ი) სასაზღვრო პოლიციის №8 სამმართველო (ჯავა-ონი);
კ) სასაზღვრო პოლიციის №9 სამმართველო (მესტია);
ლ) სასაზღვრო პოლიციის №10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1321 - სსმ III, 21.11.2006, №156, მუხ.2160
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 თებერვლის ბრძანება №289 - სსმ III, 26.02.2007, №25, მუხ.311
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №792 - სსმ III, 05.06.2007, №79, მუხ.849

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №710 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

მუხლი 9. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი
1. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო-საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას;
ბ) დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და სხვა საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას;
დ) შეიმუშავებს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და კონტროლის მეთოდებს, გეგმავს ოპერაციებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;
ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვასა და უსაფრთხოებას;
ვ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს;
ზ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვისადმი გამოყოფილი რესურსების ეფექტურ და ოპტიმალურ გამოყენებას;
თ) ამზადებს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებებს;
ი) ორგანიზებას უკეთებს სანაპირო დაცვის პირადი შეამადგენლობის ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო უზრუნველყოფას;
კ) გეგმავს მცურავი საშუალებების, ტექნიკისა და შეიარაღების რემონტსა და მოდერნიზაციას;
ლ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვას, უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სანაპირო დაცვის საქმიანობის დაგეგმარებას, კონტროლსა და სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ნ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის საკითხებზე სამართლებრივი აქტების კონტროლს და სამსახურებრივი საქმიანობის შედეგების ანალიზს;
ო) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის განვითრების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამების, დირექტივებისა და ინსტრუქციების პროექტებს;
ჟ1) მონაწილეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში;
რ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ახორციელებს რადიოლოკაციურ და ჰიდროაკუსტიკურ კონტროლს;
ს) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ოპერაციულ დონეზე;
ტ) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ორგანიზებას, ინფორმაციულ-ანალიტიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას, ხელს უწყობს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას;
უ) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას;
ფ) ასრულებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
2. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
3. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:
ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის გამოცემული ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;
ბ) სასაზღვროო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;

დ) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების სტრატეგიას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ხელმძღვანელობს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.
4. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო;
ბ) (ამოღებულია - 23.01.2024, №4);
გ) საინჟინრო-სარემონტო სამმართველო;
დ)საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ) საქმისწარმოების განყოფილება;
ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება;
თ) საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.
5. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი. სამმართველოს უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით.
6. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე. სამმართველოს უფროსის მოადგილე ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2 წლის ვადით.
7. (ამოღებულია - 23.01.2024, №4).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 26 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2026წ.
მუხლი 91. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი
1. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის კონტროლს;
ბ) სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
გ) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგს - ძებნას, საჰაერო თვალთვალსა და პატრულირებას;
დ) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთთანამშრომლობით სასაზღვრო-პოლიციურ ღონისძიებებში მონაწილეობას;
ე) საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელებას სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ვ) ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში − საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სამაშველო მოქმედებებში მონაწილეობას, ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით, აგრეთვე, სამსახურებრივ-ორგანიზაციული და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას (სტიქიური უბედურების დროს, აგრეთვე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, აუცილებელი ყოფითი პრობლემების მოგვარების მიზნით და სხვა.);
თ) გეგმური და არაგეგმური ამოცანების შესრულების მიზნით მფრინავი და ტექნიკური პერსონალის მუდმივ მზადყოფნას;
ი) ანგარ-ლაბორატორიაში კუთვნილი და სხვა სახელმწიფო ორგანოების საფრენი აპარატების ტექნიკურ მომსახურებას;
კ) მფრინავი და ტექნიკური პერსონალის შერჩევას, მომზადებას და გადამზადებას;
ლ) საფრენი აპარატების მომსახურებაზე მფრინავი და ტექნიკური პერსონალის დაშვებას;
მ) საფრენი აპარატების გამართულობას და საჭიროების შემთხვევაში საავიაციო ტექნიკის ვარგისიანობის დადგენას;
ნ) საფრენოსნო და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ო) პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას;
პ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე, მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას;
ჟ) დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობას;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
3. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი:
ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, შვეულმფრენის გაფრენის შესახებ და ამოწმებს მათ შესრულებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;
დ) შეიმუშავებს სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
ე) ხელმძღვანელობს სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებას/გადამზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) ტექნიკური მომსახურების ცენტრი (მთავარი სამმართველო);
გ) შვეულმფრენების ესკადრილია (მთავარი სამმართველო);
დ) თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილია (მთავარი სამმართველო);
ე) საფრენოსნო ვარგისიანობის ტექნიკური მომსახურების, ხარისხის კონტროლისა და საავიაციო უსაფრთხოების სამმართველო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.
მუხლი 10. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო)
ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლს;
გ) ახორციელებს არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და საერთო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვასა და ინსპექტირებას;
დ) (ამოღებულია - 14.04.2021, №31);
ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ვ) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის, უზრუნველყოფს კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების და სტრატეგიის შექმნას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას, საზოგადოებასთან სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მედიასთან თანამშრომლობას;
ზ) (ამოღებულია - 27.01.2025, №2);
თ) (ამოღებულია - 23.01.2024, №4);
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1635 - სსმ III, 03.01.2008, №1, მუხ.24

მუხლი 101. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების შედგენას, ექსპერტიზას, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს, ამასთანავე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საჯარო ინფორმაციას, განიხილავს სასაზღვრო პოლიციაში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ვ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობისას.
ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სახელით განცხადებების/ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 102. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
მუხლი 103. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო
კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) წარმართავს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან პოლიტიკას;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევას, მოზიდვას, განაწილებას და შენარჩუნებას, აგრეთვე აორგანიზებს მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადებას;
დ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზს;
ე) შეიმუშავებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ამზადებს სამუშაოს აღწერილობებს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის;
ვ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს შეფასების სისტემას და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მართვას;
ზ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს მომზადებისა და გადამზადების პრიორიტეტულ მიმართულებებს; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, აორგანიზებს მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს;
თ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების ან/და ბრძანების პროექტის მომზადებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 14.04.2021წ.
მუხლი 11. ოპერატიულ - საგამოძიებო მთავარი სამმართველო
ოპერატიულ - საგამოძიებო მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ და პრევენციულ ღონისძიებებს, აგრეთვე ოპერატიულ - სამძებრო, სადაზვერვო და კონტრდაზვერვით საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა გამოვლენას, მათზე რეაგირებასა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას;
გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიებას;
დ) აწარმოებს ოპერატიულ-სამძებრო და შესაბამისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას;
ე) უზრუნველყოფს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკანონო მიგრაციის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და პრევენციას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა მონაცემების მოპოვებას, დადგენას, ძებნას, დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას;
ვ) უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, არსებული მდგომარეობის განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას;
ზ) უზრუნველყოფს საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება №452 - ვებგვერდი, 17.06.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 ივლისის ბრძანება №533 - ვებგვერდი, 17.07.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება N239 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №643 - ვებგვერდი, 07.08.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 111. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
მუხლი 112. ანალიტიკური სამმართველო
ანალიტიკური სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ღია წყაროების დამუშავებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს;
ბ) სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცესა და საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლას;
გ) სახელმწიფო საზღვარზე რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას, არსებული ტენდენციების განსაზღვრას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) სასაზღვრო პოლიციის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, თემატური კვლევების განხორციელებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას;
ე) საინფორმაციო-ანალიტიკური ცნობების, კვლევითი დოკუმენტების და სტრატეგიული ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №495 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.695
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 ივნისის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 30.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.
მუხლი 13. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო
სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სახელმწიფო საზღვარზე ატარებს სპეციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 14. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.07.2021წ
მუხლი 15. საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო
საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობის სისტემების განვითარების სტრატეგიას და ერთიან პოლიტიკას;
ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს;
გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;
დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ტექნიკურ მომსახურებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებას;
ე) უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიური პროგრამების დანერგვას;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
მუხლი 151. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
მუხლი 16. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.
მუხლი 17. (ამოღებულია)

მუხლი 18. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
მუხლი 19. მონიტორინგის სამმართველო
მონიტორინგის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას, დისციპლინური ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პრევენციას და სათანადო რეაგირებას;
ბ) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
გ) გამოვლენილი ხარვეზების, შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას, შესაბამისი ცნობების/დასკვნების მომზადებასა და მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას;
დ) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას სტრუქტურული ერთეულებიდან, აწარმოებს მიმოწერას შესაბამის დანაყოფებთან;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
მუხლი 20. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო)
სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სასაზღვრო პოლიციის მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და სწავლების ძირითად მიმართულებებს;
ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა/სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ პირთა მიერ სპეციალური პროფესიული მომზადების პროგრამის გავლისას ახორციელებს კურსის პრაქტიკულ და თეორიულ უზრუნველყოფას აკადემიასთან კოორდინაციით;
გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული საველე მეცადინეობების ორგანიზებასა და ჩატარებას დღის და ღამის პირობებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში;
დ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის შესაბამის პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს;
ე) შეიმუშავებს სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიას, ნერგავს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;
ვ) უზრუნველყოფს შესაბამისი კურსის/პროგრამის დაგეგმვას სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან და სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
ზ) უზრუნველყოფს კურსის/პროგრამის მსმენელთა შეფასებას გამოცდის/ტესტირების ჩატარებით ან სხვა სახის შეფასების სისტემის საშუალებით;
თ) კურსის/პროგრამის დასრულების შემდეგ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;
ი) სასწავლო და შეფასების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
კ) ახორციელებს სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) მსმენელთა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობას, სასწავლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლსა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას;
ლ) უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით შესაბამისი სწავლების ორგანიზებასა და ჩატარებას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
+

11. სასაზღვრო პოლიციის ფუნქციებია:

პ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციულ დაკავებას;

მუხლი 91. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი🔗

მუხლი 101. იურიდიული სამმართველო🔗
მუხლი 101. იურიდიული სამმართველო🔗
იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების შედგენას, ექსპერტიზას, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს, ამასთანავე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საჯარო ინფორმაციას, განიხილავს სასაზღვრო პოლიციაში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ვ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობისას.
ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სახელით განცხადებების/ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 102. (ამოღებულია)🔗

მუხლი 103. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო🔗
მუხლი 103. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო🔗
კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) წარმართავს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან პოლიტიკას;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევას, მოზიდვას, განაწილებას და შენარჩუნებას, აგრეთვე აორგანიზებს მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადებას;
დ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზს;
ე) შეიმუშავებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ამზადებს სამუშაოს აღწერილობებს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის;
ვ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს შეფასების სისტემას და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მართვას;
ზ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს მომზადებისა და გადამზადების პრიორიტეტულ მიმართულებებს; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, აორგანიზებს მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს;
თ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების ან/და ბრძანების პროექტის მომზადებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 14.04.2021წ.
მუხლი 104. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო🔗

მუხლი 105. (ამოღებულია)🔗

მუხლი 106. (ამოღებულია)🔗

მუხლი 107. (ამოღებულია)🔗

მუხლი 108. კინოლოგიის სამმართველო🔗

მუხლი 111. ამოღებულია🔗

მუხლი 112. ანალიტიკური სამმართველო🔗
მუხლი 112. ანალიტიკური სამმართველო🔗
ანალიტიკური სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ღია წყაროების დამუშავებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს;
ბ) სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცესა და საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლას;
გ) სახელმწიფო საზღვარზე რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას, არსებული ტენდენციების განსაზღვრას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) სასაზღვრო პოლიციის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, თემატური კვლევების განხორციელებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას;
ე) საინფორმაციო-ანალიტიკური ცნობების, კვლევითი დოკუმენტების და სტრატეგიული ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 12. (ამოღებულია)🔗

მუხლი 151. (ამოღებულია)🔗

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.008.796
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №786
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“, ქვეპუნქტის საფუძველზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №258 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება-მოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტატუსი და კომპეტენციის ფარგლები🔗
მუხლი 2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტატუსი და კომპეტენციის ფარგლები
1. სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
2. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სასაზღვრო პოლიციას აგრეთვე აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, უნიფორმა, ბლანკები, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.
1. სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
2. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სასაზღვრო პოლიციას აგრეთვე აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები, უნიფორმა, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.
3. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სასაზღვრო პოლიციურ ღონისძიებებს ახორციელებს:
ა) სახელმწიფო საზღვარზე;
ბ) სასაზღვრო ზოლში (500 მეტრი სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან);
გ) სასაზღვრო ზონაში (5 კმ);
დ) საერთაშორისო აეროპორტებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო).
დ) საერთაშორისო აეროპორტებში;
ე) საქართველოს საზღვაო სივრცეში და ღია ზღვაში;
ვ) პორტებში;
ზ) სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა).
თ) კომპეტენციის ფარგლებში – საქართველო მთელს ტერიტორიაზე.
4. სასაზღვრო პოლიციის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალური დაცვა და მატერიალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.
6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.
7. სასაზღვრო პოლიციის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0160 თბილისი, სიმონ კანდელაკის ქ.№12.
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილება🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
1. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ,,სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნომატიული აქტებითა და ამ დებულებით. სასაზღვრო პოლიციას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური, განსაკუთრებული უფლებები და ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებანი. აქვს ძალის გამოყენების უფლება, აგრეთვე უფლებამოსილება დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო, საკონტროლო გამტარი პუნქტის და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიძიოს სისხლის სამართლის საქმეები და განახორციელოს ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. სამართალდარღვევებზე განახორციელოს ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
2. სასაზღვრო პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ, და სხვა ორგანიზაციებთან, ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შეთანხმებებს, მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულებათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.
3. სასაზღვრო პოლიციას აქვს ინფორმაციის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, ადმინისტრაციული სახდელის დადების, გაჩერების, დაკავების, ჩხრეკის, ამოღების, ტვირთის, ქონების, ადამიანის ან სათავსოს შემოწმების უფლება.
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ამოცანები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილება
1. სასაზღვრო პოლიცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ და „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული და სამართლებრივი აქტებით.
1 1. სასაზღვრო პოლიციის ფუნქციებია:
ა) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი და განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირება;
ბ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
გ) სამართალდარღვევათა გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.
2. სასაზღვრო პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულობათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.
3. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით:
ა) ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ან/და შეთანხმებას (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა ან/და შეთანხმების გაფორმება საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს.
4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციას აქვს ინფორმაციის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვის, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, ადმინისტრაციული სახდელის დადების, გაჩერების, დაკავების, ჩხრეკის, ამოღების, ტვირთის, ქონების, სათავსის დათვალიერების, ადამიანის შემოწმების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულების უფლება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №567 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 09.07.2024წ.
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ამოცანები
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, მოქალაქეთა და მათი ქონების უსაფრთხოების დაცვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ გემებზე;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცესა და საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ გემებსა და საფრენ საშუალებებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ) სასაზღვრო ინციდენტების, სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის, ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და მოგერიება;
დ) უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ე) სამაშველო ოპერაციების განხორციელება ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით კი – საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
ვ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, საბაჟო სამსახურთან შეთანხმებით, სასაზღვრო-სამიგრაციო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის ადგილის, დროისა და თანამიმდევრობის განსაზღვრა;
ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვარზე, საზღვაო სივრცეში, პორტებსა და გემებზე, რომლებზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება;
ი) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა, სასაზღვრო საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება;
ი1) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“ მონაწილეობა;
კ) ზღვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ბიორესურსების მოპოვებაზე და სამეცნიერო კვლევების ჩატარებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
მ) საქართველოს ნავსადგურების დაცვა და უსაფრთხოება;
ნ) საქართველოს საზღვაო სივრცეში მისი სუვერენული უფლებების დაცვა, ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაოსნობის წესების დაცვის კონტროლი.
ნ) საქართველოს საზღვაო სივრცეში მისი სუვერენული უფლებების დაცვა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაოსნობის წესების დაცვისა და ჰიდროგრაფიული საქმიანობის კონტროლი;
ო) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებების, პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში, დანაშაულობათა გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, აგრეთვე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
პ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში და საზღვაო სივრცეში დანაშაულებათა გამოვლენა-აღკვეთის და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით. კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება და ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
ჟ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
რ) სასაზღვრო პოლიციის შემდგომი განვითარებისა და უწყების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი კონცეფციების შემუშავება;
რ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დაწესებულებასთან კოორდინაციით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული გადამზადება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება;
ს) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, ზონასა და საზღვაო სივრცეში არსებული რისკებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეაგირების მექანიზმების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;
ს) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, ზონასა და საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფა;
ტ1) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (შემდგომში – საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი) ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
უ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 5. განსაკუთრებული ამოცანების შესრულება🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 29.07.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 09.07.2024წ.
მუხლი 5. განსაკუთრებული ამოცანების შესრულება
1. სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანებია:
ა) დაეხმაროს სხვა უწყებებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების ან სხვა განსაკუთრებული საფრთხის დროს;
1. სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ამოცანებია:
ა) დაეხმაროს სხვა უწყებებს სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა ან სხვა განსაკუთრებული საფრთხის დროს;
ბ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს კარანტინის გამოცხადებისას და საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში;
გ) შეასრულოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ეროვნული თავდაცვის ვალდებულება;
დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ – მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მართლწესრიგის დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სპეციალურ ოპერაციებში;
ვ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
2. საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
3. სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 ივნისის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 30.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 14.04.2021წ.
გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ეროვნული თავდაცვის ვალდებულების შესრულება;
დ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
2. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.
3. სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას.
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და საქმიანობის ორგანიზება🔗
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და საქმიანობის ორგანიზება
1. სასაზღვრო პოლიცია წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. (ამოღებულია - 31.12.2013, №996);
4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ უფროსის მოადგილეები.
5. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:
1. სასაზღვრო პოლიცია – სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის, ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების, სანაპირო დაცვის, სასაზღვრო ავიაციის, სწრაფი რეაგირების დანაყოფების, მომზადება-გადამზადების და სხვა დაწესებულებების ერთიანი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სასაზღვრო სამსახურის საქმიანობას.
2. სასაზღვრო პოლიციას მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელიც ამავდროულად არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით, მას თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.
3. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ მისი მოადგილეები, რომელთაგანაც ერთ-ერთი სასაზღვრო პოლიციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს.
4. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე.
5. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;
ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;
გ) სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
დ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო;
ე) საგამოძიებო-ოპერატიული და დაზვერვის სამმართველო;
ვ) სწრაფი რეაგირების რაზმი (სამმართველოს სტატუსით);
ზ) შიდა ინსპექციის განყოფილება;
თ) მართვის და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი (სამმართველოს სტატუსით);
ი) კანცელარია.
მუხლი 7. სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება
ბ1) სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო);
დ) იურიდიული სამმართველო;
ე) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ზ) (ამოღებულია - 27.01.2025, №2);
თ) კინოლოგიის სამმართველო;
ი) ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველო;
კ) ანალიტიკური სამმართველო;
ლ) (ამოღებულია - 28.12.2022, №133);
მ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო;
ნ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ო) საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო;
პ) მონიტორინგის სამმართველო;
ჟ) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).
7. (ამოღებულია - 31.12.2013, №996).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №495 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.695
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №320 - ვებგვერდი, 29.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 ივლისის ბრძანება №533 - ვებგვერდი, 17.07.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 23.06.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 17 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 17.06.2025წ.
მუხლი 7. სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება
1. სასაზღვრო პოლიციის უფროსი:
სასაზღვრო პოლიციის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე სასაზღვრო პოლიციაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის მუშაობას და ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას;
გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ერთად;
დ) განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქციებსა და უფლებამოსილებას;
ე) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების სადაზვერვო, ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად;
გ1) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
დ) განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და უფლებამოსილებას;
ე) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ, ასევე, სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ხელს აწერს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებას ან/და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით;
ი) ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ი1) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემუშავებულ კურსებს/პროგრამებს, შესაბამის სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს;
ი2) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს მსმენელის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;
ი3) გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით;
ი4) ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) ჩარიცხულ მსმენელთა ქცევის წესს;
ი5) გასცემს სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ამტკიცებს მის ფორმას;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნიშნავს, გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს, აგრძელებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;
ლ1) შვებულებაში უშვებს, აგრეთვე, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებას უწყვეტს და სამსახურის გასაგრძელებლად იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს;
მ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებსა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს;
თ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში; კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო შეთანხმებებს;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების მიზნით;
ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, რიცხავს, გადააადგილებს, თადარიგში გაჰყავს და ათავისუფლებს პირებს. შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს;
მ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებს, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს;
ნ) თანამშრომელთა მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინარული სასჯელის ღონისძიებებს;
ო) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის პირველად სპეციალურ წოდებებს, აგრეთვე მორიგ სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით;
პ) ანიჭებს რიგგარეშე სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით;
პ) ანიჭებს რიგგარეშე სპეციალურ წოდებებს ვიცე-პოლკოვნიკის (II რანგის კაპიტანი) ჩათვლით;
ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ;
რ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანის შესახებ;
ს) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის საერთო საკადრო და უწყების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების პოლიტიკას;
ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი წესით განკარგავს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებს და მატერიალურ ფასეულობებს;
ტ) განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში;
უ) განსაზღვრავს და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელ საქმიანობას;
ფ) ადგენს სასაზღვრო პოლიციის ყოველწლიური მოთხოვნილებების შესაბამისად ყველა სახის კმაყოფაზე საკვები პროდუქტების, სანივთე ქონების, ინვენტარის, შეიარაღების, ტექნიკის, სპეციალური და სტანდარტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სათბობის, საწვავ-საპოხი მასალების, საავიაციო ტექნიკისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობების რაოდენობასა და უზრუნველყოფისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;
ქ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების სამსახურებრივ, ადმინისტრაციულ, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობას;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის საკითხებს;
ყ) ფულადი ჯილდოთი, მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;
შ) სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე (გარდა სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა) წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასანიშნად წარუდგენს წარმომადგენელთა კანდიდატებს;
ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ესკიზებს;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა, სამოქალაქო
პერსონალისა და მათი ოჯახების წევრთა სოციალური დაცვის საკითხებს;
ყ) ცეცხლსასროლი იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით აჯილდოვებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;
შ) ნიშნავს და აკონტროლებს სასაზღვრო წარმომადგენლების (სასაზღვრო კომისრების) საქმიანობას;
ჩ) შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს პრეზიდენტის მიერ დასამტკიცებლად სასაზღვრო პოლიციის ფორმის ტანსაცმელსა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს;
ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ;
ძ) სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს გადასცეს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისა და ქვედანაყოფის უფროსს;
წ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შორის.
2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს კომპეტენტურ პირებზე განახორციელოს ამ ბრძანებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა დელეგირება საკადრო, საფინანსო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში უფროსის უფლებამოსილებათა დელეგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ბრძანება №318 - სსმ III, 19.03.2008, №41, მუხ.472
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №494 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.694
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №548 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №567 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 07.05.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 23.06.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 14.04.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.07.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 17 ივნისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 17.06.2025წ.
ძ) სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს გადასცეს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულისა და ქვედანაყოფის უფროსს.
მუხლი 8. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი🔗
მუხლი 8. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი
1. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის კონტროლს და ორგანიზებას უწევს საზღვრის დაცვას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას და უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მუდმივ მზადყოფნას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით და სხვა ღონისძიებებს;
გ1) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის საქმიანობის ანალიზს;
ე) აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, დირექტივებსა და ინსტრუქციებს;
ვ1) მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში;
ვ2) უზრუნველყოფს სასაზღვრო გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შევსებას/განახლებას, სასაზღვრო პოლიციის კარტოგრაფიულ საქმიანობას, სპეციალური ტოპოგრაფიული რუკების შედგენასა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდებას;
ვ3) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების განლაგებასა და მათი მდგომარეობის სისწორის განსაზღვრას, ამასთანავე, სასაზღვრო ნიშნების განლაგების დარღვევისა და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდებას შემდგომი რეაგირების მიზნით;
ზ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრაში;
თ) ახორციელებს: საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვას; სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას; უზრუნველყოფს სასაზღვრო რეჟიმით დადგენილი წესების დაცვასა და კონტროლს
ი) ახორციელებს ძალებისა და საშუალებების მზადყოფნისა და მათი ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფას;
კ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტოლის მეთოდების შემუშავებას, ოპერაციების დაგეგმვას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;
ლ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების რეგიონულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას;
ლ1) უზრუნველყოფს სასაზღვრო წარმომადგენლის (სასაზღვრო კომისარი) საქმიანობის მხარდაჭერას და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
ნ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მისაღებ კანდიდატთა მომზადებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ან მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.
2. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
1. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის კონტროლს;
ბ) ახორციელებს საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლს და უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მუდმივ მზადყოფნას;
გ) დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, საგამოძიებო, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, გარემოსდაცვით და სხვა ღონისძიებებს.
2. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
3. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:
ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;
ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;
დ) სახმელეთო საზღვრის დაცვის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვას;
ე) ხელმძღვანელობს სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების პროგრამის შემუშავებისა და მისი შესრულების ორგანიზებასა და სახმელეთო საზღვრის დაცვის თანამშრომელთა სპეციალურ მომზადებას.
4. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შედგება საზღვრის დაცვის და კონტროლის სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებისაგან.
5. საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო:
ა) ორგანიზებას უწევს საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის საქმიანობის მართვას;
ბ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის საქმიანობის ანალიზს;
გ) აკონტროლებს სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას;
დ) საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის სრულყოფის მიზნით, შეიმუშავებს სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, დირექტივებსა და ინსტრუქციებს;
ე) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებთან ერთად მონაწილეობს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრაში.
6. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამმართველოები ახორციელებენ:
ა) საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და საკონტროლო გამტარი პუნქტის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას;
ბ) ძალებისა და საშუალებების მზადყოფნისა და მათი ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფას;
გ) საქართველოს სახმელეთო საზღვრის დაცვის და სასაზღვრო კონტროლის მეთოდების შემუშავებას, ოპერაციების დაგეგმვასა და მათი ჩატარების უზრუნველყოფას;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების რეგიონულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას;
ე) საქართველოს სახმელეთო საკონტროლო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებებს;
ვ) საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და სადაზვერვო საქმიანობას.
7. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) სასაზღვრო პოლიციის № 1 სამმართველო (ბათუმი)
ბ) სასაზღვრო პოლიციის № 2 სამმართველო (ახალციხე)
გ) სასაზღვრო პოლიციის № 3 სამმართველო (ბოლნისი)
დ) სასაზღვრო პოლიციის № 4 სამმართველო (წითელი ხიდი)
ე) სასაზღვრო პოლიციის № 5 სამმართველო (დედოფლისწყარო)
ვ) სასაზღვრო პოლიციის № 6 სამმართველო (ლაგოდეხი)
ზ) სასაზღვრო პოლიციის № 7 სამმართველო (ბარისახო)
თ) სასაზღვრო პოლიციის № 8 სამმართველო (ყაზბეგი)
ი) სასაზღვრო პოლიციის № 9 სამმართველო (ონი)
კ) სასაზღვრო პოლიციის № 10 სამმართველო (მესტია)
ლ) სასაზღვრო პოლიციის № 11 სამმართველო (აჟარა)
მ) სასაზღვრო პოლიციის № 12 სამმართველო (აეროპორტი თბილისი).
მუხლის 9. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი
დ) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
ე) ხელმძღვანელობს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა სპეციალურ მომზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.
4. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციის, ზედამხედველობის, სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო მთავარი სამმართველო;
ბ) სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი);
გ) სასაზღვრო პოლიციის №2 სამმართველო (ახალციხე);
დ) სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველო (წითელი ხიდი);
ე) სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველო (დედოფლისწყარო);
ვ) სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველო (ლაგოდეხი);
ზ) სასაზღვრო პოლიციის №6 სამმართველო (ბარისახო);
თ) სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველო (ყაზბეგი);
ი) სასაზღვრო პოლიციის №8 სამმართველო (ჯავა-ონი);
კ) სასაზღვრო პოლიციის №9 სამმართველო (მესტია);
ლ) სასაზღვრო პოლიციის №10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1321 - სსმ III, 21.11.2006, №156, მუხ.2160
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 თებერვლის ბრძანება №289 - სსმ III, 26.02.2007, №25, მუხ.311
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №792 - სსმ III, 05.06.2007, №79, მუხ.849
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №710 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
მუხლი 9. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი
1. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
1. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო-საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას;
ბ) დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და სხვა საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას;
დ) შეიმუშავებს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და კონტროლის მეთოდებს, გეგმავს ოპერაციებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;
ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვასა და უსაფრთხოებას;
ვ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს;
ზ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვისადმი გამოყოფილი რესურსების ეფექტურ და ოპტიმალურ გამოყენებას;
თ) ამზადებს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებებს;
ი) ორგანიზებას უკეთებს სანაპირო დაცვის პირადი შეამადგენლობის ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო უზრუნველყოფას;
კ) გეგმავს მცურავი საშუალებების, ტექნიკისა და შეიარაღების რემონტსა და მოდერნიზაციას;
ლ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვას, უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სანაპირო დაცვის საქმიანობის დაგეგმარებას, კონტროლსა და სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ნ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის საკითხებზე სამართლებრივი აქტების კონტროლს და სამსახურებრივი საქმიანობის შედეგების ანალიზს;
ო) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის განვითრების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამების, დირექტივებისა და ინსტრუქციების პროექტებს;
პ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციულ დაკავებას;
ჟ1) მონაწილეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში;
რ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ახორციელებს რადიოლოკაციურ და ჰიდროაკუსტიკურ კონტროლს;
ს) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ოპერაციულ დონეზე;
ტ) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ორგანიზებას, ინფორმაციულ-ანალიტიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას, ხელს უწყობს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას;
უ) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას;
ფ) ასრულებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
2. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
ბ) დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, საგამოძიებო, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და სხვა საზღვაო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
2. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
3. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:
ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის გამოცემული ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;
ბ) სასაზღვროო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;
ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;
დ) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში დანერგვას;
ე) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის განვითარების პროგრამას და უზრუნველყოფს მის შესრულებას, ხელმძღვანელობს სანაპირო დაცვის ძალების მომზადებას.
4. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის სამმართველო, სანაპირო დაცვის რესურსების მართვის სამმართველო და სანაპირო დაცვის დაგეგმვისა და კონტროლის სამსახური.
5. სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას;
ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და კონტროლის მეთოდებს, გეგმავს ოპერაციებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;
გ) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვასა და უსაფრთხოებას;
დ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ახორციელებს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და სადაზვერვო საქმიანობას.
6. სანაპირო დაცვის რესურსების მართვის სამმართველო:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საფინანსო, საკადრო და სხვა რესურსების მართვას;
ბ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვისადმი გამოყოფილი რესურსების ეფექტურ და ოპტიმალურ გამოყენებას;
გ) ამზადებს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ წინადადებებს;
დ) ორგანიზებას უკეთებს სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო უზრუნველყოფას;
ე) გეგმავს მცურავი საშუალებების, ტექნიკისა და შეიარაღების რემონტსა და მოდერნიზაციას;
ვ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვას, უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობას.
8. სანაპირო დაცვის დაგეგმვისა და კონტროლის სამსახური:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სანაპირო დაცვის საქმიანობის დაგეგმარებას, კონტროლსა და სამართლებრივ უზრუნველყოფას;
გ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის საკითხებზე სამართლებრივი აქტების კონტროლს და სამსახურებრივი საქმიანობის შედეგების ანალიზს;
დ) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების, დირექტივებისა და ინსტრუქციების პროექტებს.
მუხლი 10. სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი
დ) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების სტრატეგიას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ხელმძღვანელობს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.
4. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო;
ბ) (ამოღებულია - 23.01.2024, №4);
გ) საინჟინრო-სარემონტო სამმართველო;
დ)საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ) საქმისწარმოების განყოფილება;
ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება;
თ) საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.
5. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი. სამმართველოს უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით.
6. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე. სამმართველოს უფროსის მოადგილე ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2 წლის ვადით.
7. (ამოღებულია - 23.01.2024, №4).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 04.02.2011 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 29.07.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 26 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2026წ.
მუხლი 91. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი🔗
1. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის კონტროლს;
ბ) სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
გ) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგს - ძებნას, საჰაერო თვალთვალსა და პატრულირებას;
დ) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთთანამშრომლობით სასაზღვრო-პოლიციურ ღონისძიებებში მონაწილეობას;
ე) საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელებას სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ვ) ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში − საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სამაშველო მოქმედებებში მონაწილეობას, ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით, აგრეთვე, სამსახურებრივ-ორგანიზაციული და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას (სტიქიური უბედურების დროს, აგრეთვე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, აუცილებელი ყოფითი პრობლემების მოგვარების მიზნით და სხვა.);
თ) გეგმური და არაგეგმური ამოცანების შესრულების მიზნით მფრინავი და ტექნიკური პერსონალის მუდმივ მზადყოფნას;
ი) ანგარ-ლაბორატორიაში კუთვნილი და სხვა სახელმწიფო ორგანოების საფრენი აპარატების ტექნიკურ მომსახურებას;
კ) მფრინავი და ტექნიკური პერსონალის შერჩევას, მომზადებას და გადამზადებას;
ლ) საფრენი აპარატების მომსახურებაზე მფრინავი და ტექნიკური პერსონალის დაშვებას;
მ) საფრენი აპარატების გამართულობას და საჭიროების შემთხვევაში საავიაციო ტექნიკის ვარგისიანობის დადგენას;
ნ) საფრენოსნო და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ო) პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას;
პ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე, მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას;
ჟ) დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობას;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.
3. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი:
ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, შვეულმფრენის გაფრენის შესახებ და ამოწმებს მათ შესრულებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;
დ) შეიმუშავებს სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში გამოყენებას;
ე) ხელმძღვანელობს სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებას/გადამზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) ტექნიკური მომსახურების ცენტრი (მთავარი სამმართველო);
გ) შვეულმფრენების ესკადრილია (მთავარი სამმართველო);
დ) თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილია (მთავარი სამმართველო);
ე) საფრენოსნო ვარგისიანობის ტექნიკური მომსახურების, ხარისხის კონტროლისა და საავიაციო უსაფრთხოების სამმართველო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.
მუხლი 10. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო)
ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლს;
გ) ახორციელებს არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და საერთო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვასა და ინსპექტირებას;
დ) (ამოღებულია - 14.04.2021, №31);
ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ვ) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის, უზრუნველყოფს კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების და სტრატეგიის შექმნას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას, საზოგადოებასთან სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მედიასთან თანამშრომლობას;
ზ) (ამოღებულია - 27.01.2025, №2);
თ) (ამოღებულია - 23.01.2024, №4);
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1635 - სსმ III, 03.01.2008, №1, მუხ.24
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ბრძანება №318 - სსმ III, 19.03.2008, №41, მუხ.472
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 14.04.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
მუხლი 101. იურიდიული სამმართველო🔗
იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებას;
ბ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების შედგენას, ექსპერტიზას, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს, ამასთანავე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საჯარო ინფორმაციას, განიხილავს სასაზღვრო პოლიციაში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ვ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობისას.
ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სახელით განცხადებების/ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 102. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
მუხლი 103. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო🔗
კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) წარმართავს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან პოლიტიკას;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევას, მოზიდვას, განაწილებას და შენარჩუნებას, აგრეთვე აორგანიზებს მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადებას;
დ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზს;
ე) შეიმუშავებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ამზადებს სამუშაოს აღწერილობებს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის;
ვ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს შეფასების სისტემას და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მართვას;
ზ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს მომზადებისა და გადამზადების პრიორიტეტულ მიმართულებებს; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, აორგანიზებს მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს;
თ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების ან/და ბრძანების პროექტის მომზადებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 14.04.2021წ.
მუხლი 104. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 23 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
მუხლი 105. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
მუხლი 106. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
მუხლი 107. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
მუხლი 108. კინოლოგიის სამმართველო🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
მუხლი 11. ოპერატიულ - საგამოძიებო მთავარი სამმართველო
ოპერატიულ - საგამოძიებო მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ და პრევენციულ ღონისძიებებს, აგრეთვე ოპერატიულ - სამძებრო, სადაზვერვო და კონტრდაზვერვით საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა გამოვლენას, მათზე რეაგირებასა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას;
გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიებას;
დ) აწარმოებს ოპერატიულ-სამძებრო და შესაბამისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას;
ე) უზრუნველყოფს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკანონო მიგრაციის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და პრევენციას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა მონაცემების მოპოვებას, დადგენას, ძებნას, დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას;
ვ) უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, არსებული მდგომარეობის განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას;
ზ) უზრუნველყოფს საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს .
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება №452 - ვებგვერდი, 17.06.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 ივლისის ბრძანება №533 - ვებგვერდი, 17.07.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება N239 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №643 - ვებგვერდი, 07.08.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 111. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
მუხლი 112. ანალიტიკური სამმართველო🔗
ანალიტიკური სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ღია წყაროების დამუშავებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს;
ბ) სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცესა და საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლას;
გ) სახელმწიფო საზღვარზე რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას, არსებული ტენდენციების განსაზღვრას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) სასაზღვრო პოლიციის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, თემატური კვლევების განხორციელებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას;
ე) საინფორმაციო-ანალიტიკური ცნობების, კვლევითი დოკუმენტების და სტრატეგიული ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №664 - ვებგვერდი, 25.11.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
მუხლი 12. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის ბრძანება №495 - სსმ III, 21.04.2008, №60, მუხ.695
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 ივნისის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 30.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.
მუხლი 13. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო
სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სახელმწიფო საზღვარზე ატარებს სპეციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
მუხლი 14. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო
1. სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შსს მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით.
2. სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება შემდეგი ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისგან: საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, საკადრო საკითხთა სამმართველო, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო და პრესსასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური.
3. სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე. იგი გეგმავს, წარმართავს და კონტროლს უწევს სასაზღვრო პოლიტიკის ერთიანი საერთაშორისო, სამართლებრივი, საკადრო და საფინანსო-სამეურნეო პოლიტიკის ორგანიზაციასა და მათ კომპლექსურად განხორციელებას;
4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;
ბ) ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღმავებას საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მიერ მათი შესრულების კონტროლს;
დ) სახელმწიფო ევროინტეგრაციული კურსის შესაბამისად ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პროცესში;
ე) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში;
ვ) კოორდინაციას უწევს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ზ) წარმოადგენს და იცავს სასაზღვრო პოლიციის ინტერესებს სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
თ) დასკვნას უკეთებს სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებს;
ი) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას;
კ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მიერ ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო ღონისძიებების, მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარებას.
5. საკადრო საკითხთა სამმართველო
ა) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის ერთიან საკადრო პოლიტიკას;
ბ) შეიმუშავებს კადრების შერჩევის, განაწილების, მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას;
გ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისობრივ გაუმჯობესებას, რეზერვთან მუშაობას;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას – მათ შორის ატესტაციის მოწყობის გზით.
6. საფინასო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო
ა) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციაში ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას;
ბ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტს;
გ) ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე;
დ) აკონტროლებს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშწორების ღონისძიებებს;
ე) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს;
ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის ორგანოთა სამეურნეო და მომარაგების უზრუნველყოფას;
თ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაციას, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-გადანაწილებას;
ი) უზრუნველყოფს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას.
7. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახური:
ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აანალიზებს მას და წარუდგენს ხელმძღვანელობას;
ბ) საზოგადოებასა და მასმედიას ინფორმაციას აწვდის სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესების თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის ვებ გვერდის მუშაობას;
დ) ხელს უწყობს საზოგადოებაში სასაზღვრო პოლიციის შესახებ ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას.
მუხლი 11. საგამოძიებო-ოპერატიული და დაზვერვის სამმართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საგამოძიებო-ოპერატიული და დაზვერვის სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და უზრუნველყოფს ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას დანაშაულის პროფილაქტიკისა და აღკვეთა-გამოვლენის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციების მოპოვებას, ანალიზსა და პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, ახორციელებს წინასწარ გამოძიებას. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ახდენს ინფორმაციის გაცვლას. სწავლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ვითარებას და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციებს.
მუხლი 12. შიდა ინსპექციის განყოფილება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
შიდა ინსპექციის განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის, დისციპლინური დარღვევების თავიდან აცილებისა და დანაშაულის ხელმშემწყობი გარემოებების გამოვლენის ღონისძიებებს, შეიმუშავებს დანაშაულთან ბრძოლის სამოქმედო გეგმებს; ორგანიზებას უწევს საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
მუხლი 13. სწრაფი რეაგირების რაზმი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
სწრაფი რეაგირების რაზმი არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სახელმწიფო საზღვარზე ატარებს დამატებით სპეციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვარსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და საკონტროლო გამტარი პუნქტის რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად. სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით (განკარგულებით), ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილებისას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა დაცვას.
მუხლი 14. სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში და მისი ბრძანებით ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის კონტროლს, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 15. მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.07.2021წ
მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი ხელს უწყობს სასაზღვრო ქვედანაყოფების სადღეღამისო უწყვეტ ოპერატიულ მართვას; ზედამხედველობას და კონტროლს უწევს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების შექმნას და ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას; სასაზღვრო მონიტორინგის სისტემის გამართულ მუშაობას, მის რეალიზაციასა და ექსპლუატაციას; აწარმოებს სამეცნიერო საქმიანობას; მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების საფუძველზე, შეიმუშავებს განვითარების გეგმებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ანალიტიკურ საქმიანობას. შესაბამისი ინფორმაციის (გარდა ოპერატიულისა) შეკრების, სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობისათვის შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, ახორციელებს სახელმწიფო საზღვარზე მომხდარი შემთხვევების ანალიზსა და სტატისტიკურ დამუშავებას, სასაზღვრო პოლიციის მიერ გაწეული სამსახურებრივი საქმიანობის ანალიზს.
მუხლი 16. კანცელარია
კანცელარიის ძირითადი ამოცანაა სასაზღვრო პოლიციაში საქმისწარმოების ორგანიზება და ხელმძღვანელობა შემოსული და გასული დოკუმენტაციისა და კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებების, მისი და მისი მოადგილეების მითითებების ვადების შესრულების კონტროლი, მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და აღრიცხვა.
მუხლი 17. გარდამავალი დებულება
მუხლი 15. საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო
სასაზღვრო სექტორების საშტატო თანამდებობზე საკონტრაქტო სისტემის პირადი შემადგენლობით სრულ დაკომპლექტებამდე საზღვრის დაცვის და სამსახურებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყენებული იქნება სავალდებულო სამსახურის პირადი შემადგენლობა.
მუხლი 18. დასკვნითი დებულება
საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობის სისტემების განვითარების სტრატეგიას და ერთიან პოლიტიკას;
ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს;
გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;
დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ტექნიკურ მომსახურებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებას;
ე) უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიური პროგრამების დანერგვას;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
მუხლი 151. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 28.07.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
მუხლი 16. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ბრძანება №570 - სსმ III, 08.05.2008, №70, მუხ.752
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 23.01.2014წ.
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1601 - სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 აპრილის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 15.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
მუხლი 18. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1439 - სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ.1975
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 8 მარტის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 10.03.2014წ.
მუხლი 19. მონიტორინგის სამმართველო
მონიტორინგის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას, დისციპლინური ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პრევენციას და სათანადო რეაგირებას;
ბ) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
გ) გამოვლენილი ხარვეზების, შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას, შესაბამისი ცნობების/დასკვნების მომზადებასა და მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას;
დ) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას სტრუქტურული ერთეულებიდან, აწარმოებს მიმოწერას შესაბამის დანაყოფებთან;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 25 მაისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 25.05.2023წ.
მუხლი 20. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო)
სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სასაზღვრო პოლიციის მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და სწავლების ძირითად მიმართულებებს;
ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა/სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ პირთა მიერ სპეციალური პროფესიული მომზადების პროგრამის გავლისას ახორციელებს კურსის პრაქტიკულ და თეორიულ უზრუნველყოფას აკადემიასთან კოორდინაციით;
გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული საველე მეცადინეობების ორგანიზებასა და ჩატარებას დღის და ღამის პირობებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში;
დ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის შესაბამის პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს;
ე) შეიმუშავებს სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიას, ნერგავს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;
ვ) უზრუნველყოფს შესაბამისი კურსის/პროგრამის დაგეგმვას სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან და სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
ზ) უზრუნველყოფს კურსის/პროგრამის მსმენელთა შეფასებას გამოცდის/ტესტირების ჩატარებით ან სხვა სახის შეფასების სისტემის საშუალებით;
თ) კურსის/პროგრამის დასრულების შემდეგ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;
ი) სასწავლო და შეფასების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
კ) ახორციელებს სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) მსმენელთა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობას, სასწავლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლსა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას;
ლ) უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით შესაბამისი სწავლების ორგანიზებასა და ჩატარებას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
სასაზღვრო პოლიციის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №786, 21.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.008.796 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65122-45/