1. აფრიკულ ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) მოკვლევის ჩატარებას აფრიკული ჭირის არსებობის დასადასტურებლად ან გამორიცხვის მიზნით;
ბ) სადგომში განთავსებული ცხოველების კლინიკურ გამოკვლევას;
გ) ნიმუშების აღებას ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად;
დ) დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის ან სხვა შეზღუდვების დაწესებას, მოხსნას და მის გატარებაში ხელშეწყობას;
ე) შეტყობინების გაგზავნას ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH);
ვ) გადაადგილების კონტროლს;
ზ) მკვდარი ან მოკლული ღორის სხეულის დამუშავების ზედამხედველობას;
თ) სადგომებისა და მოწყობილობების დეზინფექციას;
ი) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას.
3. სააგენტო პასუხისმგებელია აფრიკული ჭირის კონტროლზე როგორც გარეულ, ისე შინაურ ღორებში.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომ – სახელმწიფო ლაბორატორია) ახორციელებს აფრიკული ჭირის დიაგნოსტიკას და სააგენტოს დროულად აწვდის ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ გამოცდის ოქმს, საჭიროების შემთხვევაში ატარებს პოსტვაქცინალურ კვლევებს.
5. სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადებაზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და შეტანილი უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინები