1. სააგენტო ოფიციალურად ადასტურებს აფრიკული ჭირის გავრცელებას შინაურ ღორებში, როდესაც შემთხვევა დადასტურებულია შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

ა) დაავადების აგენტი, ვაქცინის შტამების გარდა, იზოლირებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში;

ბ) დაავადების გამომწვევი აგენტისთვის სპეციფიკური ანტიგენი ან ნუკლეინის მჟავა იდენტიფიცირებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომელიც ამჟღავნებს დაავადების შესაბამის კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევასთან; ან

გ) დადებითი შედეგი არაპირდაპირი დიაგნოსტიკური მეთოდიდან, რომელიც არ არის ვაქცინაციის შედეგი, მიღებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომელიც ამჟღავნებს დაავადების შესაბამის კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან.

2. საწარმოში აფრიკული ჭირის გავრცელების ოფიციალური დადასტურების შემდეგ სააგენტო გასცემს ავტორიზაციას, რათა ამ გეგმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის) მეთვალყურეობის ქვეშ დაუყოვნებლივ გამოყენებულ იქნეს დაავადების კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:

ა) დასნებოვნებულ სადგომში განთავსებული ყველა ღორი უნდა მოიკლას რაც შეიძლება მალე ადგილზე, სადგომის ტერიტორიაზე ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების აგენტის გავრცელების რისკი მოკვლის დროს და მის შემდეგ;

ბ) უნდა იქნეს მიღებული ყველა შესაბამისი და აუცილებელი ბიოუსაფრთხოების ზომა, რათა თავიდან იქეას აცილებული დაავადების შესაძლო გავრცელება არადასნებოვნებულ შინაურ ან გარეულ ცხოველებზე;

გ) მკვდარი ან მოკლული ღორების ლეშები ან ნაწილები უნდა განიკარგოს შესაბამისად;

დ) სადგომში არსებული ყველა პოტენციურად დაბინძურებული ცხოველური წარმოშობის სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (მათ შორის, მოკვლის შედეგად მიღებული და ცხოველური წარმოშობისა და ჩანასახოვანი (სპერმული პროდუქტები), მასალა ან ნივთიერება იზოლირებული უნდა იყოს მანამ, სანამ:

დ.ა) არ მოხდება მათი განკარგვა ან გადამუშავება;

დ.ბ) არ დასრულდება დასუფთავებისა და დეზინფექციის ღონისძიებები;

დ.გ) არ მოხდება დეზინფექციისთვის უვარგისი მასალების უტილიზაცია და დასუფთავება უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ.

3. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და აკონტროლებს, რომ:

ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, დასნებოვნებული საწარმოდან ტრანსპორტირებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მასალების ან ნივთიერებების დასნებოვნებული სადგომიდან ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულია ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები აფრიკული ჭირის აგენტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

4. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის მიზნებისთვის სააგენტო აგროვებს ნიმუშებს ლაბორატორიული გამოკვლევისთვის შინაური ღორებიდან, მათ მოკვლამდე ან სიკვდილამდე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, სააგენტოს შეუძლია რისკის შეფასების განხორციელების შემდეგ და რისკის შემამცირებელი სხვა ზომების გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, გადაწყვიტოს შინაური ღორების მოკვლა უახლოეს შესაფერის ადგილზე ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელების რისკი მოკვლის ან ტრანსპორტირების დრო