1. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ფარგლებში და ყველა ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული სადგომის და სხვა შესაბამისი ადგილების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, სააგენტო ახდენს იმ სადგომში არსებული ყველა ცხოველის მიკვლევადობას, რომელშიც დადასტურდა აფრიკული ჭირის დაავადების აფეთქება, ასევე ახორციელებს ყველა იმ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, მასალის, ნივთიერების, სატრანსპორტო საშუალების ან პირების მიკვლევადობას, რომელთაც შეეძლოთ გამოეწვია შესაბამისი დაავადების გავრცელება, მათ შორის:

ა) იმ ნივთების, რაც სადგომში იქნა მიტანილი ან გატანილი სადგომიდან;

ბ) იმ პირების, რომლებიც სადგომთან იყვნენ კონტაქტში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული მოკვლევა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 15-დღიან მონიტორინგის პერიოდს, რომლის გამოთვლა უნდა მოხდეს დაავადების ეჭვის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან.

3. იმ შემთვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევა ადასტურებს, რომ შინაური ღორები გაიგზავნა ან გამოიგზავნა დასნებოვნებული სადგომიდან /სადგომში 15 დღის განმავლობაში, სააგენტო:

ა) გადაადგილების დანიშნულების ან წარმოშობის სადგომებში ახორცილებს მოკვლევებს, აწესებს შეზღუდვებსა და ბიოუსაფრთხოების ზომებს ამ გეგმის მე-5 მუხლის მე-2-მე-11 პუნქტების შესაბამისად, ან

ბ) დაუყოვნებლივ ავრცელებს ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ზომებს წარმოშობის ან დანიშნულების ადგილის სადგომზე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება ამ სადგომში ან ამ სადგომის გავლით.

4. სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მითითებულ ზომებს იმ სხვა დაწესებულებებსა და შესაბამის ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შესაძლოა დაბინძურდეს ამ მუხლის პირველ პუნქტით მითითებული მოკვლევის ფარგლებში დასნებოვნებული სადგომიდან იდენტიფიცირებულ ცხოველებთან, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან, მასალებთან, ნივთიერებებთან, პირებთან ან სატრანსპორტო საშუალებებთან კონტაქტის შედეგად, ან ეპიდემიოლოგიური მოკვლევის სხვა ინფორმაციის საფუძველზ