1. სადგომში, სურსათისა და ცხოველის საკვების საწარმოებში, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საწარმოებში ან სხვა ადგილებში, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის გავრცელების შემთხვევაში, სააგენტო დაუყოვნებლივ ადგენს დაავადებული სადგომის ან მის გარშემო შეზღუდულ ზონას.

2. სადგომში, სურსათისა და ცხოველის საკვების საწარმოებში, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საწარმოებში ან სხვა ადგილებში, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის დაავადების აფეთქების შემთხვევაში, სააგენტო დაინფიცირებული სადგომის ან მის ირგვლივ, დაუყოვნებლივ აწესებს შეზღუდულ ზონას, რომელიც შედგება:

ა) დამცავი ზონისგან, რომელიც მოიცავს დაავადების აფეთქებიდან 3 კმ-ის მინიმალურ რადიუსს;

ბ) სამეთვალყურეო ზონას, რომელიც მოიცავს აფეთქებიდან 10 კმ-ის მინიმალურ რადიუსს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, დამცავი და საზედამხედველო ზონების ირგვლივ არსებული ან მიმდებარე ტერიტორიების დამატებით შეზღუდულ ზონებს, სადაც სააგენტო გამოიყენებს იმავე ზომებს, რაც გათვალისწინებულია სამეთვალყურეო ზონისთვის.

3. აფრიკული ჭირის დაავადების ახალი აფეთქების შედეგად წარმოშობილი ორი ან მეტი შეზღუდული ზონების გადაფარვის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა მოახდინოს თავდაპირველი შეზღუდული ზონის საზღვრების ადაპტირება, მათ შორის დამცავი, საზედამხედველო და დამატებითი შეზღუდული ზონების საზღვრებისა.

4. სააგენტო დაუყოვნებლივ აგროვებს და აახლებს შეზღუდულ ზონაში არსებულ ყველა იმ სადგომის ინვენტარის შესახებ მონაცემებს და ინფორმაციას, რომელშიც განთავსებულია შინაური ღორები, ასევე ცხოველთა სახეობების, კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციას თითოეულ სადგომში.

5. სააგენტოს შეუძლია, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით და ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, განახორციელოს შინაური ღორების პრევენციული მოკვლა ან დაკვლა შეზღუდულ ზონაში მდებარე დაწესებულებებში.

6. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და ზედამხედველობას უწევს, რომ შეზღუდული ზონიდან მკვდარი გარეული ღორისა და შინაური ღორის მთლიანი ლეშის ან ნაწილების ყველა გადაადგილება მოხდეს იმ სადგომში, რომელიც განკუთვნილია მათ გადასამუშავებელად ან გასანადგურებლად.

7. ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ტრანსპორტირება შეზღუდული ზონის გავლით უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დაწესებულ კონკრეტულ შემდეგ პირობებს:

ა) შეზღუდულ ზონაში არ უნდა ხდებოდეს გაჩერება ან გადმოტვირთვა;

ბ) უნდა მოხდეს ძირითადი მაგისტრალური სამანქანო ან სარკინიგზო გზების პრიორიტიზირება;

გ) უნდა მოხდეს იმ სადგომების გვერდის ავლა, რომლებშიც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები.

8. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მიღებულია შეზღუდული ზონიდან და გადაადგილდება მის ფარგლებს გარეთ, თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული გადაადგილების დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი გადაადგილება ნებადართულია შეზღუდული ზონიდან სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებით.

9. აფრიკული ჭირის დაავადების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, შეზღუდული ზონის იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორი, ნებადართული უნდა იყოს სააგენტოს მიერ ნიმუშების შეგროვება.

10. რისკის შეფასების შემდეგ სააგენტოს არ შეუძლია დააწესოს შეზღუდული ზონა იმ შემთხვევაში, თუ აფრიკული ჭირის აფეთქება ხდება შემდეგ ადგილებში:

ა) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომში, რომელშიც განთავსებულია ღორები;

ბ) სამეცნიერო მიზნებისთვის ან იმ მიზნებისთვის განთავსებულ ღორებზე, რომელიც უკავშირდება დაცულ ან გადაშენების პირას მყოფ სახეობების კონსერვაციას;

გ) წინასწარ ოფიციალურად დარეგისტრირებულ იმ ღორებზე, რომლებიც წარმოადგენენ იშვიათ ჯიშებს;

დ) სათანადოდ დასაბუთებული მაღალი გენეტიკური, კულტურული ან საგანმანათლებლო ღირებულების მქონე ღორებზე;

ე) სურსათისა და ცხოველის საკვების საქმიანობებზე, სასაზღვრო კონტროლის პუნქტებზე, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების საწარმოებზე;

ვ) სატრანსპორტო საშუალებებზე;

ზ) ადგილებზე, სადაც ტარდება ცხოველების შეკრების ოპერაციები ან დროებითი გამოფენა ან ვეტერინარული დახმარება.

11. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება შინაური ღორებისა და მათგან მიღებული ცხოველური პროდუქტების გადაადგილებისთვის, შეზღუდული ზონიდან, ზონაში და მისი გავლით იყოს:

ა) დაგეგმილი და დაცული ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების, ცხოველური პროდუქტების ან ცხოველების ჯანმრთელობისთვის საშიშროების შემცველი ნებისმიერი ნივთიერების გაჟონვა ან დაღვრა;

ბ) გასუფთავებული და დეზინფიცირებული ღორების, ცხოველური პროდუქტების ან ცხოველის ჯანმრთელობის ნებისმიერი საფრთხის შემცველი ნივთის ტრანსპორტირების დროს და, საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა ჩაუტარდეს დამატებითი დეზინფექცია, და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს გამოშრობა ან უნდა მიეცეს გამოშრობის შესაძლებლობა ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების ნებისმიერი ახალი დატვირთვის წინ;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირების დაწყებამდე, მწერების და მღრღნელების მიმართ გატარებული კონტროლის ზომები.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით მითითებული სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია უნდა შესრულდეს სააგენტოს მიერ გათვალისწინებული ინსტრუქციის ან პროცედურის მიხედვით და შესაბამისი ბიოციდური პროდუქტების გამოყენებით, აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების უზრუნველსაყოფად და დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისა