1. სააგენტომ მოსახლეობას და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დაავადების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე.

2. ღონისძიების ჩატარების პროცესში, მოსახლეობაში უნდა დარიგდეს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები და პლაკატები.

3. ურთიერთინფორმირებულობის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა უნდა იხელმძღვანელონ „ცხოველთა დაავადებების შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ოპერაციული პროცედურით“.

4. სწრაფი კომუნიკაციის მიზნით, ასევე, გამოყენებული უნდა იქნეს სატელეფონო კომუნიკაცია და ელექტრონული ფოსტა.

5. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს მიერ უნდა განხორციელდეს ადგილობრივ თვითმართველობასთან პირადი კომუნიკაცია.

6. კომუნიკაციის პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩართული უნდა იყო სააგენტოს ყველა პასუხისმგებელი პირი, კომპეტენციიდან გამომდინარე.

7. ეპიზოოტიური მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, როდესაც დაავადება იღებს გავრცელების ფართო მასშტაბებს და არის საფრთხე, რომ დაავადებამ მოიცვას მთლიანი ქვეყანა ან ქვეყნის დიდი ნაწილი, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე იქმნება დაავადებასთან ბრძოლის ცენტრალური და რეგიონული ოპერატიული ჯგუფებ