1. სააგენტო აკლასიფიცირებს ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფს, როგორც აფრიკული ჭირის საეჭვო შემთხვევად, როდესაც:
ა) კლინიკური, სიკვდილის შემდგომ ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად დაადგენს, რომ კლინიკური ნიშანი/ნიშნები, სიკვდილის შემდგომი დაზიანება/დაზიანებები ან ჰისტოლოგიური მონაცემები მიუთითებს ამ დაავადებაზე;
ბ) დიაგნოსტიკური მეთოდის შედეგ(ებ)ი მიუთითებს დაავადების სავარაუდო არსებობაზე ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში;
გ) დადგენილია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან.
2. გარეულ ღორში აფრიკულ ჭირზე ეჭვის შემთხვევაში სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს მოკვლევა, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს დაავადების არსებობა.
3. მოკვლევის მსვლელობისას სააგენტო ახორციელებს, სულ მცირე, სიკვდილის შემდგომ გამოკვლევებს და სროლით მოკლული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორის ნიმუშების შეგროვებას ლაბორატორიული გამოკვლევისთვის, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს აფრიკული ჭირის არსებობა.
4. მოკლული თუ მკვდარი გარეული ღორის ტანხორცის ნაწილების შემთხვევაში, რომლებზეც არსებობს ღორის აფრიკულ ჭირზე ეჭვი, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) მკვდარი გარეული ღორის მთლიანი ტანხორცი ან მისი ნაწილები შესაბამისად განიკარგოს;
ბ) სადაც ეს შესაძლებელია, ნებისმიერი მასალა ან ნივთიერება, რომელიც შესაძლოა დაბინძურდეს მკვდარი გარეული ღორის ტანხორცისგან ან მისგან მიღებულ ცხოველურ პროდუქტთან შეხებით, დაექვემდებაროს დეზინფექციას ან განკარგვას ინსტრუქციების შესაბამისად უფლებამოსილი პირების ზედამხედველობის ქვეშ.
5. სააგენტო აკლასიფიცირებს ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფს, როგორც აფრიკული ჭირის დაავადებით დადასტურებულ შემთხვევად, როდესაც:
ა) დაავადების აგენტი იზოლირებულია გარეული ღორის ნიმუშში;
ბ) აფრიკული ჭირის ვირუსისთვის სპეციფიკური ანტიგენი ან ნუკლეინის მჟავა იდენტიფიცირებული იქნა ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომელიც ამჟღავნებს დაავადების კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან;
გ) დადებითი შედეგის შემთხვევაში არაპირდაპირი დიაგნოსტიკური მეთოდისგან, რომელიც მიღებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომლებიც ამჟღავნებენ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან.
6. დაავადების გავრცელების ოფიციალური დადასტურების შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ინფიცირებული ზონა, რათა თავიდან აიცილოს ღორის აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელება:
ა) დაავადების პროფილის საფუძველზე;
ბ) გარეული ღორის სავარაუდო პოპულაციის საფუძველზე;
გ) რისკის ფაქტორების საფუძველზე, რომლებიც ხელს უწყობენ აფრიკული ჭირის გავრცელებას, კერძოდ, დაავდების შეჭრის რისკს იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები;
დ) აღებული ნიმუშის შედეგების საფუძველზე;
ე) სხვა შესაბამისი ფაქტორების საფუძველზე.
7. გარეული ღორის ტანხორცის შემთხვევაში, რომლებშიც დადასტურებულია აფრიკული ჭირი, მიუხედავად იმისა გარეული ღორი იქნა მოკლული თუ ნაპოვნი მკვდარი, სააგენტო უზრუნველყოფს, რომ:
ა) მოხდეს მკვდარი გარეული ცხოველების მთლიანი ლეშის ან მათი ნაწილების განკარგვა;
ბ) სადაც ეს შესაძლებელია, ნებისმიერი მასალა, რომელიც შესაძლოა დაბინძურდეს მკვდარი გარეული ღორის ტანხორციდან ან მისგან მიღებულ ცხოველურ პროდუქტებთან შეხებით, გასუფთავდეს, გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია, ან განიკარგოს ინსტრუქციების შესაბამისად უფლებამოსილი პირების ზედამხედველობის ქვეშ.
8. სააგენტოს შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი ინფიცირებული ზონის საზღვრები:
ა) აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელების კონტროლის მიზნით;
ბ) გარეულ ღორში აფრიკული ჭირის შემდგომი აფეთქების დადასტურების შემთხვევაში.
9. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს პასუხისმგებელ პირებს, ვეტერინარებს, მონადირეებს, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მიღებული საკონტროლო ზომების შესახებ.
10. ინფიცირებულ ზონაში, სააგენტო ორგანიზებას უწევს მოკლული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორის სიკვდილის შემდგომ გამოკვლევებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევისთვის სინჯების აღებას.
11. ინფიცირებულ ზონაში სააგენტომ, სულ მცირე, უნდა:
ა) გაატაროს რისკის შემსუბუქებისა და გაძლიერებული ბიოუსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება დაავადებული (ზემოქმედებაში მყოფი) ცხოველებიდან და ინფიცირებული ზონიდან, არაინფიცირებულ ცხოველებზე;
ბ) აკრძალოს გარეული ღორისა და მისი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადაადგილება;
გ) უზრუნველყოს, რომ მოხდეს მკვდარი გარეული ღორის ყველა ლეშის, იქნება ეს დახოცილი ან მოკლული ნაპოვნი ცხოველების ლეში, ან მათი ნაწილების განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ინფიცირებულ ზონაში აფრიკული ჭირის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სააგენტოს შეუძლია:
ა) დაარეგულიროს შინაური ღორების გადაადგილება;
ბ) დაარეგულიროს სამონადირეო და შენობის გარეთ ჩასატარებელი სხვა საქმიანობა;
გ) შეზღუდოს გარეული ღორის კვება.
13. სააგენტო შეინარჩუნებს ინფიცირებულ ზონაში განხორციელებულ ზომებს მანამ, სანამ ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია არ აჩვენებს, რომ გარეული ღორის პოპულაცია აღარ წარმოადგენს დაავადების შეჭრის რისკს იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები და სამუშაო ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციას არ მისცემს სააგენტოს ზომების გატარების შეწყვეტის შესახე