1. დასნებოვნებული სადგომის რეპოპულაციაზე სააგენტოს შეუძლია ნებართვა გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) შესაბამისი ბიოციდური პროდუქტების გამოყენებით აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების უზრუნველსაყოფად განხორციელდა საბოლოო დასუფთავება/დეზინფექცია, მღრღნელების კონტროლი და აღნიშნული ადეკვატურად იქნა დოკუმენტირებული;
ბ) ამოიწურა 15-დღიანი მონიტორინგის პერიოდი, რომელიც აითვლება იმ დღიდან, როდესაც განხორციელდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია.
2. სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს, რათა საბოლოო დასუფთავება/დეზინფექცია და მღრღნელების კონტროლი ინფიცირებულ სადგომში განხორციელდებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. თუ სათანადოდ დასაბუთებული მიზეზების გამო საბოლოო დასუფთავება/დეზინფექცია და მღრღნელების კონტროლი, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, სრულად არის განხორციელებული დასნებოვნებულ სადგომში, სააგენტომ ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით შეუძლია გასცეს ავტორიზაცია რეპოპულაციაზე იმ პირობით, თუ:
ა) წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის შესრულებიდან გავიდა სულ მცირე 3 თვე;
ბ) ავტორიზაციის გაცემამდე სააგენტომ შეაფასა ის მოსალოდნელი რისკები, რომელიც ამ ავტორიზაციის შედეგად შეიძლება წარმოიშვას და შეფასებაში უთითებს, რომ აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა.
4. სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს დასნებოვნებულ სადგომში შინაური ღორებით რეპოპულაციას იმ შემთხვევაში, თუ რეპოპულაციისთვის განკუთვნილი შინაური ღორები არ არიან წარმოშობილი იმ სადგომიდან, რომელიც ექვემდებარება შეზღუდვებს და სადგომში შეყვანამდე, ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, გამოირიცხა დაავადების არსებობა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის ნიმუშები უნდა შეგროვდეს:
ა) საწარმოში შესაყვანი ყველა ღორის წარმომადგენლობითი რაოდენობიდან, თუ ისინი შეყვანილია ერთსა და იმავე დროს და ერთი და იგივე წარმოშობის სადგომიდან;
ბ) თითოეული ტვირთის ღორების წარმომადგენლობითი რაოდენობიდან, თუ ღორები უნდა შემოვიდეს სხვადასხვა დროს ან წარმოშობის სხვადასხვა სადგომიდან.
6. რეპოპულაციისთვის განკუთვნილი შინაური ღორები სადგომებში უნდა შეიყვანონ შემდეგნაირად:
ა) დასნებოვნებული სადგომის ყველა ეპიდემიოლოგიურ ერთეულებსა და შენობაში;
ბ) სასურველია ერთსა და იმავე დროს ან 15 დღის განმავლობაში, რომელიც გამოითვლება პირველი ცხოველის შემოყვანის დღიდან;
გ) გადაუხურავი მეურნეობის სადგომების შემთხვევაში ან როდესაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მითითებული მოთხოვნა არაპრაქტიკულია, სენტინელი ცხოველების გამოყენებით, სადგომში შეყვანამდე, აფრიკულ ჭირზე ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის აღებულ ნიმუშებზე დაუდგინდათ სასურველი შედეგები.
7. უფლებამოსილი პირები სულ მცირე, ახორციელებენ დასნებოვნებული დაწესებულების მონახულებას მე-15 დღეს, რომელიც გამოითვლება ცხოველების სადგომში განთავსების დღიდან და ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული დღიდან 30 დღის გასვლამდე, რა დროსაც ახორციელებენ სულ მცირე:
ა) დოკუმენტურ შემოწმებებს, წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის შესახებ ჩანაწერების ანალიზის ჩათვლით;
ბ) განთავსებული ჩამოთვლილი ცხოველთა სახეობების კლინიკურ გამოკვლევას;
გ) ღორის აფრიკული ჭირის დაავადების არსებობის დასადასტურებლად ან გამორიცხვის მიზნით, ცხოველების ნიმუშების შეგროვებას ლაბორატორიული გამოკვლევისთვის.
8. ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ან ტოვებს სადგომს, უნდა იცავდეს შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფრიკული ჭირის გავრცელების პრევენციას.
9. შინაური ღორები სადგომს ტოვებენ მხოლოდ სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე და მხოლოდ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევის სასურველი შედეგების მიღების შემდეგ.
10. სადგომში ცხოველების განთავსების დღიდან რეპოპულაციის დასრულებამდე, პასუხისმგებელმა პირმა უნდა:
ა) განაახლოს შინაური ღორების ჯანმრთელობისა და წარმოების მონაცემები;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს წარმოების მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილებისა და ნებისმიერი სხვა პათოლოგიის შესახებ.
11. თუ აფრიკული ჭირის უჩვეულო სიკვდილიანობა ან კლინიკური ნიშნები ეცნობება სააგენტოს რეპოპულაციის დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირები დაუყოვნებლივ აგროვებენ ნიმუშებს ლაბორატორიული გამოკვლევისთვის, რათა გამორიცხონ აფრიკული ჭირის არსებობა.
12. სააგენტოს შეუძლია გაათავისუფლოს სადგომები ამ მუხლის მე-4–მე-11 პუნქტებით მოცემული ერთი ან რამდენიმე პირობისგან, რისკების შეფასების შემდეგ და როდესაც შეფასება მიუთითებს, რომ აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა.
13. სააგენტო, აფრიკული ჭირის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ნებას რთავს დასნებოვნებულ სადგომში მოახდინოს სხვა ცხოველთა სახეობების რეპოპულაცია, გარდა ღორებისა.
14. დაინფიცირებული სადგომის რეპოპულაცია დასრულებულად ჩაითვლება, როდესაც ამ მუხლის პირველი–მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმატებით დასრულებულია.
15. სააგენტო დაინფიცირებულ სადგომში გამოყენებულ დაავადების კონტროლის ყველა ზომას გააუქმებს, როდესაც რეპოპულაცია ჩაითვლება დასრულებულად, ისე როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისა