1. სააგენტო დაცულ ზონაში არსებულ სადგომებზე (გარდა იმ სადგომებისა, რომელშიც დადასტურებულია აფრიკული ჭირის დაავადება, სადაც განთავსებულია შინაური ღორები), დაუყოვნებლივ გასცემს ავტორიზაციას შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს შინაური ღორების განცალკევება გარეული ცხოველებისა და არაამთვისებელი ცხოველთა სახეობებისგან;
ბ) დამატებითი მეთვალყურეობის განხორციელებაზე, რათა დადგინდეს აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელება სადგომებში, ნებისმიერი გაზრდილი ავადობის ან სიკვდილიანობის ან წარმოების მონაცემების მნიშვნელოვანი შემცირების ჩათვლით. ნებისმიერი ასეთი ზრდა ან შემცირება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს;
გ) მწერების და მღრღნელების მიმართ კონტროლის ადეკვატური საშუალებების განხორციელებაზე სადგომში და მის ირგვლივ;
დ) სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაზე სადგომის შესასვლელებსა და გასასვლელებში;
ე) აფრიკული ჭირის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომების გატარებაზე ყველა იმ პირზე, რომლებიც კონტაქტში არიან სადგომში განთავსებულ შინაურ ღორებთან ან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შედიან სადგომში ან ტოვებენ სადგომს;
ვ) დაავადებაზე მეთვალყურეობისა და კონტროლის მიზნით ყველა იმ პირის შესახებ ჩანაწერების წარმოებაზე, ვინც განახორციელა ვიზიტი სადგომში. ჩანაწერები უნდა იყოს განახლებული და სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს აღნიშნული მონაცემების მიწოდება;
ზ) შინაური ღორების ან სადგომში განთავსებული მკვდარი ან მოკლული ცხოველების მთლიანი ლეშის ან ნაწილების შესაბამის განკარგვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აფრიკული ჭირის ოფიციალური დადასტურების შემდეგ სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილმა პირებმა მოახდინონ, სულ მცირე, ერთი ვიზიტი დამცავ ზონაში არსებულ ყველა სადგომში, რაც შეიძლება მალე და დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე. ვიზიტისას უფლებამოსილმა პირებმა უნდა გახორციელონ, სულ მცირე:
ა) დოკუმენტური შემოწმება, წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის შესახებ ჩანაწერების ანალიზის ჩათვლით;
ბ) აფრიკული ჭირის შემოტანის ან გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შემოწმება;
გ) შინაური ღორების კლინიკური გამოკვლევა;
დ) საჭიროების შემთხვევაში, აფრიკული ჭირის არსებობის დასადასტურებლად ან გამორიცხვის მიზნით, ცხოველების ნიმუშების შეგროვება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის.
3. სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს უფლებამოსილი პირის დამატებითი ვიზიტები დამცავ ზონაში არსებულ სადგომებში სიტუაციის მსვლელობაზე მონიტორინგის მიზნით.
4. სააგენტომ ჩატარებული საქმიანობა და ვიზიტები უნდა აღნუსხოს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
5. სააგენტო ამ გეგმის №2 დანართის „აკრძალვები შეზღუდულ ზონაში“ მიხედვით კრძალავს ყველა საქმიანობას, მათ შორის, შინაურ ღორებთან და ცხოველურ პროდუქტებთან და სხვა მასალებთან, რომელიც უკავშირდება დამცავი ზონიდან/ზონაში გადაადგილებას. გარდა ამისა, სააგენტოს შეუძლია გაავრცელოს ეს აკრძალვები შემდეგზე:
ა) არამგრძნობიარე სახეობების ცხოველებსა და ასეთი ცხოველების პროდუქტებზე;
ბ) საქმიანობაზე, მათ შორის გადაადგილებაზე, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია დანართ №2-ში.
6. აკრძალვებისგან გათავისუფლებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი ცხოველური პროდუქტები:
ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი დამუშავება ამ გეგმის დანართი №3-ის „შეზღუდული ზონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე რისკის შემცირების პროცედურები“ მიხედვით;
ბ) ის ცხოველური პროდუქტები, ან სხვა მასალები, რომლებმაც შეიძლება გაავრცელონ დაავადება, რომელიც მიღებული ან წარმოებული იქნა მონიტორინგამდე 15 დღით ადრე;
გ) დამცავ ზონაში წარმოებული ის პროდუქტები, რომლებიც მიღებულ იქნა შინაური ღორებისაგან.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით მითითებულ პროდუქტებზე, თუ:
ა) ცხოველური პროდუქტები არ იყო განცალკევებული წარმოების პროცესის, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს იმ პროდუქტებისგან, რომლებიც არ იყო დაშვებული შეზღუდული ზონის გარეთ გაგზავნისთვის; ან
ბ) სააგენტოს აქვს ამ პროდუქტებზე/პროდუქტებიდან ან მისი მეშვეობით, დაავადების გავრცელების შესახებ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით მითითებული აკრძალვებიდან გამონაკლისების დაშვების წესით, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილებაზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით:
ა) ავტორიზაციის გაცემამდე, სააგენტო აფასებს ავტორიზაციიდან გამომდინარე რისკებს და შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა;
ბ) ყველა ავტორიზებული გადაადგილება უნდა შესრულდეს:
ბ.ა) ექსკლუზიურად დადგენილი მარშრუტის გავლით;
ბ.ბ) ძირითადი მაგისტრალური სამანქანო ან სარკინიგზო გზების პრიორიტიზირებით;
ბ.გ) იმ სადგომების მიმდებარე ტერიტორიისთვის გვერდის ავლით, რომლებშიც განთავსებულია ჩამოთვლილი სახეობის ცხოველები;
გ) წარმოშობის სადგომს სააგენტო განსაზღვრავს (გამოყოფს) დანიშნულების სადგომის დამცავი ზონიდან/ზონაში გადაადგილების მიზნით;
დ) სააგენტომ უნდა შეამოწმოს, რომ დანიშნულების სადგომი თანახმაა იყოს ამ მიზნის განხორციელებისთვის განსაზღვრული (გამოყოფილ) სადგომი და მიიღოს ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების თითოეული პარტია;
ე) დამცავი ზონიდან ცხოველების გადაადგილების ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ამგვარი გადაადგილებები არ გამოიწვევს აფრიკული ჭირის გავრცელების საშიშროებას, რაც უნდა ეფუძნებოდეს:
ე.ა) სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაყვანი ღორების ჩათვლით, კლინიკურ გამოკვლევას, სასურველი შედეგებით;
ე.ბ) საჭიროების შემთხვევაში, სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაადგილებელი ღორების ჩათვლით, ლაბორატორიულ გამოკვლევას სასურველი შედეგებით;
ე.გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით მითითებული უფლებამოსილი პირების ვიზიტების შედეგებს;
ვ) დამცავი ზონიდან ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირებაზე, სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს:
ვ.ა) მთელი წარმოების პროცესისა და მათი შენახვის დროს, ცხოველური პროდუქტები კარგად რომ იყოს განცალკევებული იმ პროდუქტებისაგან, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან;
ვ.ბ) ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირება არ განხორციელდეს იმ პროდუქტებთან ერთად, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან;
ზ) ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ბიოუსაფრთხოების დამატებითი ზომები ტარდება დატვირთვის მომენტიდან, ყველა სატრანსპორტო ოპერაციის მსველობის დროს და დანიშნულების ადგილზე მითითებულ სადგომში გადმოტვირთვის დაწყებამდე.
9. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია შინაური ღორების, დამცავ ზონაში მდებარე სადგომებიდან სასაკლაოზე გადაადგილებას, რომელიც მდებარეობს:
ა) დამცავ ზონაში, რაც შეიძლება ახლოს წარმოშობის სადგომისთან;
ბ) საზედამხედველო ზონაში, როდესაც დამცავ ზონაში ცხოველების დაკვლა შეუძლებელია;
გ) საზედამხედველო ზონასთან რაც შეიძლება ახლოს, როდესაც შეუძლებელია ცხოველების დაკვლა შეზღუდულ ზონაში.
10. სააგენტო გასცემს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციებს, შემდეგი პირობებით:
ა) სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს დალუქული დატვირთვის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გაგზავნას და მის ზედამხედველობას;
ბ) სასაკლაოს ბიზნესოპერატორმა:
ბ.ა) სააგენტოს წინასწარ უნდა შეატყობინოს შინაური ღორების მიღების განზრახვის შესახებ;
ბ.ბ) დაკვლის წინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, დაუდასტუროს სააგენტოს რაიმე სახის ნიშნების არარსებობა ღორის აფრიკულ ჭირზე;
გ) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა:
გ.ა) გააკონტროლოს ადილზე ტარდება თუ არა ეფექტური პროცედურები, რათა დარწმუნდეს დამცავი ზონიდან შემოსული, შინაური ღორები იყო თუ არა განთავსებული ცალკე და იყო თუ არა დაკლული ასეთი ცხოველებისგან განცალკევებულად ან სხვა დროს, სასურველია იმ სამუშაო დღის დასრულების ბოლოს, როდესაც მოხდა საქონლის მიღება;
გ.ბ) გაუწიოს ზედამხედველობა, რათა განხორციელდეს იმ ტერიტორიების დასუფთავება და დეზინფექცია, სადაც ცხოველები განთავსდნენ და დაიკლნენ და ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებას, ვიდრე სხვა შინაური ღორები არ განთავსდებიან ან დაიკვლებიან ამ შენობებში;
გ.დ) ზედამხედველობა გაუწიოს ასეთი შინაური ღორებისაგან ხორცის დამუშავებას.
11. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დამცავი ზონის გარეთ მდებარე სადგომებიდან დამცავ ზონაში მდებარე სასაკლაოში შინაური ღორების გადაადგილებაზე, თუ:
ა) ღორები მოთავსებულია სხვა დამცავი ზონიდან შემოსული ღორებისგან განცალკევებით და თუ მათი დაკვლა მოხდა ამ ღორებისგან განცალკევებით ან სხვა დროს;
ბ) მიღებული ახალი ხორცი დაჭრილი, ტრანსპორტირებული და შენახულია, იმ ახალი ხორცისგან განცალკევებით, რომელიც მიღებულია დაცული ზონიდან წარმოშობილი ღორებისაგან;
გ) ამ გეგმის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით მითითებული სატრანსპორტო საშუალებების გაწმენდა და დეზინფექცია ტარდება ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ ღორების გადმოტვირთვის შემდეგ.
12. დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, ინფიცირებული სადგომების ცხოველების მოკვლის და განკარგვის და დასუფთავება/დეზინფექციის ოპერაციების განხორციელების შემდეგ.
13. დამცავი ზონის მოხსნის შემდეგ, საზედამხედველო ზონისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები ვრცელდება დამცავი ზონის ტერიტორიაზე სულ მცირე 15 დღის განმავლობაშ