1. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას, რათა საზედამხედველო ზონაში არსებულ ყველა სადგომში, სადაც განთავსებულია შინაური ღორები, დაუყოვნებლივ იქნეს გამოყენებული ამ გეგმის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ:

ა) მოხდეს შინაური ღორების განცალკევება, გარეული ცხოველებისა და არაამთვისებელ ცხოველთა სახეობებისგან;

ბ) განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა, რათა დადგინდეს ღორის აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელება სადგომებში, მათ შორის, ნებისმიერი გაზრდილი ავადობა ან სიკვდილიანობა ან წარმოების მონაცემების მნიშვნელოვანი ვარდნა; ნებისმიერი ასეთი ზრდა ან ვარდნა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს;

გ) სადგომში და მის მიმდებარედ მღრღნელების კონტროლის ადეკვატური საშუალებების დანერგვა;

დ) სადგომის შესასვლელებსა და გასასვლელებში შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება;

ე) შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გამოყენება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც კონტაქტშია შინაურ ღორებთან ან შემოდის ან ტოვებს დაწესებულებას, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი;

ვ) სადგომში შემომსვლელი ყველა პირის რეგისტრაცია, ჩანაწერების ყოველდღიური განახლება, რათა მოხდეს დაავადების მეთვალყურეობის ხელშეწყობა და კონტროლი, და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი ხელმისაწვდომობა სააგენტოსთვის;

ზ) მკვდარი ან მოკლული შინაური ღორების მთლიანი ტანხორცის ან მათი ნაწილების განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილმა პირებმა ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებისა და ამავე გეგმის დანართი №4-ის „კლინიკური გამოკვლევები, ნიმუშის აღების პროცედურები, დაავადებათა დიაგნოსტიკური მეთოდები და ნიმუშების ტრანსპორტირება“ „ა.3“ პუნქტის შესაბამისად, ნიმუშების აღების კუთხით განახორციელონ ვიზიტები საზედამხედველო ზონაში მდებარე იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები.

3. სააგენტო, ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების შესაბამისად, იყენებს აკრძალვებს, შეზღუდვების მოხსნის ზომებს და გამონაკლისებს საზედამხედველო ზონიდან/ზონაში ცხოველების, ცხოველური პროდუქტების და სხვა მასალების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მითითებული აკრძალვიდან გამონაკლისების დაშვების წესით, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილებას ამ მუხლის მე-3-მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პირობებით და ამ მუხლის მე-3-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ზოგადი პირობებით. ავტორიზაციის გაცემამდე, სააგენტო აფასებს ამ ავტორიზაციიდან გამომდინარე რისკებს. შეფასებამ უნდა მიუთითოს, რომ ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა.

5. ყველა ავტორიზებული გადაადგილება უნდა შესრულდეს:

ა) ძირითადი მაგისტრალური სამანქანო ან სარკინიგზო გზების პრიორიტიზირებით;

ბ) იმ სადგომების მიმდებარე ტერიტორიისთვის გვერდის ავლით, რომლებშიც განთავსებულია ჩამოთვლილი სახეობის ცხოველები;

გ) დანიშნულების სადგომში გადმოტვირთვამდე, გაჩერებისა ან გადმოტვირთვის გარეშე.

6. წარმოშობის სადგომს განსაზღვრავს სააგენტო დანიშნულების სადგომის საზედამხედველო ზონიდან/ზონაში გადაადგილებების მიზნით.

7. სააგენტომ უნდა შეამოწმოს, დანიშნულების სადგომი არის თუ არა თანახმა, წარმოშობის სადგომიდან მიიღოს ცხოველების ან პროდუქტების თითოეული პარტია.

8. საზედამხედველო ზონიდან ცხოველების გადაადგილების ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ამგვარი გადაადგილებები არ იწვევდეს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საშიშროებას, რაც უნდა ეფუძნებოდეს:

ა) სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაყვანი ღორების ჩათვლით, კლინიკური გამოკვლევას, სასურველი შედეგებით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაადგილებელი ღორების ჩათვლით, ლაბორატორიულ გამოკვლევას სასურველი შედეგებით;

გ) თუ შესაძლებელია, ამ გეგმის მე-13 მუხლის პირველ პუნქტით მითითებული უფლებამოსილი პირების ვიზიტების შედეგებს.

9. საზედამხედველო ზონიდან ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირებისას, სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს:

ა) მთელი წარმოების პროცესისა და მათი შენახვის დროს, ცხოველური პროდუქტები კარგად რომ იყოს განცალკევებული იმ პროდუქტებისაგან, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან;

ბ) რომ ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირება არ განხორციელდეს იმ პროდუქტებთან ერთად, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან.

10. გამონაკლისებზე ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ბიოუსაფრთხოების დამატებითი ზომები ტარდება დატვირთვის მომენტიდან, ყველა სატრანსპორტო ოპერაციის მსველობის დროს და დანიშნულების ადგილზე მითითებულ სადგომში გადმოტვირთვის დაწყებამდე ინსტრუქციის შესაბამისად.

11. სააგენტოს შეუძლია დაუშვას საზედამხედველო ზონიდან წარმოშობილი იზოლირებული ცხოველების გადაადგილება იმ სასაკლაოზე, რომელიც მდებარეობს:

ა) წარმოშობის სადგომისთან რაც შეიძლება ახლოს, შეზღუდული ზონის ფარგლებში;

ბ) შეზღუდულ ზონის გარეთ, საზედამხედველო ზონასთან რაც შეიძლება ახლოს, როდესაც შეუძლებელია ღორების დაკვლა შეზღუდულ ზონაში და რისკის შეფასების ჩატარების შემდეგ.

12. სააგენტოს შეუძლია დაუშვას საზედამხედველო ზონის გარეთ წარმოშობილი შინაური ღორების გადაადგილება საზედამხედველო ზონაში მდებარე სასაკლაოზე.

13. სააგენტოს შეუძლია, რისკის შეფასების განხორციელების შემდეგ, ავტორიზაცია გასცეს იზოლირებული შინაური ღორების გადაადგილებას იმავე მიწოდების ჯაჭვის სადგომში, რომელიც მდებარეობს საზედამხედველო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ, რათა დაასრულოს წარმოების ციკლი დაკვლამდე. თუ დანიშნულების ადგილი მდებარეობს საზედამხედველო ზონის გარეთ, სააგენტო ამ დაწესებულებაში გამოიყენებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ზომებს, რამდენადაც ზედამხედველობის წარმოშობის ზონაში დაავადების კონტროლის ღონისძიებები შენარჩუნებულია ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

14. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია საზედამხედველო ზონაში მდებარე სადგომებიდან ნაკელის, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშაგების ჩათვლით გადამუშავების გარეშე გადაადგილებაზე იმავე საზედამხედველო ზონაში მდებარე იმ ნაგავსაყრელზე, რომელზეც სააგენტოს მიერ უკვე გაცემული იყო ავტორიზაცია ამ მიზნით.

15. სააგენტოს შეუძლია საზედამხედველო ზონაში წარმოებული მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვები მასალების და ჩალის გადაადგილებაზე გასცეს ავტორიზაცია იმ პირობით, თუ მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვების მასალა და ჩალა:

ა) ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოების გარდა, წარმოებულია ისეთ ადგილებში, სადაც იზოლირებულად ინახავდნენ ღორებს;

ბ) წარმოებულ იქნა ცხოველის საკვების გადამამუშავებელ იმ საწარმოებში, სადაც არ იყო განთავსებული ღორი;

გ) განკუთვნილია საზედამხედველო ზონაში გამოსაყენებლად;

დ) დაექვემდებარა ერთ-ერთ რისკის შემამცირებელ დამუშავებას მაინც.

16. სააგენტო იყენებს ამ მუხლის პირველ პუნქტით, მე-3-მე-15 პუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს სურსათისა და ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ საქმიანობებში, სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში, ცხოველური პროდუქტების საწარმოებში, ან საზედამხედველო ზონაში არსებულ ნებისმიერ სხვა ადგილას, სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით მითითებულ სადგომებში და ადგილებზე სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ზომები, რომლებიც ადაპტირებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, რათა თავიდან აიცილოს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საზედამხედველო ზონაში და მის გარეთ.

18. სააგენტოს შეუძლია გააუქმოს დაავადების კონტროლის ის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება საზედამხედველო ზონაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავიდა 30-დღიანი მინიმალური ვადა და დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა) დამცავ ზონაში ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-12-მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულია;

ბ) იმ წარმომადგენლობითი რაოდენობის სადგომებმა, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები, სასურველი შედეგებით გაიარეს უფლებამოსილი პირების ვიზიტები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

19. როდესაც ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-5-მე-7 და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცხოველების გადაადგილების აკრძალვა შენარჩუნებულია 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ღორის აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელების ოფიციალური დადასტურების გამო, სააგენტოს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია გასცეს ავტორიზაცია შინაური ღორების გადაადგილებაზე სადგომიდან შეზღუდულ ზონაში იმ შემთხვევებში, როდესაც:

ა) ბიზნესოპერატორმა წარადგინა დასაბუთებული განაცხადი ამ ავტორიზაციისთვის;

ბ) ასეთი გადაადგილების ავტორიზაციის შედეგად მიღებული რისკები შეფასებული იყო ავტორიზაციამდე და შეფასება მიუთითებს, რომ ღორის აფრიკული ჭირი ვირუსის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა;

გ) უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს კლინიკური გამოკვლევები და შეაგროვეს ლაბორატორიული გამოკვლევების ნიმუშები ცხოველებისგან, მათ შორის გადასაყვანი ცხოველებიდან, რომლებმაც სასურველი შედეგი აჩვენე