1. სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და გაუწიოს ზედამხედველობა დაბინძურებული სპერმის, ოოციტების და ემბრიონების განკარგვაზე.
2. სააგენტომ უნდა გასცეს ავტრიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს ცხოველური პროდუქტების, დამუშავებას ან შესაბამის განკარგვას, სულ მცირე:
ა) ცხოველური პროდუქტების შემთხვევაში, ცხოველის საკვების გადამამუშავებელ პირველ საწარმომდე;
ბ) ნაკელის გარდა, ცხოველური პროდუქტების შემთხვევაში, გადამუშავების პირველ საწარმომდე; ან
გ) ნაკელის შემთხვევაში, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშსაგების ჩათვლით, იმ ადგილამდე, სადაც ის ინახება.
3. სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი საწარმოებიდან ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულ იქნეს ტრანსპორტირების მოთხოვნები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი დაბინძურება.
4. სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და გაუწიოს ზედამხედველობა იმას, რომ მასალები ან ნივთიერებები, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება დაბინძურდეს ან რომლებმაც შესაძლოა გადაიტანოს დაავადება, შეესაბამებოდეს ბიოუსაფრთხოების და ბიოუვნებლობის ინსტრუქციის პირობებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების აგენტის გავრცელებ