1. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სახელმწიფო პროგრამის „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში.

2. აფრიკული ჭირის დაავადების საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაციების განსახორციელებლად, ასევე საჭირო ვაქცინის რეზერვებისა და შესაბამისი ინვენტარის შესასყიდად, ცხოველის დაავადებაზე პასიური ზედამხედველობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.

3. სადეზინფექციო საშუალებები, ინვენტარი და პირადი დაცვის მატერიალური აღჭურვილობა დასაწყობებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომია რეგიონული სამმართველოებისათვის. გარდა ამისა, რეგიონული სამმართველოების შესაბამის სტრუქტურულ ტერიტორიებზე, მოთხოვნის შესაბამისად ხდება, ყოველწლიურად საორიენტაციო გეგმებით განსაზღვრული და ადგილზე საჭიროებიდან/რეზერვების არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობების გადაცემა – დასაწყობება.

4. სააგენტოს ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანოები ქმნიან სააგენტოს ცენტრალიზირებულ სისტემას.

5. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში დასაქმებულია 41 სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი;

6. სააგენტოს რეგიონულ სამმართველოებში დასაქმებულია 131 სახელმწიფო ვეტერინარი;

7. სააგენტოს ცენტრალური ოფისის იურიდიული მისამართი: საფოსტო ინდექსი – 0159, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №36ა. ამავე მისამართზე განთავსებულია სააგენტოს ცენტრალური საწყობი, აღჭურვილი სამაცივრე დანადგარებით, სადაც ცივი ჯაჭვის უწყვეტობის პრინციპით ინახება ვაქცინები. გარდა ვაქცინებისა, ხელმისაწვდომია, ადგილზე, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის განხორციელების პროცესში გამოსაყენებელი პირადი დაცვის აღჭურვილობის სრული კომპლექტი (ერთჯერადი კომბინიზონი, ბოტი, პირბადე, ხელთათმანი, სათვალე და ა.შ) და სხვა საჭირო ინვენტარი (თერმოჩემოდანი, სადეზინფექციო საშუალებები, შპრიცი, ნემსი და ა.შ).

8. სააგენტოს ტერიტორიული 64-ვე ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით (კომპიუტერი, პრინტერი, GPS-ს აპარატი, მაცივარი ნიმუშებისა და ვაქცინების შესანახად, საველე სამუშაოების განხორციელებისთვის და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარი).

9. უზრუნველყოფილია ცხოველის ლეშის ინსენერაციისთვის სააგენტოს ბალანსზე არსებული 2 ცალი მობილური ინსენერატორის ხელმისაწვდომობა, რომლებიც უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.

10. სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახური და რეგიონული სამმართველოები (მუნიციპალურ დონეზე) უზრუნველყოფილია სადეზინფექციო შესასხურებელი აპარატურით.

11. სააგენტო უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო დანადგარებით, რომელიც დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე.

დანართი №1

დასუფთავების, სადეზინფექციო პროცედურები და საჭიროების შემთხვევაში მწერებისა და მღრღნელების კონტროლი

ნაწილი I. ზოგადი მოთხოვნები

1. ბიოციდური პროდუქტების, დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოების პროცედურების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ინფექციის გამომწვევი აგენტი;

ბ) იმ სადგომების, სატრანსპორტო საშუალებების, საგნებისა და მასალების სახე, რომელთა მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებები.

2. ბიოციდური პროდუქტების გამოყენების პირობების დაცვით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი ეფექტურობა. კერძოდ, უნდა იქნეს დაცული მწარმოებლის მიერ მოწოდებული ტექნიკური პარამეტრები, როგორიცაა წნევა, ტემპერატურა, საკონტაქტო დრო ან შენახვა. სადეზინფექციო საშუალების აქტივობა არ უნდა დაირღვეს სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედებით.

3. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ადრე გაწმენდილი ნაწილების ხელახალი დაბინძურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეცხვა ხორციელდება წნევის ქვეშ გამოსაყენებელი სითხეებით.

4. დასუფთავების ოპერაციებისთვის გამოყენებული წყალი უნდა იყოს შეგროვებული და განადგურებული, ისე რომ თავიდან იქნეს აცილებული ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი.

5. ბიოციდური პროდუქტები უნდა იქნეს გამოყენებული, ისე რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რაიმე მავნე ზემოქმედება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მათი გამოყენების შედეგად.

ნაწილი II. წინასწარი დასუფთავება და დეზინფექცია

დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის საჭიროა:

ა) მკვდარი ღორების მთლიან ლეშს ან მის ნაწილებს მოესხას სადეზინფექციო საშუალება და გატანილი იქნეს სადგომიდან დახურული და სითხეგაუმტარი მანქანებით ან კონტეინერებით მათი დამუშავებისა და განკარგვის მიზნით;

ბ) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელიც შეიძლებოდა რომ დაღვრილიყო მოკვლის, დაკვლის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და განიკარგოს;

გ) როგორც კი მოხდება მკვდარი ცხოველების მთლიანი ლეშების ან ნაწილების გატანა გადამუშავების ან შესაბამისი განკარგვის მიზნით, სადგომის ის ნაწილები, სადაც ეს ცხოველები იყვნენ განთავსებულნი და შენობების სხვა ნაწილები, ზედაპირები ან აღჭურვილობა, რომლებიც დაბინძურდნენ მოკვლის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის დროს, უნდა დაექვემდებაროს დეზინფექციას შესხურებით;

დ) ნაკელი, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშსაფენის ჩათვლით, კარგად უნდა იყოს გაჟღენთილი სადეზინფექციო საშუალებებით;

ე) სადეზინფექციო საშუალება დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში;

ვ) მოწყობილობა, კონტეინერები, გამოყენებული ჭურჭელი, ზედაპირი ან ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიძლება, სავარაუდოდ, დაბინძურებულიყო, უნდა განადგურდეს დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ.

ნაწილი III. საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია:

1. ნაკელი, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშაფენის ჩათვლით, უნდა იქნეს გატანილი და დამუშავდეს შემდეგნაირად:

ა) ნაკელის მყარი ფაზა, ჭუჭყისა და გამოყენებული ქვეშაფენის ჩათვლით უნდა:

ა.ა) დაექვემდებაროს ორთქლით დამუშავებას, სულ მცირე, 70°C ტემპერატურაზე;

ა.ბ) განიკარგოს დაწვის გზით;

ა.გ) ჩაიმარხოს იმ სიღრმეში, რომ ცხოველებს არ ჰქონდეთ მათზე წვდომა; ან

ა.დ) მოხდეს შტაბელირება თერმული დამუშავებისთვის, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება და დაყოვნდეს, სულ მცირე, 42 დღე, ამ ხნის მანძილზე გროვები უნდა დაიფაროს ან განმეორებით დაშტაბელდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა შრის თერმული დამუშავება;

ბ) ნაკელის თხევადი ფაზა შენახული უნდა იქნეს, სულ მცირე, 42 დღის განმავლობაში, უმოქმედო მასალის ბოლო დამატებიდან.

2. შენობები, ზედაპირები და მოწყობილობები კარგად უნდა გაირეცხოს და გაიწმინდოს დარჩენილი ცხიმისა და ჭუჭყის მოცილებით და მოხდეს სადეზინფექციო საშუალებების შესხურება.

3. 7 დღის შემდეგ, სადგომები ხელახლა უნდა დაქევემდებაროს დასუფთავებას და დეზინფექციას.

დანართი №2

აკრძალვები შეზღუდულ ზონაში

შეზღუდულ ზონაში განთავსებულ ცხოველებთან და ცხოველურ პროდუქტებთან დაკავშირებული აკრძალვებია:

ა) აკრძალულ ზონაში მდებარე სადგომებიდან შინაური ღორების გადაადგილება;

ბ) შინაური ღორების გადაადგილება შეზღუდულ ზონაში არსებულ სადგომებში;

გ) ბაზრობებისა გამოფენების გამართვა;

დ) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომებში მყოფი შინაური ღორებიდან მიღებული სპერმის, კვერცხუჯრედების და ემბრიონების გატანა;

ე) სპერმის, კვერცხუჯრედების და ემბრიონის შეგროვება შინაური ღორებიდან;

ვ) შინაური ღორების ხელოვნური განაყოფიერება;

ზ) შინაური ღორების ბუნებრივი განაყოფიერება;

თ) სასაკლაოებიდან ღორების ნარჩენების გადატანა შეზღუდულ ზონაში;

ი) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომებიდან შინაური ღორის ახალი ხორცისგან მიღებული ხორცპროდუქტების გადაადგილება;

კ) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომებიდან შინაური ღორების ნარჩენების და გამოყენებული ქვეშსაგების გადატანა;

ლ) შეზღუდულ ზონაში არსებულ სადგომებში შინაური ღორების ჯაგარის გადატანა;

მ) დამცავ ზონაში მოპოვებული მცენარეული წარმოშობის საკვები მასალის და ჩალის გადატანა.

დანართი №3

შეზღუდული ზონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე რისკის შემცირების პროცედურები

შეზღუდული ზონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე რისკის შემცირების პროცედურებია:

ა) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, მინიმალური F0 3-ის მისაღწევად (*);

ბ) თერმული დამუშავება 80°C-მდე შიდა ტემპერატურის მისაღწევად;

გ) ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში 60°C ტემპერატურის გამოყენება, სულ მცირე, 4 საათის განმავლობაში;

დ) ძვალგამოცლილი ხორცის ბუნებრივი დუღილი (ფერმენტაცია) და დამწიფება: სულ მცირე 9 თვე, მაქსიმალური Aw 0,93-ისა და pH 6-ის მნიშვნელობის მისაღწევად;

ე) ბუნებრივი დუღილი ფილეს ნაწილისთვის: სულ მცირე 140 დღე, მაქსიმალური Aw 0,93-ისა და pH 6-ის მნიშვნელობის მისაღწევად;

ვ) ბუნებრივი დუღილი ლორისთვის: სულ მცირე 190 დღე, მაქსიმალური Aw 0,93-ისა და pH 6-ის მნიშვნელობის მისაღწევად;

ზ) გაშრობა, ძვლოვანი ლორისა და ფილეს ესპანურ სტილში დამარილების შემდეგ:

ზ.ა) იბერიული ლორები: მინიმუმ 252 დღე;

ზ.ბ) იბერიული ბეჭი: მინიმუმ 140 დღე;

ზ.გ) იბერიული ფილე: მინიმუმ 126 დღე;

ზ.დ) სერანოს ლორები: მინიმუმ 140 დღე.

თ) დამარილება ნატრიუმის ქლორიდით (№aCl), მშრალად ან გაჯერებულ მარილწყალში (Aw < 0,80 ) 30 დღის ან მეტი დროის განმავლობაში 20°C ან უფლო მაღალ გარემოს ტემპერატურაზე;

ი) დამარილება ფოსფატით დამატებული მარილით 86,5% №aCl, 10,7% №a2HPO4 და 2,8% №a3PO4 მშრალად ან გაჯერებულ მარილწყალში (Aw <0,80) 30 დღის უწყვეტი პერიოდის განმავლობაში ან მეტი ხნის განმავლობაში, გარემოს ტემპერატურაზე 20 ° C ან ზემოთ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

*- F0 არის ბაქტერიების სპორების მოკვდინების გამოთვლილი ეფექტი. F0 3-ის მნიშვნელობა მიუთითებს იმაზე, რომ იგივე მოკვდინების ეფექტის წარმატებით მისაღებად, პროდუქტის ყველაზე ცივი წერტილი საკმარისად გაცხელდა, როგორც 121°C (250°F) სამ წუთში მყისიერი გათბობითა და გაგრილებით მიიღებოდა.

დანართი №4

კლინიკური გამოკვლევები, ნიმუშის აღების პროცედურები, დაავადებათა დიაგნოსტიკური მეთოდები და ნიმუშების ტრანსპორტირება

ნაწილი I. ნიმუშის აღების პროცედურები

1. ცხოველებისაგან ნიმუშის აღება კლინიკური გამოკვლევებისთვის

1.1. შესაძლებლობის შემთხვევაში კლინიკურმა გამოკვლევებმა უნდა მოიცვას:

ა) ცხოველები, რომლებიც ავლენენ ღორის აფრიკული ჭირისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს;

ბ) ცხოველები, რომლებიც შესაძლოა ცოტა ხნის წინ მოკვდნენ საეჭვო/დადასტურებული შემთხვევით;

გ) ცხოველები, რომლებსაც აქვთ ეპიდემიოლოგიური კავშირი საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან;

დ) ცხოველები, რომლებზეც მიღებულია დადებითი ან სავარაუდო შედეგები წინა ლაბორატორიულ გამოკვლევებით.

2. დაავადების არსებობის შემთხვევაში, როდესაც არ არის დაავადების აშკარა ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები, რომლებიც მიუთითებენ ღორის აფრიკულ ჭირზე, შესამოწმებელი ცხოველები უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საკმარისად დიდი რაოდენობით, რათა შესაძლებელი გახდეს დაავადების გამოვლენა.

3. შესამოწმებელი ცხოველები და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა შეირჩეს სააგენტოს ინსტრუქციის შესაბამისად. შესამოწმებელი ცხოველები და ნიმუშის აღების მეთოდის გამოსაყენებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ნიმუშის აღების მიზანი (ადრეული აღმოჩენა, დაავადების აფეთქების დადასტურება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა და ა.შ.);

ბ) სადგომში განთავსებული ღორების რაოდენობა;

გ) ღორების კატეგორია;

დ) გამოკვლევისთვის შესაბამისი ღორების წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის ჩანაწერების ხელმისაწვდომობა;

ე) სადგომის სახეობა და მეცხოველეობის პრაქტიკა;

ვ) ექსპოზიციის რისკის დონე;

ზ) დაავადების აგენტთან ან ვექტორთან ზემოქმედების ალბათობა;

თ) სადგომში ყოფნის ისტორია;

ი) სხვა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ფაქტორები.

4. შესამოწმებელი ცხოველები და მათგან ნიმუშის აღება კლინიკური გამოკვლევისთვის: უნდა ჩაატარდეს ყველა ღორის ვიზუალური შემოწმება თითოეულ სადგომსა და თითოეულ კოლტში. მოინიშნოს ის ღორები, რომლებიც ამჟღავნებენ დაავადების ნიშნებს, წვანან, არ სურთ წამოდგომა, აშკარად ეტყობათ ლეტარგიული ნიშნები, მადის დაკარგვა, სისხლჩაქცევები კანზე და ა.შ. აღნიშნული ცხოველები სამიზნე ცხოველებია ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ღორის აფრიკული ჭირის გამოსავლენად.

5. შესამოწმებელი ცხოველების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს ინსტრუქციას. შესამოწმებელი ცხოველების მინიმალური რაოდენობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) სადგომში დაავადების მოსალოდნელი გავრცელება;

ბ) კვლევის შედეგების სასურველი ნდობის დონე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს 95%-ზე დაბალი.

ნაწილი II. ცხოველებისგან ნიმუშის აღება ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის

1. ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის ნიმუშის აღება უნდა ითვალისწინებდეს – ამ დანართის I ნაწილის პირველ პუნქტით განსაზღვრული კლინიკური გამოკვლევების შედეგს და, შესაძლებელობისამებრ, ასევე, მოიცავდეს აღნიშნულ პუნქტით მითითებულ ცხოველებს.

2. ღორის აფრიკულ ჭირის აშკარა ნიშნების ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებების არსრსებობისას, ნიმუშები უნდა შეგროვდეს შემთხვევითი შერჩევის პრიციპის საფუძველზე სადგომის თითოეულ ეპიდემიოლოგიურ ერთეულში და უნდა იძლეოდეს დაავადების გამოვლენის საშუალებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ცხოველები, რომლებისგანაც აიღება ნიმუში, შესაგროვებელი ნიმუშების ბუნება და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს მითითებებს. ცხოველები, რომლებისგანაც აიღება ნიმუში, შესაგროვებელი ნიმუშების ბუნება და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს I ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

4. ცხოველთა მინიმალური რაოდენობა, რომლებისგანაც აიღება ნიმუში, უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს მითითებებს. გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ დანართის I ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები და ტესტების გამოყენება.

5. ნიმუშების აღებისთვის საჭირო ცხოველების რაოდენობის განსაზღვრისთვის:

ა) უნდა ჩატარდეს ყველა ღორის ვიზუალური შემოწმება თითოეულ სადგომსა და თითოეულ კოლტში (მოინიშნება ის ღორები, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკური ნიშნები – რომლებიც წვანან, ფეხზე უჭირთ წამოდგომა, აშკარად ეტყობათ ლეტარგიული ნიშნები, მადის დაკარგვა, სისხლჩაქცევები კანზე და ა.შ. აღნიშნული ცხოველები სამიზნე ცხოველებია, რომლებისგანაც უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშის აღება. მკვდარი ღორის აღმოჩენის შემთხვევაში აღებული უნდა იქნეს ელენთა, ლიმფური კვანძები, თირკმელები);

ბ) ნიმუშის ასაღებად უნდა შეირჩეს რამდენიმე ცხოველი/ტანხორცი სადგომის თითოეული სადგომიდან, თუ დაავადებული და მკვდარი ცხოველების რაოდენობა დიდია;.

6. გარეული ღორის შემთხვევაში ნიმუშები უნდა შეგროვდეს ცხოველებისგან, რომლებიც იქნა იარაღისგან მოკლული, ნანახი მკვდარი ან განზრახ ხაფანგში მოხვედრილი. ნიმუშების მინიმალური რაოდენობა და რა სახის ნიმუშები უნდა იქნეს აღებული, დამოკიდებულია გარეული ღორის პოპულაციის სავარაუდო ზომაზე და ამ დანართის I ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებით მოცემულ შესაბამის კრიტერიუმებით.

ნაწილი III. სადგომებიდან ნიმუშის აღება

1. სადგომების შერჩევა და შერჩევის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს ინსტრუქციებს. ნიმუშების ასაღებად სადგომების არჩევა და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს ამ დანართის I ნაწილის მე-3 პუნქტის კრიტერიუმებს.

2. ვიზიტისთვის სადგომების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს ინსტრუქციებს ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევაში, დამცავ ზონაში (3 კმ.) არსებული ყველა ღორის სადგომი უნდა იქნეს შემოწმებული, ხოლო საზედამხედველო ზონაში (10 კმ.) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დაავადების შემოჭრისა და გავრცელების რისკების გათვალისწინებით.

ნაწილი IV. დიაგნოსტიკური მეთოდები

1. დიაგნოსტიკური მეთოდოლოგია უნდა იყოს მიმართული ზედამხედველობის მგრძნობელობის მაქსიმალურ გაზრდაზე.

2. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დიაგნოსტიკური მეთოდებია:

ა) PCR (პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია) – ადრეული გამოვლენისა და დადასტურებისთვის ყოველთვის უნდა ჩატარდეს სისხლიდან ან ორგანოებიდან;

ბ) Ab-ELISA (ანტისხეულებზე დაფუძნებული ენზიმურ-იმუნური ანალიზი) – ფაკულტატური, თუ ეპიდემიოლოგიურად რელევანტურია (მაგ. შემოჭრის მომენტამდე, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მიზნები);

გ) IPT (იმუნოპეროქსიდაზას ტესტი) – დამადასტურებელი ტესტი ანტისხეულების გამოვლენისთვის შრატში და ექსუდატის ქსოვილის ნიმუშებში. დადასტურებული უნდა იქნეს ELISA-ს ყველა დადებითი შედეგი IPT-ით.

ნაწილი V. ნიმუშების ტრანსპორტირება

1. დაავადების არსებობის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად აღებული ყველა ნიმუში, შესაბამისი ეტიკეტით უნდა გაიგზავნოს იმ სახელმწიფო ლაბორატორიაში, რომელიც ინფორმირებულია მათი მიღების შესახებ. აღნიშნულ ნიმუშებს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ფორმები, სააგენტოს და ნიმუშების მიმღები ლაბორატორიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ეს ფორმები უნდა შეიცავდეს, სულ მცირე:

ა) ინფორმაციას სადგომის შესახებ, რომლის ცხოველებიდანაც იქნა აღებული ნიმუში;

ბ) ინფორმაციას ცხოველების სახეობების, ასაკისა და კატეგორიის შესახებ, რომლიდანაც მოხდა ნიმუშების აღება.

2. ყველა ნიმუში უნდა იყოს:

ა) შენახული წყალგაუმტარ და არამსხვრევად კონტეინერებსა და შეფუთვებში;

ბ) ინახებოდეს შესაბამის ტემპერატურაზე და ტრანსპორტირების დროს სხვა პირობებში იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელთაც გავლენა შეიძლება მოახდინონ ნიმუშის ხარისხზე;

3. ნიმუშს უნდა ჰქონდეს დატანილი ეტიკეტი მიმღები ლაბორატორიის მისამართის მითითებით და თვალსაჩინო ადგილას უნდა იკითხებოდეს შემდეგი შეტყობინება:

„ცხოველთა პათოლოგიური მასალა; მალფუჭებადი; მყიფე; არ გახსნათ დანიშნულების ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ“.

4. სახელმწიფო ლაბორატორიაში პასუხისმგებელ პირს დროულად უნდა ეცნობოს ნიმუშების მიღების შესახე