„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 22.12.2010
ნომერი
№1755
სარეგისტრაციო კოდი
020.080.150.22.033.009.686
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.009.686

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1755

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-14 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. დამტკიცდეს:

ა) ინსტრუქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე (დანართი №1);

ბ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა – დანართი №2 და დანართი №2ა;

გ) „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის შიდა ფურცლის” ფორმა (დანართი №3);

 დ) „საბაჟო შეტყობინების” ფორმა (დანართი №4);

 ე) „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის შიდა ფურცლის” ფორმა (დანართი №5);

 ვ) „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანის ფორმა” (დანართი №6);

 ზ) „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის ბოლო გვერდზე მის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის წარწერის” ფორმა (დანართი №7);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

2.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 

 დანართი №1

ინსტრუქცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების საგანი

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) სისტემის ორგანოების და საჯარო მოსამსახურეების მიერ საბაჟო სამართალდარღვევათა გამოვლენის, საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, საბაჟო სანქციის შეფარდების, გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის წესს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

თავი II

საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებასა და განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და საჯარო მოხელეები

  მუხლი 2. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები

  თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანოები/თანამდებობის პირები

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ:

ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირები;

ბ)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პილიციის უფლებამოსილი პირები – საბაჟო კოდექსის 239-ე, 241-ე – 243-ე, 246-ე, 248-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 მუხლი 4.   საბაჟო სამართალდარღვევის საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, რეგიონალური საბაჟო, რეგიონალური საბაჟოს სტრუქტურული ერთეული, რომელთა კომპეტენციაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის დებულებით, რეგიონალური საბაჟოს დებულებით ან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ორგანოების სპეციალური კომპეტენცია სხვა აქტით არ არის განსაზღვრული, საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საბაჟო ორგანო:

 ა) რომელიც გამოავლენს ასეთ სამართალდარღვევას – ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, თუ სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვა აფერხებს საბაჟო პროცედურების განხორციელებას, საბაჟო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუშვას საქონლის გადაადგილება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და საქმე განსახილველად გადაუგზავნოს ამ ორგანოს;

 ბ) მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო:

 ბ.ა)   რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება სამართალდამრღვევის ადგილსამყოფელი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

 ბ.ბ)  რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, თუ ვერ ხერხდება სამართალდამრღვევის ან მისი ადგილსამყოფელის იდენტიფიკაცია;

 ბ.გ)  რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, ჩადენილია საბაჟო სამართალდარღვევა, თუ ვერ ხერხდება ვერც სამართალდამრღვევის და ვერც მისი ადგილსამყოფელის იდენტიფიკაცია, ხოლო სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაუდგენელია (ან არ არსებობს).

 გ) საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანო – საქონლის დაკარგვის ან უნებართვოდ განკარგვის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

    მუხლი 5. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირები

საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას (ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) იღებენ: შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე, რეგიონალური საბაჟოსა და მისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი/მისი მოადგილე (შემდგომში – „უფლებამოსილი მოხელეები).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

თავი III. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა და მისი პროცესუალური დაფიქსირება, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

  მუხლი 6.   ცნობები საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ

 1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ცნობები (ინფორმაცია) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც:

 ა) გამოვლენილია საბაჟო ორგანოს (საბაჟო ორგანოს მოხელის) მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

 ბ) საბაჟო ორგანოს მიაწოდა მოქალაქემ, იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო მმართველობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, სამართალდამცავმა ორგანომ, საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენმა ან სამართალდარღვევის ჩადენაში მონაწილე პირმა;

 გ) გამოვლენილია შემოწმების შედეგებით ან მოძიებულია ინფორმაციის სხვა საშუალებებში.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული შესაბამისი ცნობები (ინფორმაცია) დაუყოვნებლივ გადაეცემა ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით განსაზღვრულ იმ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება სამართალდამრღვევის ადგილსამყოფელი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით).

 3. თუ სამართალდამრღვევის და/ან მისი ადგილსამყოფლის იდენტიფიკაცია შეუძლებელია, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცემა იმ საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.

 4. თუ ვერ ხერხდება სამართალდამრღვევის და/ან მისი ადგილსამყოფლის იდენტიფიკაცია, ხოლო სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაუდგენელია (ან არ არსებობს), ინფორმაცია გადაეცემა იმ საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, ჩადენილია საბაჟო სამართალდარღვევა.

 5. ინფორმაციის მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება საქმის გარემოებათა შესასწავლად და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.

6.  დავას საქმის წარმოებისა და განხილვის ქვემდებარეობის თაობაზე წყვეტს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 მუხლი 7.   საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაფორმება და სანქციის ადგილზე შეფარდება

1.  საბაჟო სამართალდარღვევის საქმის დაწყების საფუძველია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგება ამ წესის დანართი №2 ან დანართი №2ა –ით განსაზღვრული ფორმით.

 2. ოქმში საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტის შესახებ მონაცემები ივსება მისი არსებობის შემთხვევაში, ხოლო ოქმის მე-9 გრაფით გათვალისწინებული, საქმესთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებების მიცემა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტის უფლებას, რისი განუხორციელებლობაც არ იწვევს ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას.

 3. ოქმი დგება 3 (სამ) პირად, რომელთაგან:

 ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება საბაჟო სამართალდარღვევის განხილვაზე უფლებამოსილ პირს (თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად არ ხორციელდება სანქციის ადგილზე შეფარდება) და დაერთვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს;

 ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელისმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან, ხოლო მისი დამოწმებული ასლი ეგზავნება რეგიონალური საბაჟოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

4. თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე (ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები.

 5. სამართალდარღვევის ჩამდენის უარი ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე (ჩაბარებაზე), აგრეთვე სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენის ან მისი იდენტიფიცირების შეუძლებლობა არ იწვევს ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას.

6. ოქმი ივსება მუქი ფერის კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის ფორმის გამცემს.

7. ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებულიუნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ჟურნალში და, იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება სანქციის ადგილზე შეფარდება, შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს (გადაეცეს) იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმე.

 8. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება, ხოლო სამართალდარღვევის სუბიექტი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს, რასაც ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, მაშინ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირის მიერ ხორციელდება სანქციის შეფარდებაც და გამოიყენება საბაჟო სანქციის უზრუნველყოფის ღონისძიება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.

9. ოქმის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას ვალდებული პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის დადგენილ ვადაში.

10. შეფარდებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ვალდებული პირის მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

     მუხლი 8.   შემთხვევები, როდესაც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება

 1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია ავარიის ან დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო სამართალდარღვევის სუბიექტმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე საბაჟო ორგანოს და წარუდგინა მას სათანადო მტკიცებულებები. დაუძლეველი ძალის პირობები განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

 2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის – საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის გამოვლენისას საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება და ვალდებულებების გადახდევინება ხორციელდება გადაუხდელი საბაჟო გადასახდელების გადახდევინების წესის შესაბამისად, საბაჟო შეტყობინების წარდგენის გზით.

    მუხლი 9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვა

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. მათი გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის კანცელარიაში. ოქმის ფორმებს ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი რეგიონალური საბაჟოების უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებზე. სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გამოყენებულ და დაბრუნებულ (გაუქმებულ ან დაზიანებულ) ოქმებს, რის შესახებაც ამზადებენ ყოველკვირეულ ანგარიშს. რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთზე“ გაიცემა ოქმები სერიით „რსა“, ხოლო რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთზე“ – სერიით „რსდ“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

თავი IV. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების

უზრუნველყოფა

  მუხლი 10. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები

 1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, დასაშვებია სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

 2. გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნვესაყოფად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების თაობაზე იღებს და აფორმებს (ცალკე აქტით ან/და ოქმში მონაცემების დაფიქსირებით) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.

 მუხლი 11. სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება

 1. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.

 2. საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაკავებული პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, ადმინისტრაციას სამუშაო თუ სწავლის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად აცნობებენ მის მშობლებს ან სხვა კანონიერ წარმომადგენლებს.

 3. საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს 3 საათზე მეტ ხანს.

 მუხლი 12.  პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა

 1.      პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილმა პირებმა.

 2. პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით.

 3. ნივთების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი. გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით.

 4. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

 მუხლი 13.  ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა

 1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ სამართალდამრღვევის დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების, საქონლისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს.

 2. ნივთების, საქონლისა და დოკუმენტების ჩამორთმევა შესაძლებელია:

 ა) როდესაც აღნიშნული საქონლის (ნივთების) შემოტანა (გატანა) საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია;

 ბ) როდესაც ეს ნივთები, საქონელი და/ან დოკუმენტები საქმეზე მტკიცებულებებს წარმოადგენს;

 გ) როდესაც არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა სხვა საშუალებით შეუძლებელი იქნება.

 3.      ჩამორთმეული ნივთები, საქონელი და დოკუმენტები ინახება საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილას, ხოლო საქმის განხილვის შედეგების მიხედვით უბრუნებენ მათ მესაკუთრეს (მფლობელს) ან დადგენილი წესით ახორციელებენ მათ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, საბაჟო შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში დადგენილი სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მათ მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულების შესრულების ღონისძიებას საქართველოს საგადასახდო კოდექსის XI თავით დადგენილი წესით.

 4. ნივთების, საქონლისა და დოკუმენტების ჩამორთმევის თაობაზე შედგება ოქმი ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

თავი V. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვა

და სანქციის შეფარდება

  მუხლი 14. საქმის განხილვა

 1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში, საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილი მოხელე საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას (გარდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელიც ფორმდება საბაჟო შეტყობინებით. აღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული საბაჟო შეტყობინება ჩაითვლება იურიდიული ძალის არმქონედ.

 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეუძლებელია საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა ან მისი იდენტიფიკაცია, უფლებამოსილი მოხელე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ.

3.  შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები, საბაჟო ორგანოები და მათი საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საბაჟო სამართალდარღვევის საქმეთა განმხილველ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაში, მოთხოვნისამებრ წარუდგინონ მათ ხელთარსებული ინფორმაცია და დოკუმენტები, წარმოადგინონ დასკვნები და ახსნა-განმარტებები.

4. უფლებამოსილი მოხელე საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს:

 ა) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა;

 ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საბაჟო სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები;

 გ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;

 დ)    ჩადენილი იყო თუ არა საბაჟო სამართალდარღვევა;

 ე) ექვემდებარება თუ არა პირი საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

 5. უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები.

 6. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი და გარემოება, რომელთა საფუძველზე დადგინდება საბაჟო სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა და რომელთაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

 7. ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტიცებულებით, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმებით, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმებით, საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად რევიზია-შემოწმების ჩატარებით და სხვა დოკუმენტებით.

 8. უფლებამოსილი მოხელე, ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 მუხლი 15. საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა და საბაჟო სანქციის გამოყენება

 1. უფლებამოსილი მოხელე საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით განსაზღვრავს სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და შესაბამისი სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობას, თუ ეს სამართალდარღვევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

 2. საბაჟო სანქცია გამოიყენება საურავის, ფულადი ჯარიმისა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 3. საბაჟო სამართალდარღვევათა ერთობლიობისას საბაჟო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.

 4. თუ საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტი არის ერთზე მეტი პირი, მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სოლიდარულად.

 5. საბაჟო სამართალდარღვევის გამო პირის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადების, მოსაკრებლისა და სურავის გადახდის ვალდებულებისაგან.

 6. საბაჟო სამართალდარღვევის გამო საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მის თანამდებობის პირს, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი ან სხვა პასუხისმგებლობისაგან.

 მუხლი 16.  საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა

 საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სანქციის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიყენება სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელთა სახეები და მათი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

თავი VI. საბაჟო შეტყობინება და მისი შესრულება

 მუხლი 17.  საბაჟო შეტყობინება

 1. საბაჟო შეტყობინება არის საბაჟო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, გამოიცეს საბაჟო უფლებამოსილი მოხელის მიერ ამ წესის №4 დანართით განსაზღვრული ფორმით და წარედგინოს საბაჟო სამმართალდარღვევის ჩამდენ პირს (შემდგომში – ვალდებულ პირს).

 2. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:

 ა) შეტყობინების გამგზავნი საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი;

 ბ) შეტყობინების გაფორმების თარიღი;

 გ) ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი, დასახელება, მისამართი);

 დ)    ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);

 ე) შეტყობინების წარდგენის საფუძველი საქართველოს საბაჟო კოდექსის იმ ნორმაზე მითითებით, რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი სამართალდარღვევა;

 ვ) საქმეზე არებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნომერი და მისი შედგენის თარიღი;

 ზ)     საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები;

 თ)    გამოყენებული სანქციის სახე და დარიცხული ჯარიმის ოდენობა;

 ი) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება ვალდებული პირის მიმართ ამ შეტყობინებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

 კ) ვალდებული პირის უფლებები და მოვალეობები (მათ შორის: ვალდებულების შესრულების ვადა, მისი გასაჩივრების წესი);

 ლ)    მითითება იმ ვალდებულებებზე, რომელთა შესრულებაც პირს ევალება საბაჟო სანქციის გამოყენებისაგან დამოუკიდებლად.

 3. საბაჟო შეტყობინებას თან ერთვის მისი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობითი დასაბუთება, რომელშიც მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შეტყობინების გამოცემისას.

 მუხლი 18.  საბაჟო ვალდებულების აღსრულება

 1. საბაჟო შეტყობინებით გათვალისწინებული თანხა ექვემდებარება გადახდას ვალდებული პირის მიერ საბაჟო შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 2. დადგენილ ვადაში საბაჟო შეტყობინებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ამ ვალდებული პირის მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

 მუხლი 19. საბაჟო შეტყობინების გასაჩივრება

 თუ ვალდებული პირი არ ეთანხმება საბაჟო შეყობინებას, მას შეუძლია შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი და ამავე ვადაში წარუდინოს გარანტიები საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საბაჟო კოდექსის IX კარით დადგენილი წესით.

    

თავი VII. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვა

 მუხლი 20.  საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვა

 1. საბაჟო სამართალდარღვევის ყველა საქმე რეგიონალური საბაჟოების მიერ აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) №5 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

 2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფებში.

 3. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგიონალური საბაჟოების უფროსებს, ხოლო აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე, შენახვასა და მასში შეტანილი მონაცემების უტყუარობაზე – რეგიონალური საბაჟოს დებულებით ან საბაჟოს ორგანოების უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

    

 მუხლი 21.  მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი

 1. აღრიცხვის ჟურნალები დამტკიცებული ფორმის (დანართი №5) შესაბამისად იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, რეგიონალური საბაჟოების მიხედვით.

 2. აღრიცხვის ჟურნალს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაფორმებული გარეკანი (დანართი №6). აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება საბაჟო ორგანოს ბეჭდით. ჟურნალის ბოლო გვერდი დამტკიცებული ფორმით მოწმდება მის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის წარწერით (დანართი №7).

 3. აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი კალმით.

 4. აღრიცხვის ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება
ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო 32-ე გრაფაში – „შენიშვნები” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, (მაგალითად– შესწორებულია მე-8 და მე-15 გრაფები. 08.09.04 (ხელმოწერა) (გვარი და სახელი).

 5. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

 6. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმის და საბაჟო შეტყობინების რეგისტრაციის შემდეგ რეგიონალური საბაჟოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

 7. აღრიცხვის ჟურნალი ინახება წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს. აღრიცხვის ჟურნალი არქივში ინახება 6 წლის განმავლობაში, რომლის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის საფუძველზე.

 8. აღრიცხვის ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.

 9. აღრიცხვის ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 მუხლი 22.  საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა რეგისტრაციის წესი

 1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და/ან საბაჟო შეტყობინება, რომელთა მონაცემებიც აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მიხედვით.

 2. აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა რეგისტრაციას და მონაცემების შეტანას ახორციელებს რეგიონალური საბაჟოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი მუშაკი, რომელსაც უშუალოდ აქვს დაკისრებული აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერების წარმოება.

 3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საბაჟო შეტყობინებები აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრირდება არა უგვიანეს 24 საათისა მათი მიღების მომენტიდან.

 4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მისი შემდგენელი პირის მიერ, მარეგისტრირებელ სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარედგინოს ოქმის შედგენის დღიდან არა უგვიანეს 48 საათისა. რეგიონალური საბაჟოს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამდებობის პირთა მიერ შედგენილი ოქმები და გამოცემული საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება ჟურნალში აუცილებელ რეგისტრაციას სამი დღის ვადაში.

 5. რეგიონალური საბაჟოს ადმინისტრაციული შენობის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციული პუნქტის ფარგლებს გარეთ მდებარე სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეების მიერ შედგენილი ოქმების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოწოდების შეუძლებლობისას, გამონაკლის შემთხვევაში, საქმეეების რეგისტრაცია დასაშვებია ფაქსით, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის ჟურნალში ივსება, სულ ცოტა, 1–4, 7, 8, 9, 11, გრაფები. მონაცემები სხვა გრაფებში შეიტანება საქმის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

 6. საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმები და საბაჟო შეტყობინებები აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრირდება მათში არსებული მონაცემების ჟურნალის შესაბამის გრაფებში შეტანისა და მათზე საქმის სარეგისტრაციო ნომრის დაფიქსირების გზით.

 7. საქმის სარეგისტრაციო ნომერი შედგება ერთმანეთისაგან დეფისებით გამოყოფილი სამი ციფრობრივი მაჩვენებლისაგან, რომელთაგან:

 ა) პირველი აღნიშნავს იმ რეგიონალური საბაჟოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის კოდს (საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის მიხედვით), სადაც დარეგისტრირდა ოქმი (დადგენილება);

 ბ) მეორე – რიგით ნომერს, აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით;

 გ) მესამე – მიმდინარე კალენდარულ წელს. (მაგალითი– 069000-361-2004.).

    

 მუხლი 23.  აღრიცხვის ჟურნალის შევსების წესი

 1. აღრიცხვის ჟურნალის პირველ გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

2.  მე-2 გრაფაში მიეთითება სამართალდარღვევის კვალიფიკაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით, შესაბამისი ნორმის (მუხლის, ნაწილის) მითითებით.

 3. მე-3–6 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი. აქვე მიეთითება საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 4. მე-7–12 გრაფებში მიეთითება მონაცემები საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

 5.      მე-13–20 გრაფებში მიეთითება მონაცემები საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული საბაჟო შეტყობინების, შეფარდებული სანქციისა და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების თაობაზე.

 6. 21-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები საქმესთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე (საჩივრის საგანი, საჩივრის შეტანის თარიღი და მისი განხილვის შედეგი).

 7. 22–29-ე გრაფებში მიეთითება მონაცემები საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, კონკრეტული ღონისძიებისათვის გამოყოფილ გრაფაში მისი გამოყენების თარიღის დაფიქსირებით.

 8. 30-ე გრაფაში ფიქსირდება მონაცემები სანქციის აღსრულების თაობაზე: ჯარიმის გადახდის ან/და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ. ხოლო საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როცა დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა ან მისი იდენტიფიკაცია)– მონაცემები გამოცემული აქტის და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ.     

 9. 31-ე გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და მასში შეიტანება მონაცემები საქმის მასალების სათანადო ორგანოსათვის გადაცემის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს დასახელება და გადაცემის თარიღი.

 10. 32-ე გრაფაში შეიტანება დამატებითი მონაცემები (თუ ასეთი არსებობს), რომლებიც არ არის შეტანილი 1–31 გრაფებში, მაგრამ აქვს გარკვეული მნიშვნელობა საბაჟო სამართალდარღვევების საქმეების აღრიცხვისა და რეგისტრაციისათვის.

თავი VIII. ზედამხედველობა საბაჟო სამართალდარღვევათა

საქმეების წარმოებაზე

  მუხლი 24.  ზედამხედველობა საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზე

1. შემოსავლების სამსახურის სისტემაში საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას ზედამხედველობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის დებულებით.

2. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზე ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგი ფორმით:

ა)  საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების შერჩევითი შესწავლა, საქმეების მწარმოებელი სტრუქტუ-რული ერთეულების ან/და სახელმწიფო მოხელეების ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) კანონიერების შემოწმების მიზნით და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციე-ბის წარდგენა;

ბ)  საბაჟო სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ სტრუქტურულ ერთეულზე ან/და სახელმწიფო მოხელეზე შემოსული საჩივრების განხილვა;

გ)  საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ჟურნალის წარმოე-ბის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება.

3.  აუცილებელ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია, დამოუკიდებლად აწარმოოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმე, აგრეთვე გამოითხოვოს ის რეგიონალური საბაჟოდან და დამოუკიდებლად აწარმოოს იგი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

შემოსავლების სამსახური

საბაჟო სამართალდარღვევის

ოქმი №000000 სერია ---რსა

 

1.–––––––––––––––––––––––––––––––– 2.–––––––––––––––––––––––––––––––––––

 შედგენის თარიღი(რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი, საბაჟო ორგანოს დასახელება და კოდი (არსებობის შემთხვევაში)

3.––––––––––––––––––––––––––––––––

4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი      და გვარი იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა

5. მონაცემები სამარათალდამრღვევის შესახებ:–––––––––––––––––––––––––––––––––

 ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეკვიზიტები (მათ შორის, პირადი ნომერი), სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა),

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი; იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა.

6. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და შინაარსი (მათ შორის, არსებითი ფაქტები და გარემოებები):

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. საბაჟო კოდექსის მუხლი (მუხლის ნაწილი), რომელიც ითვალისწინებს

პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 მოწმის ან საქმისწარმოების სხვა მონაწილის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმობის (პასპორტის) რეკვიზიტები (მათ შორის, პირადი ნომერი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა),

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი და გვარი

9. სამართალდამრღვევის ახასნა-განმარტებები: ––––––––––––––––––––––––––––––––

                ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჩამოართვა ახსნა-განმარტება

10. საქმის წარმოების ან/და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასეთის გამოყენების შემთხვევაში მიეთითება ღონისძიების დასახელება და ოქმის რეკვიზიტები

11. შეფარდებულია სანქცია ჯარიმის სახით: –––––––––––––––––––––––––––––––––––

 ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვიერად

12. ჯარიმის გადახდის ვადა, ადგილი და წესი –––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმის შემდგენი –––––––––––––––––– მოწმე ან სხვა მონაწილე ––––––––––––––––––––

               ხელმოწერა                        ხელმოწერა და სტატუსი

                                             –––––––––––––––––––

დამრღვევის ხელმოწერა (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას და სადავოდ არ ხდის მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს) ––––––––––––––––––

დამრღვევის ხელმოწერა ოქმის ჩაბარებაზე (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას) ან/და ოქმის ერთი პირის გადაცემაზე ––––––––––––––––––

ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა ––––––––––––––––––

13. შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამ ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია საბაჟო კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, IX კარით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

დანართი №2ა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

შემოსავლების სამსახური

საბაჟო სამართალდარღვევის

ოქმი №000000 სერია ---რსდ

 

1.–––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი, საბაჟო ორგანოს დასახელება და კოდი (არსებობის შემთხვევაში)

3. –––––––––––––––––––––––––––––– 4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი,რომელმაც და გვარი გამოავლინა სამართალდარღვევა

5. მონაცემები სამარათალდამრღვევის შესახებ:–––––––––––––––––––––––––––––––––

 ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეკვიზიტები (მათ შორის პირადი ნომერი), სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა),

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი; იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა.

6. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და შინაარსი (მათ შორის, არსებითი ფაქტები და გარემოებები):

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. საბაჟო კოდექსი მუხლი (მუხლის ნაწილი), რომელიც ითვალისწინებს

პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 მოწმის ან საქმისწარმოების სხვა მონაწილის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწმობის (პასპორტის) რეკვიზიტები (მათ შორის, პირადი ნომერი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა),

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი და გვარი

9. სამართალდამრღვევის ახასნა-განმარტებები: ––––––––––––––––––––––––––––––––

 ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჩამოართვა ახსნა-განმარტება

10. საქმის წარმოების ან/და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასეთის გამოყენების შემთხვევაში მიეთითება ღონისძიების დასახელება და ოქმის რეკვიზიტები

11. შეფარდებულია სანქცია ჯარიმის სახით: –––––––––––––––––––––––––––––––––––

 ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვიერად

12. ჯარიმის გადახდის ვადა, ადგილი და წესი –––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმის შემდგენი –––––––––––––––––– მოწმე ან სხვა მონაწილე ––––––––––––––––––––

 ხელმოწერა ხელმოწერა და სტატუსი

           –––––––––––––––––––––––

დამრღვევის ხელმოწერა (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას და სადავოდ არ ხდის მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს) ––––––––––––––––––

დამრღვევის ხელმოწერა ოქმის ჩაბარებაზე (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას) ან/და ოქმის ერთი პირის გადაცემაზე ––––––––––––––––––

ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა ––––––––––––––––––

13. შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამ ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია საბაჟო კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, IX კარით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 დანართი N3

საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების

აღრიცხვის ჟურნალის შიდა ფურცელი

N

გაცე-

მის თარ-

იღი

ოქმის ნომ-

ერი

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

გამოყენებული ოქმები

 

 

 

გვა

რი

სა

ხე

ლი

თან-

ამდ-

ებო-

ბა

ხე-ლ

მო

წე

რა

გვა

რი

სა

ხე

ლი

თა-ნამ-

დებ-ობა

ხელ

მოწ

ერა

ოქმ-

ის

ნომე-

რი

გვა

რი

სა-ხე-

ლი

თანამ-დე

ბობა

ხელმო-

წერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

1

2

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები

შენიშვნა

დაბრუნების თარიღი

ჩამოწერის აქტის ნომერი

ოქმის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

 

17

18

19

20

21

22

23

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი №4

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

შემოსავლების სამსახური

საბაჟო შეტყობინება –––––

„–––––” –––––––––––– 200–– წ.

                    რიცხვი თვე

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   

(საბაჟო ორგანოს დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი მოხელის

თანამდებობა, სახელი და გვარი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. საქართველოს საბაჟო კოდექსის –––––– მუხლით გათვალისწინებული

დარღვევისათვის, რაც გამოიხატა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დარღვევის დრო, ადგილი და არსი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

3. ჩადენილია სამართალდარღვევის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეკვიზიტები (მათ შორის, პირადი ნომერი), სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა),

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი; იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, თანამდებობა.

4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის №, მისი შედგენის თარიღი და ადგილი–––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

5. საქმის განხილვისას დადგინდა შემდეგი გარემოებები: ––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. შეფარდებულია სანქცია:

ა) ჯარიმა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვებით

ბ) უსასყიდლოდ ჩამორთმევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. დარიცხულია საბაჟო გადასახდელები:

 

 

საბაჟო გადასახდელების

საბაჟო გადასახდელის

საურავი

სულ

შენიშვნა

დასახელება

ძირითადი თანხა

 

 

 

მოსაკრებელი

 

 

 

 

საბაჟო ტარიფი

 

 

 

 

დღგ   

 

 

 

 

აქციზი

 

 

 

 

სულ   

 

 

 

 

 

8. ვალდებულების შესრულების ვადა, ადგილი და წესი ––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. სხვა აღნიშვნები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი: ––––––––––––––––

ხელმოწერა

ამ შეტყობინებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ეს შეტყობინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის IX კარით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.

    

    

    

    

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 დანართი N5

საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის

შიდა ფურცლის ფორმა

 

საქმის N

სამართალდარღვევის კვალიფიკაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვ ი თ

მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ

მონაცემები საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესახებ

 

გვარი,

სახელი,

დასახე-ლება

მისამა-რთი

საიდ-ენტი-ფიკ

N

მოქალა-ქეობა,

პასპორ-ტის

სახეობა, N

პირადი N

N

შედ-გენის თარი-ღი

შედგე-ნის ადგი-ლისა და შემდგე-ნის დასახე-ლება

საქმის წარმოების უზრუნვე-ლსაყოფად გამოყენებუ-ლი ღონისძიე-ბის სახე

შეფარ-დებუ-ლი სანქ-ცია

სანქციის

აღსრუ-ლების უზრუნ-ველყო-ფა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მონაცემები საბაჟო შეტყობინების შესახებ

გასაჩივ-რების სახე და თარიღი, მისი განხილ-ვის შედეგი

საბაჟო ვალდებულებების

შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თარიღი

N

გამოცემ-ის თა-რი-ღი

გამომტანი პირის თანამდებ-ობა,გვარი, სახელი

შეფა-რდებ-ული სანქც-ია

დარი-ცხუ-ლი ჯარი-მის თანხა

სანქ-ციის

აღსრულების უზრუნველყოფა

გადაცემის (გაგზავნის)

თარიღი

შეტყობინების შესრულების ვადა

 

იპოთეკა/გირავნო-ბა

მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე....

ყადაღა

ყადაღადადებული ქონების რეალიზა-ცია

ინკასო

გადამხ-დელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბოლოო შედეგი

(მონაცემები თანხის გადახდის შესახებ ან შეტყობინებაზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება

თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები

შენიშვნა

საბანკო გარანტია

დეპოზიტი

 

 

 

28

29

30

31

32

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი №6

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საბაჟო ორგანოს დასახელება

საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალი

200––– წლისათვის

საქმეები №––––––––––––––––-დან №––––––––––––––––-მდე

 

     დაწყებულია „––––––”–––––––––––––––––200––წ.

     დასრულებულია„––––––”–––––––––––––––––200––წ.

 დანართი №7

    

     წინამდებარე აღრიცხვის ჟურნალში დადგენილი წესით აკინძული, გადანომრილი და ბეჭდით დამოწმებულია –––––––– ფურცელი

 

––––––––––––––––––––––––––––––

 უფლებამოსილი პირის ვინაობა

–––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

„––––” –––––––––––– 200–– წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ", №1755, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.009.686 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68110-2/