„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 22.12.2010
ნომერი
№1755
სარეგისტრაციო კოდი
020.080.150.22.033.009.686
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.009.686

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1755

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

 1. დამტკიცდეს:

ა) ინსტრუქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე (დანართი №1);

ბ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა – (დანართი №2);

გ) „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის შიდა ფურცლის” ფორმა (დანართი №3);

 დ) „საბაჟო შეტყობინების” ფორმა (დანართი №4);

 ე) „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის შიდა ფურცლის” ფორმა (დანართი №5);

 ვ) „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის გარეკანის ფორმა” (დანართი №6);

 ზ) „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის ბოლო გვერდზე მის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის წარწერის” ფორმა (დანართი №7);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №9,  22.01. 2008წ., მუხ.110

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

2.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

3.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №887-სსმIII, №103,  19.07.2007წ., მუხ.1132

4.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1088-სსმIII, №139,  05.10. 2007წ., მუხ.1514

5.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №9,  22.01. 2008წ., მუხ.110

6.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

7.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

 

 დანართი №1

ინსტრუქცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების საგანი

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) სისტემის ორგანოების და საჯარო მოსამსახურეების მიერ საბაჟო სამართალდარღვევათა გამოვლენის, საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, საბაჟო სანქციის შეფარდების, გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის წესს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

თავი II

საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებასა და განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და საჯარო მოხელეები

 მუხლი 2. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები

 თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

მუხლი 3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

 მუხლი 4.   საბაჟო სამართალდარღვევის საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, რეგიო-ნალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), სტრუქ-ტურული ერთეული, რომელთა კომპეტენციაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის დებულებით, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), დებულებით ან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.  თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ორგანოების სპეციალური კომპეტენცია სხვა აქტით არ არის განსაზღვრული, საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საბაჟო ორგანო:

 ა) რომელიც გამოავლენს ასეთ სამართალდარღვევას – ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, თუ სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვა აფერხებს საბაჟო პროცედურების განხორციელებას, საბაჟო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუშვას საქონლის გადაადგილება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და საქმე განსახილველად გადაუგზავნოს ამ ორგანოს;

 ბ) მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო:

 ბ.ა)   რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება სამართალდამრღვევის ადგილსამყოფელი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

 ბ.ბ)  რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, თუ ვერ ხერხდება სამართალდამრღვევის ან მისი ადგილსამყოფელის იდენტიფიკაცია;

 ბ.გ)  რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, ჩადენილია საბაჟო სამართალდარღვევა, თუ ვერ ხერხდება ვერც სამართალდამრღვევის და ვერც მისი ადგილსამყოფელის იდენტიფიკაცია, ხოლო სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაუდგენელია (ან არ არსებობს).

 გ) საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანო – საქონლის დაკარგვის ან უნებართვოდ განკარგვის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1088-სსმIII, №139,  05.10. 2007წ., მუხ.1514

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

    მუხლი 5. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირები

საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას (ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) იღებენ: შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და მისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი/მისი მოადგილე (შემდგომში – უფლებამოსილი მოხელეები).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1088-სსმIII, №139,  05.10. 2007წ., მუხ.1514

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

თავი III. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა და მისი პროცესუალური დაფიქსირება, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

 მუხლი 6.   ცნობები საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ

 1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ცნობები (ინფორმაცია) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც:

 ა) გამოვლენილია საბაჟო ორგანოს (საბაჟო ორგანოს მოხელის) მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

 ბ) საბაჟო ორგანოს მიაწოდა მოქალაქემ, იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო მმართველობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, სამართალდამცავმა ორგანომ, საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენმა ან სამართალდარღვევის ჩადენაში მონაწილე პირმა;

 გ) გამოვლენილია შემოწმების შედეგებით ან მოძიებულია ინფორმაციის სხვა საშუალებებში.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული შესაბამისი ცნობები (ინფორმაცია) დაუყოვნებლივ გადაეცემა ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით განსაზღვრულ იმ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება სამართალდამრღვევის ადგილსამყოფელი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით).

 3. თუ სამართალდამრღვევის და/ან მისი ადგილსამყოფლის იდენტიფიკაცია შეუძლებელია, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცემა იმ საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.

 4. თუ ვერ ხერხდება სამართალდამრღვევის და/ან მისი ადგილსამყოფლის იდენტიფიკაცია, ხოლო სამართალდარღვევის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაუდგენელია (ან არ არსებობს), ინფორმაცია გადაეცემა იმ საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, ჩადენილია საბაჟო სამართალდარღვევა.

 5. ინფორმაციის მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება საქმის გარემოებათა შესასწავლად და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.

6.  დავას საქმის წარმოებისა და განხილვის ქვემდებარეობის თაობაზე წყვეტს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

 მუხლი 7.   საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაფორმება და სანქციის ადგილზე შეფარდება

1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით ან საბაჟო შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში სამართალდამრღვევი პირის შესახებ მონაცემები ივსება მათი დადგენის შემთხვევაში, ხოლო ოქმის მე-15 გრაფით გათვალისწინებული შენიშვნის დაფიქსირება წარმოადგენს სამართალდამრღვევი პირის უფლებას, რისი განუხორციელებლობაც არ იწვევს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას.

3.  ოქმი დგება 3 (სამ) პირად, რომელთაგან:

 ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება საბაჟო სამართალდარღვევის განხილვაზე უფლებამოსილ პირს (თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად არ ხორციელდება სანქციის ადგილზე შეფარდება) და დაერთვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს;

 ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელისმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან, ხოლო მისი დამოწმებული ასლი ეგზავნება რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

4. თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე (ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები.

5. სამართალდარღვევი პირის უარი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე (ჩაბარებაზე), აგრეთვე სამართალდამრღვევი პირის დადგენის ან მისი იდენტიფიცირების შეუძლებლობა არ იწვევს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას.

6. ოქმი ივსება მუქი ფერის კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის ფორმის გამცემს.

7. ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებულიუნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ჟურნალში და, იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება სანქციის ადგილზე შეფარდება, შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს (გადაეცეს) იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმე.

8. თუ პირი სადავოდ არ ხდის ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნულს ადასტურებს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე ხელმოწერით, ხოლო სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ადგილზე მხოლოდ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საბაჟო შეტყობინებად. ამასთან, გამოიყენება საბაჟო სანქციის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.

9. ოქმის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას ვალდებული პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 ნაწილის დადგენილ ვადაში.

10. შეფარდებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ვალდებული პირის მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1088-სსმIII, №139,  05.10. 2007წ., მუხ.1514

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

     მუხლი 8.   შემთხვევები, როდესაც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება

1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო სამართალდამრღვევმა პირმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე საბაჟო ორგანოს და წარუდგინა მას სათანადო მტკიცებულებები. დაუძლეველი ძალის პირობები განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის – საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის გამოვლენისას საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება და ვალდებულებების გადახდევინება ხორციელდება გადაუხდელი საბაჟო გადასახდელების გადახდევინების წესის შესაბამისად, საბაჟო შეტყობინების წარდგენის გზით.

3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, თუ სამართალდარღვევა დაფიქსირებულია შემოწმების აქტში ან/და ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

    მუხლი 9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვა

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიც-ხვის ფორმას. მათი გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შესაბამისი რეგიონალური ცენტრის კანცელარიაში. ოქმის ფორმებს ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებზე. სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გამოყენებულ და დაბრუნებულ (გაუქმებულ ან დაზიანებულ) ოქმებს, რის შესახებაც ამზადებენ ყოველკვირეულ ანგარიშს. რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე) გაიცემა ოქმები სერიით „რცსი“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №9,  22.01. 2008წ., მუხ.110

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

თავი IV. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების

უზრუნველყოფა

  მუხლი 10. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები

 1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, დასაშვებია სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

 2. გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნვესაყოფად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების თაობაზე იღებს და აფორმებს (ცალკე აქტით ან/და ოქმში მონაცემების დაფიქსირებით) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.

 მუხლი 11. სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება

 1. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.

 2. საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაკავებული პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, ადმინისტრაციას სამუშაო თუ სწავლის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად აცნობებენ მის მშობლებს ან სხვა კანონიერ წარმომადგენლებს.

 3. საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს 3 საათზე მეტ ხანს.

 მუხლი 12.  პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა

 1.      პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილმა პირებმა.

 2. პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით.

 3. ნივთების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი. გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით.

 4. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

 მუხლი 13.  ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა

 1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ სამართალდამრღვევის დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების, საქონლისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს.

 2. ნივთების, საქონლისა და დოკუმენტების ჩამორთმევა შესაძლებელია:

 ა) როდესაც აღნიშნული საქონლის (ნივთების) შემოტანა (გატანა) საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია;

 ბ) როდესაც ეს ნივთები, საქონელი და/ან დოკუმენტები საქმეზე მტკიცებულებებს წარმოადგენს;

 გ) როდესაც არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა სხვა საშუალებით შეუძლებელი იქნება.

 3.      ჩამორთმეული ნივთები, საქონელი და დოკუმენტები ინახება საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილას, ხოლო საქმის განხილვის შედეგების მიხედვით უბრუნებენ მათ მესაკუთრეს (მფლობელს) ან დადგენილი წესით ახორციელებენ მათ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, საბაჟო შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში დადგენილი სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მათ მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულების შესრულების ღონისძიებას საქართველოს საგადასახდო კოდექსის XI თავით დადგენილი წესით.

 4. ნივთების, საქონლისა და დოკუმენტების ჩამორთმევის თაობაზე შედგება ოქმი ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

თავი V. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვა

და სანქციის შეფარდება

    მუხლი 14. საქმის განხილვა

1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ან შემოწმების აქტის შედგენიდან 30 დღის ვადაში, საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილი მოხელე საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას (გარდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელიც ფორმდება საბაჟო შეტყობინებით. ბათილია ოქმის შედგენიდან 30 დღის შემდეგ გამოცემული გადაწყვეტილება/შეტყობინება.

2. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები, საბაჟო ორგანოები და მათი საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საბაჟო სამართალდარღვევის საქმეთა განმხილველ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაში, მოთხოვნისამებრ წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტები, წარმოადგინონ დასკვნები და ახსნა-განმარტებები.

3. უფლებამოსილი მოხელე საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს:

ა) განეკუთვნება თუ არა საქმე საბაჟო ორგანოს კომპეტენციას;

ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;

გ) სამართალდარღვევის ოქმის შედგენის კანონთან შესაბამისობას;

დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევა;

ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

4. უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები.

5. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი და გარემოება, რომელთა საფუძველზე დადგინდება საბაჟო სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა და რომელთაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ეს მონაცემები შეიძლება დადგინდეს შემდეგი საშუალებებით: საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შემოწმების აქტით, სამართალდამრღვევის შენიშვნებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტიცებულებით, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმებით, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმებით, საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებით და სხვა დოკუმენტებით.  

6. უფლებამოსილი მოხელე, ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას.

7. თუ 30 დღის ვადაში შეუძლებელია საბაჟო სამართალდამრღვევის დადგენა ან/და პირის იდენტიფიკაცია, უფლებამოსილი მოხელე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის შესახებ.

8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.

9. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

10. როცა საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდება, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ.

11. როცა საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდება, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების განახლების შესახებ. წარმოების განახლების დღიდან განახლდება სანქციის შეფარდების თაობაზე საბაჟო შეტყობინების გამოცემისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

 მუხლი 15. საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა და საბაჟო სანქციის გამოყენება

1.  უფლებამოსილი მოხელე საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით განსაზღვრავს სამართალ-დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და შესაბამისი სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობას. ამასთან, საბაჟო სამართალდამრღვევ პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

2.  საბაჟო სანქცია გამოიყენება საურავის, ფულადი ჯარიმისა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.

4. თუ საბაჟო სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ გათვალისწინებული სანქცია დაეკისრებათ სოლიდარულად.

5.  საბაჟო სამართალდარღვევის გამო პირის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადების, მოსაკრებლისა და სურავის გადახდის ვალდებულებისაგან.

6. საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამმართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

 მუხლი 16.  საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა

 საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სანქციის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიყენება სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელთა სახეები და მათი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

თავი VI. საბაჟო შეტყობინება და მისი შესრულება

 მუხლი 17.  საბაჟო შეტყობინება

 1. საბაჟო შეტყობინება არის საბაჟო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, გამოიცეს საბაჟო უფლებამოსილი მოხელის მიერ ამ წესის №4 დანართით განსაზღვრული ფორმით და წარედგინოს საბაჟო სამმართალდარღვევის ჩამდენ პირს (შემდგომში – ვალდებულ პირს).

 2. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:

 ა) შეტყობინების გამგზავნი საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი;

 ბ) შეტყობინების გაფორმების თარიღი;

 გ) ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი, დასახელება, მისამართი);

 დ)    ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში);

 ე) შეტყობინების წარდგენის საფუძველი საქართველოს საბაჟო კოდექსის იმ ნორმაზე მითითებით, რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი სამართალდარღვევა;

 ვ) საქმეზე არებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნომერი და მისი შედგენის თარიღი;

 ზ)     საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები;

 თ)    გამოყენებული სანქციის სახე და დარიცხული ჯარიმის ოდენობა;

 ი) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება ვალდებული პირის მიმართ ამ შეტყობინებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

 კ) ვალდებული პირის უფლებები და მოვალეობები (მათ შორის: ვალდებულების შესრულების ვადა, მისი გასაჩივრების წესი);

 ლ)    მითითება იმ ვალდებულებებზე, რომელთა შესრულებაც პირს ევალება საბაჟო სანქციის გამოყენებისაგან დამოუკიდებლად.

 3. საბაჟო შეტყობინებას თან ერთვის მისი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობითი დასაბუთება, რომელშიც მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შეტყობინების გამოცემისას.

 მუხლი 18.  საბაჟო ვალდებულების აღსრულება

 1. საბაჟო შეტყობინებით გათვალისწინებული თანხა ექვემდებარება გადახდას ვალდებული პირის მიერ საბაჟო შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 2. დადგენილ ვადაში საბაჟო შეტყობინებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ამ ვალდებული პირის მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 19. გასაჩივრება

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (შეტყობინება), ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმიც, შეიძლება გაასაჩივროს პირმა, მისმა წარმომადგენელმა საქართველოს საბაჟო კოდექსის IX კარით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

 

თავი VII. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვა

    მუხლი 20. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვა

1. საბაჟო სამართალდარღვევის ყველა საქმე რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) №5 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტი და საბაჟო შეტყობინებები ექვემ-დებარება სავალდებულო რეგისტრაციას აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფებში.

3. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფროსებს, ხოლო აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე, შენახვასა და მასში შეტანილი მონაცემების უტყუარობაზე – რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებით ან საბაჟოს ორგანოების უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №9,  22.01. 2008წ., მუხ.110

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

მუხლი 21.   მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი

1. აღრიცხვის ჟურნალები დამტკიცებული ფორმის (დანართი №5) შესაბამისად იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიხედვით.

2.  აღრიცხვის ჟურნალს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაფორმებული გარეკანი (დანართი №6). აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება საბაჟო ორგანოს ბეჭდით. ჟურნალის ბოლო გვერდი დამტკიცებული ფორმით მოწმდება მის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის წარწერით (დანართი №7).

 3. აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი კალმით.

 4. აღრიცხვის ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება
ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო 32-ე გრაფაში – „შენიშვნები” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, (მაგალითად– შესწორებულია მე-8 და მე-15 გრაფები. 08.09.04 (ხელმოწერა) (გვარი და სახელი).

 5. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

     6. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმის, საბაჟო შემოწმების აქტისა და საბაჟო შეტყობინების რეგისტრაციის შემდეგ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

 7. აღრიცხვის ჟურნალი ინახება წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს. აღრიცხვის ჟურნალი არქივში ინახება 6 წლის განმავლობაში, რომლის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის საფუძველზე.

 8. აღრიცხვის ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.

 9. აღრიცხვის ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №9,  22.01. 2008წ., მუხ.110

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

მუხლი 22.   საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა რეგისტრაციის წესი

1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო შემოწმების აქტი ან/და საბაჟო შეტყობინება, რომელთა მონაცემებიც აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით.

2. აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა რეგისტრაციას და მონაცემების შეტანას ახორციელებს რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი მუშაკი, რომელსაც უშუალოდ აქვს დაკისრებული აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერების წარმოება.

3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტები და საბაჟო შეტყობინებები აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრირდება არა უგვიანეს 24 საათისა მათი მიღების მომენტიდან.

4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მისი შემდგენელი პირის მიერ მარეგისტრირებელ სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარედგინოს ოქმის შედგენის დღიდან არა უგვიანეს 48 საათისა. რეგიონალური ცენტრის „(საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამდებობის პირთა მიერ შედგენილი ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტები და გამოცემული საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება ჟურნალში აუცილებელ რეგისტრაციას სამი დღის ვადაში.

5. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადმინისტრაციული შენობის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციული პუნქტის ფარგლებს გარეთ მდებარე სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეების მიერ შედგენილი ოქმების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოწოდების შეუძლებლობისას, გამონაკლის შემთხვევაში, საქმეეების რეგისტრაცია დასაშვებია ფაქსით, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის ჟურნალში ივსება, სულ ცოტა, 1–4, 7, 8, 9, 11 გრაფები. მონაცემები სხვა გრაფებში შეიტანება საქმის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

6.  საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტები და საბაჟო შეტყობინებები აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრირდება მათში არსებული მონაცემების ჟურნალის შესაბამის გრაფებში შეტანისა და მათზე საქმის სარეგისტრაციო ნომრის დაფიქსირების გზით.

7.  საქმის სარეგისტრაციო ნომერი შედგება ერთმანეთისაგან დეფისებით გამოყოფილი სამი ციფრობრივი მაჩვენებლისაგან, რომელთაგან:

ა) პირველი აღნიშნავს იმ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან მისი სტრუქტურული ერთეულის კოდს (საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის მიხედვით), სადაც დარეგისტრირდა ოქმი (დადგენილება).

ბ)  მეორე – რიგით ნომერს, აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით;

 გ) მესამე – მიმდინარე კალენდარულ წელს. (მაგალითი– 069000-361-2004.).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1088-სსმIII, №139,  05.10. 2007წ., მუხ.1514

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

 მუხლი 23.  აღრიცხვის ჟურნალის შევსების წესი

 1. აღრიცხვის ჟურნალის პირველ გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

2.  მე-2 გრაფაში მიეთითება სამართალდარღვევის კვალიფიკაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით, შესაბამისი ნორმის (მუხლის, ნაწილის) მითითებით.

 3. მე-3–6 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა და ნომერი. აქვე მიეთითება საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. მე-7–მე-12 გრაფებში მიეთითება მონაცემები საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საბაჟო შემოწმე-ბის აქტის თაობაზე.

5. მე-13–20 გრაფებში მიეთითება მონაცემები საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული საბაჟო შეტყობინების, შეფარდებული სანქციისა და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების თაობაზე.

 6. 21-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები საქმესთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე (საჩივრის საგანი, საჩივრის შეტანის თარიღი და მისი განხილვის შედეგი).

 7. 22–29-ე გრაფებში მიეთითება მონაცემები საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, კონკრეტული ღონისძიებისათვის გამოყოფილ გრაფაში მისი გამოყენების თარიღის დაფიქსირებით.

 8. 30-ე გრაფაში ფიქსირდება მონაცემები სანქციის აღსრულების თაობაზე: ჯარიმის გადახდის ან/და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ. ხოლო საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როცა დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენა ან მისი იდენტიფიკაცია)– მონაცემები გამოცემული აქტის და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ.     

 9. 31-ე გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და მასში შეიტანება მონაცემები საქმის მასალების სათანადო ორგანოსათვის გადაცემის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს დასახელება და გადაცემის თარიღი.

 10. 32-ე გრაფაში შეიტანება დამატებითი მონაცემები (თუ ასეთი არსებობს), რომლებიც არ არის შეტანილი 1–31 გრაფებში, მაგრამ აქვს გარკვეული მნიშვნელობა საბაჟო სამართალდარღვევების საქმეების აღრიცხვისა და რეგისტრაციისათვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

თავი VIII. ზედამხედველობა საბაჟო სამართალდარღვევათა

საქმეების წარმოებაზე

  მუხლი 24.  ზედამხედველობა საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზე

1. შემოსავლების სამსახურის სისტემაში საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას ზედამხედველობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის დებულებით.

2. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზე ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგი ფორმით:

ა)  საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების შერჩევითი შესწავლა, საქმეების მწარმოებელი სტრუქტუ-რული ერთეულების ან/და სახელმწიფო მოხელეების ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) კანონიერების შემოწმების მიზნით და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციე-ბის წარდგენა;

ბ)  საბაჟო სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ სტრუქტურულ ერთეულზე ან/და სახელმწიფო მოხელეზე შემოსული საჩივრების განხილვა;

გ)  საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ჟურნალის წარმოე-ბის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება.

3. აუცილებელ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია დამოუკიდებლად აწარმოოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმე, აგრეთვე გამოითხოვოს ის რეგიონალური ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექციიდან) და დამოუკიდებლად აწარმოოს იგი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1088-სსმIII, №139,  05.10. 2007წ., მუხ.1514

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

საბაჟო სამართალდარღვევის

ოქმი №000000

1. ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): -----------------------------------------

2. ოქმის შედგენის ადგილი, საბაჟო ორგანოს დასახელება და კოდი (არსებობის შემთხვევაში): --------------------------------------------------------------------------------------

 

3. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი: ------------------------------------

4. იმ პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა: -----------------------------------------------------------------------------

5. სამართალდამრღვევი პირის დასახელება: ----------------------------------------------

(არსებობის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

6. საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი (მათ შორის, არსებითი ფაქტები და გარემოებები):--------------------------------------------------------------------------------------

7. საქართველოს საბაჟო კოდექსის ნორმა (მუხლი, ნაწილი), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის: ---------

8. მოწმის გვარი, სახელი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში): --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 9. საქმის წარმოების ან/და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ასეთ შემთხვევაში მიეთითება ღონისძიების დასახელება და ოქმის რეკვიზიტები

10. შეფარდებულია სანქცია ჯარიმის სახით: ----------------------------------------------

ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვიერად (ეს გრაფა ივსება საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში)

11. ოქმის შემდგენი: -------------------- მოწმე ან სხვა მონაწილე:-------------------------

 ხელმოწერა ხელმოწერა და სტატუსი

 

12. დამრღვევის (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას და სადავოდ არ ხდის მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს): --------------------------------------------------------------------------------------------------------------

13. დამრღვევის (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა ოქმის ჩაბარებაზე (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას) ან/და ოქმის ერთი პირის გადაცემაზე:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

14. ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა: -----------------------------------------------------

15. შენიშვნები:----------------------------------------------------------------------------------

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამ ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს საბაჟო კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, IX კარით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 25  თებერვლის ბრძანება №182-სსმIII, №32,  29.02.2008წ., მუხ.343

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

დანართი №2ა -(ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №61-სსმIII, №9,  22.01. 2008წ., მუხ.110

დანართი №2ბ -(ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 28 სექტემბრის  ბრძანება №1088-სსმIII, №139,  05.10. 2007წ., მუხ.1514

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №975-სსმIII, №187,  31.12. 2008წ., მუხ.2002

დანართი N3

საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების

აღრიცხვის ჟურნალის შიდა ფურცელი

N

გაცე-

მის თარ-

იღი

ოქმის ნომ-

ერი

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

გამოყენებული ოქმები

 

 

 

გვა

რი

სა

ხე

ლი

თან-

ამდ-

ებო-

ბა

ხე-ლ

მო

წე

რა

გვა

რი

სა

ხე

ლი

თა-ნამ-

დებ-ობა

ხელ

მოწ

ერა

ოქმ-

ის

ნომე-

რი

გვა

რი

სა-ხე-

ლი

თანამ-დე

ბობა

ხელმო-

წერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

1

2

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები

შენიშვნა

დაბრუნების თარიღი

ჩამოწერის აქტის ნომერი

ოქმის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

 

17

18

19

20

21

22

23

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

შემოსავლების სამსახური

საბაჟო შეტყობინება № _____

,,----------“ ------------- 200---- წ.

      რიცხვი თვე

1. -------------------------------------------------------------------------------------------------

(საბაჟო ორგანოს დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი მოხელის თანამდებობა, სახელი და გვარი)

----------------------------------------------------------------------------------------------------

2. საქართველოს საბაჟო კოდექსის ---------------------- მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, რაც გამოიხატა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

                        (დარღვევის დრო, ადგილი და არსი)

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

3. ჩადენილია სამართალდარღვევის --------------------------------------------------------

 ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის)

----------------------------------------------------------------------------------------------------

რეკვიზიტები (მათ შორის, პირადი ნომერი), სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა),

----------------------------------------------------------------------------------------------------

დაბადების თარიღი; იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო

----------------------------------------------------------------------------------------------------

ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, თანამდებობა.

4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის №, მისი შედგენის თარიღი და ადგილი ------

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

5. საქმის განხილვისას დადგინდა შემდეგი გარემოებები: -------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

6. შეფარდებულია სანქცია:

ა) ჯარიმა ----------------------------------------------------------------------------------------

                        ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვებით

ბ) უსასყიდლოდ ჩამორთმევა ----------------------------------------------------------------

          საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება

----------------------------------------------------------------------------------------------------7. დარიცხულია საბაჟო გადასახდელები და შეფარდებული სანქცია:

საბაჟო ვალდებულების დასახელება

 

საბაჟო გადასახდელის ძირითადი თანხა

ჯარიმა

საურავი

 

სულ

 

შენიშვნა

 

მოსაკრებელი

 

 

 

 

 

საბაჟო ტარიფი

 

 

 

 

 

დღგ

 

 

 

 

 

აქციზი

 

 

 

 

 

საბაჟო სამართალდარღვევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

8. ვალდებულების შესრულების ვადა, ადგილი და წესი ---------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

9. სხვა აღნიშვნები -----------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი:                         ________________

                    ხელმოწერა

ამ შეტყობინებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ეს შეტყობინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის IX კარით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №1876-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 23 აპრილის  ბრძანება №407-სსმIII, №60,  30.04. 2007წ., მუხ.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №887-სსმIII, №103,  19.07.2007წ., მუხ.1132

 დანართი N5

საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალის

შიდა ფურცლის ფორმა

 

საქმის N

სამართალდარღვევის კვალიფიკაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვ ი თ

მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ

მონაცემები საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესახებ

 

გვარი,

სახელი,

დასახე-ლება

მისამა-რთი

საიდ-ენტი-ფიკ

N

მოქალა-ქეობა,

პასპორ-ტის

სახეობა, N

პირადი N

N

შედ-გენის თარი-ღი

შედგე-ნის ადგი-ლისა და შემდგე-ნის დასახე-ლება

საქმის წარმოების უზრუნვე-ლსაყოფად გამოყენებუ-ლი ღონისძიე-ბის სახე

შეფარ-დებუ-ლი სანქ-ცია

სანქციის

აღსრუ-ლების უზრუნ-ველყო-ფა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მონაცემები საბაჟო შეტყობინების შესახებ

გასაჩივ-რების სახე და თარიღი, მისი განხილ-ვის შედეგი

საბაჟო ვალდებულებების

შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თარიღი

N

გამოცემ-ის თა-რი-ღი

გამომტანი პირის თანამდებ-ობა,გვარი, სახელი

შეფა-რდებ-ული სანქც-ია

დარი-ცხუ-ლი ჯარი-მის თანხა

სანქ-ციის

აღსრულების უზრუნველყოფა

გადაცემის (გაგზავნის)

თარიღი

შეტყობინების შესრულების ვადა

 

იპოთეკა/გირავნო-ბა

მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე....

ყადაღა

ყადაღადადებული ქონების რეალიზა-ცია

ინკასო

გადამხ-დელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბოლოო შედეგი

(მონაცემები თანხის გადახდის შესახებ ან შეტყობინებაზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება

თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები

შენიშვნა

საბანკო გარანტია

დეპოზიტი

 

 

 

28

29

30

31

32

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი №6

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საბაჟო ორგანოს დასახელება

საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალი

200––– წლისათვის

საქმეები №––––––––––––––––-დან №––––––––––––––––-მდე

 

     დაწყებულია „––––––”–––––––––––––––––200––წ.

     დასრულებულია„––––––”–––––––––––––––––200––წ.

 დანართი №7

    

     წინამდებარე აღრიცხვის ჟურნალში დადგენილი წესით აკინძული, გადანომრილი და ბეჭდით დამოწმებულია –––––––– ფურცელი

 

––––––––––––––––––––––––––––––

 უფლებამოსილი პირის ვინაობა

–––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

„––––” –––––––––––– 200–– წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ", №1755, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.009.686 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68110-7/