საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1764
სარეგისტრაციო კოდი
230.150.070.22.033.009.691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (35)

შემდგომი ცვლილებები (26)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.009.691

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1764

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, დანართი №2).

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №188 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.382

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მარტის ბრძანება №208 - სსმ III, 15.03.2007, №35, მუხ.413

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №890 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1135

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №927 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1163

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №961 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1215

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1020 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1318

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1091 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1517

ინსტრუქცია საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა) და ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №2-ით“ (შემდგომში – მოწმობა №2) (დანართი №1 და დანართი №2).

    მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი საბაჟო გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი შემადგენლობით);

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტები – სატარანსპორტო ზედდებული, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და\ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მათი გადაზიდვა;

გ) საერთო წონა – დატვირთული სატრანსპორტო საშუალების წონა საქონელთან ერთად;

დ) წონა – საქონლის წონა თანდართული სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით ან მისი ფიზიკური აწონვის შემდგომ;

ე) გამგზავნი საბაჟო ორგანო – საბაჟო ორგანო, რომელიც ახორციელებს მოწმობის შევსებას და საიდანაც იწყება საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე კონტროლი (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტიდან საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადმოტვირთვის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლის);

ვ) დანიშნულების საბაჟო – გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის 23-ე გრაფაში მითითებული საბაჟო ორგანო ან სხვა საბაჟო ორგანო, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან/და გადაადგილებაზე კონტროლი;

ზ) დანიშნულების ადგილი – არასაბაჟო ორგანო (დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო საწყობი, რკინიგზის სადგური, პორტი, უბაჟო ვაჭრობის პუნქტი, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილი), სადაც მთავრდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.

თ) (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №961 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1215

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1020 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1318

    მუხლი 3

აღნიშნული მოწმობით ხორციელდება:

ა)  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადის კონტროლი და აღრიცხვა.

ბ) საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის შემდეგ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

დ) საბაჟო საზღვრის გადმომკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, თუ მათზე საბაჟო დამუშავების ოპერაცია არ ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო საგუშაგოზე;

ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა საბაჟო კონტროლის ზონას შორის გადაადგილებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

ვ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე საქონლის გადატვირთვისას;

ზ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებიდან საქონლის ნაწილის გადმოტვირთვის ან საქონლის დამატებით დატვირთვის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებებში დარჩენილი ან დამატებული და გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ სხვა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

ი) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ავტომანქანით შემოტანილი საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი პირადი ნივთების კონტროლი და აღრიცხვა. თუ შეუძლებელია საქონლის იდენტიფიკაცია, მაშინ მასზე განხორციელდება შესაბამისი საიდენტიფიკაციო საშუალებების ნიშანდება;

კ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

ლ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის კონტროლი, რომელიც გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ უბაჟო ვაჭრობის პუნქტში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1020 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1318

    მუხლი 4

აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება:

ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;

ბ) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე და საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

გ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;

დ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე;

ე) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას (გარდა შესაბამისი ნებართვის მფლობელის რომელიმე სახეობის საბაჟო საწყობისა) შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებულ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;

ვ) თავისი სვლით გადაადგილებულ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციაში შემავალ, მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებზე (ძრავის გარეშე), რომლითაც გადაადგილდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №890 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1135

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №927 - სსმ III, 25.07.2007, №105, მუხ.1163

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №961 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1215

    მუხლი 5

1. მოწმობის გამოწერას ახორციელებს გამგზავნი საბაჟო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საზღვაო პორტიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში, ასევე საწყობიდან პორტში გადაადგილებულ საქონელზე გამოიწერება მოწმობა №2 (დანართი №2-ის შესაბამისად) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, თუ არ ხდება სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ლუქის ახსნა. საზღვაო გზით საბაჟო საწყობში გადაადგილებულ საქონელზე დეკლარანტს შეუძლია  წინასწარ გამოწეროს მოწმობა და წარუდგენოს საბაჟო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი შესაბამისი კონტეინერების გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტები, საბაჟო მოხელეს ხელით შეაქვს ეს რეკვიზიტები საქონლის საზღვაო პორტიდან გასვლის დროს. საზღვაო პორტიდან საბაჟო საწყობში საქონლის შესვლის დროს საწყობის მფლობელი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, ხოლო საბაჟო მოხელე მოხსნის მოწმობას კონტროლიდან და საქონლის საბაჟო საწყობიდან გასვლის შემთხვევაში გამოწერს ახალ მოწმობას.

3. მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული, ასევე საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულისა) საბაჟო კონტროლიდან მოხსნა ხდება შესაბამისი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.

4. გამგზავნი საბაჟო ორგანო საქონლის საავტომობილო ტრანსპორტით (მ. შ. მისაბმელით) შემოტანისას (გარდა საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვაო პორტიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებულისა) ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამატებით სავალდებულო დალუქვას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის კონტროლის გაძლიერების მიზნით.

5. საბაჟო ორგანოს მიერ დამატებითი ლუქის დადება სხვა ქვეყნის მიერ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საბაჟო ორგანოს შესაბამისი მოხელის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შევსებული მოწმობის სათანადო მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან სიზუსტის მიმართ.

6.  ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ავტომანქანით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილების შემთხვევაში გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობა გამოიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და აღრიცხვის მოწმობის მე-19 გრაფაში მიეთითება ,,ფიზიკური პირის დეკლარაციის“ კოდი.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით გადაადგილების დროს, თუ პირს თან აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონელი, გამოიწერება მოწმობა ცალ-ცალკე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და საქონელზე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი მოწმობის მე-19 გრაფაში მიეთითება საქონელზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის კოდი ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების კლასიფიკატორის“ მიხედვით და სტამბური ნომერი.

8. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასაზღვრო საბაჟო ორგანო ერთდროულად ახორციელებს მოწმობის გამოწერას და მისი კონტროლიდან მოხსნას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №188 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.382

    მუხლი 6

1. მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება:

ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან გადაადგილებაზე კონტროლი, ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა;

ბ) არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) მითითებული არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება წარედგინება სხვა ნებისმიერ არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე – არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ ხორციელდება მოწმობის მე-3 გრაფაში მითითებული საბაჟო დამუშავების ოპერაცია, ან/და ნებისმიერი სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია);

გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) დაფიქსირებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება ერთსა და იმავე უცხო ქვეყანასთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე სხვა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის გადაადგილება ამ მიმართულებით იკრძალება (მაგ: აქციზური საქონელი; სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი);

დ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) დაფიქსირებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება სხვა უცხო ქვეყანასთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე სასაზღვრო საბაჟო ორგანოში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ მიმართულებით იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის გადადგილება (მაგ: აქციზური საქონელი; სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი):

დ.ა) იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი ან გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი წარადგენს დანიშნულების ქვეყნის შეცვლის დამადასტურებელ შესაბამის სატრანსპორტო დოკუმენტებს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინმსწრები სატრანსპორტო დოკუმენტის შესახებ მონაცემები. წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების კოდები ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ მიხედვით და დოკუმენტების ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება (ხოლო თუ დანიშნულების ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი) მიეთითება მოწმობის უკანა გვერდზე და დამოწმდება პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით;

დ.ბ) ,,დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკური პირს, მიუხედავად იმისა, გადაადგილდება თუ არა მსუბუქი ავტომანქანით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270​5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონელი ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით;

ე) სასაზღვრო ან არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 23-ე გრაფაში (დანიშნულების საბაჟოს) მითითებული არასასაზღვრო ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ნაცვლად საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით გადაადგილების დროს საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარედგინება სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სასაზღვრო ან არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე – არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანების შესაბამისად საქონლის მიმართ არ ხორციელდება მოწმობის მე-3 გრაფაში მითითებული საბაჟო დამუშავების ოპერაცია, ან/და ნებისმიერი სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია.

2. მოწმობით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემდეგ მოწმობის დუბლიკატის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწმობის კონტროლიდან მოხსნა დაიშვება, იმ შემთხვევაში, როცა:

ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) არ არის წარმოდგენილი მოწმობის კომპლექტის შესაბამისი ფურცლის ორიგინალი, ამასთან დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) წარმოდგენილია მოწმობის მე-20 გრაფაში ,,პასუხისმგებელი“ მითითებული პირის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილი მოწმობის დუბლიკატი. მოწმობა კონტროლიდან იხსნება შესაბამისი სამართალწარმოების განხორციელებისა და საბაჟო ვალდებულებების შესრულების შემდეგ;

ბ) დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) არ არის წარმოდგენილი მოწმობის კომპლექტის შესაბამისი ფურცლის ორიგინალი, ამასთან დანიშნულების საბაჟო ორგანოში (სასაზღვრო საბაჟო ორგანო) წარმოდგენილია მოწმობის დუბლიკატი, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები (წერილობითი დასტური საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან, საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ დამოწმებული ჩანაწერი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსავლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალში, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარულ სასაზღვრო საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ დამოწმებული ჩანაწერი სანიტარიული აღრიცხვის ჟურნალში ან/და საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია). აღნიშნულის შესახებ საბაჟო ორგანო ადგენს აქტს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №961 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1215

    მუხლი 7

მოწმობის შევსებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები:

ა) მოწმობა ივსება დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრასპორტო დოკუმენტების საფუძველზე;

ბ) საბაჟო შემოწმების განხორციელების შემთხვევაში, მოწმობა ივსება შემოწმების შედეგების მონაცემების საფუძველზე. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო შემოწმების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოწმობა ივსება წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა (არა საბაჟო ორგანო) ადგილამდე საბაჟო გაცილების თანხლებით შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების მიზნით. აღნიშნულ მოწმობაზე დაისმება შტამპი – ,,ექვემდებარება შემოწმებას“;

გ) ერთი მოწმობა ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე;

დ) მოწმობა ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. დასაშვებია მე-9 გრაფაში მონაცემების ხელით ჩაწერა, რაც დადასტურებული უნდა იყოს საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით;

ე) დასაშვებია მოწმობის ხელით შევსებაც. ინფორმაცია ხელით შევსებული მოწმობის ბლანკების სტამბური ნომრების, ასევე გახსნილი და დახურული TIR-კარნეტების შესახებ ეგზავნება შემოსავლების სამსახურს, ხოლო ხელით შევსებული ბლანკების და TIR-კარნეტების მონაცემები პირველივე შესაძლებლობისთანავე შეიტანება ერთიან სისტემაში ელექტრონული სახით, დადგენილი წესით;

ვ) დასაშვებია მოწმობის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის, აგრეთვე საქონლის დაბრუნების დროს საბაჟო ორგანოს მიერ დამღის დასმისათვის: ,,დაბრუნებულია საქონელი“;

ზ) მოწმობის კომპლექტი შედგება 3 სხვადასხვა ფერის (ყვითელი, ცისფერი და ვარდისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ზ.ა) პირველი ფურცელი (ყვითელი) ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;

ზ.ბ) მეორე ფურცელი (ცისფერი) თან მიყვება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე, რჩება საბაჟო ორგანოში და ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;

ზ.გ) მესამე ფურცელი (ვარდისფერი) რჩება დეკლარანტს ან გადამზიდველს, თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

თ) კონტროლზე აყვანისას მოწმობის სამივე ეგზემპლარზე დასაშვებია 1, 6, 9, 11, 13, 19, 20 და 24 გრაფებში შეტანილი არასწორი მონაცემების შესწორება ძველი მონაცემების გადახაზვით და ახალი მონაცემების ხელით შეტანით, რაც დამოწმებული უნდა იყოს საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით;

ი) დეკლარანტს უფლება აქვს, წინასწარ ელექტრონული სახით შევსებული მოწმობა მიაწოდოს საბაჟო ორგანოს;

კ) უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანებით საქართველოში საქონლის შემოტანის შემთხვევაში მოწმობა კონტროლიდან იხსნება დანიშნულების საბაჟო ორგანოში, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს საბაჟო ტერიტორია უნდა დატოვოს შემოსვლის დროს აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან არა უგვიანეს 20 დღის ვადაში. თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაიტვირთება გასატანი საქონლით, ახალი აღრიცხვის მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანო მოითხოვს შემოსვლის დროს გამოწერილი მოწმობის ვარდისფერ ფურცელს, რომლის უკანა გვერდზე აკეთებს აღნიშვნას ახალი მოწმობის გამოწერის შესახებ (ახალი მოწმობის ნომრის მითითებით), რაც დამოწმდება უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერით, თარიღითა და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით. ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელის ან დატვირთულის) მფლობელი გამსვლელ (დანიშნულების) საბაჟო ორგანოს უტოვებს საქართველოში შემოტანისას გამოწერილი მოწმობის ვარდისფერ ფურცელს, რომლის უკანა გვერდზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი აკეთებს აღნიშვნას სატრანსპორტო საშუალების გასვლის შესახებ ხელმოწერით, თარიღითა და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

    მუხლი 8. მოწმობა №2-ის შევსებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები

1. მოწმობა ივსება გადამზიდველის მიერ, გარდა იმ გრაფებისა, რაც ივსება საბაჟო ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. ერთი მოწმობა ივსება ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.

3. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე ხელით ან კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.

4. დასაშვებია საბაჟო ორგანოს მიერ გრაფებში შეტანილი არასწორი მონაცემების შესწორება ძველი მონაცემების გადახაზვით და ახალი მონაცემების ხელით შეტანით, რაც დამოწმებულ უნდა იქნეს საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

5. დასაშვებია მოწმობის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის.

6. შევსებული მოწმობის ყველა ეგზემპლარი წარედგინება საბაჟო მოხელეს, რომელიც დაარეგისტრირებს მათ, დაამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით.

7. მოწმობის კომპლექტი შედგება ექვსი სხვადასხვა ფერის (თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე და ორი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი ფურცელი (თეთრი) რჩება საბაჟო კონტროლზე აყვანისას და ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;

ბ) მეორე ფურცელი (ყვითელი) რჩება საზღვაო პორტს;

გ) მესამე ფურცელი (ვარდისფერი) რჩება საზღვაო პორტის დაცვას;

დ) მეოთხე ფურცელი (მწვანე) რჩება საბაჟო ორგანოს კონტროლიდან მოხსნისას და ეგზავნება შემოსავლების სამსახურს დადგენილი წესით;

ე) მეხუთე ფურცელი (ცისფერი) რჩება საბაჟო საწყობს;

ვ) მეექვსე ფურცელი (ცისფერი) რჩება საბაჟო გადამზიდველს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

    მუხლი 9

საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის, მოწმობა №2-ის და TIR-ის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა, მოწმობა №2 და TIR წიგნაკის ფურცლები (ყვითელი და მწვანე), შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოს ეგზავნება საბაჟო გამშვები პუნქტების (საბაჟო საგუშაგოების) მიერ, საბაჟო დამუშავების ადგილების მიხედვით სისტემატიზებული. კონტროლზე აყვანისას და კონტროლიდან მოხსნისას, არა უგვიანეს მეორე დღისა, მოწმობები ეგზავნება რეგიონალურ საბაჟოებს/რეგიონალურ ცენტრებს (საგადასახადო ინსპექციებს), რომლებიც უზრუნველყოფენ მათი შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოში გადაგზავნას. მოწმობაში და ინფორმაციის პროგრამა ,,ASYCUDA“-ს მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის აღრიცხვის მოწმობასთან ერთად იგზავნება შესაბამის სამმართველოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1091 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1517

    მუხლი 10

საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის შევსებისას ან კონტროლიდან მოხსნისას, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი საბუთები და/ან ცნობები.

თავი  II

მოწმობის და მოწმობა №2-ის შევსების წესი

    მუხლი 11. მოწმობის შევსების წესი

ა) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ ივსება შემდეგი გრაფები: 1, 2, 4, 5, 6, 7, 7ა, 8, 8ა, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, A, B, C;

ბ) გრაფა A – გრაფაში აღინიშნება გამგზავნი საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება;

გ) გრაფა 1 – ,,ექსპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნის (გამომგზავნების) რეკვიზიტები:

გ.ა) იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდება და იურიდიული მისამართი. თუ გამომგზავნი ერთზე მეტია, გრაფაში შედის ყველა მიმღების რეკვიზიტები;

გ.ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი;

გ.გ) ერთზე მეტი ფიზიკური პირის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება „იხ. დანართი“ და მოწმობას თან დაერთვის საბაჟო მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით დამოწმებული პირების სრული სია მათი კუთვნილი საქონლის რაოდენობა ადგილების მითითებით;

გ.დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები;

გ.ე) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – მძღოლის სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი;

დ) გრაფა 2 – ,,ფორმები“ – გრაფაში აღინიშნება – ,,1“;

ე) გრაფა 3 – გრაფაში აღინიშნება:

ე.ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში გადაადგილებისას თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად – რიცხვი „40“;

ე.ბ) ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის – „10“;

ე.გ) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის _ „80“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე.დ) რეექსპორტისათვის – „11“;

ე.ე) დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის – „31“;

ე.ვ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, გრაფაში აღინიშნება – „48“;

ე.ზ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ემატება ექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, ახალი მოწმობის გრაფაში აღინიშნება – „81“;

ე.თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას – „20“;

ე.ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნების შემთხვევაში – ციფრი „15“;

ე.კ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის შემთხვევაში – ციფრი „27“;

ე.ლ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის – „72“.

ვ) გრაფა 4 – ,,საქონლის რაოდენობა“ – აღინიშნება:

ვ.ა) საქონლის რაოდენობა;

ვ.ბ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება;

ზ) გრაფა 5 – ,,ადგილების რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება:

ზ.ა) სასაქონლო პარტიის ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში. არარსებობის შემთხვევაში აღინიშნება – ,,1“;

ზ.ბ) საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით და ა.შ. რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში როგორც სატვირთო ადგილი;

ზ.გ) იმ უმცირესი შეფუთვის რაოდენობა, რითაც შესაძლებელია მათი კუთვნილების იდენტიფიცირება, რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება.

თ) გრაფა 6 – ,,იმპორტიორი“ – აღინიშნება:

თ.ა) საქონლის მიმღების (მიმღებების) რეკვიზიტები:

თ.ა.ა.) თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, მისი სრული სახელწოდება და მისამართი;

თ.ა.ბ) თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი);

თ.ბ) ერთზე მეტი ფიზიკური პირის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ,,იხ. დანართი“ და მოწმობას თან დაერთვის საბაჟო მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით დამოწმებული პირების სრული სია მათი კუთვნილი საქონლის ადგილების მითითებით;

თ.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები;

თ.დ) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – მძღოლის სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი.

ი) გრაფა 7 – ,,გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო თუ გამომგზავნი ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი.

კ) გრაფა 7ა – ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი;

ლ) გრაფა 8 – ,,დანიშნულების ქვეყანა“ – გრაფაში მიეთითება დანიშნულების ქვეყნი ს მოკლე დასახელება, ხოლო თუ დანიშნულების ქვეყანა რამდენიმეა მიეთითება პირველი;

მ) გრაფა 8ა – ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი;

ნ)  გრაფა 9 – ,,სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში“ – გრაფაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (პირველ რიგში სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო კოდი ოთხნიშნა ქვესუბპოზიციის დონეზე – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ეროვნული ნომენკლატურის შესაბამისად; საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი). სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში გრაფაში იწერება ,,იხ. დანართი“ და მოწმობის ორივე ეგზემპლიარს დაერთვის სარკინიგზო ვაგონის, კონტეინერის და საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ლუქის ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ო) გრაფა 10 – ,,კონტეინერი“ – აღინიშნება:

ო.ა) 1 – თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება მოწმობის მე-13 გრაფაში;

ო.ბ) 0 – თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით.

პ) გრაფა 11 – ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამგვარი მონაცემები);

ჟ)  გრაფა 12 – ,,ტრანსპორტის სახეობა“ – ჩაიწერება მე-9 გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ,,ტრანსპორტის სახეობების კლასიფიკატორის“ მიხედვით.

რ) გრაფა 13 – „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება:

რ.ა) საქონლის დასახელება, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში ჩაიწერება VIN (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) ნომერიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

რ.ბ) კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ მათი ნომრები, თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი“. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში ჩაიწერება – ,,იხ. დანართი“;

რ.გ) მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა;

რ.დ) ,,სხვადასხვა დასახელების საქონელი“ – თუ რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება;

რ.ე) (ამოღებულია);

რ.ვ) (ამოღებულია);;

რ.ზ) ,,ჰუმანიტარული საქონელი“ – ჰუმანიტარული დანიშნულებით შემოტანილი ტვირთების შემთხვევაში;

რ.თ) ,,სხვადასხვა“ – თუ საქონლის დასახელება აღემატება ოთხს;

ს) გრაფა 14 ,,საქონელი №“ – გრაფაში აღინიშნება – ,,1“.

ტ) გრაფა 15 – ,,საქონლის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება:

ტ.ა) ,,1000“;   

ტ.ბ) აქციზური საქონლის დეკლარირებისას საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით – რვანიშნამდე სიზუსტით, ხოლო მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში – 8703);

ტ.გ) ,,7700“ – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავებისათვის საჭირო სხვა მონაცემების დაზუსტება, ასევე ამ მუხლის ,,რ.ზ“ და ,,რ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ტ.დ) ,,8701“ – ტრაქტორების (8709 სასაქონლო პოზიციის ტრაქტორების გარდა) შემოტანის შემთხვევაში;

ტ.ე) ,,8702“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების (განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით) შემოტანის შემთხვევაში;

ტ.ვ) ,,8704“ – ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის შემთხვევაში;

ტ.ზ) ,,8705“ – სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების, მგზავრების ან ტვირთის გადასაზიდად გამოსაყენებლების გარდა (მაგალითად, სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით) შემოტანის შემთხვევაში;

უ) გრაფა 16 – ,,საერთო წონა (კგ)“ – გრაფაში აღინიშნება:

უ.ა) მთელი რიცხვის სახით საერთო წონა კილოგრამებში;

უ.ბ) რკინიგზით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში გრაფაში იწერება საქონლის წონა კილოგრამებში;

უ.გ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება;

უ.დ) 1 – საქართველოში თავისი სვლით გადაადგილებული მსუბუქი და ცარიელი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მისაბმელების, ნახევრადმისაბმელებისა და კონტეინერების ჩათვლით) შემთხვევაში;

ფ) გრაფა 17 – ,,წონა (კგ)“ – გრაფაში ჩაიწერება:

ფ.ა) მთელი რიცხვის სახით საქონლის (რამდენიმე საქონლის) წონა კილოგრამებში;

ფ.ბ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება;

ფ.გ) 1 – საქართველოში თავისი სვლით გადაადგილებული მსუბუქი და ცარიელი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მისაბმელების, ნახევრადისაბმელებისა და კონტეინერების ჩათვლით) შემთხვევაში;

ქ)  გრაფა 18 – ,,გადაიტვირთა მოწმობა №“ – გრაფა ივსება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება ახალი აღრიცხვის მოწმობა. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები მოწმობის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ღ) გრაფა 19 – ,,სატრანსპორტო დოკუმენტები“ – გრაფაში აღინიშნება წარდგენილი დოკუმენტების კოდები ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანების №18 დანართის მე-11 ნაწილით განსაზღვრული ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების კლასიფიკატორის“ მიხედვით და დოკუმენტების ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ყ) გრაფა 20 – ,,პასუხისმგებელი“ – გრაფაში აღინიშნება:

ყ.ა) დეკლარანტის რეკვიზიტები;

ყ.ბ) დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – გადამზიდველის რეკვიზიტები;

ყ.გ) დეკლარანტის ან გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ხოლო არსებობის შემთხვევაში ბეჭედი;

ყ.დ) საქონლის რკინიგზით გადაადგილების დროს, მოცემულ გრაფაში მიეთითება, რომ მოწმობა და საქონელი მიიღო რკინიგზის წარმომადგენელმა;

შ) გრაფა 21 – ,,დანიშნულების ადგილი“ – აღინიშნება იმ ადგილის (არასაბაჟო ორგანოს) სამნიშნა ციფრული კოდი და მისამართი (მისამართი მიეთითება არა უმეტეს 21 სიმბოლოს გამოყენებით), დახურული საწყობის შემთხვევაში მხოლოდ სამნიშნა ციფრული კოდი, სადაც გამგზავნი საბაჟო ორგანოს მითითებით უნდა დამთავრდეს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება;

ჩ) გრაფა 22 – ,,მოწმობა №“ – აღინიშნება მოწმობის სტამბური ნომერი;

ც) გრაფა 23 – ,,დანიშნულების საბაჟო“ – აღინიშნება, დანიშნულების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი განკუთვნილია დახურული ტიპის საბაჟო საწყობში შესანახად, გრაფაში აღინიშნება რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) კოდი, ხოლო დეკლარანტს უფლება აქვს საბაჟო დამუშავების ოპერაციები განახორციელოს ამ რეგიონალური საბაჟო ორგანოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე;

ძ) გრაფა 24 – გრაფაში აღინიშნება:

ძ.ა) ,,მებაჟე“-ს გასწვრივ გამგზავნი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის პირადი ნომერი;

ძ.ბ) ,,ლუქის ნომრები“-ს გასწვრივ – სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული ლუქის ნომრები. თუ ლუქი არ არის დადებული, ასევე სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში აღინიშნება – 0;

ძ.გ) ,,გამოცხადების თარიღის“ გასწვრივ – 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან 21-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების ადგილში (არასაბაჟო ორგანოში) გამოცხადების თარიღი, რომელიც მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განისაზღვრება გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, გამოცხადების თარიღი განისაზღვრება 10 კალენდარული დღით, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღი.

ძ.დ) ,,დრო“-ს გასწვრივ შევსების დრო.

წ) გრაფა 25 – ,,ადგილი და თარიღი“ – გრაფაში მიეთითება მოწმობის შევსების ადგილი და თარიღი;

ჭ) გრაფა B – აღინიშნება მოწმობის რეგისტრაციის ნომერი;

ხ) გრაფა C – უნდა დაისვას გამგზავნი საბაჟო ორგანოს დამღა – ,,აყვანილია კონტროლზე“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს შევსების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა;

ჯ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში:

ჯ.ა) გამგზავნმა საბაჟო ორგანომ უზრუნველყოს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის შესახებ ინფორმაციის პროგრამა „ASYCUDA“-ს მონაცემთა ბაზაში შეტანა. ამასთან მოწმობის 22-ე ელექტრონულ გრაფაში მოწმობის სტამბური ნომრის ნაცვლად მიეთითება TIR წიგნაკის ნომერი, ხოლო წიგნაკის შესაბამის (ყვითელი) ეგზემპლარზე აღინიშნება პროგრამის მიერ მინიჭებული „D“ ნომერი. პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს შევსების თარიღს, რაც მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით;

ჯ.ბ) დანიშნულების საბაჟო ორგანო კონტროლიდან მოხსნის ელექტრონული სახით და პროგრამა „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერს მიუთითებს TIR წიგნაკის შესაბამის (მწვანე) ეგზემპლარზე. პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს, რაც მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 მარტის ბრძანება №208 - სსმ III, 15.03.2007, №35, მუხ.413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №961 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1215

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1020 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1318

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1091 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1517

    მუხლი 12. დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი

ა)  გრაფა D – აღინიშნება კონტროლიდან მოხსნის ნომერი (R . . . ), რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

ბ) გრაფა E – უნდა დაისვას 23-ე გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან იმ საბაჟო ორგანოს დამღა, სადაც წარდგენილ იქნა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება – ,,მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა;

გ)  გრაფა 18 A – ხელით ჩაიწერება და მოწმდება პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით (გარდა საბაჟო (დროებითი შენახვის) საწყობში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემთხვევისა):

გ.ა)    საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე ახალი აღრიცხვის მოწმობის გამოწერის შემთხვევაში – ახალი მოწმობის ნომერი და თარიღი;

გ.ბ)   საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის (სტატისტიკური) ნომერი და თარიღი;

გ.გ)   სხვა დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და თარიღი, რომლითაც გრძელდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.

გ.დ) საბაჟო სამართალდარღვევის არსებობისას ამავე გრაფაში ჩაიწერება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნომერი და თარიღი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №961 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1215

    მუხლი 13

1.  საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:

ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს (დროებითი შენახვის საწყობს), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;

ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმების გამოყენებისას, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებითი დასაწყობების ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსის ჩამორთმევისას უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.

2.  სხვა დანარჩენ შემთხვევაში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება 23-ე გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გამოცხადების თარიღს და დროს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი, წარწერა, თარიღი და დრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №1020 - სსმ III, 27.08.2007, №121, მუხ.1318

    მუხლი 14. მოწმობა №2-ის შევსების წესი

1. მოწმობის № შედგება ორი რიცხვისაგან. პირველი რიცხვის ოთხნიშნა ციფრი წარმოადგენს მოწმობის დამმოწმებელი საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის ნომერს, ხოლო მეორე რიცხვის ხუთნიშნა ციფრი მოწმობის სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის რიგით ნომერს. ჟურნალში ნუმერაცია განახლდება ყოველი წლის დასაწყისიდან.

2. გრაფა „გადამზიდველი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის პასუხისმგებელი გადამზიდველის სრული დასახელება და რეკვიზიტები.

3. გრაფა „საბაჟო ორგანო“ – მიეთითება იმ საბაჟო ორგანოს დასახელება და ხუთნიშნა კოდი, რომლის მიერაც ხდება მოწმობის დამოწმება.

4. გრაფა „განწესის ნომერი“ – აღინიშნება იმ განწესის ან დავალების ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.

5. გრაფა „წინმსწრები აღრიცვის მოწმობის ნომერი“ – მიეთითება წინმსწრები მოწმობის ნომერი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. გრაფა „შევსების თარიღი და დრო“ – მიეთითება მოწმობის შევსების თარიღი და დრო.

7. გრაფა „კონტეინერების რაოდენობა“ – მიეთითება სატრანსპორტო საშუალებაზე მოთავსებული კონტეინერების რაოდენობა.

8. გრაფა „გაგზავნის ადგილი“ – მიეთითება საზღვაო პორტის ან საბაჟო საწყობის დასახელება, საიდანაც იგზავნება საქონელი, ასევე საწყობის სანებართვო მოწმობის ნომერი.

9. გრაფა „დანიშნულების ადგილი“ – მიეთითება საზღვაო პორტის ან საბაჟო საწყობის დასახელება, სადაც იგზავნება საქონელი, ასევე საბაჟო საწყობის სანებართვო მოწმობის ნომერი.

10. გრაფა „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე, რეისი“ – მიეთითება საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება და რეისი.

11. გრაფა „მძღოლი“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის გვარი გარკვევით.

12. გრაფა „ა/მ ტიპი“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი.

13. გრაფა „ა/მ N“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო.

14. გრაფა „მისაბმელი“ – ჩაიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების მისაბმელის.

15. ცხრილის პირველ სვეტში – მიეთითება კონტეინერის №.

16. ცხრილის მეორე სვეტში – მიეთითება კონტეინერის ტიპი.

17. ცხრილის მესამე სვეტში – მიეთითება ფაქტობრივი ლუქის ნომრები.

18. ცხრილის მეოთხე სვეტში – მიეთითება საქონლის დასახელება სიტყვიერად.

19. ცხრილის მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის ბრუტო წონა.

20. გრაფა „ოპერატორი“ – აღინიშნება აგენტისა და/ან ექსპედიტორის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და დაისმება ბეჭედი.

21. გრაფა „გადაზიდვაზე პასუხისმგებელი“ – დაისმება გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

22. გრაფა „გამოცხადების თარიღი და დრო“ – მიეთითება დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ფაქტობრივი დრო. საბაჟო საწყობში საქონლის შეტანისას გრაფას ავსებს საწყობის საამისოდ უფლებამოსილი პირი. მოწმობის ყველა წარდგენილ ეგზემპლარზე დაისმება საწყობის შტამპი. მოწმობის ეგზემპლარები საბაჟო მოხელეს წარედგინება პირველი შესაძლებლობისთანავე. პორტში შეტანისას გრაფას ავსებს საბაჟო მოხელე და დაამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.

23. გრაფა „აყვანილია კონტროლზე“ – დაესმება შტამპი „აყვანილია კონტროლზე“ და საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭედი, ხელმოწერა და თარიღი.

24. გრაფა „მოხსნილია კონტროლიდან“ – დაესმება შტამპი „მოხსნილია კონტროლიდან“ და საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭედი, ხელმოწერა და თარიღი. საზღვაო ტრანსპორტზე საქონლის გადატვირთვისას მოწმობის კონტროლიდან მოხსნის საფუძველია დატვირთვის დამადასტურებელი დოკუმენტი (მანიფესტი, გენერალური აქტი, სურვეიერის აქტი და სხვა).

25. გრაფებში, რომელიც არ ივსება, იწერება „__“ (ტირე).

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15

მოწმობა, თანდართული სატრანსპორტო დოკუმენტები და ცნობები ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16

მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია, არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა (ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისი სვლით გადაადგილების ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში – არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №99 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.204

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №961 - სსმ III, 03.08.2007, №109, მუხ.1215

 

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №000000

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №408 - სსმ III, 30.04.2007, №60, მუხ.681

 

UNCTAD/ ASYCUDA

_____________________________

1 ექსპორტიორი N:

 

 

 

მოწმობა      A გამგზავნი საბაჟო ორგანო

             T1   საბაჟოს კოდი: 

2 ფორ.   3     B სარეგისტრაციო ნომერი

_______________________________

 

4 საქ.        5 ადგ რაოდ.      2006/

1

6 იმპორტიორი N :

_______________________________

7 გამომგზ. ქვეყანა    7ა კოდი   8ა კოდი

_______________________________

                                   8 დანიშნ. ქვეყანა

9 სატრანსპორტო საშუალება                    10კტ

ქვეყანაში         

_______________________________________

11 სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე

_______________________________________

12 ტრანს ორტ. სახე

  C აყვანილია კონტროლზე

13 საქონლის  აღწერა და რაოდენობა                           14

საქ.

                                                                                             1

No

რ-ბა, სახე:         0

საქონლის აღწერა :

 

 

კონტეინერის ნომრები:

       15 საქონლის კოდი

______________________

    16 საერთ. წონა  კგ

_________________     

         17 წონა, კგ

____________________

18 გადაიტვირთა მოწმობა N

 

19 სატრანსპორტო დოკუმენტები

18A

_____________________________

                 D

                 R -

20 პასუხისმგებელი No

 

E მოხსნილია კონტროლიდან

21 დანიშნულების ადგილი

 

 

22 მოწმობა                    :

                     :                                     :

23 დანიშნულების საბაჟო

24

მებაჟე:

ლუქის ნომრები

            :

გამოცხადების თარიღი:

დრო:

25 ადგილი და თარიღი

 

 

 

 

 

    

 

დანართი № 2

საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო  საშუალების აღრიცხვის მოწმობა №2

0000/00000

 

გადამზიდველი -------- საბაჟო ორგანო ----------------------------------------------

----------------------------- განწესის N -----------------------------------------------------

 

------------------------------ წინმსწ. აღრ. მოწ. N ---------------------------------------

 

შევსების თარიღი და დრო --------- ------------   კონტ. რ-ბა   ---------------------

 

გაგზავნის ადგილი --------------დანიშნულების ადგილი ---------------------------

 

ს/ს საზღვარზე ---------------------------------------------- რეისი -----------------

 

მძღოლი ----------- ა/მ ტიპი ------------- ა/მ N ------------- მისაბმელი --------------

 

 

კონტეინერის №

ტიპი

ლუქის №

საქონელი

ბრუტო წონა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოპერატორი --------------------------------                 ბ.ა.

 

გადაზიდვაზე პასუხიმგებელი ----------------------------

 

გამოცხადების თარიღი და დრო -------------------- ----------                   ბ.ა.

 

 

აყვანილია კონტროლზე

 

 

 

მოხსნილია კონტროლიდან

       

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1764, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.009.691 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68140-9/