საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1765
სარეგისტრაციო კოდი
230.150.020.22.033.009.699
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (38)

წინა ცვლილებები (37)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.009.699

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1765

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო ორგანოებს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებად განესაზღვროთ:

ა) საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ადგილებში საქონლის წარდგენასთან, დათვალიერებასთან, საბაჟო დოკუმენტების არსებობის დადგენასთან, ზოგად დეკლარირებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხოციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – სასაზღვრო საბაჟო ორგანოები: საბაჟო გამშვები პუნქტები (წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი, ბათუმის აეროპორტი, ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები) და საბაჟო საგუშაგოები (თბილისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთისა და ყულევის პორტები);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №192 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.386

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1084 - სსმ III, 04.10.2007, №138, მუხ.1511

ბ) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოსაქცევად საქონლის წარდგენასთან, საბაჟო დეკლარირებასთან და დათვალიერებასთან, საბაჟო გადასახდელების გადახდასთან, სატრანსპორტო საშუალებებისა და პირადი ნივთების შემოწმებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების შემდეგი ადგილები:

ბ.ა.) თბილისის რეგიონული ცენტრი:

ბ.ა.ა) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

ბ.ა.ბ) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;

ბ.ა.გ) ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17;

ბ.ა.დ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო  პროცედურის ჩატარების ადგილზე);

ბ.ა.ე) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ა.ვ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის).

ბ.ბ) ახალციხის რეგიონული ცენტრი:

ბ.ბ.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორია;

ბ.ბ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა  და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.გ) თელავის რეგიონული ცენტრი:

ბ.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე  II-ის გამზ. №1;

ბ.გ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის  ქ. №21, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში  სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა  და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“  ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.დ)  ქუთაისის რეგიონული ცენტრი:

ბ.დ.ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“;

ბ.დ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“  ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ე) რუსთავის რეგიონული ცენტრი:

ბ.ე.ა) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;

ბ.ე.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში  სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა  და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“  ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ვ) ბათუმის რეგიონული ცენტრი:

ბ.ვ.ა) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა;  

ბ.ვ.ბ)  ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა  და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“  ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;   

ბ.ზ) ფოთის რეგიონული ცენტრი:

ბ.ზ.ა) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;

ბ.ზ.ბ) ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა).

ბ.ზ.გ) ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის  განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“  ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ზ.დ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის  განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა  და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;   

ბ.ზ.ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა  და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №№500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრან-სპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

     ბ.თ) გაფორმების დეპარტამენტი:

ბ.თ.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.; 

ბ.თ.ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.; 

ბ.თ.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“ – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №93 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.202

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №192 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.386

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 მაისის ბრძანება №538 - სსმ III, 01.06.2007, №76, მუხ.822

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 21 ივნისის ბრძანება №671 - სსმ III, 25.06.2007, №88, მუხ.946

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1084 - სსმ III, 04.10.2007, №138, მუხ.1511

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №62 - სსმ III, 22.01.2008, №9, მუხ.111

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №180 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.341

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 თებერვლის ბრძანება №211 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.354

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 7 აპრილის ბრძანება №332 - სსმ III, 10.04.2008, №54, მუხ.625

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 ივნისის ბრძანება №515 - სსმ III, 17.06.2008, №85, მუხ.933

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №559 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1001

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №683 - სსმ III, 03.09.2008, №129, მუხ.1296

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №792 - სსმ III, 24.10.2008, №155, მუხ.1530

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №808 - სსმ III, 29.10.2008, №157, მუხ.1573

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №175 - სსმ III, 19.03.2009, №33, მუხ.393

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  5 მაისის ბრძანება №356-სსმ III, №52,10.05. 2010, მუხ.793

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №544-სსმ III, №79,05.07. 2010, მუხ.1158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №628-სსმ III, №98,12.08. 2010, მუხ.1449

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №820-სსმ III, №141,01. 11. 2010წ., მუხ.2028

ბ​1) თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების შემდეგი ადგილები:  

ბ​1.ა) ქუთაისის რეგიონული ცენტრი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;

ბ​1.ბ) ფოთის რეგიონული ცენტრი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №544-სსმ III, №79,05.07. 2010, მუხ.1158

გ) საქონლის დროებითი დასაწყობების დროს – საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით დაიშვება დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  5 მაისის ბრძანება №356-სსმ III, №52,10.05. 2010, მუხ.793

3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წერილობითი თანხმობა არაა საჭირო მუდმივ და დროებით საცხოვრებლად გადაადგილებულ პირთა, დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა, დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) კუთვნილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისა და გრანტით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას.

  4. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 3 000 ლარზე ნაკლები ღირებულების (საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების) საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონელი, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ექვემდებარება დეკლარირებას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც პირის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში – ,,სამთაწყარო“, ,,ახკერპი“ და ,,მტკვარი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №95 - სსმ III, 12.02.2007, №19, მუხ.218

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 მაისის ბრძანება №538 - სსმ III, 01.06.2007, №76, მუხ.822

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №905-სსმ III, №159,30.12. 2009, მუხ.1966

5. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 1500 ლარზე (იმპორტის შემთხვევაში) და 3000 ლარზე (ექსპორტის შემთხვევაში) ნაკლები საბაჟო ღირებუ-ლების საქონელი ექვემდებარება იმავე მატარებელში შესაბამისად იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში მოქცევას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ადგილზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №95 - სსმ III, 12.02.2007, №19, მუხ.218

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

5​1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილებად განისაზღვროს:

ა) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  5 მაისის ბრძანება №356-სსმ III, №52,10.05. 2010, მუხ.793

ბ) წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო კემპინგი“;

 გ) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 6 თებერვლის ბრძანება №116 - სსმ III, 07.02.2008, №19, მუხ.228

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №559 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1001

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

დ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №78 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.159

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 6 თებერვლის ბრძანება №116 - სსმ III, 07.02.2008, №19, მუხ.228

5​2. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთებისა ან/და არა უმეტეს 20 ლიტრი ბენზინის დეკლარირება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №78 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.159

5​3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილებად განისაზღვროს:

ა) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  5 მაისის ბრძანება №356-სსმ III, №52,10.05. 2010, მუხ.793

ბ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;

გ) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5;

დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 თებერვლის ბრძანება №211 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.354

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 7 აპრილის ბრძანება №332 - სსმ III, 10.04.2008, №54, მუხ.625

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №521 - სსმ III, 07.08.2009, №98, მუხ.1085

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №964-სსმ III, №160,31.12. 2009, მუხ.2033

5​4.​ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №907 - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1810

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №567 - სსმ III, 31.08.2009, №107, მუხ.1236

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №544-სსმ III, №79,05.07. 2010, მუხ.1158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №820-სსმ III, №141,01. 11. 2010წ., მუხ.2028

5​5. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №521 - სსმ III, 07.08.2009, №98, მუხ.1085

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №567 - სსმ III, 31.08.2009, №107, მუხ.1236

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №905-სსმ III, №159,30.12. 2009, მუხ.1966

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  5 მაისის ბრძანება №356-სსმ III, №52,10.05. 2010, მუხ.793

5​6. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №567 - სსმ III, 31.08.2009, №107, მუხ.1236

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №905-სსმ III, №159,30.12. 2009, მუხ.1966

5​7. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №692 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1529

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №167-სსმ III, №24,05.03. 2010, მუხ.367

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ღია/დახურული, დალუქული/დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული იმ საქონლის, რომლის სათანადო აღრიცხვა და საიმედო იდენტიფიცირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია, საბაჟო დამუშავების ოპერაციის უახლოეს ადგილამდე ტრანსპორტირება განხორციელდეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის უშუალო თანხლებით და ზედამხედველობის ქვეშ.

5​8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი საქონელი (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც პირის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №905-სსმ III, №159,30.12. 2009, მუხ.1966

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №628-სსმ III, №98,12.08. 2010, მუხ.1449

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №914-სსმIII, №165,17. 12. 2010წ., მუხ.2336

7. საბაჟო პროცედურების განხორციელების დროდ განისაზღვროს:

ა) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის:

ა.ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული, ასევე ამ პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა საბაჟო პროცედურების განხორციელებისას – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის პირველი ხუთი დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10.00 საათიდან – 18.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;

ა.ბ) რეგისტრირებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის პირველი ხუთი დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 00.00 საათიდან – 24.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;

ა.გ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 და ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა-ში მდებარე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებზე საზღვაო ტრანსპორტით საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, აგრეთვე ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით გათვალისწინებული ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერა-დახურვასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის 00.00 საათიდან – 24.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, ამ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №521 - სსმ III, 07.08.2009, №98, მუხ.1085

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №567 - სსმ III, 31.08.2009, №107, მუხ.1236

ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოებისათვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00​00– 24​00 საათი;

გ) ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროდ განისაზღვროს ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლის საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით გადაადგილებისთვის აუცილებელი დროის პერიოდი;

დ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფისათვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00.00-24.00 საათი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №892 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1137

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 3 იანვრის ბრძანება №2 - სსმ III, 09.01.2008, №3, მუხ.43

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №892 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1137

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №907 - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1810

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №567 - სსმ III, 31.08.2009, №107, მუხ.1236

ე) ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) განყოფილებების შენობებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფებისათვის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სამუშაო დრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

ვ) ,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული – საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00:00 – 24:00 საათი.

ზ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტისათვის _ სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00.00– 24.00 საათი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №521 - სსმ III, 07.08.2009, №98, მუხ.1085

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №189-სსმ III, №29,17.03. 2010, მუხ.428

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №544-სსმ III, №79,05.07. 2010, მუხ.1158

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №820-სსმ III, №141,01. 11. 2010წ., მუხ.2028

7​1. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო პროცედურის არასამუშაო დროს განხორციელების მიზნით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წერილობით მიმართოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო დროის დამთავრებამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №892 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1137

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №567 - სსმ III, 31.08.2009, №107, მუხ.1236

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №964-სსმ III, №160,31.12. 2009, მუხ.2033

7​2. ამ ბრძანების მე-7 და 7​1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცვლიანობის განრიგი, არასამუშაო დროს ზეგანაკვეთური (კალენდარულ კვირაში 40 საათზე მეტი) სამუშაოს პირობები, აგრეთვე სხვა შესაბამისი საკითხები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №892 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1137

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №907 - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1810

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №544-სსმ III, №79,05.07. 2010, მუხ.1158

8. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №403 ბრძანებები.

8​1.   ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან შემოსავლების სამსახურის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:

ა) საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – თბილისის რეგიონულ ცენტრს;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „მტკვარი“ – რუსთავის რეგიონულ ცენტრს;

გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ – ქუთაისის რეგიონულ ცენტრს;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტები „ლაგოდეხი“ და „სამთაწყარო“ – თელავის რეგიონულ ცენტრს;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტები „ვალე“ და „ნინოწმინდა“ – ახალციხის რეგიონულ ცენტრს;

ვ) საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი“, საბაჟო გამშვები პუნქტები: „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ – ბათუმის რეგიონულ ცენტრს;

ზ) საბაჟო საგუშაგო „ფოთისა და ყულევის პორტები“ – ფოთის რეგიონულ ცენტრს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №192 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.386

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1084 - სსმ III, 04.10.2007, №138, მუხ.1511

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1102 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1528

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1227 - სსმ III, 29.11.2007, №169, მუხ.1872

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №62 - სსმ III, 22.01.2008, №9, მუხ.111

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №180 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.341

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №594 - სსმ III, 15.07.2008, №100, მუხ.1110

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №544-სსმ III, №79,05.07. 2010, მუხ.1158

9. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №93 - სსმ III, 08.02.2007, №18, მუხ.202

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №95 - სსმ III, 12.02.2007, №19, მუხ.218

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №192 - სსმ III, 12.03.2007, №32, მუხ.386

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 მაისის ბრძანება №538 - სსმ III, 01.06.2007, №76, მუხ.822

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 21 ივნისის ბრძანება №671 - სსმ III, 25.06.2007, №88, მუხ.946

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 ივლისის ბრძანება №892 - სსმ III, 19.07.2007, №103, მუხ.1137

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1084 - სსმ III, 04.10.2007, №138, მუხ.1511

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1102 - სსმ III, 05.10.2007, №139, მუხ.1528

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1227 - სსმ III, 29.11.2007, №169, მუხ.1872

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 3 იანვრის ბრძანება №2 - სსმ III, 09.01.2008, №3, მუხ.43

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №62 - სსმ III, 22.01.2008, №9, მუხ.111

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №78 - სსმ III, 24.01.2008, №11, მუხ.159

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 6 თებერვლის ბრძანება №116 - სსმ III, 07.02.2008, №19, მუხ.228

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ბრძანება №180 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.341

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 თებერვლის ბრძანება №211 - სსმ III, 29.02.2008, №32, მუხ.354

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 7 აპრილის ბრძანება №332 - სსმ III, 10.04.2008, №54, მუხ.625

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 ივნისის ბრძანება №515 - სსმ III, 17.06.2008, №85, მუხ.993

18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №559 - სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.1001

19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 ივლისის ბრძანება №594 - სსმ III, 15.07.2008, №100, მუხ.1110

20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №683 - სსმ III, 03.09.2008, №129, მუხ.1296

21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №792 - სსმ III, 24.10.2008, №155, მუხ.1530

22. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №808 - სსმ III, 29.10.2008, №157, მუხ.1573

23. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №907 - სსმ III, 15.12.2008, №178, მუხ.1810

24. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანება №175 - სსმ III, 19.03.2009წ., №33, მუხ.393

25. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანება №407 - სსმ III, 29.06.2009, №79, მუხ.868

26. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №521 - სსმ III, 07.08.2009, №98, მუხ.1085

27. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №567 - სსმ III, 31.08.2009, №107, მუხ.1236

28. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №692 - სსმ III, 28.10.2009წ., №132, მუხ.1529

29. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №905-სსმ III, №159,30.12. 2009წ., მუხ.1966

30. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №964-სსმ III, №160,31.12. 2009წ., მუხ.2033

31. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №167-სსმ III, №24,05.03. 2010წ., მუხ.367

32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 16 მარტის ბრძანება №189-სსმ III, №29,17.03. 2010წ., მუხ.428

33. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  5 მაისის ბრძანება №356-სსმ III, №52,10.05. 2010წ., მუხ.793

34. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №544-სსმ III, №79,05.07. 2010წ., მუხ.1158

35. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №628-სსმ III, №98,12.08. 2010წ., მუხ.1449

36. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №820-სსმ III, №141,01. 11. 2010წ., მუხ.2028

37. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №914-სსმIII, №165,17. 12. 2010წ., მუხ.2336

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“, №1765, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.009.699 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68170-37/