სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.06.2007 ბოლო ცვლილება 30.08.2024
ნომერი
№892
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.22.034.010.501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 02/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (30)

შემდგომი ცვლილებები (15)

წინა ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №892

2007 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

+

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 3 მაისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

+

თავი I

+

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

+

ეს ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ადგენს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, ლიზინგის მოწმობის გაცემის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №486- ვებგვერდი, 25.09.2017წ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

    მუხლი 2

+

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში;

ბ) საფასური – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

   გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ  ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება;

 დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემჭიდროებულ ვადაში;

   ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი პირი, რომელსაც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს მომსახურების გაწევა;

ე​1) მესამე პირი – ნებისმიერი დაინტერესებული პირი, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და მონაცემთა დამმუშავებლისა;

ვ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

ზ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდზე ან სხვა მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

თ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ ბრძანებით;

    ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: 

ი.ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია;

ი.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;

ი.გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ ქვეპუნქტის „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;

ი.დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

  კ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

კ.ა) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის შესახებ; 

კ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

კ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;

  ლ) დამხმარე ტექნიკური საშუალებები – სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დამხმარე საშუალებები, რომლებზეც არ გაიცემა სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

მ) სამომავლო ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გირავნობის გარიგებით განსაზღვრული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში;

ნ) ავტორიზებული მოგირავნე ან ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) – მოგირავნე ან ნოტარიუსი (მისი შემცვლელი), რომელსაც სააგენტოსთან დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მინიჭებული აქვს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის წარდგენის უფლება.

ო) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ო.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული  მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ;

ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ო.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;

პ) მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც  მუშავდება მონაცემი;

ჟ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით;

რ) ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი – სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი;

ს) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მიზნებისათვის ეს ტერმინი მოიცავს:

ს.ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში:

ს.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას;

ს.ა.ბ) ამ წესის 2​1 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას – საქართველოს მოქალაქის პასპორტს ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემულ მართვის მოწმობას;

ს.ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობას ან პასპორტს.

ტ) ლიზინგის რეგისტრაცია − სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

უ) ლიზინგის მოწმობა − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580​​​ ​8 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა;

ფ) ავტორიზებული ლიზინგის გამცემი – ლიზინგის გამცემი, რომელსაც სააგენტოსთან დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მინიჭებული აქვს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ლიზინგის რეგისტრაციის ან/და ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის წარდგენის უფლება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 902 - ვებგვერდი, 03.12 .2013 წ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №486- ვებგვერდი, 25.09.2017წ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

      მუხლი 2​1

+

  1. მომსახურების გაწევისას სააგენტოს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), თავის მიერ დამუშავებულ მონაცემებში შეიტანოს ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

  2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს, მიუხედავად საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილისა.

  3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს ერთ სტრუქტურულ ერთეულში დაწყებული მომსახურების გაგრძელება მოითხოვოს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული გარემოებების არსებობისას საქმისწარმოებისათვის გათვალისწინებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის სტრუქტურული ერთეულების მიერ ურთიერთგაცვლის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ.

  4. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველ მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

  5. მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოში აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ინახება ელექტრონული სახით.

  6. თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი მიიღება, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით.

  7. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით,  ან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში პირის პერსონალური მონაცემები ლათინური ტრანსლიტერაციითაცაა შესრულებული, ან კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის  თარგმნის გარეშე წარმოებაში მიღების ვალდებულებას.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

თავი II

+

  

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის წესი

მუხლი 3

+

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:

ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

ბ) მექანიკურ ი სატრანსპორტო საშუალებ ის გირავნობის რეგისტრაცი ა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემ ის გამოყენებით, ავტორიზებული მოგირავნ ი ს ელექტრონული განცხადების საფუძველზე .

2. სააგენტო უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს (მათ შორის, საარქივო მასალები) და გასცეს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. ელექტრონულ დოკუმენტებს და მათ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური სახის დოკუმენტებს.

3. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ამ წესით განსაზღვრულ დოკუმენტებისა, დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია გირავნობის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 4. სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობა რეგისტრირდება ამ წესით განსაზღვრული მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობა რეგისტრირებულად ითვლება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ჟურნალში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მისი რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მომენტიდან.

6. გირავნობის რეგისტრაციის საფასური გადაიხდევინება დასაგირავებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შესაბამისად.

7. სააგენტოსთან გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია ელექტრონული განცხადების საფუძველზე განახორციელოს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია ან/და მიიღოს გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურება.

7​1. სააგენტოსთან დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ავტორიზებული ნოტარიუსი ს (შემცვლელი პირ ის ) მიერ შედგენილი ან/და დამოწმებული გირავნობის გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, ავტორიზებული ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) ელექტრონული სახის მომართვის საფუძველზე.

8. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი გირავნობის გარიგების მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსზე და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე. სააგენტო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გარიგებაში ასახული გარემოებების დამადასტურებელ პირად (გარდა გირავნობის რეგისტრაციის ფაქტისა).

9. დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრირებული გირავნობისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვრება რეგისტრაციის წიგნში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გირავნობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის ასახვიდან ერთი თვის ვადით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

     მუხლი 3​1

+

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო ახორციელებს გირავნობის რეგისტრაციას:

ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

  ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მიქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც  დეკლარირებულია ავტოსატრანსპორტო  საშუალების საბაჟო დეკლარაციით;

გ) სააგენტოში რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.

დ) დამგირავებლის მიერ შესაძენ სამომავლო ქონებაზე, თუ სამომავლო ქონება წარმოადგენს:

დ.ა) საქართველოში დაურეგისტრირებელ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ სატრანსპორტო საშუალებებს;

დ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.

2. სააგენტოში დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია დამატებით აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში.

3. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.

4. სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება დამგირავებლის მიერ მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

5. სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ გირავნობის გარიგებაში კონკრეტულად არ არის განსაზღვრული დამგირავებლის მიერ შესაძენი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

6. სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაციის არსებობისას სააგენტოში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახალ მესაკუთრეზე გადაფორმების შემთხვევაში, შემძენზე გადადის დაუტვირთავი ქონება, თუ მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოში არ მოიპოვება ინფორმაცია სამომავლო ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გახდომის შესახებ. აღნიშნული წესი არ ვრცელდება, თუ შემძენი დამგირავებელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

მუხლი 4

+
 

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) გირავნობის გარიგება, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ელექტრონული ან მატერიალური სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკური სატრანსპო რ ტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და მისი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარების ფაქტს;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამგირავებლის საკუთრების უფლების წარმოშობის (გარდა სამომავლო ქონებისა) დამადასტურებელი დოკუმენტი (კონოსამენტი, ინვოისი, ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვ.) ან მისი ასლი.

3. მარეგისტრირებელ ორგანოში (სააგენტო) უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, გარიგების მონაწილე მხარეების მიერ  გირავნობის გარიგებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი მოგირავნისა და დამგირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე იურიდიული პირია – იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი და მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.

4. თუ დაინტერესებული პირი გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმოდგენილ უნდა იქნეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ წესით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციისათვის საჭირო გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013წ.

    მუხლი 4​1

+

1. ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ გირავნობის გარიგებით განსაზღვრულ ი მექანიკურ ი სატრანსპორტო საშუალებ ის გირავნობის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ელექტრონული სახის განცხადება/მომართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გირავნობის გარიგების შედგენის თარიღსა და ნომერს;

ბ) მონაცემებს მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს;

დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის მაქსიმალურ თანხას ან გირავნობის გარიგებაში აღნიშნული თანხის განსაზღვრის ფაქტის დადასტურებას;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

1​1) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს მის მიერ გირავნობის გარიგების დადებაზე ან/და მის გაუქმებაზე ან/და გირავნობის რეგისტრაციაზე (მის გაუქმებაზე, შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე ან სხვა) მინიჭებული წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მინიჭებული უფლებამოსილება. აღნიშნული უფლების რეალიზების შემთხვევაში მოგირავნეს ეხსნება ვალდებულება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით მატერიალური დოკუმენტების წარდგენისას, დამატებით წარადგინოს სააგენტოში წარმომადგენელზე შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტი. აღნიშნული წესით ელექტრონულ დოკუმენტში მოგირავნის მიერ წარმომადგენლისა და მისი უფლებამოსილების  მითითებას გააჩნია იურიდიული ძალა.

2. ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული სახის განცხადების/მომართვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციას.

3. ერთი ელექტრონული სახის განცხადებით/მომართვით შესაძლებელია გირავნობის რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნა მხოლოდ ერთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

4. გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის  გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული მოგირავნე ვალდებულია  სააგენტოში წარმოადგინოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით ასახული ელექტრონული სახის მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი მატერიალური სახის დოკუმენტები (გარდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილიების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტისა, თუ არსებობს ამ მუხლის 1​1 პუნქტით განსაზღვრული გარემოება). 

5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემ ის მეშვეობით გირავნობის უფლების რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული სახის მომართვის გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) თავად უზრუნველყოფს სააგენტოში ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მატერიალური დოკუმენტების წარმოდგენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააგენტოში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების შესრულების შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების შესახებ იგი წერილობით გააფრთხილებს გირავნობის გარიგების მხარეებს.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტ ებ ით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან წარმოდგენილი მატერიალური დოკუმენტების ელექტრონულ დოკუმენტში არსებულ მონაცემებთან არსებითი შეუსაბამობის, ან წერილობითი ფორმის გირავნობის გარიგების ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გირავნობის რეგისტრაცია ბათილია, ხოლო გირავნობის უფლება ჩაითვლება დაურეგისტრირებლად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მხარეების კარგავენ გირავნობის რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

8. სააგენტოს მერ მოგირავნის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტის მიხედვით თუ არსებობს ამ მუხლის 1​1 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104, მუხ.1164

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

მუხლი 4 ​2

+

1. სააგენტო ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას თუ მოგირავნის  ან/და დამგირავებლის მიერ გაფორმებული გარიგება იწვევს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანას.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურებაზე საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თუ გარიგება ეხება მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის ან უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურ თანხის ცვლილებას/დამატებას, მაშინ საფასური გადაიხდება გარიგების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) თუ გარიგებით ხდება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება სხვა სატრანსპორტო საშუალებით ან იზრდება დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, მაშინ საფასური გადაიხდება წარმოდგენილ გარიგებაში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარიგებების მიმართ არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

5. სააგენტო ვალდებულია გაასწოროს მის მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104, მუხ.1164

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.03.2013წ.,

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 19.02.2019წ.

მუხლი 5

+
 

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებ ის გირავნობის გარიგებაში უნდა აღინიშნოს:

ა) გარიგების შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, წარმომადგენლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ);

გ) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;

დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურებული ინფორმაცია გარიგების დადების დროისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობ ის შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);

ე) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

2. მოგირავნე და დამგირავებელი ვალდებულები არიან გარიგებაში აღნიშნონ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტები (აქტები), რომლებითაც დასტურდება ამ მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

3. სააგენტოში რეგისტრირებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირავნობის საგნის აღწერილობ აში მითითებულ უნდა იქნეს ტექნიკური ტალონის ნომერი და აგრეგატის ნომერი.

4. გირავნობის გარიგებაში სავალდებულო არ არის მითითებული იქნეს ინფორმაცია დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, თუ გარიგების დადების დროისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის სააგენტოში.

5. გარიგებაში ასახული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტის გაცემა წინ უნდა უსწრებდეს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების გირავნობის გარიგების დადებას, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

მუხლი 6

+

სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს გირავნობის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) წარმოდგენილი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობითი ფორმის გირავნობის გარიგება არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს;

გ) რეგისტრაციის მომენტისათვის დასაგირავებელ ობიექტზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა (ყადაღა, ძებნა ან სხვა უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილება).

დ) გირავნობის გარიგება არ მოიცავს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს;

ე) რეგისტრაციის მომენტისათვის წარმოდგენილ მატერიალურ ან/და ელექტრონულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას;

ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104, მუხ.1164

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

მუხლი 7

+

1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

2. (ამოღებულია) .

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

    მუხლი 8

+

დაინტერესებული პირის მიერ  მოგირავნის წერილობითი თანხმობის სააგენტოში წარმოდგენა სავალდებულოა:

ა) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების შესატანად,  თუ ხორციელდება:

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეცვლა;

ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ  რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ, დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შესავსებად ან აღრიცხვის მოწმობის გამოსაწერად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ. 

    მუხლი 9

+

1. რეგისტრირებული გირავნობისას, დამგირავებლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შემთხვევაში, დამგირავებელს და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერ ი ზიანისათვის.

2. დამგირავებლის მიერ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში, სააგენტოში გირავნობის შემძენზე რეგისტრაცია განხორციელდება დამგირავებლისა და შემძენის მიერ ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად გირავნობის გარიგების (გარიგებაში ცვლილების ან/და დამატებების) სარეგისტრაციოდ წარმოდგენისა და გირავნობის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

3. დამგირავებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 266-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე შეზღუდვა და მოგირავნესათვის ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება მხოლოდ  „ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების“ არსებობისას, კანონით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

    მუხლი 10

+

1. დამგირავებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოგირავნე უფლებამოსილია გადაიფორმოს საკუთარ სახელზე დაგირავებული ნივთი, ან უშუალოდ, აგრეთვე სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით მოახდინოს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, თუ გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე მხარეების შეთანხმებას.

2. (ამოღებულია ).

3. მოგირავნის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა სააგენტოში დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) კანონით დადგენილი წესით დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) გირავნობის ხელშეკრულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ მოგირავნემ წარმოადგინა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ან მისი ასლი.

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე.

6. მოგირავნის მიერ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება.

7. მოგირავნის მიერ სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოგირავნეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.

    მუხლი 11

+

რამდენჯერმე დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას, უფლების მქონე მოგირავნემ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა სააგენტოში დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) იმ მოგირავნის წერილობითი თანხმობა, რომლის გირავნობაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნის უფლებას;

ბ) კანონით დადგენილი წესით დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) გირავნობის ხელშეკრულება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის წინა მოგირავნე არ იყენებს თავის უფლებას ამონაგები თანხიდან დაიკმაყოფილოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენზე გადადის გირავნობის უფლებით დატვირთული ქონება, რომლის დადგენილი წესით რეგისტრაციაც ევალებათ გამსხვისებელსა და შემძენს ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

მუხლი 11 ​1 

+

1. მოგირავნის მიერ ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 14​1 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება ადრესატისათვის:

ა) დოკუმენტის პირადად ხელზე ჩაბარება, რაც დამოწმებული უნდა იყოს ადრესატის ხელმოწერითა და ჩაბარების თარიღით;

ბ) კურიერის ან ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის ჩაბარება, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;

გ) ხელშეკრულებით დადგენილი წესით დოკუმენტის ელექტრონული ფოსტის ან ფაქსით გაგზავნა, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მოწოდებული გზავნილით;

დ) მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა განსხვავებული წესით ჩაბარება, ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

2. თუ დამგირავებლის ან სხვა მოგირავნეების ადგილსამყოფელი უცნობია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სხვაგვარად ვერ ხერხდება, მოგირავნემ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება საჯარო შეტყობინების გზით – იმ გზით ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რომელიც გავრცელებულია დამგირავებლის რეგისტრაციის ან საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. ამასთან, დოკუმენტი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო შეტყობინების განხორციელებიდან მე-7 დღეს.

3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა.

4. სააგენტოში მოგირავნის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხიმგებლობა ეკისრება დოკუმენტის ან ინფორმაციის მომწოდებელ პირს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

მუხლი 12. (ამოღებულია)

+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

მუხლი 13

+

1. სააგენტო არ დააკმაყოფილებს მოგირავნის განცხადებას დამგირავებლის (მესაკუთრის) მონაწილეობის გარეშე გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის თაობაზე, თუ:

ა) მოგირავნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260​1 ან 283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოგირავნის უფლებას;

გ) მოგირავნის უფლება წარმოშობილია მფლობელობითი გირავნობით;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ მოგირავნის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან საკუთრებად აღრიცხვის უფლების წარმოშობა დასტურდება სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით, ან წარმოდგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

    მუხლი 14

+

1. გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება:

ა) მოგირავნეზე გირავნობის გადასვლის გამო;

ბ) მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე;

გ) მოგირავნის მიერ გირავნობის რეალიზაციის შედეგად;

დ) გირავნობის გაუქმების რეგისტრაციის გამო;

დ​1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის გამო;

ე) კანონმდებლობით გთვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.  

2. გირავნობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთვოდეს მოგირავნის წერილობითი დასტური.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

    მუხლი 14​1

+
​

1. მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.

2. გირავნობის მოწმობა (დანართი 1) არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება სააგენტოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლებას აძლევს მოთხოვოს უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.

3. გირავნობის მოწმობის მისაღებად მოგირავნემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) მოგირავნის პარადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოწმობის მიღებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) (ამოღებულია - 28.11.2013წ., №902);

გ) მოგირავნის მიერ დამგირავებლისათვის სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გირავნობის მოწმობის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ:

ა) რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის სამოქალაქო კოდექსის 260​1 მუხლით ან/და 283-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მხარეთა შეთანხმებას;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) გირავნობის რეგისტრაცია გაუქმებულია;

გ​1) მოთხოვნის მომენტისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზ ღ უდვა;

გ​2) გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნისათვის სამომავლო ქონება არ გამხდარა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შემოტანილი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე.

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5. გირავნობის მოწმობაში აისახება:

ა) მოგირავნის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) დამგირავებლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) გირავნობის რეგისტრაციის საფუძველი და თარიღი;

დ) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ვ) ინფორმაცია გირავნობის მოწმობის გაცემის დღისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ზ) გირავნობის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

6. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს გირავნობის მოწმობის შესრულებას დამცავი ან/და განმასხვავებელი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით.

7. სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №1115 - სსმ III, 10.09.2009, №111, მუხ.1264

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

 

თავი II ​​ ​1

+

ლიზინგის რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციის

გაუქმების და ლიზინგის მოწმობის გაცემის წესი

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​ ​2

+

1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ლიზინგის რეგისტრაციას სააგენტოში ლიზინგის გამცემზე რეგისტრირებულ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე (შემდეგში ამ თავის მიზნებისთვის – სატრანსპორტო საშუალება).

2. სააგენტო ამ თავით განსაზღვრული მიზნებისათვის უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს (მათ შორის, საარქივო მასალები) და გასცეს ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. ელექტრონულ დოკუმენტებს და მათ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური სახის დოკუმენტებს.

3. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია ლიზინგის რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების და ლიზინგის მოწმობის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. სააგენტოს მიერ ლიზინგის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. ლიზინგი რეგისტრირებულად ითვლება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ჟურნალში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მისი რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მომენტიდან.

6. ლიზინგის რეგისტრაციის საფასური გადაიხდება ლიზინგით გადასაცემი სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესაბამისად.

7. ლიზინგის რეგისტრაციისას სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ლიზინგის ხელშეკრულების მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსზე და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე. სააგენტო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ლიზინგის ხელშეკრულებაში ასახული გარემოებების დამადასტურებელ პირად.

8. დაინტერესებული პირის მიერ ლიზინგის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვრება რეგისტრაციის წიგნში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციის ასახვიდან ერთი თვის ვადით.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​ ​3  

+

1. ლიზინგის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება ლიზინგის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) ლიზინგის წერილობითი ხელშეკრულება ან/და ლიზინგის ხელშეკრულების დანართი ან/და ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგით გადაცემა (შემდეგში – ლიზინგის ხელშეკრულება), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 14 ​​ ​4 მუხლის მოთხოვნებს;

გ) ლიზინგის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.

2. სააგენტოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე იურიდიული პირია – იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი და მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.

3. თუ დაინტერესებული პირი ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმოდგენილ უნდა იქნეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სააგენტო უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამ თავით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუ სააგენტოს მიერ ლიზინგის რეგისტრაციისათვის საჭირო გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით, გარდა 14 ​​ ​5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​​4  

+

1. ლიზინგის რეგისტრაციისათვის სააგენტოში დაიშვება შემდეგი სახის ლიზინგის ხელშეკრულების წარდგენა:

ა) ლიზინგის ხელშეკრულება ან/და ლიზინგის ხელშეკრულებაზე ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით;

ბ) ლიზინგის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს (ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს) ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი აქვთ სააგენტოში, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

გ) ლიზინგის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, ავტორიზებული ლიზინგის გამცემის ელექტრონული განცხადების საფუძველზე.

2. ლიზინგის რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილ ლიზინგის ხელშეკრულებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემისა, უნდა აღინიშნოს:

ა) ლიზინგის ხელშეკრულების შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) მონაცემები ლიზინგის გამცემის, ლიზინგის მიმღების, წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ);

გ) ლიზინგით გადაცემული სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებისათვის საჭირო სრულყოფილი მონაცემები;

დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურებული ინფორმაცია ლიზინგის ხელშეკრულების დადების დროისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

3. ლიზინგის რეგისტრაციის შედეგად სააგენტოში აღირიცხება შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები:

ა) ლიზინგის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) ლიზინგის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) ლიზინგის საგნის მესაკუთრის სადენტიფიკაციო მონაცემები;

დ) ლიზინგის რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი;

ე) ლიზინგის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ვ) ლიზინგის ხელშეკრულების შედგენის თარიღი და ნომერი;

ზ) ლიზინგის საგნის სარგებლობით უფლებით ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შესახებ ლიზინგის მიმღების უფლების შესახებ  ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების შეთანხმების თაობაზე, თუ ასეთ შეთანხმებას ითვალისწინებს ლიზინგის ხელშეკრულება.

4. ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები ვალდებულები არიან ხელშეკრულებაში აღნიშნონ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტები (აქტები), რომლებითაც დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

5. სააგენტოში რეგისტრირებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის აღწერილობაში მითითებულ უნდა იქნეს ტექნიკური ტალონის ნომერი და აგრეგატის ნომერი.

6. ხელშეკრულებაში ასახული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტის გაცემა წინ უნდა უსწრებდეს ლიზინგის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​ ​5  

+

1. სააგენტოსთან გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ავტორიზებული ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია ელექტრონული განცხადების საფუძველზე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია ან/და მიიღოს ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურება.

2. ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული  სატრანსპორტო საშუალებაზე  ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ელექტრონული სახის განცხადება/მიმართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ლიზინგის ხელშეკრულების შედგენის თარიღსა და ნომერს;

ბ) მონაცემებს ლიზინგის გამცემის შესახებ;

გ) მონაცემებს ლიზინგის მიმღების შესახებ;

დ) ლიზინგის საგნის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მონაცემი მითითებული იყო ლიზინგის ხელშეკრულებაში ასახული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის შესახებ ლიზინგის გამცემის ელექტრონულ განაცხადში;

ე) ინფორმაციას ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შესახებ ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების შეთანხმების თაობაზე, თუ ასეთ შეთანხმებას ითვალისწინებს ლიზინგის ხელშეკრულება.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა,  ავტორიზებული ლიზინგის გამცემი  უფლებამოსილია დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს:

ა) მის მიერ ლიზინგის ხელშეკრულების დადებაზე ან/და მის გაუქმებაზე ან/და ლიზინგის რეგისტრაციაზე (მის გაუქმებაზე, შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე ან სხვა) მინიჭებული წარმომადგენლობითი   უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მინიჭებული უფლებამოსილება. აღნიშნული უფლების რეალიზების შემთხვევაში ავტორიზებული ლიზინგის გამცემს ეხსნება ვალდებულება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით მატერიალური დოკუმენტების წარდგენისას, დამატებით წარადგინოს სააგენტოში წარმომადგენელზე შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტი;

ბ) მის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე მინიჭებული უფლებამოსილების შესახებ, თუ ამის შესახებ შეთანხმებას ითვალიწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით ელექტრონულ დოკუმენტში ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ წარმომადგენლისა და მისი უფლებამოსილების, აგრეთვე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილების მითითებას გააჩნია იურიდიული ძალა.

5. ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული სახის განცხადებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რის თაობაზე ლიზინგის გამცემს ეცნობება ელექტრონული სახით.

6. ერთი ელექტრონული სახის განცხადებით/მიმართვით შესაძლებელია ლიზინგის რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნა მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.

7. ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის   გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული ლიზინგის გამცემი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით  განსაზღვრული წესით ასახული ელექტრონული სახის მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი მატერიალური სახის დოკუმენტები (გარდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტისა, თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან წარმოდგენილი მატერიალური დოკუმენტების ელექტრონულ დოკუმენტში არსებულ მონაცემებთან არსებითი შეუსაბამობის, ან წერილობითი ფორმის ლიზინგის ხელშეკრულების ამ წესის 14 ​​ ​4 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ლიზინგის რეგისტრაცია იურიდიული ძალა არ გააჩნია, ხოლო ლიზინგი ჩაითვლება დაურეგისტრირებლად.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი კარგავს ლიზინგის რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

10. სააგენტოს მერ ავტორიზებული ლიზინგის გამცემის  წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტის მიხედვით, თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

11. ავტორიზებული ლიზინგის გამცემს უფლება აქვს ლიზინგით გადასაცემი სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რისთვისაც ელექტრონული სახის განცხადება/მიმართვა უნდა შეიცავდეს ლიზინგის საგნის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017 წ .

 

მუხლი 14 ​​ ​6  

+

1. სააგენტო ახორციელებს ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას, თუ ცვლილება იწვევს სააგენტოში რეგისტრირებულ ლიზინგის მონაცემში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების ლიზინგით თავიდან გადაცემას.    

2. ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური ან/და ელექტრონული შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე:

ა) ლიზინგის გამცემის განცხადება;

ბ) ხელშეკრულება, რაც იწვევს ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.

3. ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები  ვალდებულები არიან ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნონ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტები (აქტები), რომლებითაც დასტურდება ამ წესის 14 ​​ ​4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

4. სააგენტო ვალდებულია გაასწოროს მის მიერ ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​ ​7  

+

სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს ლიზინგის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) წარმოდგენილი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობითი ფორმის ლიზინგის ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ამ წესის 14 ​​ ​4 მუხლის მოთხოვნებს;

გ) რეგისტრაციის მომენტისათვის ლიზინგის საგანზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა (ყადაღა, ძებნა ან სხვა უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილება);

დ) ლიზინგის ხელშეკრულება არ მოიცავს ლიზინგით გადაცემული სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს;

ე) ლიზინგის რეგისტრაციის მომენტისათვის წარმოდგენილ მატერიალურ ან/და ელექტრონულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას;

ვ) სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

ზ) ლიზინგის საგანი არ არის რეგისტრირებული ლიზინგის გამცემზე;

თ)  არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​ ​8  

+

1. ლიზინგის რეგისტრაცია უქმდება:

ა) ლიზინგის გამცემის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) ლიზინგის მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, თუ განცხადებას ლიზინგის რეგისტრციის გაუქმების შესახებ თან ერთვის ლიზინგის გამცემის წერილობითი თანხმობა;

გ​) ლიზინგის საგნის რეგისტრაციიდან მოხსნის გამო;

დ) ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღებზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 

2. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანზე ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის  ან გაუქმებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი.

3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული განცხადების (წერილობითი თანხმობა) წარდგენის უფლებამოსილების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. 

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​ ​9  

+

1. სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის არსებობისას ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580 ​​ ​6 მუხლის 1 ​​ ​1 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობას.

2. ლიზინგის მოწმობა (დანართი 2) არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის ფაქტი და რომლის საფუძველზედაც ლიზინგის გამცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნება.

3. ლიზინგის მოწმობის მისაღებად ლიზინგის გამცემმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ლიზინგის გამცემის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ლიზინგის მოწმობის მიღებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580 ​6 მუხლის 1 ​​ ​1 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ლიზინგის მოწმობის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ლიზინგის მოწმობა არ გაიცემა, თუ:

ა) ლიზინგი არ არის რეგისტრირებული სააგენტოში;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ლიზინგის რეგისტრაცია გაუქმებულია;

დ) მოთხოვნის მომენტისათვის ლიზინგის საგანზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა, როგორც  ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით რეგისტრირებულ ქონებაზე;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5. ლიზინგის მოწმობაში აისახება:

ა) ლიზინგის გამცემის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ლიზინგის მიმღების სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველი და თარიღი;

დ) ლიზინგის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) ლიზინგის საგნის მესაკუთრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ვ) ინფორმაცია ლიზინგის მოწმობის გაცემის დღისათვის სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული უფლებრივი შეზღუდვისა და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;

ზ) ლიზინგის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

6. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს ლიზინგის მოწმობის შესრულებას დამცავი ან/და განმასხვავებელი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით.

7. სააგენტოში ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 14 ​​ ​10  

+

1. ლიზინგის გამცემის მიერ ამ წესის 14 ​​​​ ​9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება ადრესატისათვის:

ა) დოკუმენტის პირადად ხელზე ჩაბარება, რაც დამოწმებული უნდა იყოს ადრესატის ხელმოწერითა და ჩაბარების თარიღით;

ბ) კურიერის ან ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის ჩაბარება, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;

გ) ხელშეკრულებით დადგენილი წესით დოკუმენტის ელექტრონული ფოსტის ან ფაქსით გაგზავნა, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მოწოდებული გზავნილით;

დ) მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა განსხვავებული წესით ჩაბარება, ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

2. თუ ლიზინგის მიმღების ადგილსამყოფელი უცნობია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ლიზინგის გამცემმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება საჯარო შეტყობინების გზით – იმ გზით ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რომელიც გავრცელებულია ლიზინგის მიმღების რეგისტრაციის ან საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში. ამასთან, დოკუმენტი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო შეტყობინების განხორციელებიდან მე-7 დღეს.

3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა.

4. სააგენტოში ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის ან ინფორმაციის მომწოდებელ პირს.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

თავი III

+

 

ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

    მუხლი 15

+

   1. ნასამართლობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ  დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების ან/და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ.

     2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დამატებით აღრიცხულია ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უცხო სახელმწიფოში გასამართლების შესახებ, ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა დანართთან ერთად, რომელშიც  აისახება აღნიშნული ინფორმაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

    მუხლი 16

+

1. ნასამართლობის შესახებ ცნობა  გაიცემა:

ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით;

გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

2. ნასამართლობის შესახებ ცნობის  გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტები;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი)  ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  მესამე პირის მოთხოვნით; 

დ) დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.  სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან  არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით,  უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო    დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

7. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო.

8. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღეში (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) და მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

9. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის დევნა  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №728 - ვებგვერდი, 23.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 04.03.2016წ.   

    მუხლი 17

+

ნასამართლობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ ნასამართლობასთან ან/და ძებნასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

ე) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირის იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური;

ზ) მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია;

თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

 

თავი III​1

+

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის წესი

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

მუხლი 17​1

+

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ  დოკუმენტს, რომელშიც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა შეიძლება გაიცეს:

ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით;

გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი  პირის მოთხოვნით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტები;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი)  ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  მესამე პირის მოთხოვნით;

დ) მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

5. დაინტერესებული პირი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან  არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ  ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

ე) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირის იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური;

ზ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

7. თუ მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ  ცნობის გაცემა დასაშვებია:

ა) მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მოთხოვნით ან მათი წერილობითი თანხმობით;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო    დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

10. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან  დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო.

11. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ  ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან  (დამზადებიდან) 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

 

თავი III​2

+

პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის წესი

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

     მუხლი 17​2

+

1. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ  დოკუმენტს, რომელშიც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის  უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ.

2. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული  პირის განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტები;

გ) მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

გ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

დ) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის  იდენტიფიცირება;

ე) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური;

ვ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, ცნობის შემდგომი გაცემა შესაძლებელია მხოლოდ  ხელახალი მომსახურების განხორციელების  გზით).

5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ვებგვერდზე განთავსებული (ატვირთული) განცხადების საფუძველზე, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო    დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

7. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო.

8. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან  (დამზადებიდან) 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

 

თავი III​3

+

ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის წესი

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

 

     მუხლი 17​3

+

1. ვებგვერდის მეშვეობით მომსახურების გაწევის მოთხოვნისათვის სავალდებულოა:

ა) მონაცემთა სუბიექტის ვებგვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება (თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა ვებგვერდზე, შესაბამის ფანჯარაში ღილაკის – „დიახ“ დაჭერა).

2. ვებგვერდზე დარეგისტრირებული მონაცემთა სუბიექტის შემდგომი ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით.

3. ავტორიზაციის შემდგომ, მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს, ვებგვერდზე   ელექტრონული ფორმის განცხადების განთავსების (ატვირთვა) გზით მოითხოვოს:

ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

ბ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა – გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

დ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

ე) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

ვ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;

ზ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა;

თ) ამ პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნა;

ი) ამ პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.

4. ავტორიზებულმა მონაცემთა სუბიექტმა მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს ვებგვერდზე უნდა განათავსოს (ატვირთოს):

ა) მომსახურების გაწევის თაობაზე ელექტრონული სახის განცხადება (მითითებული უნდა იქნეს იმ მომსახურების სახეები, რომელთა მიღებაც მას სურს);

ბ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, თუ ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი სააგენტოში მატერიალური სახის დოკუმენტის მიღებას უზრუნველყოფს წარმომადგენლის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებად ჩაითვლება ვებგვერდის შესაბამის ველში მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების განთავსება (ატვირთვა);

გ) სააგენტოს ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც უნდა განხორციელდეს მატერიალური სახის დოკუმენტის გაცემა;

დ) მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ (ატვირთულ)  განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი წესით მომსახურების გაწევის შედეგად დამზადებული მატერიალური სახის დოკუმენტი  სააგენტოს მიერ გაიცემა:

ა) ავტორიზებულ  მონაცემთა სუბიექტზე;

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირზე;

გ) ავტორიზებული  მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდზე მითითებულ საფოსტო/საკურიერო მომსახურების განმახორციელებელ დაწესებულებაზე (ამ დაწესებულების თანამშრომელზე).

6. სააგენტო არ უზრუნველყოფს მომსახურების გაწევის შედეგად გაცემული მატერიალური სახის დოკუმენტის ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტისათვის (ან სხვა ადრესატისათვის) გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

7. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მონაცემთა სუბიექტსა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე აღნიშნული პირების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ და არაჯეროვან შესრულებაზე.

8. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ვებგვერდზე განთავსებული (ატვირთული) მონაცემების ნამდვილობა.

9. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას სააგენტო  უფლებამოსილია:

ა) ვებგვერდზე განათავსოს მომსახურების გაწევის პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან სააგენტოს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მონაცემთა სუბიექტის ავტორიზაცია/რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ იგი მოქმედებს ამ დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით;

დ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მონაცემთა სუბიექტი ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას, ან არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები;

ე) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

10. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია:

ა) დაიცვას მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესები და პროცედურები;

ბ) მომსახურების გაწევამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდა;

გ) მიიღოს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან მომსახურების გაწევის შედეგად გაცემული (დამზადებული) დოკუმენტი;

დ) მომსახურების გაწევისას მოითხოვოს მხოლოდ მის შესახებ არსებული  მონაცემების დამუშავება;

ე) ზუსტად და სრულყოფილად შეავსოს ველებში მითითებული შესაბამისი მონაცემები.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ. 

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 მაისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.

 

თავი III​4

+

პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 04.03.2016წ. 

    მუხლი 17​4

+

პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 04.03.2016წ. 

    მუხლი 17​5

+

1. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა:

ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით;

გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

2. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელიდოკუმენტები;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი)ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველიპუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულიმესამე პირის მოთხოვნით;

დ) დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

5. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნითმოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოდაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

7. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის გახარჯული დრო.

8. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან 5 სამუშაო დღეში (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) და მოქმედებს მისი გაცემიდან(დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

9. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის დევნადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში – შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, თუ ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით გაიცემა ცნობა მსჯავრდების არქონის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 04.03.2016წ. 

    მუხლი 17​6

+

პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ მსჯავრდებასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

ე) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირის იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური;

ზ) მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია;

თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 04.03.2016წ.

თავი IV

+
 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

    მუხლი 18

+

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;

ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს თითო განცხადებით მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემებზე შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (მესაკუთრეების) შესახებ; ან

ბ) პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ; ან

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებელი მონაცემების შესახებ (სარეგისტრაციო ნიშნების, ნომრიანი აგრეგატების, საიდენტიფიკაციო კოდის, რეგისტრაციის საფუძვლის, სარეგისტრაციო ცვლილებების საფუძვლის შესახებ).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება გაიცეს როგორც დამატებითი ინფორმაციის სახით, აგრეთვე ცალკე ინფორმაციის სახით. აღნიშნული ინფორმაციის ცალკე ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ცალკე განცხადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში აისახება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები.

5. დაინტერესებული პირის თითოეულ განცხადებაზე გაიცემა თითო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

მუხლი 18 ​1

+
​

1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტის სახით გასცეს ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ამსახველი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით გაცემის საფუძველს წარმოადგენს ავტორიზებული ან არაავტორიზებული მომხმარებელის ელექტრონული განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ავტორიზებული ან არაავტორიზებული მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს ან იურიდიული პირის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს);

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს ;

გ) მითითებას მომსახურების მიღების ვადის შესახებ;

დ) ავტორიზებული მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდის დადასტურებას.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით მიღებისათვის საფასურის გადახდა არაავტორიზებული მომხმარებლის მიერ ხორციელდება ელექტრონული გადახდის მეთოდით, ხოლო ავტორიზებული მომხმარებლის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ავტორიზებული მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს სააგენტოს მომსახურების მოთხოვნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. ერთი ელექტრონული განცხადებით შესაძლებელია მხოლოდ ერთ მექანიკურ სატრანსპორტო საშულებასთან დაკავშირებული ელექტრონული სახის ცნობის მიღება.

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104, მუხ.1164

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №855 - სსმ III, №128,  06.10.2010, მუხ.1862

    მუხლი 19

+

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

    მუხლი 20

+

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის (სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი ან პირადი ნომერი; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი ან სამეწარმეო კოდი) ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ან ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და რწმუნება;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებული იქნა არასრულყოფილი ინფორმაცია ან წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით ვერ ხერხდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის ზუსტი იდენტიფიცირება, სააგენტოს უფლება აქვს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს განცხადებაში მითითებული მონაცემების დაზუსტება ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №902- ვებგვერდი, 03.12.2013 წ.

მუხლი 21

+
 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) არსებობს შეზღუდვა, რომელიც კრძალავს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის გაცემას;

გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104, მუხ.1164

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1380 - სსმ III, 29.12.2008, №185, მუხ.1901

თავი IV​1

+

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21​1

+

 1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ა) იარაღის რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;

ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს თითო განცხადებით მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემებზე ინფორმაცია:

ა) იარაღის მესაკუთრეების შესახებ; ან

ბ) პირის საკუთრებაში არსებული იარაღის შესახებ; ან

გ) იარაღის ძირითადი მახასიათებელი მონაცემების შესახებ (სარეგისტრაციო მოწმობის №, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის საფუძველი, სარეგისტრაციო ცვლილებების საფუძველი, გაცემული ნებართვის სახე).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება გაიცეს როგორც დამატებითი ინფორმაციის, ასევე ცალკე ინფორმაციის სახით. აღნიშნული ინფორმაციის ცალკე ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ცალკე განცხადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21​2

+

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21​3

+

1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ ბრძანების 21​1 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი; პირადი ნომერი) ან/და იარაღის (მარკა; მოდელი ან იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებულ იქნა არასრულყოფილი ინფორმაცია ან წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით ვერ ხერხდება იარაღის ან მისი მესაკუთრის/მოსარგებლე პირის ზუსტი იდენტიფიცირება, სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს განცხადებაში მითითებული მონაცემების დაზუსტება ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21 ​4

+
​

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანების 21​1 ან 21​3 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) არსებობს შეზღუდვა აღნიშნულ იარაღზე ან მის მესაკუთრე/მოსარგებლე პირზე ინფორმაციის გაცემაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

 

თავი IV​2

+

მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემის წესი

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 მაისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.

 

      მუხლი 21​5

+

1. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ   დოკუმენტს, რომელშიც  სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების, გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შესახებ.

2. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა გაიცემა:

ა ) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით;

გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

3. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან /და დაბადების თარიღი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი   დოკუმენტები;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი) ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის მე-2  პუნქტის „ბ“ ან „ გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული   მესამე პირის მოთხოვნით;

დ) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.  სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

5. დაინტერესებული პირი ვალდებულია, მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის  მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

6. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით,  უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/ და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო  დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან /და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

8. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო.

 

    მუხლი 21​6

+

   მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტზე მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

ე) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან /და მესამე პირის იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი  მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური;

ზ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები. 

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 მაისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.

 

თავი IV​3

+

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, ნასამართლობის შესახებ ცნობის,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის შესრულების წესი

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 3 მაისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.

     მუხლი 21​7

+

1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, ნასამართლობის შესახებ ცნობა,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა სრულდება ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში - მატერიალური დოკუმენტის სახით.

2. ელექტრონული ფორმით შესრულებულ იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, ნასამართლობის შესახებ ცნობაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობაზე, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობაზე, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობაზე და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ  ცნობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი დაიტანება ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

3. ელექტრონული ფორმით შესრულებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, ნასამართლობის შესახებ ცნობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა, ერთ ეგზემპლარად სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლის მიერ ამოიბეჭდება მატერიალური ფორმით, გარდა ამ წესის 18​1 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. ელექტრონული ფორმით შესრულებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, ნასამართლობის შესახებ ცნობის,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

5. ელექტრონული ფორმით შესრულებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, ნასამართლობის შესახებ ცნობის,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის ნამდვილობისა და ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით. გამოქვეყნებულ მონაცემებს აქვთ იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე ითვლება უტყუარად. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 3 მაისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.

 

თავი IV​4

+

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №486- ვებგვერდი, 25.09.2017წ.

 

მუხლი 21​8

+

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის პირობას წარმოადგენს იურიდიული პირის, რომელიც არ არის ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნა და სააგენტოსთან დადებული ავტორიზაციის შესახებ ხელშეკრულება.

2 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას, გადასაცემად მოთხოვნილი მონაცემები შეიცავს თუ არა პერსონალურ მონაცემს;

ბ) მოთხოვნილი მონაცემის კონკრეტულ ჩამონათვალს;

გ) პერსონალური მონაცემის გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით:

გ.ა)  პერსონალური მონაცემის დამუშავების მიზანს;

გ.ბ) პერსონალური მონაცემის მოცულობას და ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების საჭიროების შესახებ დასაბუთებას;

გ.გ) პერსონალური მონაცემის დამუშავების საფუძველს;

გ.დ) მონაცემთა სუბიექტის თანხმობის სახეს, თუ პერსონალური მონაცემის დამუშავების საფუძველს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა წარმოადგენს;

გ.ე) მონაცემთა შენახვის ვადას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნაში  მითითებული ინფორმაციის) კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის დაინტერესებულ პირთან დადოს ავტორიზაციის ხელშეკრულება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ავტორიზაციის გადასახდელი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი ფულადი თანხა, ავტორიზაციის შეწყვეტის ან/და შეჩერების საფუძვლები, ამ წესის 21​9 მუხლით განსაზღვრული გადასაცემი მონაცემის მოცულობა და შესაბამისი მომსახურების საფასური, აგრეთვე ავტორიზაციის სხვა მოთხოვნები და ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოსთან დადებული ავტორიზაციის შესახებ ხელშეკრულებით.

5. სააგენტოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს (შემდგომში – ავტორიზებული საწარმო) უფლება აქვს, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული სახით და სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვით წარადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით და ამ წესის 21​10  მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები/ინფორმაცია.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №486- ვებგვერდი, 25.09.2017წ.

 

მუხლი 21​9

+

ავტორიზებული საწარმოსთვის ამ წესის 21​8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას დაიშვება შემდეგი მონაცემების გადაცემა:

ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად დამუშავებული მონაცემები:

ა.ა)  სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის შესახებ:

ა.ა.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ა.ბ) სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების:

ა.ბ.ა) მარკა;

ა.ბ.ბ) მოდელი;

ა.ბ.გ) ტიპი (ძარას ტიპი);

ა.ბ.დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);

ა.ბ.ე) ძარას საიდენტიფიკაციო ნომერი;

ა.ბ.ვ) შასის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ა.ბ.ზ) ძრავას საიდენტიფიკაციო ნომერი;

ა.ბ.თ) გამოშვების წელი;

ა.ბ.ი) ფერი;

ა.ბ.კ) სრული მასა;

ა.ბ.ლ) ნებადართული მაქსიმალური მასა;

ა.ბ.მ)  დაუტვირთავი მასა;

ა.ბ.ნ)  ძრავას მოცულობა (სმ​3-ობით);

ა.ბ.ო) ძრავას მაქსიმალური  სიმძლავრე (კვტ-ობით);

ა.ბ.პ) საწვავის ტიპი ან  ენერგიის წყარო;

ა.ბ.ჟ) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ა.ბ.რ) რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი;

ა.ბ.ს) რეგისტრაციის თარიღი;

ა.ბ.ტ) რეგისტრაციისას ასახული რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის უფლება ნივთზე;

ა.ბ.უ) რეგისტრაციის საფუძველი;

ბ) კალენდარული წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარიცხული ქულების დარჩენილი რაოდენობის, ასევე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ან/და მისი აღდგენის  შესახებ არსებული მონაცემი;

გ) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების ან დათვალიერების საფუძველზე შესაბამის დათვალიერების აქტში ასახული მონაცემი:
    გ.ა) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგების შესახებ;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების  საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ფაქტის გამოვლენის და ფაქტის გამოვლენის თარიღის შესახებ.

დ) ფიზიკური პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაცია ფიზიკური პირისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ. 

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №486- ვებგვერდი, 25.09.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №634 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 22.02.2018წ.

 

მუხლი 21​10

+

1. ამ წესის 21​9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა დაიშვება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის არსებობისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ წესის 21​9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტით და „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ მონაცემის ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა, რომელიც ავტორიზებული საწარმოს მიერ მოთხოვნის განხორციელებისას დაკავშირებულია კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, დაიშვება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის არსებობისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხმობა მონაცემთა სუბიექტის მიერ შეიძლება გაცხადებულ იქნეს:

 ა) ავტორიზებული საწარმოს წინაშე – ზეპირი ან წერილობითი ფორმით;

  ბ) სააგენტოს წინაშე – წერილობითი ფორმით.

4. ამ წესის 21​8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით ავტორიზებული საწარმო ვალდებულია, სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვით, ელექტრონული სახით სააგენტოს წარუდგინოს:

ა) შესაბამისი მონაცემის გადაცემის მოთხოვნა;

ბ) ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 21​9 მუხლით გათვალისწინებული იმ მონაცემის გადაცემის მოთხოვნისას, რომელიც მოთხოვნის განხორციელებისას დაკავშირებულია კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, დამადასტურებელი დოკუმენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცხადების შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისა;

გ) ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 21​9 მუხლით გათვალისწინებული იმ მონაცემის გადაცემის მოთხოვნისას, რომელიც მოთხოვნის განხორციელებისას დაკავშირებული არ არის კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე უტყუარად ითვლებიან.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს წარმოადგენს:

ა) ამ წესის 21​9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნის მიზნებისთვის – ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 21​8  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის პირადი ნომერი და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) ამ წესის 21​9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნის მიზნებისთვის – ავტორიზებული საწარმოს მიერ ამ წესის 21​8  მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის უნიკალური ნომერი და სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მფლობელის პირადი ნომერი, თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით  სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ამ წესის 21​9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტით და „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს წარმოადგენს ამ წესის 21​8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით  სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის გაცხადება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სააგენტოს მიერ ამ წესის 21​9 მუხლით გათვალისწინებული მონაცემის ავტორიზებული საწარმოსათვის გადაცემა ხორციელდება ელექტრონულად, მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე ელექტრონული ბაზის მეშვეობით, მომსახურების გაწევისას არსებული მდგომარეობით.

10. სააგენტო პასუხს არ აგებს ავტორიზებული საწარმოს მიერ გადაცემული მონაცემის შემდგომ გავრცელებასა ან/და გადაცემაზე ან სხვაგვარ ხელმისაწვდომობაზე მესამე პირებისათვის.

11. ავტორიზებული საწარმოს ერთი განაცხადით დაიშვება ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის (მოსარგებლის) და ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობაზე კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარიცხული ქულების დარჩენილი რაოდენობის, ასევე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ან/და მისი აღდგენის შესახებ არსებული მონაცემის/მონაცემების გადაცემა.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №486- ვებგვერდი, 25.09.2017წ.

 

მუხლი 21​11

+

სააგენტო და ავტორიზებული საწარმო ვალდებული არიან, აწარმოონ ამ წესის 21​8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის/გაწევის მოთხოვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემის შესაბამისი დამუშავების აღრიცხვა და ფაილური სისტემის კატალოგი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №486- ვებგვერდი, 25.09.2017წ.

 

IV ​​​ ​5

+

გარდამავალი დებულებანი

  საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

მუხლი 21 ​​​ ​12

+

2017 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ლიზინგის ხელშეკრულების მიმართ  სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ წესის 14 ​​ ​4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტისა და მე-6 პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, ლიზინგის რეგისტრაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №532- ვებგვერდი, 31.10.2017წ.

 

თავი V

+

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 22

+

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №892, 25.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.010.501 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71374-15/