სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.06.2007 ბოლო ცვლილება 30.08.2024
ნომერი
№892
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.22.034.010.501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 02/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (30)

შემდგომი ცვლილებები (28)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.010.501

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №892

2007 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგად ი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილია ცვლილებები :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 8 წლის 11 იანვრის ბრძანება №1 4 - სსმ III, 16.01.2008, №6 , მუხ.7 5

2 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 8 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, №104, მუხ.1164

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციის, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების, ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისა და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესსა და პირობებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში;

ბ) საფასური – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის, აგრეთვე ამ ინსტრუქციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელება;

დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში;

ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს მომსახურების გაწევა;

ვ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

ზ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდზე ან სხვა მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

თ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ ბრძანებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

თავი II

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის წესი

    მუხლი 3

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც მოგირავნის ან დამგირავებლის მიერ სააგენტოში წარდგენილი მატერიალური დოკუმენტის საფუძველზე, აგრეთვე ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე.

2. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოგირავნე იურიდიულ პირს შეიძლება მიენიჭოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გზით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის უფლება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

    მუხლი 4

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

გ) გირავნობის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პირადობის მოწმობა ან/ და რწმუნება.

2. სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობა რეგისტრირდება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.

3. დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო გასცემს გირავნობის რეგისტრაციაში გატარების წერილობით დასტურს.

4. გირავნობის რეგისტრაციის საფასური გადაიხდევინება დასაგირავებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შესაბამისად.

    მუხლი 4​1

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლების მქონე პირის ელექტრონული დოკუმენტი (განცხადება), რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე;

ბ) ნოტარიუსის სახელსა და გვარს;

გ) სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში არსებულ, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს;

დ) სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის რეესტრის ნომერს;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ელექტრონული განცხადებით შესაძლებელია გირავნობის რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნა მხოლოდ ერთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

3. ელექტრონულ დოკუმენტში ასახული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, განიხილავს გირავნობის რეგისტრაციის საკითხს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გზით აცნობებს მოგირავნეს.

4. მოგირავნე იურიდიული პირი ვალდებულია დადებითი პასუხის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს სააგენტოში მატერიალური დოკუმენტები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული გირავნობის ხელშეკრულებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები.

5. მოგირავნე იურიდიული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან წარმოდგენილი დოკუმენტების განცხადების ელექტრონულ ასლში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გირავნობის რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად, რის შესახებაც ელექტრონული სახით ეცნობება მოგირავნე იურიდიულ პირს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გირავნობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

    მუხლი 4​2

დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, ამასთან, მომსახურებაზე საფასურის გადახდა ხორციელდება:

ა) მოგირავნესთან, დამგირავებლთან, შესაძლო მოვალე მესამე პირთან ან უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურ თანხასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესაბამისად;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

    მუხლი 5 

სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს:

ა) მისი შედგენის თარიღს;

ბ) მონაცემებს მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ) გირავნობის საგნის ზოგად ან სპეციფიკურ აღწერას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა;

დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგად ან კონკრეტულ აღწერას და მაქსიმალურ თანხას, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

    მუხლი 6

1. სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს გირავნობის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ ბრძანების მე-5 მუხლის მოთხოვნებს;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტებით არ შეიძლება დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;

დ) რეგისტრაციის მომენტისათვის დასაგირავებელ ობიექტზე აღრიცხულია სამართლებრივი შეზღუდვა (უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, ყადაღა, ძებნა და ა.შ);

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის 4​1 მუხლის პირველი ან/და მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

ვ) დაინტერესებული პირის მიერ გირავნობის რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სააგენტოში რეგისტრირებული არ არის.

ზ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა.

შენიშვნა: (ამოღებულია) .

2. გირავნობის რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში, სააგენტო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის განმცახადებელს წერილობით უარს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

    მუხლი 7

ერთსა და იმავე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გირავნობის რამდენიმეჯერ დარეგისტრირება. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 8

დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებები საჭიროებს მოგირავნის წერილობით თანხმობას, თუ მესაკუთრე ახორციელებს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატების შეცვლას;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 9

1. რეგისტრირებული გირავნობისას, დამგირავებლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შემთხვევაში, დამგირავებელს და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერ ი ზიანისათვის.

2. დამგირავებლის მიერ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში, სააგენტოში გირავნობის შემძენზე რეგისტრაცია განხორციელდება დამგირავებლისა და შემძენის მიერ სანოტარო საბუთის, განცხადებისა და გირავნობის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

3. დამგირავებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 266-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე შეზღუდვა და მოგირავნესათვის ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება მხოლოდ ,,ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების“ არსებობისას, კანონით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 10

1. დამგირავებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით მოახდინოს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, თუ გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე მხარეების შეთანხმებას.

2. (ამოღებულია ).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოგირავნემ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, სააგენტოში დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) კანონით დადგენილი წესით, დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე, წერილობითი გაფრთხილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) გირავნობის ხელშეკრულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ მოგირავნემ წარმოადგინა ნოტარიუსი ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.    

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე.

6. მოგირავნის მიერ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება.

7. მოგირავნის მიერ სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოგირავნეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 11

რამდენჯერმე დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას, უფლების მქონე მოგირავნემ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა სააგენტოში დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) იმ მოგირავნის წერილობითი თანხმობა, რომლის გირავნობაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნის უფლებას;

ბ) კანონით დადგენილი წესით დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობითი გაფრთხილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) გირავნობის ხელშეკრულება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის წინა მოგირავნე არ იყენებს თავის უფლებას ამონაგები თანხიდან დაიკმაყოფილოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენზე გადადის გირავნობის უფლებით დატვირთული ქონება, რომლის დადგენილი წესით რეგისტრაციაც ევალებათ გამსხვისებელსა და შემძენს ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 12

დაუშვებელია მოგირავნის საკუთრებაში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირდაპირი გზით გადასვლა.   

    მუხლი 13

სააგენტოს უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს მოგირავნის განცხადება გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე, თუ:

ა) მოგირავნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-11 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას;

გ) მოგირავნეს განცხადების წარმოდგენის მომენტში არ წარმოეშვა რეალიზაციის უფლება;

დ) სარეალიზაციოდ განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებობს სამართლებრივი შეზღუდვა;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 14

1. გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება:

ა) მოგირავნეზე გირავნობის გადასვლის გამო;

ბ) მოგირავნის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

გ) მოგირავნის მიერ გირავნობის რეალიზაციის შედეგად;

დ) გირავნობის გაუქმების რეგისტრაციის გამო;

დ​1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის გამო;

ე) კანონმდებლობით გთვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.  

2. გირავნობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთვოდეს მოგირავნის წერილობითი დასტური.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

თავი III

ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

    მუხლი 15

ნასამართლობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც აისახება ინფორმაცია ფიზიკური პირის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ.

    მუხლი 16

1. ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე;

ბ) პირის პირადობის მოწმობის ასლი.

2. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან ხუთი დღის შემდეგ და მოქმედებს მომდევნო თხუთმეტი დღის განმავლობაში.

შენიშვნა: 1. ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დაჩქარებული მომსახურებისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირზე ნასამართლობის ცნობა შეიძლება გაიცეს მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძვლზე. ამ შემთხვევაში მისმა მარწმუნებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობა, ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

    მუხლი 17

ნასამართლობის შესახებ ცნობა არ გაიცემა:

ა) თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) გარდაცვლილ პირზე;

გ) თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე არსებობს სამართლებრივი შეზღუდვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

თავი IV

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

    მუხლი 18

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;

ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს თითო განცხადებით მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემებზე შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (მესაკუთრეების) შესახებ; ან

ბ) პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ; ან

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებელი მონაცემების შესახებ (სარეგისტრაციო ნიშნების, ნომრიანი აგრეგატების, საიდენტიფიკაციო კოდის, რეგისტრაციის საფუძვლის, სარეგისტრაციო ცვლილებების საფუძვლის შესახებ).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება გაიცეს როგორც დამატებითი ინფორმაციის სახით, აგრეთვე ცალკე ინფორმაციის სახით. აღნიშნული ინფორმაციის ცალკე ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ცალკე განცხადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (მესაკუთრეების) შესახებ ინფორმაციის გაცემისას, ცნობაში ჩაიწერება მესაკუთრის (მესაკუთრეების) სახელი, გვარი (სახელწოდება), რეგისტრაციის ადგილი (იურიდიული მისამართი).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემისას ცნობაში ჩაიწერება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, სარეგისტრაციო ნიშნები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 18​1

1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს, გასცეს და ამავე სახით მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მათ ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

2. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიულ პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით მიღების უფლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გზით.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის ელექტრონული დოკუმენტი (განცხადება), რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) იურიდიული პირის (ან მისი ფილიალის) სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერს, სანომრე ნიშანს, მარკას, მოდელს, საიდენტიფიკაციო ნომერს (VIN კოდს);

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

4. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემის საკითხი განიხილება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის ფორმა მკიცდება სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

შენიშვნა: იურიდიული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოში წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მატერიალური დოკუმენტის დედანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

    მუხლი 19

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

    მუხლი 20

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის (სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი ან პირადი ნომერი; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი ან სამეწარმეო კოდი) ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ან ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებული იქნა არასრულყოფილი ინფორმაცია ან წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით ვერ ხერხდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის ზუსტი იდენტიფიცირება, სააგენტოს უფლება აქვს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს განცხადებაში მითითებული მონაცემების დაზუსტება ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-18 ან მე-20 მუხლების მოთხოვნებს;

ბ) არსებობს შეზღუდვა, რომელიც კრძალავს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის გაცემას;

გ) განცხადების ელექტრონული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ამ წესის 18​1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის ბრძანება №795 - სსმ III, 23.07.2008, № 104 , მუხ.1164

თავი IV​1

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21​1

 1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:

ა) იარაღის რეგისტრაციის შედეგად ასახული მონაცემები;

ბ) ინფორმაცია რეგისტრირებული იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს თითო განცხადებით მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემებზე ინფორმაცია:

ა) იარაღის მესაკუთრეების შესახებ; ან

ბ) პირის საკუთრებაში არსებული იარაღის შესახებ; ან

გ) იარაღის ძირითადი მახასიათებელი მონაცემების შესახებ (სარეგისტრაციო მოწმობის №, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის საფუძველი, სარეგისტრაციო ცვლილებების საფუძველი, გაცემული ნებართვის სახე).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება გაიცეს როგორც დამატებითი ინფორმაციის, ასევე ცალკე ინფორმაციის სახით. აღნიშნული ინფორმაციის ცალკე ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ცალკე განცხადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21​2

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21​3

1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ ბრძანების 21​1 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი; პირადი ნომერი) ან/და იარაღის ( მარკა; მოდელი ან იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებაში მითითებულ იქნა არასრულყოფილი ინფორმაცია ან წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით ვერ ხერხდება იარაღის ან მისი მესაკუთრის/მოსარგებლე პირის ზუსტი იდენტიფიცირება, სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს განცხადებაში მითითებული მონაცემების დაზუსტება ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

    მუხლი 21 ​4

იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანების 21​1 ან 21​3 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) არსებობს შეზღუდვა აღნიშნულ იარაღზე ან მის მესაკუთრე/მოსარგებლე პირზე ინფორმაციის გაცემაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ბრძანება №14 - სსმ III, 16.01.2008, №6, მუხ.75

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 22

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №892, 25.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.010.501 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71374-2/