ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2007 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1000
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 20/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №1000

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ამ ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით საგადასახადო ორგანოებთან მიმოწერა/დეკლარირება განახორციელონ ელექტრონული ფორმით – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ინტერნეტმომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

1​1. წარმომადგენლის მეშვეობით ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შემთხვევაში, წარმომადგენელზე ვრცელდება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც ამ ბრძანებით გააჩნია გადასახადის გადამხდელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

1​2. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერა/დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისას;

ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გაცემის შესახებ განცხადების წარდგენისას;

გ) აქციზური მარკების გაცემის შესახებ განაცხადების წარდგენისას;

დ) საჩივრის წარდგენისას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

2. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის (განაცხადის) საფუძველზე, ხოლო ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე, მიმართვას (განაცხადს) ავსებენ ელექტრო-ნულ ფორმატში. ამასთან, ის გადასახადის გადამხდელები, რომლებთანაც გაფორმებულია ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ ხელშეკრულებები, ავტომატურად ჩაითვლებიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების უფლებამოსილ გადასახადის გადამხდელებად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

2​1. ვიდეოზარით მიმართვა უთანაბრდება ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მიმართვას (განაცხადს) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე და წერილობით განაცხადს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებაში. ამასთან, დეკლარირების ელექტრონულ ფორმაზე გადასული გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) მე-3 და მე-4 ეგზემპლარების წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716

4. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

5. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების 1​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებულ დოკუმენტს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა განახორციელოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების დანერგვის პროგრამული უზრუნველყოფა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

6​1. დამტკიცდეს:

ა) „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი“ (დანართი №1);

ბ) „საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი“ (დანართი №2);

გ) „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ განაცხადის ფორმა“ (დანართი №3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (მ. გადაევი).

8. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

დანართი №1

ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი არეგულირებს გადასახადის გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენის პროცესს.

2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტმომსახურების პორტალის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დეკლარაციას.

2​1. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადგენილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები.

3. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ელექტრონული დეკლარირების პორტალზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის ერთ-ერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:

ა) ,,––––––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №–––––––––––––,           ––––––––.“

     (რეგისტრაციის სახე)                                                (რეგისტრაციის ნომერი)    (თარიღი)

ბ),,–––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №––––––––––,                        –––––––, დეკლარირებული

      (რეგისტრაციის სახე)                                      (რეგისტრაციის ნომერი)        (თარიღი)   

 

ვალდებულება –––––––– .“

    (თანხა)

4. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.

5. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სახე, რომლითაც სურს დადასტურების მიღება;

გ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;

დ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;

ე) გადამხდელის ხელმოწერა.

6. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებ ბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

    მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები

1. გადამხდელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;

ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების მოქმედების შეჩერება;

გ) საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;

დ) ვიდეოზარის მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე, ელექტრონული დეკლარირებისას გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის, საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ, აგრეთვე დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

2. გადამხდელი ვალდებულია:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დეკლარირების დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დეკლარაცია წერილობითი ფორმით წარადგინოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;

ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ წერილობით განაცხადში დეკლარირების განხორციელების დადასტურების მისაღებად დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარუდგინოს წერილობითი ფორმით;

დ) დეკლარირება განახორციელოს წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით), თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით დეკლარირებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671

    მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენა.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

ა) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე;

ბ) გამოყოს თანამშრომელი ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განაცხადის მიღების და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით;

გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დეკლარაციის მიღება გადამხდელისათვის მობილურ ტელეფონზე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით;

დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტი;

ე) დეკლარაციის წარდგენის ფაქტი და თარიღი ასახოს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის მიღებისთანავე;

ვ) ელექტრონული ფორმით დეკლარირების სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით დეკლარირება ვითარების გამოსწორებამდე;

ზ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შენახვა წერილობითი დეკლარაციის შენახვისათვის დადგენილი ვადით.

    მუხლი 4. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შეწყვეტა

გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით დეკლარირება და გადავიდეს დეკლარირების წერილობით ფორმაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

დანართი №2

საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი არეგულირებს გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენის პროცესს.

2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის (შემდგომში – პორტალი) მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დოკუმენტს.

3. ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისათვის დადგენილი წესები, ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით.

4. ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პორტალზე უგზავნის დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:

 „__________________ მიღებულია,  №_____________________, __________.“

  (დოკუმენტის სახელი)            (რეგისტრაციის ნომერი)    (თარიღი)    

5. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დოკუმენტის წარდგენის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად.

7. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;

გ) ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;

დ) გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.

8. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

    მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები

1. გადამხდელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;

ბ) ელექტრონული ფორმით მიმოწერისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეჩერება;

გ) დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;

დ) განახორციელოს დოკუმენტების წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით) წარდგენა, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მისი ელექტრონული ფორმით წარდგენას.

2. გადამხდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი წარუდგინოს წერილობითი ფორმით.

    მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენა.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

ა) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლის შესახებ გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე;

ბ) განსაზღვროს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელის განაცხადის და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებასა და შესაბამის რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები;

გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დოკუმენტის მიღება ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით;

დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტი;

ე) ელექტრონული ფორმით მიმოწერის სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი ვითარების გამოსწორებამდე;

ვ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შენახვა, წერილობითი დოკუმენტის შენახვისათვის დადგენილი ვადით.

    მუხლი 4. ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეწყვეტა

გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი და გადავიდეს მიმოწერის წერილობით ფორმაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

 

დანართი №3

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     საგადასახადო ორგანოს დასახელება                                                               

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) დასახელება და ს/ნ

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მისამართი

განაცხადი

ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ

გთხოვთ გადამიყვანოთ საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების რეჟიმზე 20–– წლის ––––  ––––––––––––დან.

ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღება დამიდასტუროთ ––––––––– მობილური ტელეფონის ნომერზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.

 

                         –––––––––––––––––––––––––––––––

                             გადასახადის გადამხდელის

                                           (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“, №1000, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72340-5/