ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1000
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ამ ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით საგადასახადო ორგანოებთან მიმოწერა/დეკლარირება განახორციელონ ელექტრონული ფორმით – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ინტერნეტმომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358

11. წარმომადგენლის მეშვეობით ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შემთხვევაში, წარმომადგენელზე ვრცელდება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც ამ ბრძანებით გააჩნია გადასახადის გადამხდელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე.

12. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერა/დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისას;
ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გაცემის შესახებ განცხადების წარდგენისას;
გ) აქციზური მარკების გაცემის შესახებ განაცხადების წარდგენისას;
დ) საჩივრის წარდგენისას;
დ1) შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება №585 - სსმ III, №86, 15.07.2010, მუხ.1259
2. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის (განაცხადის) საფუძველზე, ხოლო ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე, მიმართვას (განაცხადს) ავსებენ ელექტრო-ნულ ფორმატში. ამასთან, ის გადასახადის გადამხდელები, რომლებთანაც გაფორმებულია ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ ხელშეკრულებები, ავტომატურად ჩაითვლებიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების უფლებამოსილ გადასახადის გადამხდელებად.

21. ვიდეოზარით მიმართვა უთანაბრდება ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მიმართვას (განაცხადს) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე და წერილობით განაცხადს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671

3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებაში. ამასთან, დეკლარირების ელექტრონულ ფორმაზე გადასული გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) მე-3 და მე-4 ეგზემპლარების წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716
4. (ამოღებულია).

5. ამ ბრძანების 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებულ დოკუმენტს.

6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა განახორციელოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების დანერგვის პროგრამული უზრუნველყოფა.

61. დამტკიცდეს:
ა) „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი“ (დანართი №1);
ბ) „საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი“ (დანართი №2);
გ) „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ განაცხადის ფორმა“ (დანართი №3).

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (მ. გადაევი).
8. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება №585 - სსმ III, №86, 15.07.2010, მუხ.1259
დანართი №1
ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი არეგულირებს გადასახადის გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენის პროცესს.
2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტმომსახურების პორტალის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დეკლარაციას.
21. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადგენილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები.
3. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ელექტრონული დეკლარირების პორტალზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის ერთ-ერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:
ა) ,,––––––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №–––––––––––––, ––––––––.“
(რეგისტრაციის სახე) (რეგისტრაციის ნომერი) (თარიღი)
ბ),,–––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №––––––––––, –––––––, დეკლარირებული

ვალდებულება –––––––– .“
(თანხა)
4. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.
5. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სახე, რომლითაც სურს დადასტურების მიღება;
გ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;
დ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;
ე) გადამხდელის ხელმოწერა.
6. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებ ბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები
1. გადამხდელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;
ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების მოქმედების შეჩერება;
გ) საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;
დ) ვიდეოზარის მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე, ელექტრონული დეკლარირებისას გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის, საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ, აგრეთვე დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.

2. გადამხდელი ვალდებულია:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დეკლარირების დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დეკლარაცია წერილობითი ფორმით წარადგინოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ წერილობით განაცხადში დეკლარირების განხორციელების დადასტურების მისაღებად დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს;
გ) მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარუდგინოს წერილობითი ფორმით;
დ) დეკლარირება განახორციელოს წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით), თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით დეკლარირებას.

მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენა.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:
ა) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე;
ბ) გამოყოს თანამშრომელი ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განაცხადის მიღების და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით;
გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დეკლარაციის მიღება გადამხდელისათვის მობილურ ტელეფონზე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით;
დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტი;
ე) დეკლარაციის წარდგენის ფაქტი და თარიღი ასახოს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის მიღებისთანავე;
ვ) ელექტრონული ფორმით დეკლარირების სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით დეკლარირება ვითარების გამოსწორებამდე;
ზ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შენახვა წერილობითი დეკლარაციის შენახვისათვის დადგენილი ვადით.
მუხლი 4. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შეწყვეტა
გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით დეკლარირება და გადავიდეს დეკლარირების წერილობით ფორმაზე.

დანართი №2
საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი არეგულირებს გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენის პროცესს.
2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის (შემდგომში – პორტალი) მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დოკუმენტს.
3. ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისათვის დადგენილი წესები, ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით.
4. ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პორტალზე უგზავნის დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:
„__________________ მიღებულია, №_____________________, __________.“
(დოკუმენტის სახელი) (რეგისტრაციის ნომერი) (თარიღი)
5. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დოკუმენტის წარდგენის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად.
7. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ბ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;
გ) ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;
დ) გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.
8. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;
ბ) ელექტრონული ფორმით მიმოწერისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეჩერება;
გ) დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;
დ) განახორციელოს დოკუმენტების წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით) წარდგენა, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მისი ელექტრონული ფორმით წარდგენას.
2. გადამხდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი წარუდგინოს წერილობითი ფორმით.

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენა.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:
ა) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლის შესახებ გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე;
ბ) განსაზღვროს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელის განაცხადის და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებასა და შესაბამის რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები;
გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დოკუმენტის მიღება ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტი;
ე) ელექტრონული ფორმით მიმოწერის სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი ვითარების გამოსწორებამდე;
ვ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შენახვა, წერილობითი დოკუმენტის შენახვისათვის დადგენილი ვადით.
მუხლი 4. ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეწყვეტა
გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი და გადავიდეს მიმოწერის წერილობით ფორმაზე.

დანართი №3
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საგადასახადო ორგანოს დასახელება

გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) დასახელება და ს/ნ

გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მისამართი
განაცხადი
ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ
გთხოვთ გადამიყვანოთ საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების რეჟიმზე 20–– წლის –––– ––––––––––––დან.
ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღება დამიდასტუროთ ––––––––– მობილური ტელეფონის ნომერზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.
–––––––––––––––––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის
(მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა

2
+

5. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებულ დოკუმენტს.

1. ამ ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოებთან მიმოწერა/დეკლარირება განახორციელონ ელექტრონული ფორმით – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ინტერნეტ-მომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანება №609 - სსმ III, №91, 27.07.2010, მუხ.1343
11. წარმომადგენლის მეშვეობით ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შემთხვევაში, წარმომადგენელზე ვრცელდება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც ამ ბრძანებით გააჩნია გადასახადის გადამხდელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
12. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერა/დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
12. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერა/დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისას;
ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გაცემის შესახებ განცხადების წარდგენისას;
ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გაცემის შესახებ განცხადების წარდგენისას;
გ) აქციზური მარკების გაცემის შესახებ განაცხადების წარდგენისას;
დ) საჩივრის წარდგენისას;
დ1) შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება №585 - სსმ III, №86, 15.07.2010, მუხ.1259
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანება №609 - სსმ III, №91, 27.07.2010, მუხ.1343
2. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის (განაცხადის) საფუძველზე, ხოლო ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე, მიმართვას (განაცხადს) ავსებენ ელექტრო-ნულ ფორმატში. ამასთან, ის გადასახადის გადამხდელები, რომლებთანაც გაფორმებულია ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ ხელშეკრულებები, ავტომატურად ჩაითვლებიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების უფლებამოსილ გადასახადის გადამხდელებად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
21. ვიდეოზარით მიმართვა უთანაბრდება ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მიმართვას (განაცხადს) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე და წერილობით განაცხადს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებაში. ამასთან, დეკლარირების ელექტრონულ ფორმაზე გადასული გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) მე-3 და მე-4 ეგზემპლარების წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716
4. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
5. ამ ბრძანების 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებულ დოკუმენტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება №585 - სსმ III, №86, 15.07.2010, მუხ.1259
6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა განახორციელოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების დანერგვის პროგრამული უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
61. დამტკიცდეს:
ა) „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი“ (დანართი №1);
ბ) „საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი“ (დანართი №2);
გ) „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ განაცხადის ფორმა“ (დანართი №3).
დ) „საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი” (დანართი №4);
ე) „საჩივართან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ“ განცხადების ფორმა (დანართი №5).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანება №609 - სსმ III, №91, 27.07.2010, მუხ.1343
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (მ. გადაევი).
8. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1192 - სსმ III, 01.11.2007, №154, მუხ.1716
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება №585 - სსმ III, №86, 15.07.2010, მუხ.1259
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანება №609 - სსმ III, №91, 27.07.2010, მუხ.1343
დანართი №1
ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი არეგულირებს გადასახადის გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენის პროცესს.
2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტმომსახურების პორტალის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დეკლარაციას.
21. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადგენილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები.
3. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ელექტრონული დეკლარირების პორტალზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის ერთ-ერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:
ა) ,,––––––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №–––––––––––––, ––––––––.“
(რეგისტრაციის სახე) (რეგისტრაციის ნომერი) (თარიღი)
ბ),,–––––––––– დეკლარაცია მიღებულია, №––––––––––, –––––––, დეკლარირებული
(რეგისტრაციის სახე) (რეგისტრაციის ნომერი) (თარიღი)
ვალდებულება –––––––– .“
(თანხა)
4. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.
5. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სახე, რომლითაც სურს დადასტურების მიღება;
გ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;
დ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;
ე) გადამხდელის ხელმოწერა.
6. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებ ბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები🔗
1. გადამხდელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;
ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების მოქმედების შეჩერება;
გ) საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;
დ) ვიდეოზარის მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე, ელექტრონული დეკლარირებისას გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის, საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ, აგრეთვე დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358
2. გადამხდელი ვალდებულია:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დეკლარირების დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დეკლარაცია წერილობითი ფორმით წარადგინოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
ბ) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ წერილობით განაცხადში დეკლარირების განხორციელების დადასტურების მისაღებად დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს;
გ) მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარუდგინოს წერილობითი ფორმით;
დ) დეკლარირება განახორციელოს წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით), თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით დეკლარირებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 19 აპრილის ბრძანება №313 - სსმ III, №44, 20.04.2010, მუხ.671
მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები🔗
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენა.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:
ა) ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე;
ბ) გამოყოს თანამშრომელი ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განაცხადის მიღების და მასზე შესაბამისი რეაგირების მიზნით;
გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დეკლარაციის მიღება გადამხდელისათვის მობილურ ტელეფონზე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით;
დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციის მიღების ფაქტი;
ე) დეკლარაციის წარდგენის ფაქტი და თარიღი ასახოს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის მიღებისთანავე;
ვ) ელექტრონული ფორმით დეკლარირების სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით დეკლარირება ვითარების გამოსწორებამდე;
ზ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შენახვა წერილობითი დეკლარაციის შენახვისათვის დადგენილი ვადით.
მუხლი 4. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შეწყვეტა🔗
გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით დეკლარირება და გადავიდეს დეკლარირების წერილობით ფორმაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
დანართი №2
საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი არეგულირებს გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენის პროცესს.
2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის (შემდგომში – პორტალი) მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დოკუმენტს.
3. ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისათვის დადგენილი წესები, ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით.
4. ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პორტალზე უგზავნის დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:
„__________________ მიღებულია, №_____________________, __________.“
(დოკუმენტის სახელი) (რეგისტრაციის ნომერი) (თარიღი)
(დოკუმენტის სახელი) (რეგისტრაციის ნომერი) (თარიღი)
5. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დოკუმენტის წარდგენის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად.
7. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;
გ) ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;
დ) გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.
8. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.
მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები🔗
1. გადამხდელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;
ბ) ელექტრონული ფორმით მიმოწერისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეჩერება;
გ) დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;
დ) განახორციელოს დოკუმენტების წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით) წარდგენა, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მისი ელექტრონული ფორმით წარდგენას.
2. გადამხდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი წარუდგინოს წერილობითი ფორმით.
მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები🔗
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენა.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:
ა) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლის შესახებ გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე;
ბ) განსაზღვროს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელის განაცხადის და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებასა და შესაბამის რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები;
გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დოკუმენტის მიღება ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტი;
ე) ელექტრონული ფორმით მიმოწერის სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი ვითარების გამოსწორებამდე;
ვ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შენახვა, წერილობითი დოკუმენტის შენახვისათვის დადგენილი ვადით.
მუხლი 4. ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეწყვეტა🔗
გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი და გადავიდეს მიმოწერის წერილობით ფორმაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ბრძანება №284 - სსმ III, 21.03.2008, №43, მუხ.492
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ბრძანება №144 - სსმ III, 12.03.2009, №28, მუხ.358
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
დანართი №3
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საგადასახადო ორგანოს დასახელება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) დასახელება და ს/ნ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მისამართი
განაცხადი
ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ
გთხოვთ გადამიყვანოთ საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების რეჟიმზე 20–– წლის –––– ––––––––––––დან.
ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღება დამიდასტუროთ ––––––––– მობილური ტელეფონის ნომერზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.
–––––––––––––––––––––––––––––––
გადასახადის გადამხდელის
(მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №439 - სსმ III, №63, 04.06.2010, მუხ.942
„დანართი №4
საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
ეს წესი არეგულირებს მომჩივნის მიერ ონლაინ რეჟიმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ინტერნეტ-მომსახურების პორტალის საშუალებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის პროცესს.
მუხლი 2. ელექტრონული ფორმით წარდგენილი საჩივრის დანერგვის მიზანი🔗
ელექტრონული ფორმით წარდგენილი საჩივრის (შემდგომში – ელექტრონული საჩივარი) დანერგვის მიზანია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავის განხილვის ხანგრძლივობის შემცირება;
ბ) მომჩივანისათვის საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მეტი ხელმისაწვდომობისა და სამართალწარმოების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივართან დაკავშირებულ საქმისწარმოებაზე მეთვალყურეობა და მისი ეტაპობრივი დახვეწა;
დ) საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება და შესაბამისი წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
მუხლი 3. ელექტრონული საჩივარი🔗
1. პირის მიერ ელექტრონული საჩივრის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ინტერნეტ-მომსახურების პორტალის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართვა არ ჩაითვლება საჩივრად და მასზე არ დაიწყება წარმოება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ ელექტრონულ საჩივარსა და თანდართულ დოკუმენტებს გააჩნიათ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობითი ფორმით წარდგენილ საჩივარსა და დოკუმენტებს. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია ელექტრონული საჩივარი განიხილოს იგივე წესით, როგორც მატერიალური ფორმით წარდგენილი საჩივარი.
3. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ საჩივარში ხარვეზის არსებობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საფუძვლებით.
4. ელექტრონული საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ითვლება მომჩივნის მიერ ხელმოწერილად და დანომრილად.
5. მომჩივანი პასუხისმგებელია ელექტრონული საჩივრით სარგებლობის მიზნით მისთვის გადაცემულ ავტორიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცულობაზე.
6. ელექტრონული საჩივარი ინახება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა). საინფორმაციო სისტემა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების ამსახველი მონაცემების ერთობლიობა.
7. საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების მასალების სახით.
8. ელექტრონული საჩივრით სარგებლობა არ ართმევს მომჩივანს უფლებას საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოსთან მიმოწერა აწარმოოს წერილობითი ფორმით.
მუხლი 4. საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა🔗
1. მომჩივანს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს საინფორმაციო სისტემაში დაცული, მის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა.
2. შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მისაღებად მომჩივანმა წერილობითი განცხადებით, ამ ბრძანების დანართი №5-ით გათვალისწინებული ფორმით, უნდა მიმართოს საგადასახადო დავის განმხილველ შესაბამის ორგანოს. წერილობითი განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომჩივნის სურვილისამებრ, მისთვის პირადად გადაცემა, ელექტრონულად ან ფოსტით გაგზავნა.
მუხლი 5. უკუკავშირი მომჩივანთან🔗
1. მომჩივანს ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპებისა და განხილვის შედეგების შესახებ მიეწოდება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით. ინფორმაციის მიწოდება დასაშვებია განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით საინფორმაციო სისტემის მიერ ავტომატურ ან/და ნახევრადავტომატურ რეჟიმში მომჩივნის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერზე.
2. ამ მუხლის დებულებები არ ათავისუფლებს დავის განმხილველ ორგანოს ვალდებულებისგან, მომჩივანს წერილობით შეატყობინოს საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანება №609 - სსმ III, №91, 27.07.2010, მუხ.1343
დანართი №5
მომჩივანი –––––––––––––––––––––––
ს/ნ –––––––––––––––––––––––
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საჩივართან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის
გამოთხოვის შესახებ
გთხოვთ, გადმომცეთ №– – – / – / – – საჩივრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია:
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
9. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადმოცემის ფორმა (მონიშნეთ სასურველი ფორმა):
□ პირადად
□ ფოსტით შემდეგ მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი: ––/––/––– (დღე, თვე, წელი) ხელმოწერა: –––––––––––––––
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანება №609 - სსმ III, №91, 27.07.2010, მუხ.1343
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“, №1000, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72340-6/