სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2007 ძალადაკარგული 31.12.2014
ნომერი
№1318
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.011.312
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 28/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (20)

წინა ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.312

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1318

+

2007 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

+

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 52-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №921- სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1985

 მუხლი 1

+

დამტკიცდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 19 დეკემბრის  ბრძანება №927- სსმ III, №184, 26.12.2008წ., მუხ.1879

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416- სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.884

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №673- სსმ III, №107, 30.08.2010წ., მუხ.1669

მუხლი 2

+

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის N1825 ბრძანება (სსმ 26.12.2006, III ნაწილი, №174, მუხ 2364) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

  მუხლი 3

+

ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის  ბრძანება №493- სსმ III, №82, 10.06.2008წ., მუხ.887

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის  ბრძანება №697- სსმ III, №134, 11.09.2008წ., მუხ.1337

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ოქტომბრის  ბრძანება №778- სსმ III, №152, 17.10.2008წ., მუხ.1509

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 19 დეკემბრის  ბრძანება №927- სსმ III, №184, 26.12.2008წ., მუხ.1879

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 მარტის ბრძანება №137- სსმ III, №27, 11.03.2009წ., მუხ.350

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №729- სსმ III, №140, 13.11.2009წ., მუხ.1608

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №921- სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1985

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243 - სსმ III, №34 , 01.04.2010 წ., მუხ. 570

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416 - სსმ III, №57 , 21.05.2010 წ., მუხ. 884

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №673 - სსმ III, №107, 30.08.2010წ., მუხ. 1669

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №753- სსმ III, №126, 01.10.2010წ., მუხ.1830

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №781- სსმ III, №132, 13.10.2010წ., მუხ.1910

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №489 - ვებგვერდი, 15.09.2011 წ.

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №255 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №277 - ვებგვერდი, 24.07.2012წ.

18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

+

ინსტრუქცია

სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ

+

თავი I

ძირითადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. ინსტრუქცია განსაზღვრავს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს.

2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების (შემდგომში _ ორგანიზაცია) მიერ განსახორციელებელ გადახდაზე ვალდებულების აღება ხდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

+

1. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;

ბ) საგადახდო მოთხოვნა – სახელმწიფო ხაზინაში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი

მოთხოვნა სახსრების გადახდაზე;

გ) სახსრების გადახდა – ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების ფაქტობრივი ჩამოწერა;

დ) წინასწარი გადახდა – ანგარიშსწორება სამეურნეო მოვლენის მოხდენამდე;

ე) წინასწარი გადახდის დამოწმება – წინასწარ გადახდილი სახსრებით სამეურნეო მოვლენის

მოხდენის წერილობითი დადასტურება

ვ) დაფარვის წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესის დანართი №2-ით განსაზღვრული გადასახდელების დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

მუხლი 3. საბიუჯეტო სახსრების გადახდის პროცედურები

+

1.ორგანიზაცია ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად

სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს დოკუმენტაციას შემდეგი რიგითობით, თუ ამ

ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

ა)ვალდებულების დოკუმენტი;

ბ)საგადახდო მოთხოვნა;

გ)წინასწარი გადახდის დამოწმება (წინასწარი გადახდის შემთხვევაში).

2. ვალდებულების, საგადახდო მოთხოვნისა და დამოწმების დოკუმენტებში შეტანილი

მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას.

  მუხლი 3​1. ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ

+

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაციას (დანართი №6) შემსყიდველი ორგანიზაცია წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს საბიუჯეტო წლის ფარგლებში სახაზინო კოდების მიხედვით ყოველთვიური გადახდის გრაფიკი.

2. ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციაზე დანართი №6-ის შევსება ხდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (შემდგომში – „CPV-კოდები“) შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ხელშეკრულების მონაცემების გადმოტვირთვის გზით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ არის ატვირთული სისტემაში, ხელშეკრულებაზე ინფორმაცია ივსება სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში.

4. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ორგანიზაცია დაზუსტებულ ინფორმაციას (დანართი №6) წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 5. ხელშეკრულებაზე ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა არ დაარეგისტრირებს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.

 6. ხელშეკრულებაზე ინფორმაციის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

 7. თუ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული გადახდის ან/და საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების/სამუშაოს შესრულების გრაფიკი, ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს მოსალოდნელი გადახდის გრაფიკს. ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები დანართ №6-ით წარმოდგენილ „გადახდის გრაფიკში.

8. ორგანიზაცია ვალდებულია გადახდა განახორციელოს დანართი №6-ში გაწერილი „გადახდის გრაფიკის“ შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 19 დეკემბრის  ბრძანება №927- სსმ III, №184, 26.12.2008წ., მუხ.1879

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 მარტის ბრძანება №137- სსმ III, №27, 11.03.2009წ., მუხ.350

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416- სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.884

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №753- სსმ III, №126, 01.10.2010წ., მუხ.1830

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №255 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

  მუხლი 3​2. განსახორციელებელ გადახდებზე ხაზინაში წარსადგენი ინფორმაცია

+

 1. ორგანიზაცია, საგადახდო მოთხოვნასთან ერთად სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს ინფორმაციას საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ (გარდა გრიფით „საიდუმლო“) გადახდებზე, გარდა კვარტალური განაცხადის ფორმით რეგისტრირებული ვალდებულებების შესაბამისი, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის და საწესდებო კაპიტალის ფორმირების/გაზრდის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა.

2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის წარსადგენად ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:

ა) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში განთავსებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის CPV-კოდების იერარქიული კატეგორია;

ბ) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია არჩეულ იქნეს უფრო ზედა იერარქიული კატეგორია, რის შესახებაც მიეთითება „შენიშვნის“ ველში;

გ) რაოდენობა (თუ შეუძლებელია საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფიზიკური ზომის ერთეულის განსაზღვრა, ზომის ერთეულად ეთითება „0“);

დ) ერთეულის ფასი;

ე) თანხა ლარებსა და თეთრებში.

ვ) ჩანაცვლებით შესყიდვის შემთხვევაში მიეთითება „ჩანაცვლება“.

 3.ორგანიზაცია მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე (გარდა გრიფით „საიდუმლო“) საგადახდო მოთხოვნასთან ერთად წარადგენს ინფორმაციას მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე. ინფორმაციის წარსადგენად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:

ა) მივლინების იდენტიფიკაციის სისტემაში არსებული კოდი;

ბ) სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი;

გ) მივლინებული პირი;

დ) მივლინების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი);

ე) მივლინების მიზანი;

ვ) მივლინების ხანგრძლივობა;

ზ) ხარჯის ტიპი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ზ.ა) მგზავრობის ხარჯი;

ზ.ბ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი;

ზ.გ) დღიური ნორმის ხარჯი;

ზ.დ) მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯი;

ზ.ე) მივლინებული მოსამსახურის სავალდებულო დაზღვევის ხარჯი;

ზ.ვ) პასპორტის ღირებულება;

ზ.ზ) სხვა დოკუმენტების, მ.შ. ვიზის ხარჯი;

ზ.თ) მივლინებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯი;

თ) თანხა ლარებსა და თეთრებში ხარჯის თითოეული კატეგორიის მიხედვით.

 4. მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს ჯამურად მთლიან ჯგუფზე, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით ერთი და იმავე მიზნით და ერთი და იმავე დანიშნულების ადგილზე მოსამსახურეთა მივლინებისას.

 5. მივლინების ხარჯებზე ინფორმაცია არ წარედგინება სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეთა გრძელვადიანი მივლინების შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნაზე სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მოსამსახურეთა ჯგუფური ან/და ცალკეულ მოსამსახურეთა სისტემატური ხასიათის მივლინებების დროს.

 6. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნით გადახდას არ განახორციელებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416- სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.884

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №673- სსმ III, №107, 30.08.2010წ., მუხ.1669

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №753- სსმ III, №126, 01.10.2010წ., მუხ.1830

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №255 - ვებგვერდი, 16.07.2012წ.

 

+

თავი II

ვალდებულება

მუხლი 4. ვალდებულების დოკუმენტის მომზადება

+

1. ვალდებულების დოკუმენტს (დანართი №1) ორგანიზაცია ადგენს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, არაფინანსური აქტივებით ოპერაციების და ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების კლასიფიკაციის თითოეულ მუხლზე ნაზარდი გეგმური ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით.

1​1. ვალდებულების დოკუმენტს ორგანიზაცია ადგენს დაფარვის წყაროს მითითებით.

2. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.

3. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და ბიუჯეტის სასარგებლოდ წინა წლებში დარიცხული გადასახდელების დასაფარად, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებლად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ასევე საზღვარგარეთ სწავლისა და მკურნალობის ხარჯებზე ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.

4. (ამოღებულია).

5. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსახორციელებელ საკონტროლო და სხვა შესყიდვების ნაღდი ანგარიშსწორებისთვის, ინტერნეტით განსახორციელებელ შესყიდვებზე, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალის გასაზრდელად, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ექსტრადიციისა და ბადრაგირების, ძალოვანი სტრუქტურებისათვის როტაციის წესით საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომელთა გამგზავრებისა და მოწყობის ხარჯებისათვის, ნაღდი ანგარიშსწორებისათვის ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე დარიცხული საბანკო პროცენტის ანაზღაურებისათვის, ასევე სხვა გადახდებზე, რომელიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება, ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე სახაზინო ანგარიშებიდან იძულებით ჩამოჭრილ ან ნებაყოფლობით გადახდილ თანხებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს საინკასო დავალება თანხის ჩამოჭრის შესახებ, სააღსრულებლო ფურცელი ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილება თანხის დაკისრების შესახებ.

7. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ვალდებულების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი საერთაშორისო ან ქვეყნის შიგნით გაფორმებული ხელშეკრულება.

8. (ამოღებულია - 04.04.11, №193).

       საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის  ბრძანება №697- სსმ III, №134, 11.09.2008წ., მუხ.1337

       საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ოქტომბრის  ბრძანება №778- სსმ III, №152, 17.10.2008წ., მუხ.1509

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №753- სსმ III, №126, 01.10.2010წ., მუხ.1830

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

მუხლი 5. ვალდებულების აღება კვარტალური განაცხადით

+

ქვემოთ ჩამოთვლილ ხარჯებზე ვალდებულების აღება ხდება კვარტალური განაცხადის (დანართი №2) ფორმით ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმური ასიგნებების ფარგლებში:

ა) ხელფასი ფულადი ფორმით, სოციალური შენატანები, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით (მათ შორის, სუბსიდიების ეკონომიკურ კატეგორიაში გათვალისწინებული ანალოგიური გადასახდელები);

ბ) ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯები;

გ) სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების საველე ფული;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები (აღნიშნულ ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა);

ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენახვის ხარჯები;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარჯები;

ზ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში გადასაცემი ტრანსფერები;

თ) სოციალური დახმარება;

ი) დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება;

კ) სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ფულადი პრემიები;

ლ) სახელმწიფო ერთეულების მიზეზით ფიზიკური ტრამვირებისა თუ ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში გადასახდელი კომპენსაციები;

მ) მოსწავლეთა ვაუჩერები, სახელმწიფო სასწავლო გრანტები და სტიპენდიები, აგრეთვე პრეზიდენტის ან სხვა სახელობის გრანტები და სტიპენდიები;

ნ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ან მიღებული ტრავმების კომპენსირების მიზნით განსახორციელებელი გადახდები;

ო) კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული გასაცემლები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პარტიების საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები;

პ) მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს ხარჯები;

ჟ) წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებები, (მხოლოდ გადასახდელი ხელფასების სახით).

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის  ბრძანება №697- სსმ III, №134, 11.09.2008წ., მუხ.1337

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №753- სსმ III, №126, 01.10.2010წ., მუხ.1830

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

მუხლი 6. ვალდებულების დოკუმენტის განხილვა და რეგისტრაცია

+

 1. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს ამ ინსტრუქციის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.

 2. სახელმწიფო ხაზინა განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და არეგისტრირებს მას ხაზინის საინფორმაციო ბაზაში. არასრულყოფილი დოკუმენტაცია უბრუნდება ორგანიზაციას.

 3. დარეგისტრირებული ვალდებულების გადატანა სხვა მუხლში, ასევე ერთი ვალდებულებით გაცემული სახსრების სხვა ვალდებულების დასაფინანსებლად გამოყენება დაუშვებელია.

 4. ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს რეგისტრირებული ვალდებულება.

 5. ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება რეგისტრირებულ კვარტალურ განაცხადში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის  ბრძანება №697- სსმ III, №134, 11.09.2008წ., მუხ.1337

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №781- სსმ III, №132, 13.10.2010წ., მუხ.1910

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

 

+

თავი III

საგადახდო მოთხოვნა

მუხლი 7. საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მომზადება

+

1. ორგანიზაცია საგადახდო მოთხოვნას (დანართი №3) ადგენს სამეურნეო მოვლენის მოხდენის შემდეგ, სადაც მიეთითება სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოთხოვნილი თანხა რეგისტრირებული ვალდებულების ფარგლებში.

2. ერთ ვალდებულებაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე საგადახდო მოთხოვნა.

3. მიზნობრივი გრანტების სახსრებით გასაწევ ხარჯებზე ორგანიზაცია საგადახდო მოთხოვნას ადგენს ვალდებულების რეგისტრაციის გარეშე და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს გადახდის წყაროს: „მიზნობრივი გრანტი“.

მუხლი 8. წინასწარი გადახდა

+

1. წინასწარი გადახდის შემთხვევაში საგადახდო მოთხოვნაში მოთხოვნის საფუძვლად მიეთითება „წინასწარი გადახდა“ და წინასწარი გადახდის დამოწმების წარმოდგენის ვადა.

2. წინასწარი გადახდის დამოწმება ხორციელდება საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში საგადახდო მოთხოვნით განსაზღვრულ თანხაზე.

3. დამოწმების დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინა შეაჩერებს იმავე კლასიფიკაციის მუხლით ახალი ვალდებულებების აღებას და დამოწმების დოკუმენტის დროულად წარმოუდგენლობის შესახებ ყოველთვიურად აცნობებს შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს.

მუხლი 9. სახელმწიფო ხაზინის მიერ საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაცია

+

1. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინას წარუდგენს საგადახდო მოთხოვნას, რომელსაც სახაზინო სამსახური დაარეგისტრირებს აღებული ვალდებულების ფარგლებში.

2. არასრულად ან/და არასწორად შევსებული საგადახდო მოთხოვნა არ რეგისტრირდება და უბრუნდება ორგანიზაციას.

3. სავალუტო ოპერაციის განსახორციელებლად ორგანიზაციამ კონვერტაციის მოთხოვნა სახელმწიფო ხაზინაში უნდა წარადგინოს ოპერაციის წინა სამუშაო დღეს. ლარის კონვერტაცია უცხოურ ვალუტაში და სავალუტო გადარიცხვა სრულდება შემდეგი წესით: ორგანიზაცია, საოპერაციო დღის განმავლობაში, სახელმწიფო ხაზინას წარუდგენს კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნას წარდგენის დღის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17:00 სთ-ზე, მომდევნო დღის ოფიციალურ გაცვლით კურსის დადგენის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა გადაიანგარიშებს ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში ლარში დაფიქსირებულ თანხას. შედეგად, თუ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი ასიგნების (მიზნობრივი გრანტის შემთხვევაში) ოდენობის ფარგლებშია, კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნა იგზავნება ეროვნულ ბანკში შესასრულებლად. თუ კონვერტაციის მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა აღემატება შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი  ასიგნების  (მიზნობრივი  გრანტის  შემთხვევაში)  ოდენობას,  კონვერტაციის მოთხოვნა უბრუნდება ორგანიზაციას შეუსრულებლად. სახელმწიფო ხაზინის მიერ მოთხოვნილი კონვერტაცია ეროვნული ბანკის მიერ სრულდება და ვალუტის თანხა სახელმწიფო ხაზინის მულტისავალუტო ანგრიშზე აისახება მომდევნო დღეს. ორგანიზაცია სავალუტო საგადახდო დავალებას აგზავნის სახელმწიფო ხაზინაში კონვერტაციის მოთხოვნის მომდევნო დღეს. კონვერტაციის მოთხოვნები  ორგანიზაციის საკასო ხარჯში აისახება ეროვნული ბანკის მიერ კონვერტაციის შესრულების თარიღით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №75 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

მუხლი 10. დავალიანების დაფარვა

+

 ორგანიზაციის მიერ ამ ინსტრუქციით აღებული ვალდებულების ფარგლებში, ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ფინანსური ვალდებულების დაფარვა უნდა მოხდეს დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

+

თავი IV

სახსრების გადახდა და მობრუნებების მართვა

  მუხლი 11. სახსრების გადახდა

+

1. სახელმწიფო ხაზინა დარეგისტრირებულ საგადახდო მოთხოვნებს დაამუშავებს და გზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად.

2. განაღდებული საგადახდო მოთხოვნის შესახებ სახაზინო ამონაწერს ორგანიზაცია იღებს სახელმწიფო ხაზინაში.

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №729- სსმ III, №140, 13.11.2009წ., მუხ.1608

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

მუხლი 12. მობრუნებული თანხების მართვა

+

1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნება განხორციელდეს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდზე – 302009921 – (მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნება), რომელიც მიზნობრივად გახსნილია ბიუჯეტიდან გაწეული და გამოუყენებელი თანხის განსათავსებლად. მობრუნებისას შესაბამისი თანხით მცირდება საკასო ხარჯი და საგადახდო მოთხოვნა.

2. წინა წლებში გადახდილი თანხის მობრუნება ხდება ბიუჯეტის შემოსულობებში „წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო ხარჯის“კოდზე.

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის  ბრძანება №493- სსმ III, №82, 10.06.2008წ., მუხ.887

+

თავი V

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადასახდელების აღრიცხვა-ანგარიშგება

მუხლი 13. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადასახდელების აღრიცხვა-ანგარიშგება

+

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადასახდელების შესრულების აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინა ახდენს დანართი №4-ის მიხედვით და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

მუხლი 14. დონორთა მიერ გამოყოფილი კრედიტებითა და გრანტებით განხორციელებული გადახდების ანგარიშგებაში ასახვა

+

  1. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრების შესახებ (რომელთა ათვისება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშების გაუვლელად) ინფორმაციას დადგენილი ფორმით (დანართი № 5) ორგანიზაცია წარუდგენს სახელმწიფო ხაზინას საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 7 დღის ვადაში.

2. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრები (რომელთა ათვისება ხორციელდება სახაზინო ანგარიშების გაუვლელად) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში (ვალდებულება, საგადახდო მოთხოვნა და საკასო ხარჯი) აისახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ხაზინაში წერილობით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

3. მიზნობრივი ფულადი (მათ შორის მონეტიზებული სასაქონლო) გრანტების, რომელთა ხარჯვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სახსრებით განხორციელებული გადახდების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში გატარება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, შესაბამისი ვალდებულების ასახვით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №27 7 - ვებგვერდი, 24.07.2012წ.

+

თავი VI

გარდამავალი დებულებები

მუხლი 15. ვალდებულებათა კონტროლის მექანიზმის გავრცელებამდე წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა

+

ვალდებულებათა კონტროლის მექანიზმის გავრცელებამდე წარმოქმნილი და ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული დავალიანებების დასაფარავად ვალდებულების აღება და გადახდების განხორციელება, დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით, შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.


+

დ ანართი №1

ვალდებულების დოკუმენტი

ვალდებულების №

საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება

სახაზინო  კოდი                       დასახელება

 

საფუძველი

ვალდებულების საფუძველი                                                                                  საფუძვლის ნომერი                                                                 თარიღი                

 

 

CPV კოდი

 

 

 

 

 

 


მიმწოდებლის საიდენტ.კოდ                                                                                მიმწოდებლის დასახელება                                                                                                                           

 

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

                         კოდი                                                დასახელება                                                თანხა                                           დაფარვის   წყარო

 

             მომსახურების სახე

     პასუხისმგებელი პირი                                                                                                                                შემსრულებელი

     თარიღი                                                                                                                                                            თარიღი


საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №729- სსმ III, №140, 13.11.2009წ., მუხ.1608

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

 

+

 

დანართი №2

კვარტალური განაცხადი

20…....... წლის ……... კვარტალი

ვალდებულება N --------

სახაზინო კოდი და დასახელება ________

საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ______________________

დაფარვის წყარო    ______________________

 

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

…… კვარტალი

1

2

1

შრომის ანაზღაურება

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – თანამდებობრივი სარგო

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – წოდებრივი სარგო

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – პრემია

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – დანამატი

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – ჰონორარი

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – კომპენსაცია

 

 სოციალური შენატანები

 

2

საქონელი და მომსახურება

 

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით

 

წარმომადგენლობითი ხარჯები

 

მივლინება ქვეყნის გარეთ

 

მივლინება ქვეყნის შიგნით

 

სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება

 

 დიპლომატიური დაწესებულებების შენახვისა და ატაშატის ხარჯი

 

 სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი

 

3

სუბსიდიები

 

4

გრანტები

 

 უცხო სახელმწიფოთა მთავრობებს

 

მიმდინარე

 

კაპიტალური

 

 საერთაშორისო ორგანიზაციებს

 

მიმდინარე

 

კაპიტალური

 

 სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს

 

მიმდინარე

 

კაპიტალური

 

5

სოციალური უზრუნველყოფა

 

 სოციალური დაზღვევა

 

ფულადი ფორმით

 

სასაქონლო ფორმით

 

 სოციალური დახმარება

 

ფულადი ფორმით

 

სასაქონლო ფორმით

 

 დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება

 

ფულადი ფორმით

 

სასაქონლო ფორმით

 

6

სხვა ხარჯები

 

სხვადასხვა ხარჯები – მიმდინარე

 

7

ვალდებულებები

 

საშინაო – სხვა კრედიტორული დავალიანებები

 

სულ

 

 

 

შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------

 

პასუხისმგებელი პირი     შემ სრულებელი

 

თარიღი/---/------/------/        თარიღი /---/------/------/

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის  ბრძანება №697- სსმ III, №134, 11.09.2008წ., მუხ.1337

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №729- სსმ III, №140, 13.11.2009წ., მუხ.1608

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №753- სსმ III, №126, 01.10.2010წ., მუხ.1830

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

 

 

 

დანა რთი №3

+


 

სახაზინო  კოდი                       დასახელება

 

მოთხოვნის №                         ვალებულების №                        მუხლი                     თანხა ლარებში                          ვალუტა                      თანხა ვალუტაში

 

 

მოთხოვნის საფუძველი                                                                            საფუძვლის ნომერი                       საფუძვლის თარიღი                 ავანსის ვადა

 

საბიუჯეტო ორგანიზაცია

საიდენტ.კოდი

 

დასახელება

 

მიმღების რეკვიზიტები

ბანკის კოდი                                                                    დასახელება                                                                                                                     ანგარიშის №

 


საიდენტ.კოდი                                                                დასახელება

 

 
 
 

 

 


ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

დანიშნულება                                                                     შენიშვნა *

 

თანხის გაშლა CPV- კოდების მიხედვით

CPV- დასახელება                                                რაოდენობა                                               ერთეული                                                 თანხა

პასუხისმგებელი პირი                                                                                                                               შემსრულებელი

თარიღი                                                                                                                                                        თარიღი

 

*     შენიშვნის ველში ინფორმაცია ივსება მიმღებისათვის და არ კონტროლდება ხაზინის მიერ.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №729- სსმ III, №140, 13.11.2009წ., მუხ.1608

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №753- სსმ III, №126, 01.10.2010წ., მუხ.1830

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №489 - ვებგვერდი, 15.09.2011 წ.


+

დანართი №4

სახაზინო სამსახურის ანგარიშგება საანგარიშო პერიოდში

განხორციელებულ გადახდებზე

 

ორგანიზაციული კოდი

დასახელება

საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული გეგმა

ვალდებულება

რესურსი (3-4)

საგადახდო მოთხოვნა

გადახდა

დავალიანება (6-7)

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

+

დანართი №5

ინფორმაცია

უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით

განსახორციელებელი ინვესტიციური პროექტების ფარგლებში

20...... წლის 1 . . . . . . დან . . . . . . . მდე ათვისებულ თანხებზე

 

1

სსიპ-ის დასახელება

 

2

საიდენტიფიკაციო კოდი

 

3

სახაზინო კოდი

 

4

საკრედიტო (საგრანტო) ხელშეკრულების რეკვიზიტები

 

5

პროექტის დასახელება

 

6

დონორის მიერ საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩარიცხვის ვალუტაში

 

7

 დონორის მიერ საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ლარებში

 

8

სსიპ-ის მიერ საანგარიშო თვეში გაწეული საკასო ხარჯი ლარებში

 

9

საკასო ხარჯის თანხა ლარებში სიტყვით

 

 

 ხელმძღვანელი ბ.ა.

 პასუხისმგებელი პირი

 თარიღი

 

დანართი №6

+

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 19 დეკემბრის  ბრძანება №927- სსმ III, №184, 26.12.2008წ., მუხ.1879

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 9 მარტის ბრძანება №137- სსმ III, №27, 11.03.2009წ., მუხ.350

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416- სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.884

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 აპრილის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №471 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.

 

დანართი №7 (ამოღებულია)

+
   

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416- სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.884

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №673- სსმ III, №107, 30.08.2010წ., მუხ.1669

 დანართი №8 (ამოღებულია)

+
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416- სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.884

დანართი №9 (ამოღებულია)

+
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №243- სსმ III, №34, 01.04.2010წ., მუხ.570

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 მაისის ბრძანება №416- სსმ III, №57, 21.05.2010წ., მუხ.884

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1318, 28.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.312 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75232-18/