„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.337
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №5
2008 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1);
ბ) განაცხადი პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პრაქტიკა – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება პრაქტიკის გავლის შესახებ.
თავი II
პრაქტიკანტის სტატუსი
მუხლი 4
პრაქტიკანტად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის სტუდენტი (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების შემთხვევაში პრაქტიკანტად მიიღება მხოლოდ ის პირი, რომელიც იმყოფება აღნიშნული საფეხურის დამამთავრებელ კურსზე) ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.
მუხლი 5
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
მუხლი 6
კანდიდატმა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).

მუხლი 7
1. პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.
3. პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადის გავლის შემდეგ, ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).

მუხლი 8
პრაქტიკანტთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მომსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს.
თავი III
პრაქტიკანტის უფლებები
მუხლი 9
1. პრაქტიკანტი უფლებამ ო სილია:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის, რომელსაც განსაზღვრავს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.
2. პრაქტიკანტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 10
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
2. მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
თავი IV
პრაქტიკანტის მოვალეობანი
მუხლი 11
პრაქტიკანტი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია პრაქტიკის გავლის პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაო თემატიკის ჩვენებით.
3. პრაქტიკანტი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს სამინისტროში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.
4. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის პრაქტიკანტის პირად საქმეს.
თავი V
სამინისტროს უფლება- მოვალეობანი
მუხლი 12
სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 13
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 14
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
თავი VI
პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 15
პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
მუხლი 16
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკანტი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამინისტროს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა (ცნობა).
თავი VIII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 17
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
განაცხადი პრაქტიკის გავლაზე
1. გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ------------------------------------------------
3. მოქალაქეობა ------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი ----------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა,
ფაქსი ------------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება (როდის, რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
| ფაკულტეტი | როდიდან | როდემდე | სასწავლებელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია და დიპლომის №
| სპეციალობა | კვალიფიკაცია | დიპლომის № |
|
|
|
|
|
|
|
|
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე;
შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
| ენა | კითხვა | მეტყველება | წერა |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პოფესიული გეგმები და მიზნები
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა.
მიუთითეთ ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. შრომითი გამოცდილება
| როდიდან-როდემდე | უწყება, ორგანიზაცია | თანამდებობა | მისამართი |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|
15. სპეციალური ან პროფილური ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრეინინგები გაქვთ გავლილი. სად, როდის)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება; როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისაგან

17. გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) თქვენი აქტუალური ავტობიოგრაფია (ცვ);
გ) ფოტოსურათი;
დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან).
შევსების თარიღი -------------------------
პირადი ხელმოწერა------------------------
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.337
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №5
2008 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1);
ბ) განაცხადი პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმIII, 13.11.2009, №140, მუხ.1609
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პრაქტიკა – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება პრაქტიკის გავლის შესახებ.
პრაქტიკანტის სტატუსი
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის სტუდენტი (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების შემთხვევაში პრაქტიკანტად მიიღება მხოლოდ ის პირი, რომელიც იმყოფება აღნიშნული საფეხურის დამამთავრებელ კურსზე) ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.
მუხლი 5🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წინადადების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
მუხლი 6🔗
კანდიდატმა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).
კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
მუხლი 7🔗
1. პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარდგინებით, მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.
3. პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადის გავლის შემდეგ, ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
მუხლი 8🔗
პრაქტიკანტთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მომსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს.
პრაქტიკანტის უფლებები
მუხლი 9🔗
1. პრაქტიკანტი უფლებამო სილია:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის, რომელსაც განსაზღვრავს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.
2. პრაქტიკანტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 10🔗
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
2. მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
2. მინისტრი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
პრაქტიკანტის მოვალეობანი
მუხლი 11🔗
პრაქტიკანტი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია პრაქტიკის გავლის პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაო თემატიკის ჩვენებით.
3. პრაქტიკანტი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს სამინისტროში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.
4. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის პრაქტიკანტის პირად საქმეს.
სამინისტროს უფლება- მოვალეობანი
მუხლი 12🔗
სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 13🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 14🔗
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 15🔗
პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
მუხლი 16🔗
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკანტი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამინისტროს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა (ცნობა).
დასკვნითი დებულებები
მუხლი 17🔗
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
განაცხადი პრაქტიკის გავლაზე
1. გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ------------------------------------------------
3. მოქალაქეობა ------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი ----------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა,ფაქსი ------------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება (როდის, რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
ფაკულტეტი
როდიდან
როდემდე
სასწავლებელი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია და დიპლომის №
სპეციალობა
კვალიფიკაცია
დიპლომის №
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე;
შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
ენა
კითხვა
მეტყველება
წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პოფესიული გეგმები და მიზნები
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა.
მიუთითეთ ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. შრომითი გამოცდილება
როდიდან-როდემდე
უწყება, ორგანიზაცია
თანამდებობა
მისამართი
15. სპეციალური ან პროფილური ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრეინინგები გაქვთ გავლილი. სად, როდის)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება; როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისაგან
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
17. გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) თქვენი აქტუალური ავტობიოგრაფია (ცვ);
გ) ფოტოსურათი;
დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან).
შევსების თარიღი -------------------------
პირადი ხელმოწერა------------------------
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ, №5, 08.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75364-1/