„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.01.2008 ბოლო ცვლილება 15.06.2021
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.033.011.337
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 14/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №5

2008 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2016 წ.

1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1);

ბ) „განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ“ (დანართი N2);

გ)„პრაქტიკანტის დღიურის ფორმა“ (დანართი N3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

    მუხლი 3

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პრაქტიკა – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;

ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას;

გ) კანდიდატი - პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შეტანილი აქვს განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ ან რომელიც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სამინისტროში წარდგენილია პრაქტიკის გასავლელად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

თავი II

პრაქტიკანტის მიღება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

    მუხლი 4

1 . პრაქტიკანტად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის სტუდენტი (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის შემთხვევაში, პრაქტიკანტად მიიღება მხოლოდ ის პირი, რომელიც იმყოფება აღნიშნული საფეხურის დამამთავრებელ კურსზე) ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

    მუხლი 5

1. კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae);

გ)  დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) შევსებული განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ დანართი №2-ის შესაბამისად;

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4).

2. იმ შემთხვევაში, როცა კანდიდატი წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ამ მუხლის პირველი პუნტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს კანდიდატი ავსებს გასაუბრებამდე.

3. პრაქტიკანტად მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე, რომელიც წარიმართება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურისა და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელშიც სურს პრაქტიკის გავლა კანდიდატს. გასაუბრებას შესაძლოა ესწრებოდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები.

4. გასაუბრებისას მოწმდება კანდიდატის თეორიული ცოდნა შესაბამის სფეროში და პრაქტიკის გავლის მოტივაცია. გასაუბრების შედეგის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კანდიდატის აკადემიური მოსწრებაც.

5. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინადადების საფუძველზე, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13  ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრ ის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25. 1 2.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

    მუხლი 6 . (ამოღებულია)

    მუხლი 7

1. პრაქტიკის მაქსიმალური ვადაა 6 თვე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკის კიდევ 6 თვემდე ვადით გაგრძელების შესახებ.

3. პრაქტიკის ვადას განსაზღვრავს მინისტრი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წინადადების საფუძველზე.

4. 6 თვემდე ვადით პრაქტიკანტის დანიშვნის, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მიმართავს მინისტრს პრაქტიკანტისათვის პრაქტიკის ვადის გაგრძელების თაობაზე.

5. პრაქტიკანტს, პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკის შედეგები შეფასდა დამაკმაყოფილებლად, კარგად ან ძალიან კარგად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13  ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრ ის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25. 1 2.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

    მუხლი 8

პრაქტიკანტთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მომსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს.

თავი III

პრაქტიკანტის უფლებები

    მუხლი 9

1. პრაქტიკანტს უფლება აქვს:

ა) სამინისტროს  შესაბამისი  სტრუქტურული  ქვედანაყოფის  ხელმძღვანელის  და პრაქტიკის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პრაქტიკის ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება;

გ) პრაქტიკის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

დ) მოითხოვოს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად;

ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს წერილობით მიმართოს მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. პრაქტიკანტის განათლების, თეორიული ცოდნისა და უკვე გავლილი პრაქტიკის შეფასების გათვალისწინებით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრის იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრ ის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25. 1 2.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

მუხლი 10 . (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13  ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

თავი IV

პრაქტიკანტის მოვალეობანი

    მუხლი 11

პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის სფეროს  მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) გამოცხადდეს სამინისტროში პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;

გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება პრაქტიკის ხელმძღვანელის ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ;

დ) პრაქტიკის გავლის პერიოდში აწარმოოს პრაქტიკანტის დღიური და მასში ასახოს განხორციელებული საქმიანობა მიღებული დავალებებისა და შესრულების ვადების მითითებით. პრაქტიკანტის დღიური რჩება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. პრაქტიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა დღიურის ასლი;

ე) არ გაამჟღავნოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სხვა პირის პერსონალური მონაცენები ან კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პრაქტიკის გავლის პერიოდში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

თავი V

სამინისტროს უფლება- მოვალეობანი

    მუხლი 12

1. სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად, კერძოდ, განუსაზღვრავს მას პრაქტიკის ხელმძღვანელს, გამოუყოფს სამუშაო ადგილსა და შესაბამის ინვენტარს დავალებების შესასრულებლად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

    მუხლი 13

1. პრაქტიკის ხელმძღვანელი აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ დღიურის წარმოებას, პერიოდულად აწვდის მას თეორიულ მასალას, აძლევს დავალებებსა და მათი შესრულების მიმართულებებს,   განუსაზღვრავს დავალების შესრულების კონკრეტულ ვადას, აკონტროლებს დავალების შესრულების ვადებსა და ხარისხს.

2. პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტის დღიურში ასახოს პრაქტიკანტის მიერ შესრულებული დავალებ(ებ)ის, პრაქტიკანტის ქცევის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25.12.2014წ.

მუხლი 14

სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს  პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13  ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

თავი VI

პრაქტიკის გავლის სხვა პირობები

    მუხლი 15

პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;

ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

გ) პირადი განცხადება;

დ) ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13  ნოემბრის ბრძანება №730 - სსმ III, 13.11.2009, №140, მუხ.1609

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

    მუხლი 16

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკანტი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამინისტროს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა (ცნობა).

თავი VIII

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 17

ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

დანართი №2

განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ

I. ზოგადი ინფორმაცია:

სახელი და  გვარი

(სრულად)

დაბადების თარიღი

(რიცხვი, თვე, წელი)

დაბადების ადგილი

მოქალაქეობა

სამხედრო ვალდებულება

 არა                       

დიახ                     

წოდება

წოდების მიმნიჭებელი ორგანო

ოჯახური მდგომარეობა

დასაოჯახებელი       დაოჯახებული          განქორწინებული         ქვრივი 

II. საკონტაქტო ინფორმაცია:

ფაქტობრივი მისამართი

(საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)

რეგისტრაციის მისამართი

საკონტაქტო ტელეფონი

 სახლი

მობილური

ელ-ფოსტა

III. პირადობის დამადასტურებელი მონაცემები:

პირადი #

პ/მ  სერია და   #

გაცემის თარიღი

გამცემი ორგანო

IV. უმაღლესი განათლება:

თარიღი

-დან       -მდე

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

სპეციალობა/მიმართულება

ხარისხი

დიპლომის №

V.   დამატებითი განათლება:

(ჩამოთვალეთ რა კურსები და ტრენინგები გაქვთ გავლილი)

თარიღი

-დან       -მდე

კურსის/ტრენინგის ორგანიზატორი

კურსის დასახელება

დამადასტურებელი დოკუმენტი

VI.  სპეციალური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული პროგრამები

(ჩამოთვალეთ)

ენების ფლობა

(აღნიშნეთ ცოდნის დონე შესაბამისი ციფრებით:  1-თავისუფლად  2-კარ გა დ  3-საშუალოდ  4-ცუდად)

ენა

მეტყველება

წერა

კითხვა

VII. პროფესიული გეგმები და მიზნები:

მოლკედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული გეგმები და მიზნები

VIII.  საქართველოს   ფინანსთა   სამინისტროს   ცენტრალური   აპარატის   სტრუქტურულიქვედანაყოფები :

( პრაქტიკის   გასავლელად   პრიორიტეტების   მითითებით   ( მაგ .: 1,2,3,4)  აირჩიეთ   მინიმუმ 2  სტრუქტურული   ქვედანაყოფი   და   მიუთითეთ   დაინტერესების   მიზეზი )

სტრუქტურულიქვედანაყოფები

დაინტერესების   მიზეზები

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტი

საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახური

საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი

გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო

სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო

სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის  სამმართველო

სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველო

შიდა აუდიტის დეპარტამენტი

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი

სტრუქტურული რეფორმების სამმართველო

ფისკალური რისკების მართვის სამმართველო

შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველო

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

საბიუჯეტო დეპარტამენტი

სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო

საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის დეპარტამენტი

დავების განხილვის სამსახური

ქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანება № 107 - ვებგვერდი, 23.04.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანება № 30 6 - ვებგვერდი, 2 9 .09.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება № 141 - ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

IX.  სამუშაო გამოცდილება:

(ინფორმაციის შევსება დაიწყეთ ბოლო სამუშაო ადგილიდან )

ორგანიზაცია      (დასახელება და მისამართი)

მიღების თარიღი                   

გათავისუფლების თარიღი  

დაკავებული თანამდებობა

დაკისრებული ფუნქციების აღწერა

რეკომენდატორები

(ვის დავუკავშირდეთ საჭიროების შემთხვევაში)

სახელი, გვარი / თანამდებობა / ტელეფონი

წამოსვლის მიზეზი

X. მოთხოვნილი დოკუმენტები

1.       პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2.       ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae);

3.       დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4.       აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5.  ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4)

ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ჩემს მიერ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.

ხელმოწერა 

თარიღი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრ ის ბრძანება №375 - ვებგვერდი, 25. 1 2.2014წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ, №5, 08.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.337 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75364-7/