,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.011.430
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №37/ნ
2008 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის №5 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 30 იანვრის 24/ნ ბრძანება (სსმ III, 30.01.2006წ., №12, მუხლი 132).
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „წამლის სააგენტოს“ უფლებამონაცვლე.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
დ. ტყეშელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება №164/ნ-სსმIII,№101, 16.07.2008წ.,მუხ.1129
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №309/ნ-სსმIII,№187, 31.12.2008წ.,მუხ.1985
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 7 ივლისის ბრძანება №235/ნ-სსმIII,№85, 09.07.2009წ.,მუხ.906
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №330/ნ-სსმIII,№124, 13.10.2009წ.,მუხ.1442
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-15/ნ-ვებგვერდი, 18.04.2011წ.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სააგენტო ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე კონტროლს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.
4. სააგენტო საქმიანობის სფეროდან გამომდინარე წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, ბლანკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც რეგისტრირებულია დადგენილი წესით.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0119 ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №144.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 7 ივლისის ბრძანება №235/ნ-სსმIII,№85, 09.07.2009წ.,მუხ.906
მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო
სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:
ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში)კონტროლი;
გ) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების კონტროლი;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით/ნებართვით განსაზღვრული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ვ) უკანონო სამედიცინო, საექიმო, ფარმაცევტულ, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ფაქტების, სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ზ) ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
თ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ი) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;
კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
ლ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;
მ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ნ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ო) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
პ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან/და ექსპორტის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ჟ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმება;
რ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება (რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია), რეგისტრაცია-აღნუსხვა და დაშვების შეჩერება ან გაუქმება;
ს) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
უ) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
ქ) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
ღ) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი საგამოცდო პროგრამების დამტკიცება;
ღ 1) ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
ღ2) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
ყ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილების მიღება;
შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან და დარგობრივ კომისიებთან თანამშრომლობა;
ჩ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ც) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
ძ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
წ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიების) და ნებართვების გაცემა; სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების წარმოება;
ჭ) ლიცენზიის/ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება;
ხ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ჯ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
ჰ 1) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ჰ2) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა;
ჰ3) თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით;
ჰ4) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ5) (ამოღებულია - 15.04.2011, №01-15/ნ);
ჰ6) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;
ჰ7) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;
ჰ8) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №309/ნ-სსმIII,№187, 31.12.2008წ.,მუხ.1985

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №330/ნ-სსმIII,№124, 13.10.2009წ.,მუხ.1442
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-15/ნ-ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა
1. ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული კომპეტენციისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) კონტროლის სამსახური;
გ) ლიცენზირებისა და აკრედიტაციის სამსახური;
დ) ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახური;
ე) პროფესიული რეგულირების სამსახური;
ვ) ფარმაცევტული საქმიანობის სამსახური;
ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური.
2. ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს უფროსის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;
დ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;
ე) (ამოღებულია - 09.03.2011, №01-3/ნ) ;
ვ) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავება და სააგენტოს კადრების აღრიცხვა;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება;
თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-გაცემის და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ი) (ამოღებულია - 09.03.2011, №01-3/ნ) ;
კ) დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, სამართალწარმოების საკითხებში მონაწილეობის მიღება;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის/რეგისტრის წარმოების ხელშეწყობა;
ნ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ო) საარქივო მასალების შენახვა; არქივის წარმოება;
პ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადება;
ჟ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
რ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, ვაუჩერის/კონკურსის პირობებით გათვალისწინებულ , ვალდებულებების სისტემატური და უხეში დარღვევის შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;
ს) სახელმწიფო სადაზღვევო და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ტ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მზღვეველისა და დაზღვეულის კანონიერი ინტერესების დაცვა;
უ) დაზღვეულისა და მზღვეველის სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა;
ფ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. კონტროლის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
გ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა;
დ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ე) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიმდინარეობის და მოცულობის შესწავლა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების კონტროლი;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
თ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღ-მზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი.
4. ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ლიცენზიის მაძიებელთა კონსულტირება და სალიცენზიოდ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ე) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა.“;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი რეესტრების წარმოება;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი რეესტრების წარმოება.
5. ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის ორგანიზაციის კოორდინაცია;
ბ) სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
გ) სააგენტოს საქმიანობის ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
ე) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება.
6. პროფესიული რეგულირების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ღონისძიებების გატარება;
გ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
დ) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა.
7. ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის კომპეტენციაა:

ბ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევაზე და ფარმაცევტულ საქმიანობაზე სახელმწიფო რეგულირების (ზედამხედველობისა და კონტროლის) განხორციელება;
გ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;
დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
ე) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ზ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის (შემდგომში – კომიტეტი) დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;
ზ1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მომზადება;
თ) სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია, რეგისტრაცია-აღნუსხვა და მათი შეჩერება ან გაუქმება;
ი) სამკურნალო საშუალებების სარეკლამო ტექსტების შეთანხმება, რეკლამით გავრცელებული ინფორმაციის ობიექტურ ინფორმაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
კ) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი საგამოცდო პროგრამების დამტკიცებისათვის სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ლ) სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოქმედების მონიტორინგის ერთიანი სისტემის კოორდინაცია;
მ) ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი;
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეესტრების წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ო) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე პუნქტებიდან გამომდინარე ფარმაცევტული წარმოების (გარდა ნარკოტიკული საშუალებისა), ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
პ) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება;
ჟ) ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა;
ს) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
ტ) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
8. სამართლებრივი უზრუნველყოფი ს სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა, ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება №164/ნ-სსმIII,№101, 16.07.2008წ.,მუხ.1129

მუხლი 31. მედიაციის საბჭო
1. სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება სააგენტოს მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო – მედიაციის საბჭო.
2. მედიაციის საბჭოს შემადგენლობაში შედიან სადაზღვევო სექტორი და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ასევე , შესაძლებელია შედიოდნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. მედიაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი წარდგინების საფუძველზე , მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 32. მედიაციის საბჭოს ფუნქციები
1. მედიაციის საბჭო:
ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების გაუმჯობესებასთან, აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას, მზღვეველის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის წარმოშობილი დავების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე;
გ) მონაწილეობს სამსახურის ძირითადი ფუნქციისა და ამოცანების მისაღწევად მედიაციის ფუნქციის შესრულების პროცესში .
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მედიაციის საბჭოს სხდომა მოიწვევა ერთ-ერთი წევრის ან სააგენტოს უფროსის (ან სააგენტოს უფროსის შესაბამისი კურატორი მოადგილის) ინიციატივით.
3. მედიაციის საბჭოს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს და სხდომებს წარმართავს მედიაციის საბჭოს მდივანი.
4. მედიაციის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიაციის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით.
5. მედიაციის საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მედიაციის საბჭოს მდივანი.
6. მედიაციის საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურებისათვის არ გამოიყენება სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართვას მის საქმიანობას სააგენტოს სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტისას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ხასიათის აქტებს;
ვ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს სააგენტოს ქონებასა და სახსრებს;
თ) სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ კონტროლი მათ საკურაციო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე.
6. სააგენტოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე.
მუხლი 5. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები:
1. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები არიან სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები.
2. სააგენტოს სამსახურების უფროსები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებსა და განყოფილებებს.
3. სააგენტოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება №164/ნ-სსმIII,№101, 16.07.2008წ.,მუხ.1129
მუხლი 6. სააგენტოს სხვა მოხელეები
1. სააგენტოს სხვა მოხელეები არიან:
ა) მთავარი სპეციალისტები;
ბ) უფროსი სპეციალისტები;
გ) სპეციალისტები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ.
მუხლი 7. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
1. სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს:
ა) სახელმწიფო პროგრამების და სააგენტოს დასაფინანსებლად ფულადი სახსრების დაგეგმვას;
ბ) სააგენტოს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას, ბალანსის შედგენას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს სახსრები გამოიყენება მისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსებისათვის, მატერიალური და სხვა ხარჯების დასაფარად, გადასახადებისა და ანარიცხების განსახორციელებლად.
მუხლი 8. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
+

ჰ4) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი.
ჰ4) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ5) (ამოღებულია - 15.04.2011, №01-15/ნ).
ჰ5) (ამოღებულია - 15.04.2011, №01-15/ნ);
ჰ6) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;
ჰ7) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;
ჰ8) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №309/ნ-სსმIII,№187, 31.12.2008წ.,მუხ.1985
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №330/ნ-სსმIII,№124, 13.10.2009წ.,მუხ.1442
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-15/ნ-ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა
1. ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული კომპეტენციისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) კონტროლის სამსახური;
გ) ლიცენზირებისა და აკრედიტაციის სამსახური;
დ) ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახური;
ე) პროფესიული რეგულირების სამსახური;
ვ) ფარმაცევტული საქმიანობის სამსახური;
ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური.
2. ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს უფროსის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;
დ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;
ე) (ამოღებულია - 09.03.2011, №01-3/ნ) ;
ვ) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავება და სააგენტოს კადრების აღრიცხვა;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება;
თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-გაცემის და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ი) (ამოღებულია - 09.03.2011, №01-3/ნ) ;
კ) დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, სამართალწარმოების საკითხებში მონაწილეობის მიღება;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის/რეგისტრის წარმოების ხელშეწყობა;
ნ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ო) საარქივო მასალების შენახვა; არქივის წარმოება.

8. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა, ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება №164/ნ-სსმIII,№101, 16.07.2008წ.,მუხ.1129
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №309/ნ-სსმIII,№187, 31.12.2008წ.,მუხ.1985
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №330/ნ-სსმIII,№124, 13.10.2009წ.,მუხ.1442
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-15/ნ-ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 31. მედიაციის საბჭო🔗
1. სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება სააგენტოს მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო – მედიაციის საბჭო.
2. მედიაციის საბჭოს შემადგენლობაში შედიან სადაზღვევო სექტორი და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ასევე , შესაძლებელია შედიოდნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. მედიაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი წარდგინების საფუძველზე , მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 32. მედიაციის საბჭოს ფუნქციები🔗

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ტყეშელაშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
დ. ტყეშელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება №164/ნ-სსმIII,№101, 16.07.2008წ.,მუხ.1129
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №309/ნ-სსმIII,№187, 31.12.2008წ.,მუხ.1985
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 7 ივლისის ბრძანება №235/ნ-სსმIII,№85, 09.07.2009წ.,მუხ.906
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №330/ნ-სსმIII,№124, 13.10.2009წ.,მუხ.1442
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-15/ნ-ვებგვერდი, 18.04.2011წ.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სააგენტო ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას, აგრეთვე კონტროლს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას.
4. სააგენტო საქმიანობის სფეროდან გამომდინარე წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, ბლანკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც რეგისტრირებულია დადგენილი წესით.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0160 ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 23.
მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0119 ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №144.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 7 ივლისის ბრძანება №235/ნ-სსმIII,№85, 09.07.2009წ.,მუხ.906
მუხლი 2. სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფერო
სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:
ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზირებისათვის და ნებართვისთვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში)კონტროლი;
გ) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების კონტროლი;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზიით/ნებართვით განსაზღვრული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ვ) უკანონო სამედიცინო, საექიმო, ფარმაცევტულ, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ფაქტების, სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ზ) ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ვ) უკანონო სამედიცინო, საექიმო ფარმაცევტული საქმიანობის ფაქტების, სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
თ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ი) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;
კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
კ) ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
ლ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;
მ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ნ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ო) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ო) სააფთიაქო დაწესებულებების (I ჯგუფის აფთიაქის, II ჯგუფის აფთიაქის, სააფთიაქო პუნქტის) მოწყობის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
პ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან/და ექსპორტის ნებართვის გაცემა/გაუქმება;
ჟ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმება;
რ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება (რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია), რეგისტრაცია-აღნუსხვა და დაშვების შეჩერება ან გაუქმება;
რ) სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია, რეგისტრაცია-აღნუსხვა და მათი შეჩერება ან გაუქმება;
ს) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
უ) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
უ) სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრის წარმოება;
ფ) მოსახლეობის ეფექტური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებებით უზრუნველსაყოფად ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის სფეროში მართლზომიერი და სათანადო პრაქტიკის განხორციელებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;
ქ) საწარმოო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო, წამლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის და კლინიკური კვლევის სათანადო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
ღ) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი საგამოცდო პროგრამების დამტკიცება;
ღ 1) ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
ღ2) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
ყ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილების მიღება;
შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან და დარგობრივ კომისიებთან თანამშრომლობა;
ჩ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ც) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
ძ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ჩ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ც) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
ძ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის სასერტიფიკაციო (სარესერტიფიკაციო) გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
წ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცენზიების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიების) და ნებართვების გაცემა; სალიცენზიო და სანებართვო უწყებრივი რეესტრების წარმოება;
ჭ) ლიცენზიის/ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება;
ხ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ჯ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების დადება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
ჰ1) სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ჰ2) სამედიცინო პერსონალის სერტიფიკაციის (რესერტიფიკაციის) პროცესის საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა;
ჰ3) თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით.
მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა
ჰ 1) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ჰ2) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა;
ჰ3) თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება დადგენილი წესით;
ჰ4) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ5) (ამოღებულია - 15.04.2011, №01-15/ნ);
ჰ6) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;
ჰ7) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;
ჰ8) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №309/ნ-სსმIII,№187, 31.12.2008წ.,მუხ.1985
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №330/ნ-სსმIII,№124, 13.10.2009წ.,მუხ.1442
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-15/ნ-ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა
1. ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული კომპეტენციისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) კონტროლის სამსახური;
გ) ლიცენზირებისა და აკრედიტაციის სამსახური;
დ) ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახური;
ე) პროფესიული რეგულირების სამსახური;
ვ) ფარმაცევტული საქმიანობის სამსახური;
ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური.
2. ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამმართველო;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველო;
დ) ინფორმაციულ-ანალიტიკური სამმართველო;
ე) პროფესიული რეგულირების სამმართველო;
ვ) ფარმაცევტული საქმიანობის სამმართველო.
2. ადმინისტრაციული სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს უფროსის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;
დ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;
ე) (ამოღებულია - 09.03.2011, №01-3/ნ) ;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ვ) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავება და სააგენტოს კადრების აღრიცხვა;
ზ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება;
თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-გაცემის და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ი) (ამოღებულია - 09.03.2011, №01-3/ნ) ;
ი) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
კ) დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, სამართალწარმოების საკითხებში მონაწილეობის მიღება;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის/რეგისტრის წარმოების ხელშეწყობა;
მ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის/რეგისტრის წარმოების ხელშეწყობა;
ნ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ო) საარქივო მასალების შენახვა; არქივის წარმოება;
პ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადება;
ჟ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
რ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, ვაუჩერის/კონკურსის პირობებით გათვალისწინებულ , ვალდებულებების სისტემატური და უხეში დარღვევის შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;
ს) სახელმწიფო სადაზღვევო და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ტ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მზღვეველისა და დაზღვეულის კანონიერი ინტერესების დაცვა;
უ) დაზღვეულისა და მზღვეველის სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა;
ფ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. კონტროლის სამსახურის კომპეტენციაა:
ო) საარქივო მასალების შენახვა; არქივის წარმოება.
3. სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
გ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა;
დ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ე) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიმდინარეობის და მოცულობის შესწავლა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების კონტროლი;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
თ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღ-მზრდელო დაწესებულებათა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი.
4. ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ლიცენზიის მაძიებელთა კონსულტირება და სალიცენზიოდ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების კონტროლი;
ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა.
4. ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელთა კონსულტირება და სალიცენზიოდ/ სანებართვოდ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო/სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ე) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა.“;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი რეესტრების წარმოება;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი რეესტრების წარმოება.
5. ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახურის კომპეტენციაა:
ე) სახელმწიფო ლიცენზიების და ნებართვების გაცემა;
ვ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი რეესტრების წარმოება.
5. ინფორმაციულ-ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის ორგანიზაციის კოორდინაცია;
ბ) სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
გ) სააგენტოს საქმიანობის ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
ე) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება.
6. პროფესიული რეგულირების სამსახურის კომპეტენციაა:
6. პროფესიული რეგულირების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ღონისძიებების გატარება;
გ) პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
დ) სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა.
7. ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის კომპეტენციაა:
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
დ) სამედიცინო პერსონალის სერტიფიკაციის (რესერტიფიკაციის) პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა.
7. ფარმაცევტული საქმიანობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ბ) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევაზე და ფარმაცევტულ საქმიანობაზე სახელმწიფო რეგულირების (ზედამხედველობისა და კონტროლის) განხორციელება;
გ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი; სამკურნალო საშუალებების შერჩევითი შესყიდვების წარმოება;
დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
დ) ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება;
ე) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის და ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ზ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის (შემდგომში – კომიტეტი) დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;
ზ1) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის ან/და ექსპორტის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მომზადება;
ზ) ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტისათვის (შემდგომში – კომიტეტი) დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება;.
თ) სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია, რეგისტრაცია-აღნუსხვა და მათი შეჩერება ან გაუქმება;
ი) სამკურნალო საშუალებების სარეკლამო ტექსტების შეთანხმება, რეკლამით გავრცელებული ინფორმაციის ობიექტურ ინფორმაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
კ) სამკურნალო საშუალებების კლინიკამდელი საგამოცდო პროგრამების დამტკიცებისათვის სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ლ) სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოქმედების მონიტორინგის ერთიანი სისტემის კოორდინაცია;
მ) ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი;
ნ) სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრის წარმოება.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეესტრების წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ო) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე პუნქტებიდან გამომდინარე ფარმაცევტული წარმოების (გარდა ნარკოტიკული საშუალებისა), ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
პ) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება;
ჟ) ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა;
ს) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
ტ) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
8. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა, ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება №164/ნ-სსმIII,№101, 16.07.2008წ.,მუხ.1129
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №309/ნ-სსმIII,№187, 31.12.2008წ.,მუხ.1985
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის ბრძანება №132/ნ-სსმIII,№45, 10.04.2009წ.,მუხ.505
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №330/ნ-სსმIII,№124, 13.10.2009წ.,მუხ.1442
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 მარტის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-15/ნ-ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 31. მედიაციის საბჭო🔗
1. სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება სააგენტოს მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო – მედიაციის საბჭო.
2. მედიაციის საბჭოს შემადგენლობაში შედიან სადაზღვევო სექტორი და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ასევე , შესაძლებელია შედიოდნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. მედიაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი წარდგინების საფუძველზე , მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 32. მედიაციის საბჭოს ფუნქციები🔗
1. მედიაციის საბჭო:
ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების გაუმჯობესებასთან, აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას, მზღვეველის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის წარმოშობილი დავების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე;
გ) მონაწილეობს სამსახურის ძირითადი ფუნქციისა და ამოცანების მისაღწევად მედიაციის ფუნქციის შესრულების პროცესში .
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მედიაციის საბჭოს სხდომა მოიწვევა ერთ-ერთი წევრის ან სააგენტოს უფროსის (ან სააგენტოს უფროსის შესაბამისი კურატორი მოადგილის) ინიციატივით.
3. მედიაციის საბჭოს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს და სხდომებს წარმართავს მედიაციის საბჭოს მდივანი.
4. მედიაციის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიაციის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით.
5. მედიაციის საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მედიაციის საბჭოს მდივანი.
6. მედიაციის საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურებისათვის არ გამოიყენება სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 05.12.2011 წ.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართვას მის საქმიანობას სააგენტოს სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტისას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ხასიათის აქტებს;
ვ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს სააგენტოს ქონებასა და სახსრებს;
თ) სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ კონტროლი მათ საკურაციო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე.
6. სააგენტოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე.
მუხლი 5. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები:🔗
მუხლი 5. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები:
1. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები არიან სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები.
2. სააგენტოს სამსახურების უფროსები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებსა და განყოფილებებს.
3. სააგენტოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
1. სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები არიან სააგენტოს სამმართველოების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები.
2. სააგენტოს სამმართველოების უფროსები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობენ შესაბამის სამმართველოებსა და განყოფილებებს.
3. სააგენტოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი:
4. სააგენტოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ.
მუხლი 6. სააგენტოს სხვა მოხელეები🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება №164/ნ-სსმIII,№101, 16.07.2008წ.,მუხ.1129
მუხლი 6. სააგენტოს სხვა მოხელეები
1. სააგენტოს სხვა მოხელეები არიან:
ა) მთავარი სპეციალისტები;
ბ) უფროსი სპეციალისტები;
გ) სპეციალისტები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ.
მუხლი 7. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა🔗
მუხლი 7. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა
1. სააგენტო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს:
ა) სახელმწიფო პროგრამების და სააგენტოს დასაფინანსებლად ფულადი სახსრების დაგეგმვას;
ბ) სააგენტოს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას, ბალანსის შედგენას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს სახსრები გამოიყენება მისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსებისათვის, მატერიალური და სხვა ხარჯების დასაფარად, გადასახადებისა და ანარიცხების განსახორციელებლად.
მუხლი 8. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
მუხლი 8. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები🔗
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ““, №37/ნ, 22.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.011.430 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75808-8/