საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.05.2009 ძალადაკარგული 26.04.2012
ნომერი
№289
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.013.097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 11/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.097

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №289

2009 წლის 8 მაისი  

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №605-სსმIII, №114, 18.09.2009., მუხ.1299

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №630-სსმIII, №117, 28.09.2009., მუხ.1352

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №711-სსმIII, №137, 06.11.2009., მუხ.1577

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №724-სსმIII, №140, 13.11.2009., მუხ.1604

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №950-სსმIII, №1, 04.01.2010., მუხ.3

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის ბრძანება №74-სსმIII, №15, 10.02.2010., მუხ.180

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანება №135-სსმIII, №23, 26.02.2010., მუხ.303

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №908-სსმIII, №162, 13.12.2010., მუხ.2298

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა და სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;

გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამსახურში წარმოდგენილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

დ) დაწესებულება – სამსახურის ცენტრალური აპარატი, ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

    მუხლი 2

1. სტაჟიორი შესაძლებელია იყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

2. სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და სხვა მოთხოვნები მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ კონკურსის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან სამსახურის ვებ-გვერდზე ან მასმედიის საშუალებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

    მუხლი 3

1. სტაჟიორად პირი მიიღება ტესტირების ან/და გასაუბრების წესით.

2. ტესტირებას ატარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“ (შემდგომში – აკადემია).

3. ტესტირებაზე ან/და გასაუბრებაზე დაიშვება ის კანდიდატი, რომელიც სამსახურში წარადგენს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და დააკმაყოფილებს ამავე აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. ტესტირების შემდგომ გასაუბრებაზე დაიშვება ის კანდიდატი, რომელიც ტესტირების შედეგად დააგროვებს გამსვლელ ქულას, რომელიც დგინდება სამსახურის უფროსის მიერ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

თავი II

სტაჟიორების შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი

    მუხლი 4

1. იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას ან/და გასაუბრებას სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტაჟიორად დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც მასთან ფორმდება ხელშეკრულება.

2. იმ შემთხვევაში თუ სტაჟიორი უარს განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვლისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეუწყდება სტაჟირება.

3. სტაჟირების ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

4. სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელს განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების უფროსი.

5. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სტაჟიორმა სტაჟირების პროცესში შესაძლებელია გაიაროს თეორიული სწავლება აკადემიაში შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის შესაბამისი სასწავლო პროგრამით.

6. თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ სტაჟიორს უტარდება ტესტირება სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად. ის სტაჟიორი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას აკადემიაში, მიიღებს აკადემიის სერტიფიკატს. სტაჟიორს, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეუწყდება სტაჟირება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

    მუხლი 5

1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორს უტარდება გასაუბრება.

2. გასაუბრებას ატარებს სამსახურის უფროსის ბრძნებით შექმნილი კომისია.

3. გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორი იღებს დადებით ან უარყოფით შეფასებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

    მუხლი 6

1. სტაჟიორს უფლება აქვს:

ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში;

გ) სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში.

2. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის და დაწესებულების დებულებით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით;

ბ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;

გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი და ამ წესით დადგენილი ნორმები;

დ) არ გაავრცელოს საიდუმლო ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების გავლის პროცესში;

ე) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ;

ვ) შეასრულოს მასთან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

3. დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სამსახურის თანამშრომელთან ერთად სტაჟიორი შესაძლებელია უშუალოდ იქნეს ჩართული საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო/საბაჟო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №908-სსმIII, №162, 13.12.2010., მუხ.2298

    მუხლი 7

1. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები.

2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;

ბ) ხელი შეუწყოს სტაჟიორის კვალიფიკაციის ამაღლებას;

გ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;

დ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;

ე) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევსდისციპლინურ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

    მუხლი 8

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:

ა) თეორიული სწავლების დროს არასაპატიო მიზეზით 6 აკადემიური საათის გაცდენა, თეორიული სწავლების კურსიდან გარიცხვა ან საბოლოო უარყოფითი შეფასების მიღება;

ბ) სტაჟირების პროცესში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში/სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობა;

გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

დ) სტაჟიორის უარი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე;

ე) სტაჟიორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

    მუხლი 9

1. სამსახურის უფროსი იღებს სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.

2. სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების საფუძველია:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;

გ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

თავი III

სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 10

1. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დაინიშნა დაწესებულებაში თანამდებობაზე სტაჟირების ვადის ამოწურვამდე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად.

2. სტაჟირებას ორგანიზებას უწევს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

    მუხლი 11 ამოღებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

 

თავი IV

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

თავი V

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

   

დანართი №1

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

 

დანართი №2

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №639-სსმIII, №98, 12.08.2010., მუხ.1458

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №289, 08.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.097 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83818-9/