1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.
2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.
4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს საკითხისადმი თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს უგულებელყოფს, იმ მტკიცებულებას ითვალისწინებს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, აშკარა მიკერძოებას გამოხატავს ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული, ხოლო მის მიერ დარღვევის განმეორებისას დაითხოვოს იგი და სათადარიგო მსაჯულით შეცვალოს. თუ წარმოიქმნა ნაფიცი მსაჯულის დათხოვნის ვალდებულება და სათადარიგო მსაჯულთა შემადგენლობა ამოწურული აღმოჩნდა, მოსამართლე ვალდებულია დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი.
5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5591
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №18I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2010
ნ-ის ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები და მხარესაც არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომაზე რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა.
- საქმე №2კ-18-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2010
ნ-ის ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები და მხარესაც არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომაზე რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება