1. ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა.
3. ბრალდების მხარის მიერ უარყოფილი ბრალდება ან ბრალდების ნაწილი და ის მტკიცებულებები, რომლებსაც იგი ეყრდნობა, არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს იმავე ბრალდებულის მიმართ.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5576
- ვებგვერდი, 12.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5576
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №2კ-1აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2025
ს-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროკურორი უფლებამოსილია, შეცვალოს ბრალდება, ხოლო იმავე კოდექსის 250-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით;
- საქმე №2კ-325აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2022
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, იშუამდგომლა ბრალდებულების - თ.
- საქმე №2კ-451-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2022
კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა (საფუძველი - საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლი, 105-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ი“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ.
- საქმე №113აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2016
საქართველოს მოქმედი სსსკ-ის 250-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბრალდების მხარე სარგებლობს ბრალდებაზე უარის თქმის უფლებით ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა.
- საქმე №102აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2016
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შუამდგომლობის დაშვების შედეგად სააპელაციო სასამართლო, სსსკ-ის 314-ე მუხლის თანახმად, გადავიდა საქმის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განხილვის რეჟიმში, შესაბამისად, ამოქმედდა ყველა ის ნორმა, რაც მოქმედებს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს, მათ შორის - საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე ან მის ნაწილზე.
- საქმე №2კ-370აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2012
- საქმე №2კ-281აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2012
- საქმე №020100120003433686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №330100118002791258 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2019
- საქმე №330100114587117 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №340100117002184212 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №190100118002608827 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 13.02.2020
- საქმე №330100119003324271 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.01.2020
- საქმე №330100118002791258 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330100114587117 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №330100115974224 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.10.2018
- საქმე №050100117002031181 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 10.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება