1. მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება. საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები მტკიცებულება, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
2. წერილობით მტკიცებულებას საჯაროდ კითხულობს მხარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №2კ-250აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2017
…დარღვევის გამო, რაც, თავის მხრივ, ითვლება კანონის არსებით დარღვევად და საპროცესო ნორმების იმპერატიული მოთხოვნის შეუსრულებლობად, ისინი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედებოდა. 8.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 78.1 და ამავე კოდექსის 248.1 მუხლებზე და განმარტა, რომ ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედებოდა.
- საქმე №2კ-652აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2016
აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ სააპელაციო სასამართლომ რა იგულისხმა საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაში, რომლის თანახმადაც, საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები მტკიცებულება, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
- საქმე №330100117002146444 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2019
პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა მცდარია, მშემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება.
- საქმე №330100115002838956 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2019
საპროცესო ნორმათა დაცულობა: სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაადასტურებდნენ მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსსა და ავთენტიკურობას, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 248-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
- საქმე №330100117001854191 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.11.2018
…მასში არსებული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებ---ს ამსახველი ინფორმაციის და შინაარსის გაგებით, რის გამოც დანაშაულის მამხილებელი ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი, მასში დატანილი ინფორმაციით სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 248-ე მუხლის დაცვით და შეფასდა დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში. 3.17.9. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ არ უნდა მოხდეს ბ--- ღ----–--ის მობილურ…
- საქმე №330100116001457434 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება