1. დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე. მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
2. თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე ბრალმდებელი, ადვოკატი ან ბრალდებული, მაშინ სხდომის თავმჯდომარე მათ სთავაზობს, შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. პროცესის მონაწილეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ტარდება წილისყრა.
3. დასკვნითი სიტყვისათვის სხდომის თავმჯდომარე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-677აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2017
„ადიალი“), საქართველოს სსსკ-ის 251-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ვერ იქნება მიჩნეული მტკიცებულებად, რადგან იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.
- საქმე №010100118002380929 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2019
არ შეასრულა და დაარღვია სსსკ-ის 251-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა და ბრალი დაიმოწმა ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
- საქმე №330100118002402415 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.02.2019
მოსამართლემ ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს განუსაზღვრა გონივრული ვადა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, რის უფლებასაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-3 ნაწილი ანიჭებს. ამასთან, მოსამართლემ ადვოკატს კონკრეტულ დროში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დასრულება მოსთხოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი პოზიციის ჩამოყალიბებისას არაერთხელ შეეხო იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს.
- საქმე №050100117002098848 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 21.05.2018
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.1 მუხლის მეორე წინადადებას, რომლითაც "მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა".
- საქმე №120100117002045571 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 21.03.2018
…ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. 5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება