1. სხდომის თავმჯდომარემ ყოველ ბრალდებულზე უნდა მოამზადოს ვერდიქტის 2 ფორმა, რომლებიც ნაფიც მსაჯულებს წარედგინება: ერთი – გამამართლებელი ვერდიქტის, მეორე – გამამტყუნებელი ვერდიქტის.
2. ვერდიქტის ფორმა შემდეგნაირად უნდა იკითხებოდეს:
ა) გამამართლებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში;
ბ) გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №020100117002187379 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.07.2019
…რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი: ნ---------- ქ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
- საქმე №010100116001635411 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი კ------- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად. 3.კ------- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” და მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: – საქართველოს სისხლის…
- საქმე №010100116001373581 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2019
სააპელაციო პალატამ ზემოანღიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვ-ნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოადგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვ-ლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა---------– დ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სასჯელის დასაბუთება: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.
- საქმე №080100114002652057 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2019
…ნაწილის საფუძველზე: ”სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.” სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე,
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე,
- საქმე №330100118002536127 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330100118002463658 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №080100117001915243 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
- საქმე №83აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2015
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება