1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო განაჩენით ადგენს ახალ სასჯელს. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5591
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №2კ-759აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2022
ს–სე საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის დანაწესის და 266-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით არ ექცეოდა (აღნიშნული დროისათვის) სავალდებულო დაცვის პირობებში ( იხ.
- საქმე №46აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2020
განაჩენის დადგენისას სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (შესაბამისად - სააპელაციო სასამართლომ) მოთხოვნები და არ გააუქმა ვერდიქტი როგორც უსაფუძვლო, რომელიც არ იყო მტკიცებულებებით გამყარებული;
- საქმე №020100120003433686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
სარეზოლუციო ნაწილი: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 19-ე, 20-ე, 21-ე მუხლებით, 226-ე მუხლის პირველი ნაწილით, 250-ე, 330-ე, 266-ე მუხლებით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.ბრალდებულ შ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–---------–----ისა და ბრალდებულ გ--–-----–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი-----------–--სა და რ------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №020100117001986595 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
საკასაციო საჩივრის არსი: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----– მ----–----ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ------- დ---–-–---–მა და ა---- ჯ----–--ემ, რომელმბმაც წარმოდგენილი საჩივრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის, საფუძველზე, ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალი…
- საქმე №330100117002215507 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი საჩივრდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძვლით.
- საქმე №080100114002652057 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2019
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
- საქმე №330100118002536127 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330100118002463658 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №080100117001915243 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება