1. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ ეჭვი არ უნდა შეიტანოს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტში და არც სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციაში.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით მოტივირებული უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-546(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2025
კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მით უფრო მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს და უცნობი რჩება ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- საქმე №ბს-548(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მით უფრო მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს და უცნობი რჩება ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც განაპირობა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- საქმე №330100117002215507 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
…იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე. ამავე კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს.
- საქმე №080100114002652057 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2019
…”სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.” სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე,
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
…მხარემ უარი განაცხადა სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ ნაფიც მსაჯულებს, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართებოდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: 1. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
- საქმე №330100118002536127 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330100118002463658 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №080100117001915243 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
- საქმე №080100119003158121 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 06.04.2020
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება