1. უფროსი მსაჯულის მიერ ვერდიქტის ხელმოწერის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და უფროსი მსაჯული სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ უნდა წაიკითხოს ვერდიქტი და უნდა დარწმუნდეს შემდეგში:
ა) ვერდიქტი თითოეულ ბრალდებაზე სწორი კენჭისყრის შედეგად არის მიღებული;
ბ) არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს შორის;
გ) ვერდიქტი გამოტანილია ყველა წარდგენილ ბრალდებაზე.
3. თუ სხდომის თავმჯდომარე ვერდიქტის ფორმას ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევს, იგი ვერდიქტს სასამართლოს წინაშე გამოსაცხადებლად უბრუნებს უფროს მსაჯულს.
4. უფროსი მსაჯული აცხადებს ვერდიქტს სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. თუ სხდომის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვერდიქტის ფორმა არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ვერდიქტს უბრუნებს უფროს მსაჯულს და მოითხოვს ნაფიც მსაჯულთა დაბრუნებას სათათბირო ოთახში შეცდომების გასასწორებლად.
6. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისათვის მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს და დაითხოვს მათ, გარდა ამ კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.
8. გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს ვერდიქტის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №080100114002652057 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2019
…სასამართლომ კ------- ა--------- უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ რ----- ბ-–---- ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ--–- ე-----–---- ეპიზოდი). საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე: ”სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი…
- საქმე №330100118002536127 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე,
- საქმე №330100118002463658 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.11.2018
…ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე: ”თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
- საქმე №080100117001915243 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე,
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე,
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება