1. თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარეები საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით. თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებაც.
2. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.
3. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის დამძიმების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე ნაკლები.
4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. მხარეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასჯელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაზე.
6. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №330100119003053704 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
…ერთხმად გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვ-----–ი გ-----ა ერთხმად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.” მოცემულ შეთავაზებაზე, ბრალდების მხარემ უარი განაცხადა, სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე.
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
…ნ-------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე, კერძოდ: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თორმეტი ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, ერთხმად გამოიტანა წარდგენილ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი. 3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება: 3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.“ 3.2.
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
…(დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ბრალდებული მ--–----- კ--------ი ერთხმად უდანაშაულოდ ცნო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
- საქმე №330100118002536127 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
…ვერდიქტი, რომლის თანახმად: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვ----–-- წ--–----ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ერთხმად (12 ხმით). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც…
- საქმე №080100117001915243 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
…მიმართ, წარდგენილ ბრალდებაში ერთხმად გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლის თანახმადაც, თე--------- გე------ე დამნაშავედ ცნო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ( სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად,,,თუ არცერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.“ 2017…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება