1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 75. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება 1. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საფინანსო ორგანო. 2. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვისმიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივმუნიციპალიტეტებს ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივიმუნიციპალიტეტი ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება