1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით.
3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები.
4. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;
ბ) მუნიციპალიტეტის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;
გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის:
გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს;
გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.
5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
6. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტი პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 20
სექტემბრის
კანონი №3461
–
ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 14.12.2018 კანონი №4017
- 20.09.2018 კანონი №3461
- 20.12.2012 კანონი №117
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი 1. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. 2. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით. 3. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც განსაზღვრულია პრიორიტეტების შედგენისათვისშედგენისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები. 4. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვისწლისთვის ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვისწლისთვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვისწლისთვის: : გ.ა) ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებსპროგრამებს/ქვეპროგრამებს; ; გ.ბ) ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებსოდენობებს, , მიზნებსა და შედეგებსშედეგებს. ; დ) (ამოღებულია - 14.12.2018, №4017). 5. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივიმუნიციპალიტეტისა) თვითმმართველიმუნიციპალიტეტის ერთეულისა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაარაუგვიანეს უგვიანეს 15 ნოემბრისა. 6. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივიმუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დადგენილი წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება