1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს.
2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს, რომელიც იხილავს მათ და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესახებ.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები.
4. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 79. მიზნობრივი ტრანსფერის ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე აცნობებს მიზნობრივი ტრანსფერის საპროგნოზო პარამეტრებს. 2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგენს ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს,ორგანოს − საკრებულოს, რომელიც იხილავს მათ და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მზადდება სახელმწიფოსა და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესახებ. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები. 4. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველიბიუჯეტისთვის ერთეულის ბიუჯეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება