თავი XI — მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება
1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში.
2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა.
3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის:
ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;
ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით;
გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით;
დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით;
ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს.
5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება.
საქართველოს 2014
წლის
თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 14.12.2018 კანონი №4017
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი 1. მუნიციპალიტეტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის მე-4 გრაფით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მაჩვენებლის ფარგლებში. 2. ამ მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება ყველა მუნიციპალიტეტისათვის, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა. 3. მუნიციპალიტეტებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის, 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის: ა) 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით; ბ) 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობის მიხედვით; გ) 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის მიხედვით; დ) 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით; ე) 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად გაიანგარიშებს და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახავს მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადში თითოეული მუნიციპალიტეტის კუთვნილი წილის პროცენტულ მაჩვენებელს. 5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება. საქართველოს 2014 წლის თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება